ცეფილონი - CEFILON
ცეფილონი - CEFILON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Cefiximum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: III გენერაციის ცეფალოსპორინები
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ანტიმიკრობული (ქიმიოთერაპიული) საშუალება, ფართო და საშუალო სპექტრის ანტიბიოტიკი, მესამე თაობის ცეფალოსპორინები

ცეფიქსიმი, ანტიბიოტიკი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინს, მსგავსად ცეფტრიაქსონისა და ცეფოტაქსიმისა. ცეფიქსიმი მეტად მდრგარია ბეტა-ლაქტამაზა ფერმენტების არსებობისას. შედეგად, მრავალი ორგანიზმი მდგრადია პენიცილინების და ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ ბეტა-ლაქტამაზების არსებობის გამო, შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ. ცეფიქსიმის ანტიბაქტერიული მოქმედება გამომდინარეობს ბაქტერიული უჯრედის კედელში მუკოპეპტიდური სინთეზის ინჰიბირებიდან.

სამკურნალო ჩვენებები:
ცეფიქსიმი 400 ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ოტიტი.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბრონქიტი.
საშარდე გზების ინფექციები; მაგ: მწვავე ცისტიტი

დოზა და მიღების წესი
ცეფიქსიმი 400-ს აბსორბციას მნიშვნელოვნად არ ცვლის საკვების მიღება.
მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არის 5-14 დღე.
12 წელზე მეტი ასაკის მოზრდილები და ბავშვები: მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 200-400 მგ დღე-ღამეში, მიიღება როგორც ეთჯერ, ასევე ორი გაყოფილი დოზით. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში რეკომენდებულია 400 მგ დღე-ღამეში. ზედა სასუნთქი გზების ინფექციების და გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერთხელ 200 მგ-ს მიღება.
ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება მოზრდილებისთვის რეკომენდებული იგივე დოზის დანიშვნა. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის შეცვლა.
ბავშვები: ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 8 მგ/კგ დღეში რომელიც მიიღება ერთხელ ან ორი გაყოფილი დოზით. ასე უნდა მოხდეს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ზოგადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია საბავშვო პერორარული სუსპენზიის დანიშვნა.

გვერდითი მოვლენები
ცეფიქსიმი ზოგადად კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი მსუბუქი და თვითშეზღუდული ხასიათის იყო.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
ცეფიქსიმთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია დიარეა და განავლის ცვლილებები; დიარეა უფრო ხშირად ასოცირდებოდა უფრო დიდი დოზების მიღებასთან. აღინიშნა ზომიერიდან მძიმე დიარეის ზოგიერთი შემთხვევა რა დროსაც საჭირო გახდა მკურნალობის შეწყვეტა. ცეფიქსიმი უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება დიარეა. კუჭ- ნაწლავის სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ნაკლებად აღინიშნა არის, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ღებინება და მეტეორიზმი. აღინიშნა ფსევდომემბრანული კოლიტი.

ცეფილონი 400მგ აპკით დაფარული ტაბლეტი

CEFILON

პერორალური გამოყენებისათვის
• აქტიური ნივთიერება: თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 447.63 მგ ცეფიქსიმის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 400მგ ცეფიქსიმისა.
• დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპერმელოზა 5ცP, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
• შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად; არ გადასცეთ სხვებს.
• მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს.
• ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
1. რა არის ცეფილონი და რისთვის გამოიყენება
2. ცეფილონის მიღებამდე
3. ცეფილონის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. ცეფილონის შენახვის პირობები

1. რა არის ცეფილონი და რისთვის გამოიყენება
ცეფილონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეფიქსიმს, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, ეგრეთ წოდებულ ცეფალოსპორინებს.
ცეფილონი გამოიყენება მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ. ცეფილონი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• ფარინგიტი, ლარინგიტი (ყელის და ნუშისებრი ჯირკვლების ანთება): ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციების გამომწვევია ბაქტერია Streptococcus pyogenes
• მწვავე შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება): ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae ან Moraxella catarrhalis, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს პენიცილინი
• სინუსიტი (წიაღების ანთება): ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე, Hაემოპჰილუს ინფლუენზაე ან Mორახელლა ცატარრჰალის, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს პენიცილინი (ანტიბიოტიკის სახეობა)
• ქვედა სასუნთქი გზების ბრონქიტი (ბრონქების ანთება, რომელთაც ჰაერი გადააქვთ ფილტვებში): ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები Streptococcus pneumoniae, Moraxella catarrhalis ან Haemophilus influenzae, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს პენიცილინი
• მწვავე გაურთულებელი ცისტიტი და ურეთრიტი (შარდის ბუშტის ბოლო ნაწილის და შარდსადენი მილის ანთება: ისეთ შემთხვევებში, როდესც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები Escherichia coli, Proteus mirabilis ან Klebsiella
• გაურთულებელი გონორეა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია)
ცეფილონი ვიზუალურად და შეფუთვის შემადგენლობა
თითო შეფუთვაში მოთავსებულია 10 აპკით დაფარული ტაბლეტი ნაჭდევით.
2. ცეფილონის მიღებამდე
არ მიიღოთ ცეფილონი:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ცეფილონი;
• თუ მანამდე გაწუხებდათ კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ინფექცია)
• თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობის პრობლემები
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე გაფრთხილება ოდესმე გეხებოდათ თქვენ.
ცეფილონის მიღება საკვებთან და სასმელთან
ცეფილონი მიიღება კვების დროს ან კვების შემდეგ მალევე.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ცეფილონი არ ხვდება დედის რძეში; თუმცა უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების ან ცეფილონის შეწყვეტის საკითხი, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება კლინიკური კვლევების სათანადო შედეგები.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე პირდაპირი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა თავად დაავადებამ ან ცეფიქსიმის გარკვეულმა გვერდითმა ეფექტებმა (მაგ: კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები) შესაძლოა იმოქმედონ ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეფილონის 400მგ აპკით დაფარული ტაბლეტების ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცეფილონის თითო დოზა შეიცავს <1 მმოლ (23მგ) ნატრიუმს. შესაბამისად ამ მხრივ გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
• კარბამაზეპინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს); ცეფილონი ზრდის აღნიშნული პრეპარატის დონეს სისხლში.
• პრობენეციდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ნიკრისის ქარის სამკურნალოდ); ცეფილონი ზრდის აღნიშნული პრეპარატის დონეს სისხლში.
• ანტიკოაგულანტები, როგორიც არის ვარფარინი (სისხლის გამათხელებელი).
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერი სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატს.
3. ცეფილონის მიღების წესი
პრეპარატის სათანადოდ გამოყენებასთან და დოზებთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებული მითითებები:
მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი ცეფილონი. სურვილის შემთხვევაში დღიური დოზის მიღება შესაძლებელია 2 თანაბარ ნაწილად.
მიღების გზა და მეთოდი:
ცეფილონი მიიღება პერორალურად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
არსებობს ცეფილონის სუსპენზია, რომელიც გამოიყენება 6 წლიდან ბავშვებში.
ხანდაზმულები:
ცეფიდას გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულ პაციენტებში.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლი უკმარისობა
დოზა უნდა შემცირდეს ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის სერიოზული დისფუნქცია.
თქვენთვის შესაფერის დოზას განსაზღვრავს ექიმი მდგომარეობის შესაბამისად.
ცეფიქსიმი ძირითადად გამოიყოფა შარდში; ამ თვალსაზრისით კონკრეტული ინფორმაცია არ მოიპოვება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციეტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.
თუ ფიქრობთ, რომ ცეფილონის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ცეფილონის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ ცეფილონის ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ცეფილონის მიღება
დაუშვებელია დოზის გამორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გამოგრჩათ ცეფილონის დოზა მიიღეთ შემდეგი სტანდარტული დოზა ჩვეულ დროს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ცეფილონის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ეფექტები
ცეფილონის შეწყვეტის შემდეგ გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ცეფილონმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობა.
თუ შენიშნავთ რომელიმე მოცემულ გვერდით ეფექტს შეწყვიტეთ ცეფილონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ სამსახურს.
ძალიან იშვიათად (ცეფილონით ნამკურნალები 10.000-დან <1 პაციენტში); ნებისმიერი სიმწვავის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები პოტენციურად ფატალურ შოკამდე (მაგ: სახის შეშუპება, ენის შეშუპება, შიდა სასუნთქი გზების შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების შევიწროვებას, გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდა, რესპირატორული დისტრესი, არტერიული წნევის დაწევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შოკი). დაფიქსირდა მრავალფორმიანი ერითემა (ჰიპერმგრძნობელობითი მდგომარეობა, რომელიც ზოგადად თავისით ქრება და იწვევს მაქმანისებრ სიწითლეს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ანთება, რომელსაც უკავშირდება ჰემორაგიული ბუშტუკები, შეშუპება და სიწითლე კანზე და თვალების ირგვლივ), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (მწვავე დაავადება, რომელიც იწვევს სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნას კანზე).
ყველა ეს გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზულია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია გაქვთ ცეფილონზე. შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია.
ძალიან იშვიათად დაფიქსირებული (ცეფილონით ნამკურნალები 10.000-დან <1 პაციენტში) გვერდითი ეფექტებია დარღვევები კოაგულაციის მხრივ, ანტიბიოტიკით გამოწვეული კოლიტი (მაგ: ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი), წამლისმიერი ცხელება, შრატის დაავადების მსგავსი რეაქცია და ანემია, რაც გამოწვეულია ერთიროციტების შემცირებით, თავის ტკივილი, თირკმლის ანთება, ჰეპატიტი, (სიყვითლე, რომელსაც იწვევს ღვიძლის ინფექცია), ობსტრუქციული სიყვითლე, გარდამავალი ჰიპერაქტიურობა, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება.
იმ შემთხვევაში თუ განვითარდა ნაწლავის ანთება, რომელსაც ახასიათებს ცრუ მემბრანული კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტი) ექიმი ნიშნავს სათანადო მკურნალობას.
ყველა ეს გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზულია. შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
გავრცელებული (ცეფილონით ნამკურნალები 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში) გვერდითი ეფექტებია კუჭის სისავსე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი და მადის დაკარგვა.
სხვა გავრცელებული (ცეფილონით ნამკურნალები 100-დან >1, მაგრამ 10-დან <1 პაციენტში) შესაძლო გვერდითი ეფექტებია თავბრუსხვევა, შეხების შეგრძნების დაკარგვა, თხელი განავალი ან დიარეა.
იშვიათი გვერდითი ეფექტებია (ცეფილონით ნამკურნალები 1000-დან <1, მაგრამ 10.000-დან >1 პაციენტში) ალერგიული გამონაყარი კანზე, გულისრევა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, დისპეფსია და ღებინება. შესაძლოა აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების მატება და სიყვითლე.
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად შესაძლოა აღინიშნოს ზეგავლენა სისხლის შედედების პერიოდზე და შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ისეთ პაციენტებში, რომლებიც გადიან კოაგულაციურ მკურნალობას.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
5. ცეფილონის შენახვის პირობები
შეინახეთ ცეფილონი თავისივე შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C.
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
ცეფილონი 400მგ აპკით დაფარული ტაბლეტები არ გამოიყენება გარე შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით