ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - Cefiximum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: III გენერაციის ცეფალოსპორინები
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ანტიმიკრობული (ქიმიოთერაპიული) საშუალება, ფართო
და საშუალო სპექტრის ანტიბიოტიკი, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ცეფიქსიმი, ანტიბიოტიკი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინს, მსგავსად ცეფტრიაქსონისა და ცეფოტაქსიმისა. ცეფიქსიმი მეტად მდრგარია ბეტა-ლაქტამაზა ფერმენტების არსებობისას. შედეგად, მრავალი ორგანიზმი მდგრადია პენიცილინების და ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ ბეტა-ლაქტამაზების არსებობის გამო, შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ. ცეფიქსიმის ანტიბაქტერიული მოქმედება გამომდინარეობს ბაქტერიული უჯრედის კედელში მუკოპეპტიდური სინთეზის ინჰიბირებიდან.
სამკურნალო ჩვენებები:
ცეფიქსიმი 400 ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც გამოწვეულია
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა
ყურის ოტიტი.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბრონქიტი.
საშარდე გზების ინფექციები; მაგ: მწვავე ცისტიტი
დოზა და მიღების წესი
ცეფიქსიმი 400-ს აბსორბციას მნიშვნელოვნად არ ცვლის საკვების მიღება.
მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არის 5-14 დღე.
12 წელზე მეტი ასაკის მოზრდილები და ბავშვები: მოზრდილების რეკომენდებული დოზაა
200-400 მგ დღე-ღამეში, მიიღება როგორც ეთჯერ, ასევე ორი გაყოფილი დოზით. ქვედა
სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში რეკომენდებულია 400 მგ დღე-ღამეში. ზედა
სასუნთქი გზების ინფექციების და გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების
შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერთხელ 200 მგ-ს მიღება.
ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება მოზრდილებისთვის რეკომენდებული
იგივე დოზის დანიშვნა. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა
თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის შეცვლა.
ბავშვები: ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 8 მგ/კგ დღეში რომელიც მიიღება ერთხელ
ან ორი გაყოფილი დოზით. ასე უნდა მოხდეს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ზოგადად, 2
წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია საბავშვო პერორარული სუსპენზიის
დანიშვნა.
გვერდითი მოვლენები
ცეფიქსიმი ზოგადად კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული
გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი მსუბუქი და თვითშეზღუდული ხასიათის იყო.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
ცეფიქსიმთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია დიარეა და განავლის
ცვლილებები; დიარეა უფრო ხშირად ასოცირდებოდა უფრო დიდი დოზების მიღებასთან.
აღინიშნა ზომიერიდან მძიმე დიარეის ზოგიერთი შემთხვევა რა დროსაც საჭირო გახდა
მკურნალობის შეწყვეტა. ცეფიქსიმი უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება დიარეა. კუჭ-
ნაწლავის სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ნაკლებად აღინიშნა არის, გულისრევა,
მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ღებინება და მეტეორიზმი. აღინიშნა ფსევდომემბრანული
კოლიტი.

1. რას წარმოადგენს ცეფიქსიმის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება
ცეფიქსიმის ტაბლეტი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• შუა ყურის ინფექცია
• სინუსის ინფექცია
• ყელის ინფექცია
• ინფექცია, რომელიც იწვევს ბრონქიტის ხანგრძლივ გაუარესებას
• ფილტვების სერიოზული ინფექციები (პნევმონია), რომლებიც შეძენილია საავადმყოფო გარეთ
• საშარდე გზების ინფექციები
2. რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმის ტაბლეტი მიღებამდე
არ მიიღოთ ცეფიქსიმის ტაბლეტი, თუ
• ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის მიმართ
• ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის სირთულეს და სახის , ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას
• ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია სხვა ნებისმიერი ცეფალოსპორინის.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმის ტაბლეტს მიღებამდე და უნდა აცნობეთ ექიმს, თუ:
• ალერგიული ხართ პენიცილინის ანტიბიოტიკების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ბეტა- ლაქტამაზას ჯგუფი ანტიბიოტიკების მიმართ. ყველა ადამიანი, ვინც ალერგიულია პენიცილინების შესაძლოა არ იყოს ასევე ალერგიულია ცეფალოსპორინების მიმართ. ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ თქვენ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე პენიცილინზე. ეს იმიტომ, რომ თქვენ შესაძლოა იყოთ ალერგიული მოცემულ მედიკამენტზე.
• თუ როოდესმე გეცნობათ, რომ თქვენი თირკმელები კარგად არ ფუნქციონირებს.
ასევე, თუ თქვენ იტარებთ გარკვეული სახის მკურნალობას (მაგალითად, დიალიზი) თირკმელების უკმარისობისთვის. თქვენ შეიძლება მიიღოთ ცეფიქსიმის ტაბლეტი, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.
სხვა მედიკამენტების მიღება
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ: ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელი) , როგორიცაა ვარფარინი.
ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად. თქვენ უნდა გადაყლაპოთ ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, სავარაუდოდ დაორსულდებით ან ძუძუთი კვებავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს. ჰკითხეთ თქვენს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციისთვის, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
მანქანების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ცეფიქსიმი ჩვეულებრივ არ მოქმედებს მანქანების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ სიმსუბუქეს ან თავბრუსხვევას გრძნობთ, ნუ მართავთ ავტომობილს ან იმუშავებთ მექანიზმებთან.
3. ცეფიქსიმის ტაბლეტი მიღების წესი
დოზირება
თქვენი ექიმი გადაწყვეტს ცეფიქსიმის ტაბლეტის სწორ დოზას და მიღების ხანგრძლივობას. ცეფიქსიმის ტაბლეტის რაოდენობა, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ, დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე.
ზუსტად მიჰყევით ექიმის მითითებებს და არასდროს შეცვალოთ დოზა თვითნებურად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ როდის და რამდენი უნდა მიიღოთ მედიკამენტი.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში:
ჩვეულებრივი დოზა ზრდასრულებისთვის შეადგენს ერთ ან ორ ცეფიქსიმის ტაბლეტს დღიურად. თუ დღეში ინიშნება ორი ცეფიქსიმის ტაბლეტი, შესაძლებელია მათი მიღება როგორც ერთჯერადი დოზა ან დაყოფილი ორი დოზად. თუ ექიმმა დაგინიშნათ ერთი დოზა დღეში, უნდა მიიღოთ ყოველ 24 საათში. თუ ექიმმა დაგინიშნათ ორი დოზა დღეში, თითოეული დოზა უნდა მიიღოთ ყოველ 12 საათში (შეიძლება თქვენთვის მოსახერხებელია დოზის მიღება დილით და საღამოს). წამალი ყოველთვის უნდა მიიღებოთ ერთსა და იმავე დროს.
ხანდაზმულები: ხანდაზმულთათვის დოზები იგივეა, რაც მოზრდილებში, თუ თირკმელების ფუნქცია ნორმალურია.
თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტები:
თირკმელების პრობლემების მქონე მოზრდილ პაციენტებში, ცეფიქსიმის ტაბლეტის დოზა შესაძლოა საჭიროებდეს შემცირებას. თქვენი ექიმი გამოთვლის დოზას თქვენთვის, სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგების მიხედვით, შეაფასებს რამდენად კარგად მუშაობს თქვენი თირკმელები და ასევე შესაბამისად თქვენი ინფექციის სიმძიმეს.
არასაკმარისია მონაცემებია ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენებასთან დაკავშირებით თირკმელების პრობლემების მქონე ბავშვებში და მოზარდებში. შესაბამისად ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ პაციენტებში გამოყენებისთვის.
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები :
წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში12 შეიძლება დაინიშნოს იგივე დოზა როგორც მოზრდილებში.
6 თვის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:
6 თვეზე მეტი ასაკის და 11 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ ცეფიქსიმი პერორარული სუსპენზიის სახით (სითხე შიგნით მისაღებად), ვიდრე ტაბლეტი.
6 თვემდე ასაკის ბავშვები:
ცეფიქსიმის ტაბლეტი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის.
თუ იღებთ უფრო მეტ რაოდენობა ცეფიქსიმის ტაბლეტს, ვიდრე საჭიროა: თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი ვიდრე საჭიროა, ან ბავშვი გადაყლაპავს ცეფიქსიმის ტაბლეტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას ან თქვენს ექიმს .
თუ თქვენ დაგავიწყდათ ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღება:
თუ ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.
ამასთან, თუ შემდეგი დოზის მიღება გიწევთ 6 საათზე ნაკლებ დროში, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გადადით თქვენს რეგულარულ გრაფიკზე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას.
თუ შეწყვეტთ ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღებას:
მკურნალობა არ შეწყვიტოთ ადრე, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ მკურნალობის სრული კურსი, რათა შეამციროთ ინფექციის რეციდივის შესაძლებლობა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შემდეგი გვერდითი მოვლენები არის მნიშვნელოვანია და დაუყოვნებლივი მოქმედება დაგჭირდებათ, თუ გამოგივლინდათ აღნიშნული. უნდა შეწყვიტოთ ცეფიქსიმის მიღება და დაუყოვნებლივ გაესაუბროთ ექიმს, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• სახის, ენის და სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.
ძალზე იშვიათი გვერდითი მოვლენები (10000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• მოულოდნელი ალერგიული რეაქცია ქოშინით, გამონაყარით, შეშუპებით და არტერიული წნევის ვარდნით.
• ძლიერი, მასიური, კანის გამონაყარი.
ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• დიარეა
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტზე 1-ზე ნაკლებ შემთხვევა) მოიცავს:
• თავის ტკივილი
• გულისრევა
• ღებინება
• მუცლის ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლებ შემთხვევა) მოიცავს:
• მიკრობებით გამოწვეული ინფექციები, რომელზეც ცეფიქსიმი არ მოქმედებს.
მაგალითად, აფტოზური სტომატიტი
• მადის დაკარგვა
• პირის ღრუს ან / და სხვა შინაგანი ორგანოების ანთება
ანთება ან თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულდება, ან თუ შეამჩნია
თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს
ან ფარმაცევტი.
• პირის ღრუს ან / და სხვა შინაგანი ორგანოების ანთება
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა რთულდება, ან თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ცეფიქსიმის ტაბლეტის შენახვის პირობები
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე ( ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე)
არ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოიახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. სხვა ინფორმაცია
რა შეიცავს ცეფიქსიმის ტაბლეტი
თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია 400 მგ. უწყლო ცეფიქსიმის
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა 1x10 ტაბლეტების მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ცეფიქსი****S / Cefix S
ცეფიქსიმი ტაბლეტებიUSP 400 mg
საერთაშორისოდასახელება(აქტიურინივთიერება**):** ცეფიქსიმი (cefixime).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები, ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
გამოყენება
ცეფიქსიმის ტაბლეტი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• შუა ყურის ინფექცია
• სინუსის ინფექცია
• ყელის ინფექცია
• ინფექცია, რომელიც იწვევს ბრონქიტის ხანგრძლივ გაუარესებას
• ფილტვების სერიოზული ინფექციები (პნევმონია), რომლებიც შეძენილია საავადმყოფოს გარეთ
• საშარდე გზების ინფექციები.
უკუჩვენებები
ცეფიქსიმის ტაბლეტი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
• ცეფიქსიმის მიმართ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა);
ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას და სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას.
• სხვა ნებისმიერ ცეფალოსპორინზე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმის ტაბლეტს მიღებამდე და აცნობეთ ექიმს, თუ:
• ხართ ალერგიული პენიცილინის ანტიბიოტიკების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ბეტა- ლაქტამაზას ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ყველა ადამიანი, ვინც ალერგიულია პენიცილინების მიმართ შესაძლოა, არ იყოს ალერგიული ცეფალოსპორინების მიმართ. ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე პენიცილინზე;
• ოდესმე თირკმლის ფუნქციის პრობლემებისას.
ასევე, თუ იტარებთ გარკვეული სახის მკურნალობას (მაგალითად, დიალიზი) თირკმლის უკმარისობისთვის. ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღებისას ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.
სხვა მედიკამენტების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ: ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელი), როგორიცაა ვარფარინი.
ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ჭიქა წყალთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
მანქანების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ცეფიქსიმი ჩვეულებრივ არ მოქმედებს მანქანების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ სიმსუბუქეს ან თავბრუსხვევას გრძნობთ, ნუ მართავთ ავტომობილს და ნუ იმუშავებთ მექანიზმებთან.
ცეფიქსიმის ტაბლეტისმიღებისწესი
დოზირება
ექიმი გადაწყვეტს ცეფიქსიმის ტაბლეტის სწორ დოზას და მიღების ხანგრძლივობას. ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღების რაოდენობა, დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.
ზუსტად მიჰყევით ექიმის მითითებებს და არასდროს შეცვალოთ დოზა თვითნებურად. თუ არ ხართ დარწმუნებული, როდის და რამდენი უნდა მიიღოთ მედიკამენტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივიდოზამოზრდილებში**:**
ჩვეულებრივი დოზა ზრდასრულებისთვის შეადგენს ერთ ან ორ ცეფიქსიმის ტაბლეტს დღიურად. თუ დღეში ინიშნება ორი ცეფიქსიმის ტაბლეტი, შესაძლებელია მათი მიღება როგორც ერთჯერად დოზად, ასევე გაყოფილი, ორ დოზად. თუ ექიმმა დაგინიშნათ ერთი დოზა დღეში, უნდა მიიღოთ ყოველ 24 საათში. თუ ექიმმა დაგინიშნათ ორი დოზა დღეში, თითოეული დოზა უნდა მიიღოთ ყოველ 12 საათში (შეიძლება თქვენთვის მოსახერხებელია დოზის მიღება დილით და საღამოს). წამალი ყოველთვის უნდა მიიღოთ ერთსა და იმავე დროს.
ხანდაზმულები: ხანდაზმულთათვის დოზები იგივეა, რაც მოზრდილებში, თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
თირკმლის პრობლემების მქონე მოზრდილ პაციენტებში, ცეფიქსიმის ტაბლეტის დოზა შესაძლოა საჭიროებდეს შემცირებას. ექიმი გამოთვლის დოზას პაციენტისთვის, სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგების მიხედვით, შეაფასებს რამდენად კარგად ფუნქციონირებს თირკმელები და ასევე პაციენტის ინფექციის სიმძიმის შესაბამისად.
არასაკმარისია მონაცემებია ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენებასთან დაკავშირებით თირკმლის პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. შესაბამისად ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ პაციენტებში.
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში შეიძლება დაინიშნოს იგივე დოზა, როგორც მოზრდილებში.
6 თვის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები
6 თვეზე მეტი ასაკის და 11 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ ცეფიქსიმი პერორარული სუსპენზიის სახით (სითხე შიგნით მისაღებად).
6 თვემდე ასაკის ბავშვები:
ცეფიქსიმის ტაბლეტი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის.
ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი, ვიდრე საჭიროა, ან ბავშვი გადაყლაპავს ცეფიქსიმის ტაბლეტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას ან თქვენს ექიმს.
დოზის გამოტოვება
თუ ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.
ამასთან, თუ შემდეგი დოზის მიღება გიწევთ 6 საათზე ნაკლებ დროში, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გადადით თქვენს რეგულარულ გრაფიკზე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას.
მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობა არ შეწყვიტოთ ადრე, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ მკურნალობის სრული კურსი, რათა შეამციროთ ინფექციის რეციდივის შესაძლებლობა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლოგვერდითიმოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შემდეგი გვერდითი მოვლენები მნიშვნელოვანია და თუ გამოგივლინდათ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. უნდა შეწყვიტოთ ცეფიქსიმის მიღება და დაუყოვნებლივ გაესაუბროთ ექიმს, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• სახის, ენის და სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.
ძალზე იშვიათი გვერდითი მოვლენები (10000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• მოულოდნელი ალერგიული რეაქცია ქოშინით, გამონაყარით, შეშუპებით და არტერიული წნევის ვარდნით.
• ძლიერი, მასიური, კანის გამონაყარი.
ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• დიარეა
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• თავის ტკივილი
• გულისრევა
• ღებინება
• მუცლის ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:
• მიკრობებით გამოწვეული ინფექციები, რომელზეც ცეფიქსიმი არ მოქმედებს.
მაგალითად, აფტოზური სტომატიტი
• მადის დაკარგვა
• პირის ღრუს ან / და სხვა შინაგანი ორგანოების ანთება
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა რთულდება, ან თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქ არ არის ჩამოთვლილი, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ცეფიქსიმის ტაბლეტისშენახვისპირობები
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენისგან დაცულ ადგილას. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე ( ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე).
არ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შემადგენლობა
თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია 400მგ უწყლო ცეფიქსიმის.
შეფუთვა
1x10 ტაბლეტების მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
შპს ინნოვა კაპტაბ (INNOVA CAPTAB). 1281/1, ჰილტოპ ინდუტრიალ ესთეით, ეპიპ ფაზა-1-ის მახლობლად, ჯარმაჯრი, ბადდი (H.P.) ინდოეთი.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით