ცეფიქსიმ ნეოცეფი - Cefixima Neocef
ცეფიქსიმ ნეოცეფი - Cefixima Neocef

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ცეფიქსიმი ნეოსეფი 100 მგ/5 მლ

ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის
(ცეფიქსიმი)

ამმედიკამენტისმიღებამდე**,**ყურადღებითწაიკითხეთესბროშურა.

  • შეინახეთესბროშურა. შესაძლოამისიხელახალიწაკითხვისაუცილებლობაგქონდეთ.
  • დამატებითიკითხვებისარსებობისშემთხვევაში, მიმართეთთქვენსექიმს ან ფარმაცევტს.
  • ესმედიკამენტიდაგენიშნათთქვენ. დაუშვებელიამისისხვისთვისმიცემა; მედიკამენტიშესაძლოამათთვისსაზიანოიყოს, იმშემთხვევაშიცკითუდაავადებისნიშნებიერთნაირია.
  • ნებისმიერიგვერდითიმოვლენის გამწვავების ან იმ გვერდითი მოვლენების გამოვლინებისშემთხვევაში, რომელიც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთთქვენსექიმს ან ფარმაცევტს.

რასმოიცავსესბროშურა**:**

  1. რაარისცეფიქსიმი ნეოსეფი დარისთვისგამოიყენება

  2. ცეფიქსიმი ნეოსეფისმიღებამდე

  3. როგორმიიღებაცეფიქსიმი ნეოსეფი

  4. შესაძლოგვერდითიმოვლენები

  5. როგორინახებაცეფიქსიმი ნეოსეფი

  6. სხვაინფორმაციები

  7. რა****არისცეფიქსიმი ნეოსეფი დარისთვისგამოიყენება

ცეფიქსიმი ნეოსეფი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს 1.1.2.3. მე-3 თაობის ცეფალოსპორინები ცეფიქსიმი ნეოსეფი, მე-3 თაობის ცეფალოსპორინი, გამოიყენება მძიმე ინფექციების ან მძიმე ან რეფრაქტერული ინფექციების სამკურნალოდ პირველი ხაზის თერაპიის დონეზე, როდესაც ინფექციები გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ.
ცეფიქსიმი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ იქნა გამოწვეული: შუა მწვავე ოტიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი), ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, ინფიცირებული ბრონქოექტაზია), ურეთრიტი და არა გართულებული გონოკოკური ცერვიციტი.
ცეფიქსიმის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი არის ძალიან ფართო, როგორც შემდეგ არის აღნიშნული:

გრამდადებითი კოკები
Streptococcus pneumoniae, agalactiae
და pyogenes არიან მგრძნობიარეები ცეფიქსიმის დაბალ კონცენტრაციაზე (MIC90 0.1 და 0.5 მკგ / მლ შორის). როგორც ხდება ყველა ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, D ტიპის სტრეპტოკოკები (ენტეროკოკები) არიან კლინიკურად რეზისტენტული. ცეფიქსიმის საკმარისი მსგავსების ნაკლებობის გამო სტაფილოკოკების ციტოპლაზმური მემბრანას PBPs-თვის, ეს მიკროორგანიზმები კლინიკურად რეზისტენტულია. თუმცა, ცეფიქსიმი ეწინააღმდეგება კარგად სტაფილოკოკური ბეტა ლაქტამაზას ინაქტივაციას.

_გრამდადებითი ბაცილები
_Corynebacterium , კერძოდ diphtheriae მხოლოდ მგრძნობიარეა in vitro ცეფიქსიმის მაღალი კონცენტრაციის მიმართ (MIC90 დაახლოებით 32 მკგ / მლ), რაც იგივეა რომ ითქვას ეს ბაქტერიები კლინიკურად რეზისტენტულია ანტიბიოტიკზე. ანალოგიურად, Listeria monocytogenes ასევე როგორც წესი არის რეზისტენტული.

_გრამუარყოფითი კოკები
_როგორც Neisseria meningitidis (მენინგოკოკი) ისე Neisseria gonorrhoeae (გონოკოკი) ძალიან მგრძნობიარეა ცეფიქსიმის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც შტამები წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას (MIC90 0.001 და 0.06 მკგ / მლ შორის).

_გრამ-უარყოფითი ბაცილები
_გრამ-უარყოფითი ბაცილების სფეროში, ძირითადად, ხაზი უნდა გავუსვათ ცეფიქსიმის დიდ მოქმედებას Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis და anterobacteriacea-ს უმრავლესობის წინააღმდეგ. ცეფიქსიმი მოქმედება მგრძნობიარე გრამ-უარყოფითი ბაცილების წინააღმდეგ შენარჩუნებულია მაშინაც კი, როდესაც შტამები წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას. Haemophilus influenzae -ის და Haemophilus parainfluenzae -ის შტამებს უმრავლესობა ნადგურდება ძალიან დაბალი კონცენტრაციით (0,015mcg / მლ ან ოდნავ უფრო მაღალი), რაც აღსანიშნავია ამ აგენტების წინააღმდეგ სხვადასხვა ორალური ანტიბიოტიკების მოქმედების ზოგად კონტექსტში.
ასევე, ცეფიქსიმის მოქმედება Moraxella catarrhalis - ის წინააღმდეგ იმსახურებს წინა პლანზე გამოწევას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ამჟამად იზოლირებული შტამების 75%-დან 100%-მდე წარმოქმნიან ბეტა ლაქტამაზას, ცეფიქსიმის MIC90 ამ აგენტებს წინააღმდეგ ძალიან დაბალია (დაახლოებით 0.03 მკგ/მლ).
გარდა საკმარისი შტამების Morganella morganii, Serratia და Enterobacter, რომლების კლინიკურად რეზისტენტულია, Enterobacteriaceae-ს უმრავლესობა ჩვეულებრივ საკმარისად მგრძნობიარეა.
Pseudomonas, როგორც ემართებათ ყველა ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკს, პრაქტიკულად რეზისტენტულია.

ანაერობული
Peptococcus
, Peptostreptococcus , Propionobacterium , Fusobacterium და Actinomyces წარმოაჩენენ, როგორც წესი, ზომიერ მგრძნობელობას ცეფიქსიმის მიმართ (MIC90 დაახლოებით 1 მკგ/მლ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შტამს სჭირდება, უმაღალი კონცენტრაცია განადგურებისთვის, ზოგჯერ 4 მკგ / მლ).

Bacteroides და Clostridia არიან, როგორც წესი, ცეფიქსიმის მიმართ რეზისტენტულები.

_სხვა აგენტები _
Chlamydia და Mycoplasma რეზისტენტულია, ისევე როგორც rickettsiae. Spirochetes , მათ შორის, Treponema pallidum , როგორც ჩანს, ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ამ კუთხით, არ არის სათანადოდ შესწავლილი. როგორც უკვე აღინიშნა, ცეფიქსიმი ბეტა ლაქტამაზას ბაქტერიების უმრავლესობის ინაქტივაციის მიმართ ძალიან რეზისტენტულია.

  1. ცეფიქსიმი ნეოსეფის მიღებამდე

არ მიიღოთ ცეფიქსიმი ნეოსეფი თუ:

  1. თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ცეფიქსიმის და, ზოგადად, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები), ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.

დაუშვებელია ცეფიქსიმი ნეოცეფის მიღება ექიმის მითითებების გარეშე. კითხვების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

განსაკუთრებული ყურადღებით იყავით ცეფიქსიმი ნეოსეფის მიმართ:

ხანგრძლივი მკრნალობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რეზისენტული მიკროორგანიზმების წარმოქმნის შესაძლებლობა.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა, მათ შორის ცეფალოსპორინები როგორიცაა ცეფიქსიმი, ცვლის მსხვილი ნაწლავის კომენსალურ ფლორას, და შესაძლოა მოხდეს არა მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, მათ შორის Clostridium difficile , რომლის ტოქსინი პასუხისმგებელია ანტიბიოთერაპიასთან ასოცირებული დიარეას კლინიკურ სურათზე, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი.
პაციენტებში დიარეით, ანტიბიოთერაპიის დროს ან მის შემდეგ, უნდა დაექვემდებარონ გამოკვლევას და დიფერეციალური დიაგნოზს. ფსევდომემბრანული კოლიტის დადასტურებისას უნდა მოხდეს ცეფიქსიმით მკურნალობის შეწყვეტა, თუ საჭიროა გამოყენებულ იქნას გამოყენებული ზომები როგორიცაა ჰიდროელექტროლიტებით წაშველება, რეკომენდირებული ანტიბიოთერაპია და პროტეინების დანამატი.
პაციენტებში,კუჭნაწლავის პათოლოგიის (კერძოდ კოლიტი) მქონე წინამორბედებით, ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა განისაზღვროს სიფრთხილით.

ცეფიქსიმის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან მიიღეთ ამას წინათ მედიკამენტები, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.

ანტაციდები
ანტაციდებიარარიან ჩართულნიცეფიქსიმის აბსორბირებაში.

მილაკოვანი რეაბსორბაციის ინჰიბიტორები
მილაკოვანირეაბსორბციისინჰიბიტორებს, როგორიცააპრობენეციდი, შეუძლიათხელი შეუშალონ შარდის გზით ცეფიქსიმის ექსკრეციას, რაც ზრდის Cmax და AUC24 -ის მნიშვნელობებს.

სალიცილატებიდასხვააასს
სალიცილატებიდასხვაარასტეროიდულიანთებისსაწინააღმდეგოსაშუალებები, შესაძლოა გადაადგილონ ცეფიქსიმი მისი პლაზმის ცილებთან კავშირისგან, რითაც გაიზრდება თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია.

კარბამაზეპინი
ცეფიქსიმისდაკარბამაზეპინის ერთდროულადმიღებამშეიძლებაგამოიწვიოსკარბამაზეპინის მომატებული დონე.

ვარფარინი / ანტიკოაგულანტები
ცეფიქსიმის და ვარფარინის/კოაგულანტების ერთდროულად მიღების დროს, გამოვლინდა პროთრომბინის დროის მომატების შემთხვევები, სისხლდენის კლინიკურ ჩვენებასთან ერთად ან მის გარეშე.

ლაბორატორიული ტესტებით ჩარევა
შესაძლოა აღინიშნოს შარდში გლუკოზას ცრუ დადებითი მაჩვენებელი, რომელიც სპილენძის რეაგენტების მიერ იქნა გამოწვეული, მაგრამ არა მათ მიერ რომლებიც იყენებენ გლუკოზიდაზას. კუმბსის ტესტმაც შესაძლოა ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს, როგორც ხდება ცეფალოსპორინების უმრავლესობის შემთხვევაში.

**საკვებთან და სასმელთან ერთად ცეფიქსიმი ნეოსეფის მიღება:
**საკვები არსებობით ცეფიქსიმის აბსორბირება არ არის მნიშვნელოვნად შეცვლილი, რის გამოც მედიკამენტი შესაძლოა მიღებულ იქნას კვებისას.

**ორსულობა და ძუძუთი კვება
**გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე. მიუხედავად იმისა რომ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას არ გამოვლინდა არავითარი ტოქსიურობა ორსულობის პერიოდში, ცეფიქსიმის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას ადამიანებში ბუნდოვანია. ამიტომაც, ცეფიქსიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი მის გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის.
უცნობია თუ რამდენად ხვდება ცეფიქსიმი დედის რძეში. ამიტომაც, ცეფიქსიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პეროდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი მის გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის.

**მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
**ცეფქსიმი ნეოსეფის შედეგები ართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე არის ნული და უმნიშვნელო.

**ინფორმაციები ცეფიქსიმი ნეოსეფის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
**ცეფიქსიმი ნეოსეფი 100 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვს შეიცავს საქაროზას. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ცეფიქსიმა ნეოსეფი 100მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვს შეიცავს ფენილალანინის წყაროს. შესაძლოა ზიანი მიაყენოს ფენილკეტონით დაავადებულებს.

  1. როგორ მიიღება ცეფიქსიმი ნეოსეფი

მიიღეთ ცეფიქსიმი ნეოსეფი ექიმის მითითებების მიხედვით. თუ კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდირებული ჩვეულებრივი დოზა არის 8 მგ/კგ, დღიურად, 24 საათში ერთხელ.
ფარმაცევტული თვალსაზრისით, ზოგადად, დოზა შემდეგნაირია:

2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები: 24 საათში ერთხელ,
1 საზომი კოვზი, ან 12 საათში ერთხელ, ½ საზომი კოვზი.

5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 24 საათში ერთხელ,
2 საზომი კოვზი, ან 12 საათში ერთხელ, 1 საზომი კოვზი.

9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 24 საათში ერთხელ,
3 საზომი კოვზი, ან 12 საათში ერთხელ, 1½ საზომი კოვზი.

პაციენტებში თირკმელების უკმარისობით: მედიკამენტი შესაძლებელია მიღებულ იქნას თირკმელების უკმარისობით დაავადებულებში. პაციენტებმა, კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლით 20 მლ/წთ-ის ტოლი ან მეტი, უნდა მიიღონ ზემოთ მითითებული დოზა; თუ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი 20 მლ/წთ-ზე დაბალი იქნება, უმკობესია არ გადააჭარბოთ დღიურად რეკომენდირებული დოზის ნახევარს. ეს დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული ასევე ქრონიკული პერიტონეული დიალიზის ან ჰემოდიალიზის მქონე პაციენტებში, რადგანაც ცეფიქსიმი გამოიდევნება ძალიან ნელა დიალიზის მიმოქცევიდან.
ნეოსეფის ფორმულირება ტაბლეტებში არ არის გამიზნული პედიატრიული გამოყენებსთვის.

სუსპენზიების მომზადება
კარგად აანჯღრიეთ ფხვნილი ბოთლში, სანამ განცალკევდება. დაამატეთ ცოტა წყალი და აანჯღრიეთ. გაავსეთ წყლით ეტიკეტზე არსებულ ნიშნამდე სუსპენზიის მისაღებად და აანჯღრიეთ კარგად.

თითო საზომი კოვზი (5მლ) ცეფიქსიმი ნეოსეფი, როცა სავსეა სუსპენზიით მოქმედებს <> ცეფიქსიმის 100 მგ.

**თუ მიიღეთ უფრო მეტი ცეფიქსიმი ნეოსეფი ვიდრე უნდა მიგეღოთ:
**სწორი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეატყობინეთ მაშინვე თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში, და თუ შესაძლებელი იქნება წაიღეთ თან მედიკამენტის შეფუთვა.
არ არის ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე. 2 გ დოზამ, ჯანმრთელ მოზრდილებში გამოიწვია კუჭ-ნაწლავის საშუალო სიძლიერის გვერდითი მოვლენა, თერაპევტიული დოზების მიღებისას გამოვლენილის მსგავსი.
მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში აღინიშნება დიარეა, გულისრევვა და მუცლის ტკივილი.
არაა ცნობილი ანტიდოტები. შესაძლოა ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა, თუ დისპეპსია მოხდა 2 საათზე ნაკლებ დროში, და უნდა მოხდეს პაციენტის ჰიდრატაცია, საჭიროების შემთხვევაში მისი ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. პერიტონეალური ჰიალიზი და ჰეოდიალიზი ვერ გამოდევნიან სისხლიდან ანტიბიოტიკის კლინიკურად მკიშვნელოვან რაოდენობას.

**თუ დაგავიწყდათ ცეფიქსიმი ნეოსეფის მიღება:
**თუ დაგავიწყდათ ცეფიქსიმი ნეოსეფის ერთი დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ.
შემდეგ გააგრძელეთ მომდევნო დოზის მიღება იმ დროს როცა განსაზღვრული იყო.
არ მიიღოთ ერთი დოზა ორჯერ დავიწყებული მისაღები დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ცეფიქსიმი ნეოსეფს:
უნდა მიჰყვეთ ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას. მიუხედავად იმის თუ თავს უკეთესად იგრძნობთ, არ შეწყვიტოთ ცეფიქსიმი ნეოსეფის მიღება მკურნალობის დასრულებამდე.
თუ კიდევ გაქვს კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებაზე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტი, ცეფიქსიმ ნეოსეფსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ესენი არ ვლინდება ყველა ადამიანში.

ცეფიქსიმი ჩვეულებრიც ძალიან კარგად აიტანება, როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში. გვერდითი მოვლენების უდიდესი ნაწილი საშუალო სიძლიერის და გარდამავალია.

ჰიპერმგრძნობელობა:
0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციები (ქოშინი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და ა.შ.).
იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ერითემა, ქავილი, სიცხე და შეშუპება.

დერმატოლოგიური:
0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს დერმატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

ჰემატოლოგიური:

0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.
შესაძლოა გამოვლინდე ეოზინოფილია და გრანულოციტოპენია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება მოხდეს პანციტოპენია, სხვა ცეფალოსპორინებთან ერთად.

_თირკმლის:
_0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. შეიძლება აღინიშნოს აზოტოვნი ნაერთების გაზრდა.

_კუჭ-ნაწლავის:
_0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. შეიძლება აღინიშნოს დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, მუცლის შებერილობის შეგრძნება და შეკრულობა.

_ღვიძლის:
_შესაძლოა სიყვითლე გამოვლინდეს. შესაძლოა აღინიშნოს ალტ და ასტ-ს ზრდა.

_სასუნთქი:
_0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში აღწერილ იქნა ინტერსტიციული პნევმონიის შემთხვევები.

_საშარდე და სასქესო სისტემის მხრივ: _
კანდიდოზი, სასქესო ორგანოს ქავილი, ვაგინიტი.

_ფსიქო-ნევროლოგიური:
_თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

სხვა არასასურველი გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ართრალგია.
ასევე იშვიათად, შესაძლოა K ვიტამინის დეფიციტის (ჰიპოპროთრომბინემია) და ვიტამინი B-ს დეფიციტის (გლოსიტი, სტომატიტი, ანორექსია, ნევრიტი და ა.შ.) ნიშნები გამოვლინდეს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა რომელიც მითითებული არ არის ამ ბროშურაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. როგორ ინახება ცეფიქსიმი ნეოსეფი

შეინახეთ 25°C -ზედაბალტემპერატურაზე, მშრალ და შუქისგან დაცულ ადგილას,
ორალური სუსპენზია, წყალში გახსნის შემდეგ შეიძლება შენახულ იქნას 14 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ექვემდებარება გაგრილებას. სუსპენზია უნდა გაიხსნას წყალში. მოიშორეთ თავიდან 14 დღის განმავლობაში გამოუყენებელი წყალში გახსნილი სუსპენზია.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ცეფიქსიმი ნეოსეფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
არ გამოიყენოთ ცეფიქსიმი ნეოსეფი აშკარა გაუარესების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ.
ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

  1. სხვა ინფორმაციები

როგორია ცეფიქსიმი ნეოსეფის შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ცეფიქსიმი. წყალში გახსნის შემდეგ, ორალური სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ ცეფიქსიმს (ტრიჰიდრატული ცეფიქსიმის ფორმით).
  • სხვა კომპონენტებია: ქსანტანის გუმფისი, ჰიპრომელოზი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ასპარტამი, ტუტი-ფრუტის ესენცია, ფორთოხლის ესენცია და საქაროზა.

**როგორი გამოიყურება ცეფიქსიმი ნეოსეფი და როგორია მისი შეფუთვა
**ცეფიქსიმი ნეოსეფი 100 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის ხელმისაწვდომია 60 მლ, 100 მლ და 120 მლ-იან შეფუთვებში. შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.

ბაზარზედაშვებისნებართვისმფლობელი და მწარმოებელი**:**

Laboratorios Atral, S.A. (Atral ლაბორატორიებისსაზოგადოება)
Rua da Estaçao, nº42 (შტასაუსქუჩა 42)
Vala do Carregado (ვალადუკაღეგადუ)
2600-726 Castanheira do Ribatejo - Portugal (2600-726 კაშტანეირადუღიბატეჟუ - პორტუგალია)
ტელ: 263 856 800
ფაქსი: 263 855 020
ელ-ფოსტა: info@atralcipan.pt

ეს ინფორმაციული ბროშურა ბოლოს დამტკიცდა 2009 წლის დეკემბერში.

**LABORAT ÓRIOS ATRAL, S.A. **(Atral ლაბორატორიების საზოგადოება)

(ხელმოწერა)

ექიმი ედუარდუ ოლივეირა

მარეგულირებელ საქმეთა დირექტორი

დასახელება - ნეოცეფი 100მგ/5მლ60მლ სუსპ

რა არის ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის და რისთვის გამოიყენება
ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის ნაჩვენებია მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
მწვავე შუა ყურის ანთება
ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი)
ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და შეძენილი პნევმონია)
საშარდე გზების ინფექციები (მწვავე ცისტიტი და გაურთულებელი მწვავე პიელონეფრიტი)
გაურთულებელი ურეთრიტი და გონოკოკური ცერვიციტი
გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური/ადგილობრივი სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

დოზირება
როგორც წესი, რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

ბავშვებში:

- ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის: 8მგ/კგ, დღეში ერთხელ.

განზავებული სუსპენზიის შემთხვევაში, დოზირება, როგორც წესი, არის შემდეგი:

- 2-4 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან ქ საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.

- 5-8 წლის ასაკის ბავშვები: 2 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან 1 საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.

- 9-12 წლის ასაკის ბავშვები: 3 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან 1+ ქ საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.
როგორ ინახება ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დაცვის მიზნით.

გახხნის შემდეგ, სუსპენზია უნდა შეინახოთ მაცივარში (20C -80C) და გამოყენებული იყოს 14 დღის განმავლობაში.

დასახელება - ნეოცეფი 100მგ/5მლ60მლ სუსპ

რა არის ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის და რისთვის გამოიყენება
ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის ნაჩვენებია მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
მწვავე შუა ყურის ანთება
ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი)
ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და შეძენილი პნევმონია)
საშარდე გზების ინფექციები (მწვავე ცისტიტი და გაურთულებელი მწვავე პიელონეფრიტი)
გაურთულებელი ურეთრიტი და გონოკოკური ცერვიციტი
გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური/ადგილობრივი სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

დოზირება
როგორც წესი, რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

ბავშვებში:

- ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის: 8მგ/კგ, დღეში ერთხელ.

განზავებული სუსპენზიის შემთხვევაში, დოზირება, როგორც წესი, არის შემდეგი:

- 2-4 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან ქ საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.

- 5-8 წლის ასაკის ბავშვები: 2 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან 1 საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.

- 9-12 წლის ასაკის ბავშვები: 3 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან 1+ ქ საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.
როგორ ინახება ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დაცვის მიზნით.

გახხნის შემდეგ, სუსპენზია უნდა შეინახოთ მაცივარში (20C -80C) და გამოყენებული იყოს 14 დღის განმავლობაში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Neocef - ნეოცეფი ცეფექსიმ 100მგ/5მლ 120მლ
  • სახელი: Neocef - ნეოცეფი ცეფექსიმ 100მგ/5მლ 120მლ
  • მწარმოებელი: Laboratórios Atral, S.A. (პორტუგალია)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად
PSP 36.03 ლ
ნეოცეფი ცეფიქსიმ100მგ/5მლ120მლ
  • სახელი: ნეოცეფი ცეფიქსიმ100მგ/5მლ120მლ
  • მწარმოებელი: Laboratórios Atral, S.A. (პორტუგალია)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად
Aversi 36.03 ლ
ნეოცეფი ცეფიქსიმი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ნეოცეფი ცეფიქსიმი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Laboratórios Atral, S.A. (პორტუგალია)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად
Pharmadepot 36.03 ლ
ნეოცეფი ცეფიქსიმი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ნეოცეფი ცეფიქსიმი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Laboratórios Atral, S.A. (პორტუგალია)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად
GPC 36.03 ლ