ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: 1 ფლაკონი შეიცავს: ცეფტრიაქსონ ნატრიუმს, 1გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა; ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი, მასტოიდიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ფურუნკულოზი, აბსცესი, ინფიცირებული დამწვრობა და ჭრილობა; ძვლებისა და სახსრების ინფექციები ოსტეომიელიტის ჩათვლით; სეფსისი; ბაქტერიული მენინგიტი; ბაქტერიული ენდოკარდიტი; ინტრააბდომინური ინფექციები პერიტონიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით; მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, პელვიოპერიტონიტი; ინფექციები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში; გენერალიზებული სალმონელოზი; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის გონორეა; შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის ჩათვლით; ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, ასევე 50კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ავექსონი-ავერსის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2გ-ს (24 სთ-ში ერთხელ). მძიმე შემთხვევებში ან ავექსონი-ავერსის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 4გ-მდე (2გ 12 სთ-იანი ინტერვალით). ახალშობილებში 3 კვირის ასაკიდან და 12 წლამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-80 მგ-კგ სხეულის მასაზე. პრეპარატის 50 მგ-კგ სხეულის მასაზე და მეტი დოზით ვენაში შეჰყავთ ინფუზიის სახით, არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში. ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში ერთხელ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა–4გ. პათოგენური მიკროორგანიზმის განსაზღვრისა და მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ შესაძლებელია დოზის შესაბამისი შემცირება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციური დაავადების დროს რეკომენდებულია მისი გახანგრძლივება. მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში. პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია 1-2გ ავექსონი- ავერსის ერთჯერადი შეყვანა ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე. თირკმელების ფუნქციის დარღვევა ღვიძლის შენარჩუნებული ფუნქციის ფონზე არ მოითხოვს დოზის შემცირებას და პირიქით. თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10 მლ-წთ, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2გ-ს. ერთდროულად თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში ავექსონი-ავერსის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში–დოზის კორექცია.
ხსნარის მომზადების წესი: ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მოსამზადებლად ავექსონი-ავერსის 2გ იხსნება 40მლ კალციუმის იონებისაგან თავისუფალი შემდეგი ხსნარებიდან ერთ-ერთში: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის ხსნარი, 5%-იანი ფრუქტოზის ხსნარი. ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 წთ-ს. ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.ორსულობა და ლაქტაცია: ავექსონი-ავერსი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ავექსონი-ავერსი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.შეფუთვა: 2გ სტერილური ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით