პანტაპი 40მგ - Pantap 40mg
პანტაპი 40მგ - Pantap 40mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება : pantoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
გამოშვების ფორმა: 40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი
შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პანტოპრაზოლი (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით) 40 მგ.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
პროტონული ტუმბოს (Н+-К+-ატფ-აზას) ინჰიბირტორი.
აბლოკირებს მარილმჟავას სეკრეციის დასკვნით სტადიას, ამცირებს ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გამღიზიანებლის ბუნების მიუხედავად. ინტრავენური შეყვანისას პანტოპრაზოლის ანტისეკრეტორული ეფექტი მაქსიმუმს 1 საათის განმავლობაში აღწევს და 24 საათს გრძელდება. არ ახდენს ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. სეკრეტორული აქტივობა პრეპარატის მიღების დასრულებიდან 3-4 დღეში ნორმალიზდება.

გამოყენების ჩვენებები:
- გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (გერდ): ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტი (მკურნალობა);
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები.

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:
პანტოპრაზოლის ინტრავენური გამოყენებისას, ჩვენებების შესაბამისად და რეკომენდებული დოზების გათვალისწინებით, გვერდით მოვლენებს იშვიათად აქვს ადგილი.
შედარებით ტიპიური გვერდითი მოვლენებია (დაფიქსირდა პაციენტების 1%-ზე მეტში):
ზოგადი: ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, რეაქციები შეყვანის ადგილზე (თრომბოფლებიტის ჩათვლით);
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტი.
ძალიან იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები: ქავილი, რეაქციები კანზე, ანაფილაქსიური შოკი.

მიღების წესი და დოზირება:
პანტოპრაზოლი ნორმონის ინტრავენურად შეყვანა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პანტოპრაზოლის შიგნით მიღება შეუძლებელია.
ასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (გერდ), ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა.
რეკომენდებული დოზაა – 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7-10 დღის განმავლობაში.
15-წუთიანი ინფუზია.
ფლაკონში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს (პირველადი ხსნარი). პანტოპრაზოლის პირველად ხსნარს შეურევენ 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ან გლუკოზას 5%-იან ხსნარს ან რინგერის ლაქტატის ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 0,4 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
მომზადებული ხსნარი 15 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ინტრავენურად დაახლოებით 7 მლ/წთ სიჩქარით.
2-წუთიანი ინფუზია.
ფლაკონში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 4,0 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
მომზადებული ხსნარი 2 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ინტრავენურად.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები.
რეკომენდებული დოზაა 80 მგ ორჯერ დღე-ღამეში. დოზა შეიძლება ვარირებდეს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
15-წუთიანი ინფუზია.
ორი ფლაკონიდან თითოეულში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს (პირველადი ხსნარი). ორი ფლაკონიდან დამზადებულ პირველად ხსნარს აერთიანებენ და შეურევენ 80 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ან გლუკოზას 5%-იან ხსნარს ან რინგერის ლაქტატის ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 0,8 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
მომზადებული ხსნარი 15 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ინტრავენურად.
2-წუთიანი ინფუზია.
ორი ფლაკონიდან თითოეულში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 4,0 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
ორი ფლაკონიდან მომზადებულ ხსნარს ერთმანეთში შეურევენ და შეჰყავთ ინტრავენურად 2 წუთის განმავლობაში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პანტაპი 40მგ ფხვ#1ფლ
  • სახელი: პანტაპი 40მგ ფხვ#1ფლ
  • მწარმოებელი: NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
Aversi 6.9 ლ
პანტაპი ი/ვ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 40მგ ფლაკონი #1
  • სახელი: პანტაპი ი/ვ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 40მგ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: IDOL ILAC DOLUM SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
Pharmadepot 6.95 ლ

GPC 6.95 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით