ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - rosuvastatin
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
5მგ, 10მგ, 20მგ
მოქმედების მექანიზმი
როზუვასტატინი არის სელექციური და კონკურენტული ინჰიბიტორი, ფერმენტი, რომელიც
3-ჰიდროქსი-3-მეთილ2 გლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც
ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ადგილს
წარმოადგენს ღვიძლი, შედარებით დიდი ორგანო ქოლესტერინის შესამცირებლად.
in vivo და in vitro კვლევებში, როზუვასტატინი თავის ლიპიდური ცვლის
მამოდიფიცირებელ ეფექტს ახორციელებს ორი გზით. პირველი, ზრდის ღვიძლის LDL
რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე, რათა გაზარდოს LDL-ის მიტაცება და
კატაბოლიზმი. მეორე, როზუვასტატინი აინჰიბირებს ღვიძლში VLDL-ის სინთეზს, რის
შედეგადაც ამცირებს VLDL-ის და LDL-ის საერთო რაოდენობას.
დოზირება და მიღების წესი
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5მგ ან 10მგ დღეში ერთხელ ორალურად. საჭიროების
შემთხევაში, 4 კვირის შემდეგ შეიძლება დღიური დოზის შემდეგ მაჩვენებლამდე გაზრდა.
როვისტას ტაბლეტებით ან სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორიდან როვისტაზე
გადასვლისას მკურნალობის დაწყების დროს, ჯერ უნდა მოხდეს შესაბამისი საწყისი
დოზის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ, პაციენტის პასუხის მიხედვით ხდება დოზის
განსაზღვრა და თერაპიის ინდივიდუალური მიზნის დასახვა. როვისტას ტაბლეტებით
მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის ცვლილებიდან 2–4 კვირის განმავლობაში, უნდა
მოხდეს ლიპიდური მაჩვენებლის გაანალიზება და შესაბამისი დოზირების განსაზღვრა.
კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია:
რეკომენდებულია დღეში ერთხელ 20მგ–ის მიღება.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:
რევისტას ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დოზაა 20მგ დღეში ერთხელ.
თერაპიაზე პაზუხის შეფასება უნდა მოხდეს აფერეზის LDL-C–ს მაჩვენებლის მიხედვით
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებისთის დოზა ჩვეულებრივ
ფარგლებში მერყეობს. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა,
თერაპია უნდა დაიწყონ 10მგ–ით. ასეთ პაციენტებში აღინიშნა როზუვასტატინის
სისტემური მოქმედების გაზრდა, ამიტომ 10მგ–ზე მაღალი დოზა სიფრთხილით ინიშნება.
გვერდითი ეფექტები
ზოგადად, როზუვასტატინი კარგად აიტანება. გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქი
და დროებითია.
საერთაშორისო დასახელება - rosuvastatin
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
5მგ, 10მგ, 20მგ
მოქმედების მექანიზმი
როზუვასტატინი არის სელექციური და კონკურენტული ინჰიბიტორი, ფერმენტი, რომელიც
3-ჰიდროქსი-3-მეთილ2 გლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც
ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ადგილს
წარმოადგენს ღვიძლი, შედარებით დიდი ორგანო ქოლესტერინის შესამცირებლად.
in vivo და in vitro კვლევებში, როზუვასტატინი თავის ლიპიდური ცვლის
მამოდიფიცირებელ ეფექტს ახორციელებს ორი გზით. პირველი, ზრდის ღვიძლის LDL
რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე, რათა გაზარდოს LDL-ის მიტაცება და
კატაბოლიზმი. მეორე, როზუვასტატინი აინჰიბირებს ღვიძლში VLDL-ის სინთეზს, რის
შედეგადაც ამცირებს VLDL-ის და LDL-ის საერთო რაოდენობას.
დოზირება და მიღების წესი
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5მგ ან 10მგ დღეში ერთხელ ორალურად. საჭიროების
შემთხევაში, 4 კვირის შემდეგ შეიძლება დღიური დოზის შემდეგ მაჩვენებლამდე გაზრდა.
როვისტას ტაბლეტებით ან სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორიდან როვისტაზე
გადასვლისას მკურნალობის დაწყების დროს, ჯერ უნდა მოხდეს შესაბამისი საწყისი
დოზის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ, პაციენტის პასუხის მიხედვით ხდება დოზის
განსაზღვრა და თერაპიის ინდივიდუალური მიზნის დასახვა. როვისტას ტაბლეტებით
მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის ცვლილებიდან 2–4 კვირის განმავლობაში, უნდა
მოხდეს ლიპიდური მაჩვენებლის გაანალიზება და შესაბამისი დოზირების განსაზღვრა.
კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია:
რეკომენდებულია დღეში ერთხელ 20მგ–ის მიღება.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:
რევისტას ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დოზაა 20მგ დღეში ერთხელ.
თერაპიაზე პაზუხის შეფასება უნდა მოხდეს აფერეზის LDL-C–ს მაჩვენებლის მიხედვით
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებისთის დოზა ჩვეულებრივ
ფარგლებში მერყეობს. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა,
თერაპია უნდა დაიწყონ 10მგ–ით. ასეთ პაციენტებში აღინიშნა როზუვასტატინის
სისტემური მოქმედების გაზრდა, ამიტომ 10მგ–ზე მაღალი დოზა სიფრთხილით ინიშნება.
გვერდითი ეფექტები
ზოგადად, როზუვასტატინი კარგად აიტანება. გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქი
და დროებითია.
აღწერილობა
როვისტა™ (როზუვასტატინი), სინთეზური ჰიპოლიპიდემიური საშუალება, არის 3–ჰიდროქსი–3–მეთილგლუტარილ–კოენზიმ A (HMG-CoA) რედუქტაზას ინჰიბიტორი. კალციუმის როზუვასტატინი არის ბის[(E)–7–[4–(4–ფლუოროფენილ)–6–იზოპროპილ–2–[მეთილ(მეთილსულფონილ)ამინო] პირიმიდინ–5–ილ](3R, 5S)-3,5-დიჰიდროქსიჰეპტ-6-კარბოქსილის მჟავა] კალციუმის მარილი. კალციუმის როზუვასტატინის ემპირიული ფორმულაა (C22H27FN3O6S)2Ca.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
როვისტა (როზუვასტატინი) მიიღება ორალურად:
როვისტა ტაბლეტები 20მგ
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
როზუვასტატინი....20მგ (კალციუმის მარილის სახით)
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
როზუვასტატინი არის სელექციური და კონკურენტული ინჰიბიტორი, ფერმენტი, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილ2 გლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ადგილს წარმოადგენს ღვიძლი, შედარებით დიდი ორგანო ქოლესტერინის შესამცირებლად.
in vivo და in vitro კვლევებში, როზუვასტატინი თავის ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელ ეფექტს ახორციელებს ორი გზით. პირველი, ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე, რათა გაზარდოს LDL-ის მიტაცება და კატაბოლიზმი. მეორე, როზუვასტატინი აინჰიბირებს ღვიძლში VLDL-ის სინთეზს, რის შედეგადაც ამცირებს VLDL-ის და LDL-ის საერთო რაოდენობას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს.
განაწილება
როზუვასტატინს ძირითადად შთანთქავს ღვიძლი, რომელიც ქოლესტერინის სინთეზის და LDL-C-ის კლირენსის ძირითადი ადგილია. მყარი მდგომარეობისას როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის 88% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ეს კავშირი შექცევადია და არ არის დამოკიდებული პლაზმაში კონცენტრაციაზე.
მეტაბოლიზმი
როზუვასტატინი არ მეტაბოლიზდება სრულად (დაახლოებით 10%). ძირითადი მეტაბოლიტია N–დისმეთილი (როზუვასტატინზე 50%–ით კალებად აქტიური), რომელიც წარმოიქმნება ციტოქრომ P450 2C9–ით, და ლაქტონური მეტაბოლიტები (კლინიკურად არააქტიური). მოცირკულირე HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის აქტივობის 90%–ზე მეტი უზრუნველყოფილია როზუვასტატინით.
გამოყოფა
ორალურად მიღების შემდეგ, როზუვასტატინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ფეკალიებთან (90%) ერთად და დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. როსუვასტატინის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის (t1/2) პერიოდი დაახლოებით შეადგენს 19 საათს. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება მაღალი დოზების მიღებისას.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის უკმარისობა
სუბიექტებს, თირკმლის სხვადასხვა დარღვევებით, თირკმლის მსუბუქი და საშუალო დაავადებებით, აღენიშნებათ პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციაზე მცირე გავლენა. თუმცა, მწვავე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი<30მლ/წთ) მქონე სუბიექტებში პლაზმაში კონცენტრაცია 3–ჯერ მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ქრონიკულ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში როზუვასტატინის პლაზმაში კონცენტრაციის მყარი მდომარეობა დაახლოებით 50%–ით მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში, რომლებსაქ აქვთ ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებები, როზუვასტატინის პლაზმაში კონცენტრაცია გაზრდილი იყო შესაბამისად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჩაილდ–პიუს A დაავადებები, Cmax და AUC, შესაბამისად, მომატებული იყო 60% და 5%–ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჩაილდ–პიუს B დაავადებები, Cmax და AUC, შესაბამისად, მომატებული იყო 100% და 21%–ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
ციკლოსპორინი:
როზურვასტატინის და ციკლოსპორინის ერთად მიღებისას როზურვასტატინის Cmax და AUC, შესაბამისად, 11 და 7–ჯერ გაიზარდა, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.
გემფიბროზილი:
ჯანმრთელ მოხალისეებში, როზურვასტატინის ერთჯერადი დოზის და გემფიბროზილის ერთდროულად მიღების შედეგად როზურვასტატინის საშუალო Cmax და საშუალო AUC, შესაბამისად, 2,2–ჯერ და 1,9–ჯერ გაიზარდა.
ანტაციდური საშუალებები:
ანტაციდების (ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის კომბინაცია) და როზურვასტატინის (40მგ) ერთდროული მიღების შედეგად, როზურვასტატინის პლაზმში კონცენტრაცია მცირდება დაახლოებით 50%–ით.
ერითრომიცინი:
როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს როზურვასტატინის AUC–ს 20%–ით და Cmax–ის 30%–ით შემცირებას.
თერაპიული ჩვენებები
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა**:**
მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემია (IIბ ტიპი), დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და სხვა არაფარმკოლოგიური მკურნალობა (მაგალითად, ვარჯიში, წონის შემცირება) საკმარისი არ არის.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტაზე და ქოლესტერინის შემამცირებელ სხვა თერაპიაზე (მაგალითად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი) დამატების სახით, ან თუ ასეთი თერაპია შეუსაბამოა.
კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია**:**
ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირველი კარდიოვასკულური მოვლენების განვითარების მაღალი რისკი, როგორც სხვა რისკ ფაქტორების კორექციის დამატება.
დოზირება და მიღების წესი
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა**:**
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5მგ ან 10მგ დღეში ერთხელ ორალურად. საჭიროების შემთხევაში, 4 კვირის შემდეგ შეიძლება დღიური დოზის შემდეგ მაჩვენებლამდე გაზრდა. როვისტას ტაბლეტებით ან სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორიდან როვისტაზე გადასვლისას მკურნალობის დაწყების დროს, ჯერ უნდა მოხდეს შესაბამისი საწყისი დოზის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ, პაციენტის პასუხის მიხედვით ხდება დოზის განსაზღვრა და თერაპიის ინდივიდუალური მიზნის დასახვა. როვისტას ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის ცვლილებიდან 2–4 კვირის განმავლობაში, უნდა მოხდეს ლიპიდური მაჩვენებლის გაანალიზება და შესაბამისი დოზირების განსაზღვრა.
კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია:
რეკომენდებულია დღეში ერთხელ 20მგ–ის მიღება.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:
რევისტას ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დოზაა 20მგ დღეში ერთხელ.
თერაპიაზე პაზუხის შეფასება უნდა მოხდეს აფერეზის LDL-C–ს მაჩვენებლის მიხედვით.
პედიატრიული პოპულაცია**:**
პედიატრიაში გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ.
ბავშვები და 10–17 წლის ასაკის მოზარდები:
ბავშვებში და მოზარდებში, რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, ჩვეულებრივ, დღიური საწყისი დოზა არის 5მგ. ჩვეულებრივ, ორალურად, დღეში ერთხელ მიღებისას, დოზა მერყეობს 5–20მგ ფარგლებში. პედიატრიულ პაციენტებში დოზის ცვლილება უნდა მოხდეს ინდივიდუალური პასუხის და ამტანიანობის საფუძველზე. როზუვასტატინის მკურნალობის დაწყებამდე, ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა დაიცვან ქოლესტეროლის შემამცირებელი სტანდარტული დიეტა; ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს როზუვასტატინით მკურნალობის პერიოდში.
აზიური წარმომავლობა:
საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება საწყისი 5მგ დღიური დოზის მაქსიმუმ 20მგ–მდე გაზრდა.
შენიშვნა**:**
ჰიპოლიპიდემიურ საშულებებთან ერთდროული გამოყენებისას 5მგ დღიური საწყისი დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 20მგ–მდე.
თირკმლის უკმარისობა**:**
თირკმლის მსუბუქი და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებისთის დოზა ჩვეულებრივ ფარგლებში მერყეობს.
პაციენტებიში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, როზუვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10მგ–ს დღეში ერთხელ.
ღვიძლის უკმარისობა**:**
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებისთის დოზა ჩვეულებრივ ფარგლებში მერყეობს. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თერაპია უნდა დაიწყონ 10მგ–ით. ასეთ პაციენტებში აღინიშნა როზუვასტატინის სისტემური მოქმედების გაზრდა, ამიტომ 10მგ–ზე მაღალი დოზა სიფრთხილით ინიშნება.
ხანდაზმულები**:**
70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდებულია 5მგ საწყისი დოზა.
გვერდითი ეფექტები
ზოგადად, როზუვასტატინი კარგად აიტანება. გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქი და დროებითია.
ხშირი :
შაქრიანი დიაბეტი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ღრუს ტკივილი, მიალგია, ასთენია.
ნაკლებად ხშირი :
ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
იშვიათი :
პანკრეატიტი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიოედემის ჩათვლით, მიოპათია, რაბდომიოლიზი, ართრალგია, ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება.
ლაბორატორიული ანომალიები :
პროტეინურია გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინით მკურნალობდნენ. ეს გამოვლინება უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 40მგ როზუვასტატინს, როზუვასტატინის დაბალ დოზებთან შედარებით.
სხვა ანომალიურ ლაბორატორიულ მაჩვენებლებში აღინიშნა კრეატინინის ფოსფორკინაზას მომატებული მაჩვენებელი, ტრანსამინაზების დოზა–დამოკიდებული გაზრდა, ჰოპერგლიკემია, გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის და თირეოიდული ფუნქციის ანომალიები.
უკუჩვენებები
როზუვასტატინი უკუნაჩვენებია:
სიფრთხილის ზომები
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
როზუვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს მიოპათიის განვითარების რისკის გაზრდა, შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას:
** **ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები და მკურნალობა** :**
როზუვასტატინის ჭარბი დოზირების შემთხევევში კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტების სიმპტომური მკურნალობა და შესაბამისი დამხმარე ზომების მიღება. ჰემოდიალიზის სარგებელი ნაკლებსავარაუდოა.
** **შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
დაიცავით მზის სინათლისგან და ნესტისგან.
ვარგისობის ვადა ეხება შესაბამისი, საჭირო პირობებების დაცვით შენახულ პროდუქტს.
შეფუთვა
როვისტა (როზუვასტატინი) 20მგ წარმოდგენილია 10 და 30 ტაბლეტიან ალუ–ალუ ბლისტერში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე**.**
** **გაიცემის წესი
** ** ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით