ნომიპი - NOMIP
ნომიპი - NOMIP

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გამოყენების****ინსტრუქცია

ნომიპი

(NOMIP)

ზოგადიდახასიათება:

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება**:** როზუვასტატინი;

ძირითადიფიზიკურ-ქიმიურითვისებები**:**

ნომიპი 10 მგ: ვარდისფერი, მრგავლი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ცალ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა - ‘R10’.

ნომიპი 20 მგ: ვარდისფერი, მრგავლი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ცალ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა - ‘R20’.

შემადგენლობა**:**

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

როზუვასტატინ კალციუმს, 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი;

ტაბლეტის აპკიანი გარსის Opadry II Pink 32K540023 შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი (E 172).

გამოშვებისფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ ან 20 მგ.

ფარმაკოლოგიურიჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ათქ-კოდი: C10AA07.

ფარმაკოლოგიურითვისებები:

ნომიპი წარმოადგენს ჰმგ-კოA-რედუქტაზას სელექტიურ და კონკურენტულ ინჰიბიტორს. ჰმგ-კოA-რედუქტაზა არის ფერმენტი, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოფერმენტ A-ს მევალონატად (ქოლესტერინის წინამორბედი). როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი ადგილი არის ღვიძლი, სამიზნე ორგანო ქოლესტერინის დონის დაწევისთვის.

როზუვასტატინი ზრდის უჯრედების ზედაპირზე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) ღვიძლისმიერი რეცეპტორების რაოდენობას, რაც აძლიერებს დსლპ-ს მითვისებასა და კატაბოლიზმს და თრგუნავს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზს ღვიძლში. ამის შედეგად მცირდება ძდსლპ და დსლპ ნაწილაკების საერთო რაოდენობა.

ნომიპი ამცირებს დსლპ-ქოლესტერინის (დსლპ-ქს), საერთო ქოლესტერინის (სქ) და ტრიგლიცერიდების (ტგ) მომატებულ შემცველობას და ზრდის მსლპ-ქოლესტერინის (მსლპ- ქს) დონეს. ის ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ В-ს (აპო-B), არა-მსლპ-ქს-ს, ძდსლპ- ქს-ს, ძდსლპ-ტგ-ს შემცველობას და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-I-ს (აპოA-I) დონეს. ნომიპი ამცირებს თანაფარდობას დსლპ-ქს/მსლპ-ქს, საერთო ქოლესტერინი/მსლპ-ქს და არა-მსლპ-ქს/მსლპ-ქს და აპოB/აპოA-I.

თერაპიული ეფექტი ვლინდება თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 2 კვირის შემდეგ აღწევს მაქსიმალურად შესაძლებელი ეფექტის 90%-ს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მე-4 კვირისთვის და ნარჩუნდება რეგულარული მიღებისას.

ნომიპი ეფექტურია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილების მკურნალობისას -ტრიგლიცერიდემიდემიით ან მის გარეშე - რასის, სქესისა ან ასაკის მიუხედავად, ასევე, პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტის ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.

როზუვასტატინი ეფექტურია IIa და IIb ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტთა უმრავლესობის მკურნალობისას და შეესაბამება მიზნობრივ მაჩვენებლებს, რომლებიც წარმოდგენილია ათეროსკლეროზის შესწავლის ევროპული საზოგადოების რეკომენდაციებში.

ფარმაკოკინეტიკა**:**

შეწოვა:როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 სთ-ში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%.

განაწილება: როზუვასტატინი მნიშვნელოვანი ხარისხით მიითვისება ღვიძლით, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და დსლპ-ქს კლირენსის ძირითად ადგილს. განაწილების მოცულობა უდრის დაახლოებით 134 ლ. პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს, უკავშირდება როზუვასტატინის დაახლოებით 90%.

მეტაბოლიზმი: როზუვასტატინი უმნიშვნელო ხარისხით ექვემდებარება მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). ის წარმოადგენს არაპროფილურ სუბსტრატს ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტებით მეტაბოლიზმისთვის. როზუვასტატინის მეტაბოლიზმში ძირითადი მონაწილე იზოფერმენტია CYP2C9. როზუვასტატინის ძირითადი იდენტიფიცირებული მეტაბოლიტებია N-დესმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დესმეთილი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური ფორმები კლინიკურად არააქტიურია. ჰმგ- კოA-რედუქტაზას მოცირკულირე ინჰიბიტორის აქტივობის 90%-ზე მეტი უზრუნველყოფილია როზუვასტატინით.

გამოყოფა: როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელად ფეკალურ მასებთან ერთად (აბსორბირებული და არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების ჩათვლით), დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. დაახლოებით 5% ექსკრეტირდება უცვლელად შარდთან ერთად. პლაზმიდან Т½ შეადგენს ≈19 სთ-ს და არ იზრდება დოზის მომატებისას. საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი – 21.7%). ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად როზუვასტატინის ღვიძლისმიერი მიტაცების პროცესში მონაწილეობს OATP-C მემბრანული ტრანსპორტერი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.

ხაზოვნობა: როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. მრავალჯერადი ყოველდღიური მიღებისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.

განსაკუთრებულიპოპულაციები.

ასაკი და სქესი: მოზრდილებში ასაკის ან სქესის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე არ გამოვლენილა. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით იყო მოზრდილი მოხალისეების მსგავსი.

რასა: ფარმაკოკინეტიკის კვლევებმა აჩვენა, რომ მონღოლოიდური რასის პაციენტებში AUC და Cmax მედიანური მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე ევროპეოიდული რასის წარმომადგენლებში. ინდიელებში ეს მონაცემები გაზრდილია დაახლოებით 1.3-ჯერ. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სხვაობები ევროპეოიდული და ნეგროიდული რასის პაციენტებს შორის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევის დროს როზუვასტატინის ან N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციების ცვლილებები მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში არ აღინიშნა. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევისას ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით 7 ან ნაკლები ქულით შეფასებული მდგომარეობის დროს როზუვასტატინის მომატებული ექსპოზიციის ნიშნები არ გამოვლენილა. როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შეფასებულია ჩაილდ- პიუს სკალას მიხედვით 9 ქულაზე ზემოთ, არ არსებობს.

გენეტიკური პოლიმორფიზმი: ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების განაწილება, მათ შორის როზუვასტატინის, ხორციელდება ტრანსპორტული ცილების OATP1B1 და BCRP მონაწილეობით. პაციენტებში გენეტიკური პოლიმორფიზმით SLCO1B1 (OATP1B1) და/ან ABCG2 (BCRP) არსებობს როზუვასტატინის მომატებული ექსპოზიციის რისკი. პოლიმორფიზმის ცალკეული ფორმებისას SLCO1B1 c.521CC და ABCG2 c.421AA როზუვასტატინის ექსპოზიცია (AUC) მომატებულია SLCO1B1 с.521ТТ ან ABCG2 с.421СС გენოტიპებთან შედარებით. სპეციალური გენოტიპირება კლინიკურ პრაქტიკაში არ არის დადგენილი, მაგრამ ასეთი პოლიფორფიზმის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის უფრო დაბალი დღიური დოზის გამოყენება.

პედიატრიული პაციენტები: როზუვასტატინის (ტაბლეტირებული ფორმა) ორმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ 10-17 წლის ან 6-17 წლის ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით (სულ 214 პაციენტი) აჩვენა რომ ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში მსგავსია ან უფრო ნაკლებია მოზრდილი პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით. როზუვასტატინის ექსპოზიცია პროგნოზირებადი იყო დოზასთან და 2-წლიანი პერიოდის განმავლობაში დროსთან მიმართებაში.


ჩვენება**:**

ჰიპერქოლესტერინემიისმკურნალობა. მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIa, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით) ან შერეული დისლიპიდემიით (ტიპი IIb) დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტის დაცვა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებების გამოყენება (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის შემცირება) არასაკმარისია.

მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, როგორც დიეტასთან ან სხვა ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის (მაგალითად, დსლპ აფერეზი) დამატება ან იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი მკურნალობა არასაკმარისად ეფექტურია.

გულ-სისხლძარღვთაგართულებებისპრევენცია**.** მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა გართულებების პრევენცია პაციენტებში, რომლებიც, შეფასებებით, გულ-სისხლძარღვთა მოვლენის პირველი შემთხვევის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, როგორც დამატება სხვა რისკის ფაქტორების კორექციასთან.


მიღებისწესიდადოზირება:

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტა, რომელიც დაცული უნდა იყოს მკურნალობის პერიოდში. დოზა ინიშნება ინდივიდუალურად თერაპიის მიზნის და პაციენტის მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა . რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც აქამდე არ იყენებდნენ სტატინებს ან იღებდნენ ჰმგ-კოA- რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორს, შეადგენს 5 ან 10 მგ-ს პერორალურად დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია ცალკეულ პაციენტთან ქოლესტერინის დონე და გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკი მომავალში, ასევე, გვერდითი რეაქციების განვითარების პოტენციური რისკი. აუცილებლობისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის 4 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ. დოზის გაზრდა მაქსიმალურ 40 მგ-მდე შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის დროს), რომლებთანაც არ იყო მიღწეული თერაპიის სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას. პრეპარატის 40 მგ დოზით მიღებისას რეკომენდებულია პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება.

გულ _-_სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკა .

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად პრეპარატი გამოიყენება დოზით 20 მგ/დღეში.

პედიატრიული პაციენტები .

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტების კონტროლის ქვეშ.

6-17 წლისასაკისბავშვებიდამოზარდები (ტანერისსტადიები < II-V).

ჰეტეროზიგოტურიოჯახურიჰიპერქოლესტერინემია.

ბავშვებში და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში.

  • 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. 10 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ამ პოპულაციაში.
  • 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. 20 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი ამ პოპულაციაში.

ტიტრირება უნდა ჩატარდეს პედიატრიული პაციენტების ინდივიდუალური რეაქციის და ტოლერანტობის შესაბამისად, პედიატრიული მკურნალობის რეკომენდაციების მიხედვით. ბავშვები და მოზარდები როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა იმყოფებოდნენ ქოლესტერინის დონის შემამცირებელ სტანდარტულ დიეტაზე; ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს როზუვასტატინით მკურნალობის განმავლობაში.

ჰომოზიგოტურიოჯახურიჰიპერქოლესტერინემია.

6-17 წლის ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ დღეში ერთხელ.

რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ-დან 10 მგ-მდე დღეში, ასაკზე, წონასა და სტატინის წინა გამოყენებაზე დამოკიდებულებით. ტიტრირება მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ დღეში ერთხელ უნდა განხორციელდეს პედიატრიულ პაციენტებში ინდივიდუალური პასუხის და გადამტანობის შესაბამისად, პედიატრიული მკურნალობის რეკომენდაციების მიხედვით. ბავშვები და მოზარდები როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა იმყოფებოდნენ ქოლესტერინის დონის შემამცირებელ დიეტაზე; ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს როზუვასტატინით მკურნალობის განმავლობაში.

ამ პოპულაციაში 20 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

6 წლამდე ასაკისბავშვები.

ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შესწავლილა, ნომიპის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმული პაციენტები .

70 წლის პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ. დოზის სხვა კორექცია ასაკთან მიმართებაში არ არის საჭირო.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები .

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ მოითხოვება. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები .

როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია არ მომატებულა პაციენტებში შეფასებით 7 ან ნაკლები ქულა ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით. პაციენტებში შეფასებით 8 და 9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით აღინიშნებოდა სისტემური ბიოშეღწევადობის მომატება. ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით 9 ქულაზე მეტი შეფასების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ნომიპი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით აქტიურ ფაზაში.

რასა .

აზიური წარმოშობის პირებში აღინიშნებოდა პრეპარატის მომატებული სისტემური ექსპოზიცია. რეკომენდებული საწყისი დოზა ამ პაციენტებში შეადგენს 5 მგ. თერაპია დოზით 40 მგ უკუნაჩვენებია.

გენეტიკური პოლიმორფიზმი .

ცნობილია გენეტიკური პოლიმორფიზმის სპეციფიკური ტიპები, რომლებიც ზრდის როზუვასტატინის ექსპოზიციას. პაციენტებში პოლიმორფიზმის ასეთი სპეციფიკური ტიპებით რეკომენდებულია ნომიპის უფრო დაბალი დღიური დოზა.

მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტები .

მიოპათიის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. ზოგიერთ ასეთ პაციენტში უკუნაჩვენებია დოზა 40 მგ.

სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება .

როზუვასტატინი წარმოადგენს სხვადასხვა ტრანსპორტული ცილის სუბსტრატს. მიოპათიის რისკი (რაბდომიოლიზის ჩათვლით) იზრდება როზუვასტატინის ზოგიერთ პრეპარატთან ერთდროულად დანიშვნისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია ამ ტრანსპორტულ ცილებთან ურთიერთქმედების შედეგად (ციკლოსპორინთან და პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად, რიტონავირის ატაზანავირთან, ლოპინავირთან და/ან ტიპრანავირთან კომბინაციების ჩათვლით). შესაძლებლობისას, უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება, ხოლო აუცილებლობისას, როზუვასტატინით თერაპიის დროებითი შეწყვეტა. თუ გარდაუვალია ამ პრეპარატების როზუვასტატინთან ერთდროულად გამოყენება, კომბინირებულ მკურნალობასთან და როზუვასტატინის დოზის კორექციასთან დაკავშირებული სარგებელი და რისკი გულდასმით უნდა იქნას განხილული.

გვერდითიმოვლენები:

როზუვასტატინის გამოყენებისას გვერდითი რეაქციები ძირითადად მსუბუქი და დროებითი ხასიათისაა.

გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა შემდეგი სიხშირით: ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100); იშვიათად (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ : იშვიათად – თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ : იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

ენდოკრინული დარღვევები : ხშირად – შაქრიანი დიაბეტი (სიხშირე დამოკიდებულია რისკის ფაქტორების არსებობაზე (გლუკოზას დონე უზმოზე ≥5.6 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, ჰიპერტენზია ანამნეზში).

ფსიქიკური დარღვევები : უცნობია – დეპრესია.

ნერვული სისტემის მხრივ : ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუ; ძალიან იშვიათად – პოლინეიროპათია, მეხსიერების ცვლილება; უცნობია – პერიფერიული ნეიროპათია, ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები).

სასუნთქი ორგანოების _,_გულმკერდის და შუასაყრის მხრივ : უცნობია - ხველა, ქოშინი.

კუჭ _-_ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; იშვიათად – პანკრეატიტი; უცნობია – დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ : იშვიათად – ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ : არახშირად – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; უცნობია – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხის კუნთების და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ : ხშირად – მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი, წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი, კუნთების დაზიანება; ძალიან იშვიათად – ართრალგია; უცნობია – დარღვევები მყესების მხრივ, იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია.

თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ : ძალიან იშვიათად – ჰემატურია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ : ძალიან იშვიათად - გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე : ხშირად – ასთენია; უცნობია – შეშუპება.

როგორც სხვა ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, პრეპარატის გვერდითი რეაქციების სიხშირეს გააჩნია დოზაზე დამოკიდებულების ტენდენცია.

გავლენა თირკმლებზე : როზუვასტატინის მიმღებ პაციენტებში ვლინდებოდა პროტეინურია. პრეპარატის გამოყენების ფონზე აღინიშნა ჰემატურიის შემთხვევები, რომელთა სიხშირე კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით დაბალია.

გავლენა ჩონჩხის მუსკულატურაზე : ჩონჩხის მუსკულატურის დაზიანებები, როგორიცაა მიალგია, მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), და იშვიათად რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე აღინიშნებოდა პრეპარატის ნებისმიერი დოზის გამოყენებისას, განსაკუთრებით >20 მგ დოზის დროს.

როზუვასტატინის მიმღებ პაციენტებში ვითარდებოდა კრეატინკინაზას (კკ) დონის დოზადამოკიდებული მომატება; უმრავლეს შემთხვევაში მოვლენა იყო სუსტი, ასიმპტომური და დროებითი. თუ კკ-ს დონე მომატებულია (>5-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ)), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გავლენა ღვიძლზე : როგორც სხვა ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, როზუვასტატინის მიმღებ პაციენტთა მცირე რაოდენობას აღენიშნებოდა ტრანსამინაზების დონის დოზადამოკიდებული მომატება; უმრავლეს შემთხვევაში მოვლენა იყო სუსტი, ასიმპტომური და დროებითი.

ზოგიერთი სტატინის გამოყენების ფონზე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: სექსუალური დისფუნქცია, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების ცალკეული შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.

რაბდომიოლიზის შემთხვევების, თირკმლის და ღვიძლის მხრივ სერიოზული დარღვევების სიხშირე უფრო მაღალია პრეპარატის 40 მგ დოზის გამოყენებისას.

იმ შემთხვევაში _,_თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა _,_რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში _,_პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს .

უკუჩვენება**:**

მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ღვიძლის აქტიური დაავადება სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების ამოუხსნელი მდგრადი მომატების და ტრანსამინაზების ნებისმიერი მომატების, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნზზ-ს, ჩათვლით; თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი

დოზა 40 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება მიოპათიის/რაბდომიოლიზის მიმართ. ასეთი რისკის ფაქტორებს წარმოადგენს: თირკმლის ზომიერი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ); ჰიპოთირეოზი; პირად ან ოჯახურ ანამნეზში მემკვიდრეობითი კუნთოვანი დაავადებების არსებობა; ანამნეზში მიოტოქსიკურობის არსებობა ჰმგ-კო-A-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენების ფონზე; ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; სიტუაციები, რომლებიც იწვევს პრეპარატის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში; აზიური წარმოშობის პაციენტები; ფიბრატების ერთდროული გამოყენება.

ურთიერთქმედებასამკურნალოსაშუალებებთანდასხვასახისურთიერთქმედება**:**

ერთდროულადდანიშნულიპრეპარატებისზეგავლენაროზუვასტატინზე.

სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები . როზუვასტატინი ზოგიერთი სატრანსპორტო ცილის სუბსტრატია, მათ შორის ღვიძლისმიერი მიტაცების ტრანსპორტიორის OATP1B1 და ეფლუქსური ტრანსპორტიორის BCRP. ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ამ სატრანსპორტო ცილებს, შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში და მიოპათიის განვითარების რისკის ზრდა.

ციკლოსპორინი. როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUC მაჩვენებლები საშუალოდ 7-ჯერ იზრდება. ნომიპი უკუნაჩვენებია ციკლოსპორინის მიმღებ პაციენტებში.

პროტეაზას ინჰიბიტორები. პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს როზუვასტატინის ექსპოზიცია. პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციების ერთდროული გამოყენება შესაძლებელია ნომიპის დოზის კორექციის გულდასმითი შეფასების შემდეგ, როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელი ზრდიდან გამომდინარე.

გემფიბროზილი და სხვა ლიპიდშემამცირებელი საშუალებები. როზუვასტატინის და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის AUC და Cmax 2-ჯერ ზრდას. ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან არ არის მოსალოდნელი, მაგრამ შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიაცინის ლიპიდშემამცირებელი დოზები (≥ 1 გ/დღეში) ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კო-A-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. დოზა 40 მგ უკუნაჩვენებია ფიბრატების ერთდროულად გამოყენებისას. ასეთ პაციენტებში თერაპიას იწყებენ დოზიდან 5 მგ.

ეზეტიმიბი . ნომიპის 10 მგ და ეზეტიმიბის 10 მგ ერთდროული გამოყენება პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით იწვევდა როზუვასტატინის AUC 1.2-ჯერ მომატებას. არ შეიძლება ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამორიცხვა, რომელმაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

ანტაციდური პრეპარატები . ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდისშემცველი ანტაციდების სუსპენზიების ერთდროულად გამოყენება იწვევს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 50%-ით. ეს ეფექტი ნაკლებად გამოხატულია ანტაციდების გამოყენებისას როზუვასტატინის მიღებიდან 2 სთ შემდეგ. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ შესწავლილა.

ერითრომიცინი. ნომიპის და ერითრომიცინის ერთად გამოყენება ამცირებს როზუვასტატინის AUC 20%-ით, ხოლო Cmax – 30%-ით. ეს ურთიერთქმედება შეიძლება იყოს გამოწვეული ნაწლავის გაძლიერებული პერისტალტიკით ერითრომიცინის მოქმედების შედეგად.

ციტოქრომ Р 450. Р450-ით განპირობებული მეტაბოლიზმის შედეგად სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს ან კეტოკონაზოლს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედებები, რომლებიც მოითხოვს როზუვასტატინის დოზის კორექციას . ნომიპის სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ როზუვასტატინის ექსპოზიციის გაზრდა, გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ნომიპის დოზის კორექცია. თუ მოსალოდნელია, რომ პრეპარატის ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით 2-ჯერ ან უფრო მეტად მოიმატებს, ნომიპის გამოყენება უნდა დაიწყოს დოზით 5 მგ ერთხელ დღეში. პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზა უნდა დაკორექტირდეს ისეთი სახით, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს ექსპოზიციას, რომელიც აღინიშნება 40 მგ/დღეში დოზის მიღებისას პრეპარატთან ურთიერთმოქმედი სამკურნალო საშუალებების გამოყენების გარეშე, მაგალითად, გემფიბროზილთან ერთად გამოყენებისას ნომიპის დოზა შეადგენს 20 მგ (ექსპოზიციის მატება 1.9-ჯერ), რიტონავირ/ატაზანავირის კომბინაციასთან გამოყენების დროს – 10 მგ (მატება 3.1-ჯერ).

როზუვასტატინისზეგავლენასამკურნალოპრეპარატებზე.

ვიტამინ K _-_ ანტაგონისტები. ნომიპის გამოყენების დაწყებისას ან მისი დოზის მომატებისას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ვიტამინ K-ს ანტაგონისტებს (მაგალითად, ვარფარინი ან კუმარინის რიგის სხვა ანტიკოაგულანტი), შესაძლებელია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მომატება. როზუვასტატინის მოხსნამ ან მისი დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სნშ-ის შემცირება. ასეთ შემთხვევებში სასურველია სშნ-ს სათანადო მონიტორინგი.

პერორალური კონტრაცეპტივები _/_ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ჰჩთ)__. ნომიპის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროულად გამოყენება იწვევდა ეთინილესტრადიოლის და ნორგესტრელის AUC-ის 26 და 34%-ით მომატებას, შესაბამისად. პლაზმური მაჩვენებლების ასეთი ზრდა უნდა იქნას გათვალისწინებული პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნომიპს და ჰჩთ-ს, ფარმაკოკინეტიკის მონაცემების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მსგავსი ეფექტის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში კლინიკური კვლევების ფარგლებში და კარგად გადაიტანებოდა.

სხვა პრეპარატები . ურთიერთქმედების სპეციალური კვლევების მონაცემების მიხედვით დიგოქსინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ფუზიდის მჟავა . ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენებისას სტატინებთან ერთად შეიძლება გაიზარდოს მიოპათიის რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით. თუ აუცილებელია მკურნალობა ფუზიდის მჟავით სისტემური გამოყენებისთვის, როზუვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

ჭარბიდოზირება:

ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია და, საჭიროებისას, შემანარჩუნებელი ღონისძიებები. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის და კკ-ს დონის კონტროლი. ჰემოდიალიზის ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა.

ორსულობადალაქტაცია**:**

როზუვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა იყენებდნენ კონტრაცეპციის სათანადო საშუალებებს.

ვინაიდან ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაყოფის განვითარებაში, ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აღემატება პრეპარატის გამოყენების სარგებელს ორსულობის პერიოდში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს.

ქალის რძეში პრეპარატის გადასვლის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებულიმითითებები:

გავლენა თირკმლებზე. ტესტ-ჩხირებით ანალიზის შედეგებით გამოვლენილი და უპირატესად მილაკოვანი წარმოშობის პროტეინურია აღინიშნა როზუვასტატინის მაღალი დოზების, კერძოდ 40 მგ, მიმღებ პაციენტებში და უმეტეს შემთხვევაში იყო დროებითი ან წყვეტილი ხასიათის. პროტეინურია არ წარმოადგენდა თირკმლის მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების წინაბორბედ ფაქტორს. სერიოზული თირკმლისმიერი მოვლენების შემთხვევათა სიხშირე უფრო მაღალია 40 მგ დოზის გამოყენებისას. პაციენტებში 40 მგ დოზით მკურნალობისას თირკმლის ფუნქციის შეფასება უნდა ხდებოდეს რეგულარულად.

გავლენა ჩონჩხის მუსკულატურაზე . ჩონჩხის მუსკულატურის დაზიანებები, როგორიცაა მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი, იყო გამოვლენილი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინის ნებისმიერი დოზით, განსაკუთრებით > 20 მგ. რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები გამოვლინდა ეზეტიმიბის ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში გამოყენებისას. მოცემული კომბინაცია გამოიყენება სიფრთხილით. რაბდომიოლიზის შემთხვევების სიხშირე როზუვასტატინის გამოყენებისას არის უფრო მაღალი პრეპარატის 40 მგ დოზით მიღებისას.

_კრეატინკინაზას (კკ)_დონე . კკ-ს დონე არ უნდა განისაზღვროს მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კკ-ს მომატების შესაძლო ალტერნატიული მიზეზების არსებობისას, რომლებიც ართულებენ შედეგების ინტერპრეტაციას. თუ მნიშვნელოვნად არის მომატებული კკ-ს საწყისი დონე (>5-ჯერ მაღალია ნზზ-ზე), 5-7 დღის განმავლობაში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ანალიზი შედეგების დასადასტურებლად. თუ განმეორებითი ანალიზის შედეგები ადასტურებენ, რომ კკ-ს საწყისი მაჩვენებელი

5-ჯერ აღემატება ნზზ-ს, პრეპარატის გამოყენება არ უნდა დაიწყოს.

მკურნალობის დაწყებამდე . ნომიპი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მიოპათიის/რაბდომიოლიზის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში. ასეთი რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოთირეოზი, პირად ან ოჯახურ ანამნეზში მემკვიდრეობითი კუნთოვანი დარღვევების არსებობა, ანამნეზში მიოტოქსიკურობის არსებობა ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენების ფონზე, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ასაკი >70 წელი, სიტუაციები, რომლებიც იწვევს პრეპარატის კონცენტრაციის მატებას სისხლის პლაზმაში, ფიბრატების ერთდროული გამოყენება. ასეთ პაციენტებში მკურნალობასთან დაკავშირებული რისკი უნდა შეფასდეს მოსალოდნელ სარგებელთან შედარებისას; ასევე, რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი. თუ კკ-ს საწყისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მომატებულია (>5-ჯერ აღემატება ნზზ-ს), მკურნალობა არ უნდა დაიწყოს.

მკურნალობის პერიოდში . პაციენტებმა უნდა დაუყოვნებლივ მოახდინონ ინფორმირება უცნობი ეტიოლოგიის კუნთოვანი ტკივილის, სისუსტის ან კრუნჩხვების განვითარების შესახებ, განსაკუთრებით თუ მათ თან სდევს შეუძლოდ ყოფნა ან ცხელება. ასეთ პაციენტებში საჭიროა კკ-ს დონის განსაზღვრა. პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს კკ-ს დონის მნიშვნელოვანი მომატებისას (>5-ჯერ აღემატება ნზზ-ს) ან კუნთების მხრივ მძიმე სიმპტომების არსებობისას, რომლებიც იწვევენ ყოველდღიურ დისკომფორტს. სიმპტომების გაქრობის და კკ-ს დონის ნორმალიზების დროს შესაძლებელია თერაპიის აღდგენა ნომიპით ან ჰმგ-კოA-რედუქტაზას ალტერნატიული ინჰიბიტორით ყველაზე დაბალი დოზით და გულდასმითი დაკვირვებით. კკ-ს დონის რეგულარული შემოწმება უსიმპტომო პაციენტებში არ არის აუცილებელი. სტატინებით მკურნალობის დროს და მის შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის შემთხვევები.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბროის მჟავას წარმოებულებთან ერთად, მათ შორის გემფიბროზილთან, ციკლოსპორინთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, პროტეაზას ინჰიბიტორებთან და მაკროლიდებთან, აღინიშნებოდა მიოზიტის და მიოპათიის სიხშირის ზრდა. ფიბრატებთან ერთად 40 მგ დოზის გამოყენება უკუნაჩვენებია.

როზუვასტატინი არ უნდა დაინიშნოს ფუზიდის მჟავას სისტემურ პრეპარატებთან ერთად ან ფუზიდის მჟავათი მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებთანაც ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენება მნიშვნელოვანია, სტატინებით მკურნალობა ფუზიდის მჟავათი მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს. არსებობს შეტყობინებები რაბდომიოლიზის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუზიდის მჟავას და სტატინებს კომბინაციაში. განსაკუთრებულ შემთვევაში, როდესაც ფუზიდის მჟავას სისტემური შეყვანის გახანგრძლივება არის აუცილებელი, მაგალითად, მძიმე ინფექციების დროს, როზუვასტატინის და ფუზიდის მჟავას ერთდროული დანიშვნის საჭიროება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად და საფუძვლიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

როზუვასტატინი არ უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში მწვავე, მძიმე მდგომარეობებით, რომლებიც მოწმობს მიოპათიაზე ან რაბდომიოლიზის შედეგად თირკმლის უკმარისობის შესაძლო განვითარებაზე.

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კანის შესაძლო მძიმე რეაქციების (მათ შორის სტივენს- ჯონსონის სინდრომი (SJS), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)) ნიშნების და სიმპტომების შესახებ და დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ამ რეაქციის ნიშნების და სიმპტომების გამოვლინებისას, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

გავლენა ღვიძლზე. როზუვასტატინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს ან აქვთ ღვიძლის დაავადებები ანამნეზში.

რეკომენდბულია ღვიძლის ფუნქციური სინჯების შეფასება როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და 3 თვის შემდეგ. თუ ტრანსამინაზების დონე სისხლის შრატში >3-ჯერ აღემატება ნზზ-ს, მკურნალობა უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა. ღვიძლის მხრივ სერიოზული მოვლენების სიხშირე უფრო მაღალია 40 მგ დოზის მიღებისას.

ჰიპოთირეოზით ან ნეფროზული სინდრომით გამოწვეული მეორეული ჰიპერქოლესტერინემიისას ნომიპით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ძირითადი დაავადების განკურნება.

რასა . ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა ექსპოციზიის მომატება აზიური წარმოშობის სუბიექტებში ევროპეოიდებთან შედარებით.

პროტეაზას ინჰიბიტორები . როზუვასტატინის მომატებული სისტემური ექსპოზიცია გამოვლინდა სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებთან და რიტონავირთან ერთად. პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორებთან პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ როზუვასტატინის დოზა არ არის დაკორექტირებული.

ლაქტოზას აუტანლობა . გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, ლაპის ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება . ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობის დროს, იყო შეტყობინებები ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევების თაობაზე. ამ დაავადების გამოვლინებებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს ქოშინი, არაპროდუქციული ხველა და მდგომარეობის ზოგადი გაუარესება (დაღლილობა, სხეულის მასის შემცირება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებაზე ეჭვის არსებობისას სტატინების მიღება უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი . ზოგიერთი ფაქტი მოწმობს, რომ სტატინები ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე ზოგიერთ პაციენტში მომავალში შეიძლება იწვევდეს ჰიპერგლიკემიის ისეთ დონეს, როდესაც საჭიროა შაქრიანი დიაბეტის სათანადო მკურნალობა. თუმცა, ამ საფრთხეს აღემატება სისხლძარღვოვანი დარღვევების რისკის შემცირება სტატინების გამოყენებისას, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის საფრთხე არ უნდა გახდეს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის საფუძველი. რისკ-ჯგუფის პაციენტებს უნდა დაუწესონ კლინიკური და ბიოქიმიური კონტროლი.

ბავშვები. ხაზოვანი ზრდის (სიმაღლე), წონის, სხეულის მასის ინდექსის და სქესობრივი მომწიფების მეორეული ნიშნების შეფასება ტანერის მიხედვით 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, ლიმიტირებულია 2-წლიანი პერიოდით. 2 წლის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ პრეპარატის გავლენა არ აღინიშნა.

როზუვასტატინის მიმღები ბავშვების და მოზარდების 52-კვირიან კლინიკურ კვლევაში კკ-ს დონე 10-ჯერ აღემატებოდა ნზზ-ს და კუნთოვანი სიმპტომები ფიზიკური დატვირთვის ან მომატებული ფიზიკური აქტივობის შემდეგ ვითარდებოდა უფრო ხშირად ვიდრე მოზრდილებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე :

კვლევები ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე როზუვასტატინის ზემოქმედების დასადგენად არ ჩატარებულა. ამასთანავე, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური თვისებებიდან გამომდინარე, როზუვასტატინის ზემოქმედება ასეთ უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს გასათვალიწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა თავბრუს განვითარება.

შეფუთვა**:**

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.


შენახვისპირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია .


ვარგისობის ვადა**:**

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.


გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი**:**

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი**:**

საქართველო 0198, თბილისი,

დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

ნომიპი (NOMIP)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: როზუვასტატინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ნომიპი 10 მგ: ვარდისფერი, მრგავლი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ცალ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა - ‘R10’.

ნომიპი 20 მგ: ვარდისფერი, მრგავლი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ცალ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა - ‘R20’.

**შემადგენლობა: **

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

როზუვასტატინ კალციუმს, 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი;

ტაბლეტის აპკიანი გარსის Opadry II Pink 32K540023 შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი (E 172).

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ ან 20 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნომიპი წარმოადგენს ჰმგ-კოA-რედუქტაზას სელექტიურ და კონკურენტულ ინჰიბიტორს. ჰმგ-კოA-რედუქტაზა არის ფერმენტი, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოფერმენტ A-ს მევალონატად (ქოლესტერინის წინამორბედი). როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი ადგილი არის ღვიძლი, სამიზნე ორგანო ქოლესტერინის დონის დაწევისთვის.

როზუვასტატინი ზრდის უჯრედების ზედაპირზე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) ღვიძლისმიერი რეცეპტორების რაოდენობას, რაც აძლიერებს დსლპ-ს მითვისებასა და კატაბოლიზმს და თრგუნავს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზს ღვიძლში. ამის შედეგად მცირდება ძდსლპ და დსლპ ნაწილაკების საერთო რაოდენობა.

ნომიპი ამცირებს დსლპ-ქოლესტერინის (დსლპ-ქს), საერთო ქოლესტერინის (სქ) და ტრიგლიცერიდების (ტგ) მომატებულ შემცველობას და ზრდის მსლპ-ქოლესტერინის (მსლპ- ქს) დონეს. ის ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ В-ს (აპო-B), არა-მსლპ-ქს-ს, ძდსლპ- ქს-ს, ძდსლპ-ტგ-ს შემცველობას და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-I-ს (აპოA-I) დონეს. ნომიპი ამცირებს თანაფარდობას დსლპ-ქს/მსლპ-ქს, საერთო ქოლესტერინი/მსლპ-ქს და არა-მსლპ-ქს/მსლპ-ქს და აპოB/აპოA-I.

თერაპიული ეფექტი ვლინდება თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 2 კვირის შემდეგ აღწევს მაქსიმალურად შესაძლებელი ეფექტის 90%-ს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მე-4 კვირისთვის და ნარჩუნდება რეგულარული მიღებისას.

ნომიპი ეფექტურია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილების მკურნალობისას -ტრიგლიცერიდემიდემიით ან მის გარეშე - რასის, სქესისა ან ასაკის მიუხედავად, ასევე, პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტის ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.

როზუვასტატინი ეფექტურია IIa და IIb ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტთა უმრავლესობის მკურნალობისას და შეესაბამება მიზნობრივ მაჩვენებლებს, რომლებიც წარმოდგენილია ათეროსკლეროზის შესწავლის ევროპული საზოგადოების რეკომენდაციებში.

**ფარმაკოკინეტიკა: **

შეწოვა: როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 სთ-ში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%.

განაწილება: როზუვასტატინი მნიშვნელოვანი ხარისხით მიითვისება ღვიძლით, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და დსლპ-ქს კლირენსის ძირითად ადგილს. განაწილების მოცულობა უდრის დაახლოებით 134 ლ. პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს, უკავშირდება როზუვასტატინის დაახლოებით 90%.

მეტაბოლიზმი: როზუვასტატინი უმნიშვნელო ხარისხით ექვემდებარება მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). ის წარმოადგენს არაპროფილურ სუბსტრატს ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტებით მეტაბოლიზმისთვის. როზუვასტატინის მეტაბოლიზმში ძირითადი მონაწილე იზოფერმენტია CYP2C9. როზუვასტატინის ძირითადი იდენტიფიცირებული მეტაბოლიტებია N-დესმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დესმეთილი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური ფორმები კლინიკურად არააქტიურია. ჰმგ- კოA-რედუქტაზას მოცირკულირე ინჰიბიტორის აქტივობის 90%-ზე მეტი უზრუნველყოფილია როზუვასტატინით.

გამოყოფა: როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელად ფეკალურ მასებთან ერთად (აბსორბირებული და არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების ჩათვლით), დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. დაახლოებით 5% ექსკრეტირდება უცვლელად შარდთან ერთად. პლაზმიდან Т½ შეადგენს ≈19 სთ-ს და არ იზრდება დოზის მომატებისას. საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი – 21.7%). ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად როზუვასტატინის ღვიძლისმიერი მიტაცების პროცესში მონაწილეობს OATP-C მემბრანული ტრანსპორტერი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.

ხაზოვნობა: როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. მრავალჯერადი ყოველდღიური მიღებისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.

განსაკუთრებული პოპულაციები.

ასაკი და სქესი: მოზრდილებში ასაკის ან სქესის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე არ გამოვლენილა. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით იყო მოზრდილი მოხალისეების მსგავსი.

რასა: ფარმაკოკინეტიკის კვლევებმა აჩვენა, რომ მონღოლოიდური რასის პაციენტებში AUC და Cmax მედიანური მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე ევროპეოიდული რასის წარმომადგენლებში. ინდიელებში ეს მონაცემები გაზრდილია დაახლოებით 1.3-ჯერ. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სხვაობები ევროპეოიდული და ნეგროიდული რასის პაციენტებს შორის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევის დროს როზუვასტატინის ან N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციების ცვლილებები მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში არ აღინიშნა. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები 3-ჯერ, ხოლო N-დესმეთილის მეტაბოლიტის დონეები - 9-ჯერ მეტი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. როზუვასტატინის წონასწორული პლაზმური კონცენტრაციები ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის დაახლოებით 50%-ით მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევისას ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით 7 ან ნაკლები ქულით შეფასებული მდგომარეობის დროს როზუვასტატინის მომატებული ექსპოზიციის ნიშნები არ გამოვლენილა. როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შეფასებულია ჩაილდ- პიუს სკალას მიხედვით 9 ქულაზე ზემოთ, არ არსებობს.

გენეტიკური პოლიმორფიზმი: ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების განაწილება, მათ შორის როზუვასტატინის, ხორციელდება ტრანსპორტული ცილების OATP1B1 და BCRP მონაწილეობით. პაციენტებში გენეტიკური პოლიმორფიზმით SLCO1B1 (OATP1B1) და/ან ABCG2 (BCRP) არსებობს როზუვასტატინის მომატებული ექსპოზიციის რისკი. პოლიმორფიზმის ცალკეული ფორმებისას SLCO1B1 c.521CC და ABCG2 c.421AA როზუვასტატინის ექსპოზიცია (AUC) მომატებულია SLCO1B1 с.521ТТ ან ABCG2 с.421СС გენოტიპებთან შედარებით. სპეციალური გენოტიპირება კლინიკურ პრაქტიკაში არ არის დადგენილი, მაგრამ ასეთი პოლიფორფიზმის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის უფრო დაბალი დღიური დოზის გამოყენება.

პედიატრიული პაციენტები: როზუვასტატინის (ტაბლეტირებული ფორმა) ორმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ 10-17 წლის ან 6-17 წლის ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით (სულ 214 პაციენტი) აჩვენა რომ ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში მსგავსია ან უფრო ნაკლებია მოზრდილი პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით. როზუვასტატინის ექსპოზიცია პროგნოზირებადი იყო დოზასთან და 2-წლიანი პერიოდის განმავლობაში დროსთან მიმართებაში.

ჩვენება:

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა. მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIa, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით) ან შერეული დისლიპიდემიით (ტიპი IIb) დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტის დაცვა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებების გამოყენება (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის შემცირება) არასაკმარისია.

მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, როგორც დიეტასთან ან სხვა ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის (მაგალითად, დსლპ აფერეზი) დამატება ან იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი მკურნალობა არასაკმარისად ეფექტურია.

გულ-სისხლძარღვთა გართულებების პრევენცია. მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა გართულებების პრევენცია პაციენტებში, რომლებიც, შეფასებებით, გულ-სისხლძარღვთა მოვლენის პირველი შემთხვევის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, როგორც დამატება სხვა რისკის ფაქტორების კორექციასთან.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტა, რომელიც დაცული უნდა იყოს მკურნალობის პერიოდში. დოზა ინიშნება ინდივიდუალურად თერაპიის მიზნის და პაციენტის მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა. რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც აქამდე არ იყენებდნენ სტატინებს ან იღებდნენ ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორს, შეადგენს 5 ან 10 მგ-ს პერორალურად დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია ცალკეულ პაციენტთან ქოლესტერინის დონე და გულ- სისხლძარღვთა გართულებების რისკი მომავალში, ასევე, გვერდითი რეაქციების განვითარების პოტენციური რისკი. აუცილებლობისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის 4 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ. დოზის გაზრდა მაქსიმალურ 40 მგ-მდე შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის და გულ- სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის დროს), რომლებთანაც არ იყო მიღწეული თერაპიის სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას. პრეპარატის 40 მგ დოზით მიღებისას რეკომენდებულია პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად პრეპარატი გამოიყენება დოზით 20 მგ/დღეში.

პედიატრიული პაციენტები.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტების კონტროლის ქვეშ.

6-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები (ტანერის სტადიები < II-V).

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია.

ბავშვებში და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში.

· 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. 10 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ამ პოპულაციაში.

· 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. 20 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი ამ პოპულაციაში.

ტიტრირება უნდა ჩატარდეს პედიატრიული პაციენტების ინდივიდუალური რეაქციის და ტოლერანტობის შესაბამისად, პედიატრიული მკურნალობის რეკომენდაციების მიხედვით. ბავშვები და მოზარდები როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა იმყოფებოდნენ ქოლესტერინის დონის შემამცირებელ სტანდარტულ დიეტაზე; ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს როზუვასტატინით მკურნალობის განმავლობაში.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია.

6-17 წლის ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ დღეში ერთხელ.

რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ-დან 10 მგ-მდე დღეში, ასაკზე, წონასა და სტატინის წინა გამოყენებაზე დამოკიდებულებით. ტიტრირება მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ დღეში ერთხელ უნდა განხორციელდეს პედიატრიულ პაციენტებში ინდივიდუალური პასუხის და გადამტანობის შესაბამისად, პედიატრიული მკურნალობის რეკომენდაციების მიხედვით. ბავშვები და მოზარდები როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა იმყოფებოდნენ ქოლესტერინის დონის შემამცირებელ დიეტაზე; ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს როზუვასტატინით მკურნალობის განმავლობაში.

ამ პოპულაციაში 20 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

6 წლამდე ასაკის ბავშვები.

ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შესწავლილა, ნომიპის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმული პაციენტები.

70 წლის პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ. დოზის სხვა კორექცია ასაკთან მიმართებაში არ არის საჭირო.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ მოითხოვება. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ). დოზა 40 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით. ნომიპის გამოყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ნებისმიერი დოზით უკუნაჩვენებია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.

როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია არ მომატებულა პაციენტებში შეფასებით 7 ან ნაკლები ქულა ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით. პაციენტებში შეფასებით 8 და 9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით აღინიშნებოდა სისტემური ბიოშეღწევადობის მომატება. ჩაილდ-პიუს სკალას მიხედვით 9 ქულაზე მეტი შეფასების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ნომიპი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით აქტიურ ფაზაში.

რასა.

აზიური წარმოშობის პირებში აღინიშნებოდა პრეპარატის მომატებული სისტემური ექსპოზიცია. რეკომენდებული საწყისი დოზა ამ პაციენტებში შეადგენს 5 მგ. თერაპია დოზით 40 მგ უკუნაჩვენებია.

გენეტიკური პოლიმორფიზმი.

ცნობილია გენეტიკური პოლიმორფიზმის სპეციფიკური ტიპები, რომლებიც ზრდის როზუვასტატინის ექსპოზიციას. პაციენტებში პოლიმორფიზმის ასეთი სპეციფიკური ტიპებით რეკომენდებულია ნომიპის უფრო დაბალი დღიური დოზა.

მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტები.

მიოპათიის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. ზოგიერთ ასეთ პაციენტში უკუნაჩვენებია დოზა 40 მგ.

სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება.

როზუვასტატინი წარმოადგენს სხვადასხვა ტრანსპორტული ცილის სუბსტრატს. მიოპათიის რისკი (რაბდომიოლიზის ჩათვლით) იზრდება როზუვასტატინის ზოგიერთ პრეპარატთან ერთდროულად დანიშვნისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია ამ ტრანსპორტულ ცილებთან ურთიერთქმედების შედეგად (ციკლოსპორინთან და პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად, რიტონავირის ატაზანავირთან, ლოპინავირთან და/ან ტიპრანავირთან კომბინაციების ჩათვლით). შესაძლებლობისას, უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება, ხოლო აუცილებლობისას, როზუვასტატინით თერაპიის დროებითი შეწყვეტა. თუ გარდაუვალია ამ პრეპარატების როზუვასტატინთან ერთდროულად გამოყენება, კომბინირებულ მკურნალობასთან და როზუვასტატინის დოზის კორექციასთან დაკავშირებული სარგებელი და რისკი გულდასმით უნდა იქნას განხილული.

გვერდითი მოვლენები:

როზუვასტატინის გამოყენებისას გვერდითი რეაქციები ძირითადად მსუბუქი და დროებითი ხასიათისაა.

გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა შემდეგი სიხშირით: ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100); იშვიათად (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

ენდოკრინული დარღვევები: ხშირად – შაქრიანი დიაბეტი (სიხშირე დამოკიდებულია რისკის ფაქტორების არსებობაზე (გლუკოზას დონე უზმოზე ≥5.6 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, ჰიპერტენზია ანამნეზში).

ფსიქიკური დარღვევები: უცნობია – დეპრესია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუ; ძალიან იშვიათად – პოლინეიროპათია, მეხსიერების ცვლილება; უცნობია – პერიფერიული ნეიროპათია, ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები).

სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ: უცნობია - ხველა, ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; იშვიათად – პანკრეატიტი; უცნობია – დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად – ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; უცნობია – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხის კუნთების და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად – მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი, წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი, კუნთების დაზიანება; ძალიან იშვიათად – ართრალგია; უცნობია – დარღვევები მყესების მხრივ, იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია.

თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰემატურია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ძალიან იშვიათად - გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე: ხშირად – ასთენია; უცნობია – შეშუპება.

როგორც სხვა ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, პრეპარატის გვერდითი რეაქციების სიხშირეს გააჩნია დოზაზე დამოკიდებულების ტენდენცია.

გავლენა თირკმლებზე: როზუვასტატინის მიმღებ პაციენტებში ვლინდებოდა პროტეინურია. პრეპარატის გამოყენების ფონზე აღინიშნა ჰემატურიის შემთხვევები, რომელთა სიხშირე კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით დაბალია.

გავლენა ჩონჩხის მუსკულატურაზე: ჩონჩხის მუსკულატურის დაზიანებები, როგორიცაა მიალგია, მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), და იშვიათად რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე აღინიშნებოდა პრეპარატის ნებისმიერი დოზის გამოყენებისას, განსაკუთრებით >20 მგ დოზის დროს.

როზუვასტატინის მიმღებ პაციენტებში ვითარდებოდა კრეატინკინაზას (კკ) დონის დოზადამოკიდებული მომატება; უმრავლეს შემთხვევაში მოვლენა იყო სუსტი, ასიმპტომური და დროებითი. თუ კკ-ს დონე მომატებულია (>5-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ)), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გავლენა ღვიძლზე: როგორც სხვა ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, როზუვასტატინის მიმღებ პაციენტთა მცირე რაოდენობას აღენიშნებოდა ტრანსამინაზების დონის დოზადამოკიდებული მომატება; უმრავლეს შემთხვევაში მოვლენა იყო სუსტი, ასიმპტომური და დროებითი.

ზოგიერთი სტატინის გამოყენების ფონზე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: სექსუალური დისფუნქცია, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების ცალკეული შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.

რაბდომიოლიზის შემთხვევების, თირკმლის და ღვიძლის მხრივ სერიოზული დარღვევების სიხშირე უფრო მაღალია პრეპარატის 40 მგ დოზის გამოყენებისას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ღვიძლის აქტიური დაავადება სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების ამოუხსნელი მდგრადი მომატების და ტრანსამინაზების ნებისმიერი მომატების, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნზზ-ს, ჩათვლით; თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ); მიოპათია; სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის კომბინაციის ერთდროული მიღება; ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენება; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის სათანადო საშუალებებს.

დოზა 40 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება მიოპათიის/რაბდომიოლიზის მიმართ. ასეთი რისკის ფაქტორებს წარმოადგენს: თირკმლის ზომიერი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ); ჰიპოთირეოზი; პირად ან ოჯახურ ანამნეზში მემკვიდრეობითი კუნთოვანი დაავადებების არსებობა; ანამნეზში მიოტოქსიკურობის არსებობა ჰმგ-კო-A-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენების ფონზე; ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; სიტუაციები, რომლებიც იწვევს პრეპარატის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში; აზიური წარმოშობის პაციენტები; ფიბრატების ერთდროული გამოყენება.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ერთდროულად დანიშნული პრეპარატების ზეგავლენა როზუვასტატინზე.

სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები. როზუვასტატინი ზოგიერთი სატრანსპორტო ცილის სუბსტრატია, მათ შორის ღვიძლისმიერი მიტაცების ტრანსპორტიორის OATP1B1 და ეფლუქსური ტრანსპორტიორის BCRP. ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ამ სატრანსპორტო ცილებს, შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში და მიოპათიის განვითარების რისკის ზრდა.

ციკლოსპორინი. როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUC მაჩვენებლები საშუალოდ 7-ჯერ იზრდება. ნომიპი უკუნაჩვენებია ციკლოსპორინის მიმღებ პაციენტებში.

პროტეაზას ინჰიბიტორები. პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს როზუვასტატინის ექსპოზიცია. პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციების ერთდროული გამოყენება შესაძლებელია ნომიპის დოზის კორექციის გულდასმითი შეფასების შემდეგ, როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელი ზრდიდან გამომდინარე.

გემფიბროზილი და სხვა ლიპიდშემამცირებელი საშუალებები. როზუვასტატინის და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის AUC და Cmax 2-ჯერ ზრდას. ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან არ არის მოსალოდნელი, მაგრამ შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიაცინის ლიპიდშემამცირებელი დოზები (≥ 1 გ/დღეში) ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კო-A-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. დოზა 40 მგ უკუნაჩვენებია ფიბრატების ერთდროულად გამოყენებისას. ასეთ პაციენტებში თერაპიას იწყებენ დოზიდან 5 მგ.

ეზეტიმიბი. ნომიპის 10 მგ და ეზეტიმიბის 10 მგ ერთდროული გამოყენება პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით იწვევდა როზუვასტატინის AUC 1.2-ჯერ მომატებას. არ შეიძლება ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამორიცხვა, რომელმაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

ანტაციდური პრეპარატები. ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიების ერთდროულად გამოყენება იწვევს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 50%-ით. ეს ეფექტი ნაკლებად გამოხატულია ანტაციდების გამოყენებისას როზუვასტატინის მიღებიდან 2 სთ შემდეგ. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ შესწავლილა.

ერითრომიცინი. ნომიპის და ერითრომიცინის ერთად გამოყენება ამცირებს როზუვასტატინის AUC 20%-ით, ხოლო Cmax – 30%-ით. ეს ურთიერთქმედება შეიძლება იყოს გამოწვეული ნაწლავის გაძლიერებული პერისტალტიკით ერითრომიცინის მოქმედების შედეგად.

ციტოქრომ Р450. Р450-ით განპირობებული მეტაბოლიზმის შედეგად სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს ან კეტოკონაზოლს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედებები, რომლებიც მოითხოვს როზუვასტატინის დოზის კორექციას. ნომიპის სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ როზუვასტატინის ექსპოზიციის გაზრდა, გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ნომიპის დოზის კორექცია. თუ მოსალოდნელია, რომ პრეპარატის ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით 2-ჯერ ან უფრო მეტად მოიმატებს, ნომიპის გამოყენება უნდა დაიწყოს დოზით 5 მგ ერთხელ დღეში. პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზა უნდა დაკორექტირდეს ისეთი სახით, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს ექსპოზიციას, რომელიც აღინიშნება 40 მგ/დღეში დოზის მიღებისას პრეპარატთან ურთიერთმოქმედი სამკურნალო საშუალებების გამოყენების გარეშე, მაგალითად, გემფიბროზილთან ერთად გამოყენებისას ნომიპის დოზა შეადგენს 20 მგ (ექსპოზიციის მატება 1.9-ჯერ), რიტონავირ/ატაზანავირის კომბინაციასთან გამოყენების დროს – 10 მგ (მატება 3.1-ჯერ).

როზუვასტატინის ზეგავლენა სამკურნალო პრეპარატებზე.

ვიტამინ K-ს ანტაგონისტები. ნომიპის გამოყენების დაწყებისას ან მისი დოზის მომატებისას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ვიტამინ K-ს ანტაგონისტებს (მაგალითად, ვარფარინი ან კუმარინის რიგის სხვა ანტიკოაგულანტი), შესაძლებელია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მომატება. როზუვასტატინის მოხსნამ ან მისი დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სნშ-ის შემცირება. ასეთ შემთხვევებში სასურველია სშნ-ს სათანადო მონიტორინგი.

პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ჰჩთ). ნომიპის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროულად გამოყენება იწვევდა ეთინილესტრადიოლის და ნორგესტრელის AUC-ის 26 და 34%-ით მომატებას, შესაბამისად. პლაზმური მაჩვენებლების ასეთი ზრდა უნდა იქნას გათვალისწინებული პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნომიპს და ჰჩთ-ს, ფარმაკოკინეტიკის მონაცემების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მსგავსი ეფექტის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში კლინიკური კვლევების ფარგლებში და კარგად გადაიტანებოდა.

სხვა პრეპარატები. ურთიერთქმედების სპეციალური კვლევების მონაცემების მიხედვით დიგოქსინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ფუზიდის მჟავა. ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენებისას სტატინებთან ერთად შეიძლება გაიზარდოს მიოპათიის რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით. თუ აუცილებელია მკურნალობა ფუზიდის მჟავით სისტემური გამოყენებისთვის, როზუვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია და, საჭიროებისას, შემანარჩუნებელი ღონისძიებები. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის და კკ-ს დონის კონტროლი. ჰემოდიალიზის ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა.

ორსულობა და ლაქტაცია:

როზუვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა იყენებდნენ კონტრაცეპციის სათანადო საშუალებებს.

ვინაიდან ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაყოფის განვითარებაში, ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აღემატება პრეპარატის გამოყენების სარგებელს ორსულობის პერიოდში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს.

ქალის რძეში პრეპარატის გადასვლის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

გავლენა თირკმლებზე. ტესტ-ჩხირებით ანალიზის შედეგებით გამოვლენილი და უპირატესად მილაკოვანი წარმოშობის პროტეინურია აღინიშნა როზუვასტატინის მაღალი დოზების, კერძოდ 40 მგ, მიმღებ პაციენტებში და უმეტეს შემთხვევაში იყო დროებითი ან წყვეტილი ხასიათის. პროტეინურია არ წარმოადგენდა თირკმლის მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების წინაბორბედ ფაქტორს. სერიოზული თირკმლისმიერი მოვლენების შემთხვევათა სიხშირე უფრო მაღალია 40 მგ დოზის გამოყენებისას. პაციენტებში 40 მგ დოზით მკურნალობისას თირკმლის ფუნქციის შეფასება უნდა ხდებოდეს რეგულარულად.

გავლენა ჩონჩხის მუსკულატურაზე. ჩონჩხის მუსკულატურის დაზიანებები, როგორიცაა მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი, იყო გამოვლენილი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინის ნებისმიერი დოზით, განსაკუთრებით > 20 მგ. რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები გამოვლინდა ეზეტიმიბის ჰმგ-კოA- რედუქტაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში გამოყენებისას. მოცემული კომბინაცია გამოიყენება სიფრთხილით. რაბდომიოლიზის შემთხვევების სიხშირე როზუვასტატინის გამოყენებისას არის უფრო მაღალი პრეპარატის 40 მგ დოზით მიღებისას.

კრეატინკინაზას (კკ) დონე. კკ-ს დონე არ უნდა განისაზღვროს მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კკ-ს მომატების შესაძლო ალტერნატიული მიზეზების არსებობისას, რომლებიც ართულებენ შედეგების ინტერპრეტაციას. თუ მნიშვნელოვნად არის მომატებული კკ-ს საწყისი დონე (>5-ჯერ მაღალია ნზზ-ზე), 5-7 დღის განმავლობაში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ანალიზი შედეგების დასადასტურებლად. თუ განმეორებითი ანალიზის შედეგები ადასტურებენ, რომ კკ-ს საწყისი მაჩვენებელი

5-ჯერ აღემატება ნზზ-ს, პრეპარატის გამოყენება არ უნდა დაიწყოს.

მკურნალობის დაწყებამდე. ნომიპი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მიოპათიის/რაბდომიოლიზის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში. ასეთი რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოთირეოზი, პირად ან ოჯახურ ანამნეზში მემკვიდრეობითი კუნთოვანი დარღვევების არსებობა, ანამნეზში მიოტოქსიკურობის არსებობა ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენების ფონზე, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ასაკი >70 წელი, სიტუაციები, რომლებიც იწვევს პრეპარატის კონცენტრაციის მატებას სისხლის პლაზმაში, ფიბრატების ერთდროული გამოყენება. ასეთ პაციენტებში მკურნალობასთან დაკავშირებული რისკი უნდა შეფასდეს მოსალოდნელ სარგებელთან შედარებისას; ასევე, რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი. თუ კკ-ს საწყისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მომატებულია (>5-ჯერ აღემატება ნზზ-ს), მკურნალობა არ უნდა დაიწყოს.

მკურნალობის პერიოდში. პაციენტებმა უნდა დაუყოვნებლივ მოახდინონ ინფორმირება უცნობი ეტიოლოგიის კუნთოვანი ტკივილის, სისუსტის ან კრუნჩხვების განვითარების შესახებ, განსაკუთრებით თუ მათ თან სდევს შეუძლოდ ყოფნა ან ცხელება. ასეთ პაციენტებში საჭიროა კკ-ს დონის განსაზღვრა. პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს კკ-ს დონის მნიშვნელოვანი მომატებისას (>5-ჯერ აღემატება ნზზ-ს) ან კუნთების მხრივ მძიმე სიმპტომების არსებობისას, რომლებიც იწვევენ ყოველდღიურ დისკომფორტს. სიმპტომების გაქრობის და კკ-ს დონის ნორმალიზების დროს შესაძლებელია თერაპიის აღდგენა ნომიპით ან ჰმგ-კოA-რედუქტაზას ალტერნატიული ინჰიბიტორით ყველაზე დაბალი დოზით და გულდასმითი დაკვირვებით. კკ-ს დონის რეგულარული შემოწმება უსიმპტომო პაციენტებში არ არის აუცილებელი. სტატინებით მკურნალობის დროს და მის შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის შემთხვევები.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბროის მჟავას წარმოებულებთან ერთად, მათ შორის გემფიბროზილთან, ციკლოსპორინთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, პროტეაზას ინჰიბიტორებთან და მაკროლიდებთან, აღინიშნებოდა მიოზიტის და მიოპათიის სიხშირის ზრდა. ფიბრატებთან ერთად 40 მგ დოზის გამოყენება უკუნაჩვენებია.

როზუვასტატინი არ უნდა დაინიშნოს ფუზიდის მჟავას სისტემურ პრეპარატებთან ერთად ან ფუზიდის მჟავათი მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებთანაც ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენება მნიშვნელოვანია, სტატინებით მკურნალობა ფუზიდის მჟავათი მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს. არსებობს შეტყობინებები რაბდომიოლიზის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუზიდის მჟავას და სტატინებს კომბინაციაში. განსაკუთრებულ შემთვევაში, როდესაც ფუზიდის მჟავას სისტემური შეყვანის გახანგრძლივება არის აუცილებელი, მაგალითად, მძიმე ინფექციების დროს, როზუვასტატინის და ფუზიდის მჟავას ერთდროული დანიშვნის საჭიროება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად და საფუძვლიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

როზუვასტატინი არ უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში მწვავე, მძიმე მდგომარეობებით, რომლებიც მოწმობს მიოპათიაზე ან რაბდომიოლიზის შედეგად თირკმლის უკმარისობის შესაძლო განვითარებაზე.

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კანის შესაძლო მძიმე რეაქციების (მათ შორის სტივენს- ჯონსონის სინდრომი (SJS), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)) ნიშნების და სიმპტომების შესახებ და დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ამ რეაქციის ნიშნების და სიმპტომების გამოვლინებისას, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

გავლენა ღვიძლზე. როზუვასტატინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს ან აქვთ ღვიძლის დაავადებები ანამნეზში.

რეკომენდბულია ღვიძლის ფუნქციური სინჯების შეფასება როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და 3 თვის შემდეგ. თუ ტრანსამინაზების დონე სისხლის შრატში >3-ჯერ აღემატება ნზზ-ს, მკურნალობა უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა. ღვიძლის მხრივ სერიოზული მოვლენების სიხშირე უფრო მაღალია 40 მგ დოზის მიღებისას.

ჰიპოთირეოზით ან ნეფროზული სინდრომით გამოწვეული მეორეული ჰიპერქოლესტერინემიისას ნომიპით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ძირითადი დაავადების განკურნება.

რასა. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა ექსპოციზიის მომატება აზიური წარმოშობის სუბიექტებში ევროპეოიდებთან შედარებით.

პროტეაზას ინჰიბიტორები. როზუვასტატინის მომატებული სისტემური ექსპოზიცია გამოვლინდა სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებთან და რიტონავირთან ერთად. პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორებთან პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ როზუვასტატინის დოზა არ არის დაკორექტირებული.

ლაქტოზას აუტანლობა. გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, ლაპის ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება. ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობის დროს, იყო შეტყობინებები ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევების თაობაზე. ამ დაავადების გამოვლინებებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს ქოშინი, არაპროდუქციული ხველა და მდგომარეობის ზოგადი გაუარესება (დაღლილობა, სხეულის მასის შემცირება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებაზე ეჭვის არსებობისას სტატინების მიღება უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი. ზოგიერთი ფაქტი მოწმობს, რომ სტატინები ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე ზოგიერთ პაციენტში მომავალში შეიძლება იწვევდეს ჰიპერგლიკემიის ისეთ დონეს, როდესაც საჭიროა შაქრიანი დიაბეტის სათანადო მკურნალობა. თუმცა, ამ საფრთხეს აღემატება სისხლძარღვოვანი დარღვევების რისკის შემცირება სტატინების გამოყენებისას, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის საფრთხე არ უნდა გახდეს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის საფუძველი. რისკ-ჯგუფის პაციენტებს უნდა დაუწესონ კლინიკური და ბიოქიმიური კონტროლი.

ბავშვები. ხაზოვანი ზრდის (სიმაღლე), წონის, სხეულის მასის ინდექსის და სქესობრივი მომწიფების მეორეული ნიშნების შეფასება ტანერის მიხედვით 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, ლიმიტირებულია 2-წლიანი პერიოდით. 2 წლის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ პრეპარატის გავლენა არ აღინიშნა.

როზუვასტატინის მიმღები ბავშვების და მოზარდების 52-კვირიან კლინიკურ კვლევაში კკ-ს დონე 10-ჯერ აღემატებოდა ნზზ-ს და კუნთოვანი სიმპტომები ფიზიკური დატვირთვის ან მომატებული ფიზიკური აქტივობის შემდეგ ვითარდებოდა უფრო ხშირად ვიდრე მოზრდილებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

კვლევები ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე როზუვასტატინის ზემოქმედების დასადგენად არ ჩატარებულა. ამასთანავე, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური თვისებებიდან გამომდინარე, როზუვასტატინის ზემოქმედება ასეთ უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს გასათვალიწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა თავბრუს განვითარება.

**შეფუთვა: **

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნომიპი 10მგ #30ტ
  • სახელი: ნომიპი 10მგ #30ტ
Aversi 12.7 ლ
ნომიპი 20მგ #30ტ
  • სახელი: ნომიპი 20მგ #30ტ
Aversi 17.91 ლ
Nomip - ნომიპი 10მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Nomip - ნომიპი 10მგ 30 ტაბლეტი
PSP 6.69 ლ
Nomip - ნომიპი 20მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Nomip - ნომიპი 20მგ 30 ტაბლეტი
PSP 17.91 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით