ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა
ზეტორის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების -
როზუვასტატინის (კალციუმის მარილის სახით) 10 მგ-ს, 20 მგ-ს ან 40 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კალციუმის
ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლიდონ ჩL, მაგნიუმის სტეარატი,
შემოსაგარსი ფხვნილი.
მოქმედების მექანიზმი
ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი. წარმოადგენს ფერმენტ ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ
A-რედუქტაზას (HMG-COA-რედუქტაზა) სელექციერ, კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელსაც
3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A გადაჰყავს მევალონატში, რომელიც
ქოლესტერინის (ქს) წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედება ძირითადად ვლინდება
ღვიძლში, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის
ლიპოპროტეიდების (დსლპ) კატაბოლიზმი.
როზუვასტატინი უჯრედების ზედაპირზე ზრდის ღვიძლის დსლპ-ის რეცეპტორების რიცხვს,
აძლიერებს დსლპ-ის შებოჭვასა და კატაბოლიზმს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ძალიან
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლპ) სინთეზის ინჰიბირებას და შესაბამისად,
დსლპ და ძდსლპ-ის საერთო რაოდენობის შემცირებას.
ზეტორი ამცირებს მომატებული ქს-დსლპ, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების (ტგ)
დონეს, ზრდის ქს-მსლპ (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) შემცველობას, ასევე -
ამცირებს აპოლიპოპროტეინ B (აპოB), ქს-არა მსლპ, ქს-ძდსლპ, ტგ-ძდსლპ და ზრდის
აპოლიპოპროტეინ A-1 (აპოA-1)-ის დონეს, ამცირებს შეფარდებას ქს-დსლპ / ქს-მსლპ,
საერთო ქოლესტერინი / მსლპ და ქს-არამსლპ / ქს-მსლპ, ასევე - აპოB / აპოA-1.
ზეტორი ეფექტურია მოზრდილ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით
ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან ერთად ან მის გარეშე, განურჩევლად რასის, სქესისა და
ასაკისა (მათ შორის პაცინტებში შაქრიანი დიაბეტით და ოჯახური
ჰიპერქოლესტერინემიით).
ადიტიური ეფექტი აღინიშნება ზეტორისა (როზუვასტატინი) და ფენოფიბრატის
კომბინაციისას ტრიგლიცერიდებთან მიმართებაში, ხოლო ნიკოტის მჟავასთან
კომბინაციაში – ქს-მსლპ-თან მიმართებაში.
როზუვასტატინის გავლენის შესახებ კვლევები, ლიპიდური ცვლის დარღვევით გამოწვეული
გართულებების (როგორიცაა გულის იშემიური დაავადება) შემცირებაზე, დასრულებული არ
არის.
ზეტორი 40 მგ ნაჩვენებია დაინიშნოს პაციენტებში გამოხატული ჰიპერქოლესტერინემიით
და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკით.
ფარმაკოკინეტიკა
ჩმახ მიიღწევა დაახლოებით 5 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს.
პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 90%.
როზუვასტატინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება (10%) ღვიძლში. ძირითადი იზოფერმენტი
რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში არის CYP2C9.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობის 90% დაკავშირებულია როზუვასტატინთან, ხოლო
დანარჩენი - მის მეტაბოლიტებთან.
როზუვასტატინის ძირითადი ნაწილი (90%) გამოიდევნება შეუცვლელი სახით ფეკალური
მასებით, ხოლო დანარჩენი - შარდით. თ1/2 დაახლოებით 19 საათია.
ჩვენება
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით (ტიპი IIა, ოჯახური
ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ტიპის
ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ). ინიშნება დამატებით დიეტასთან ერთად, როცა დიეტა
და სხვა არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები (ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის
წონის კორექცია) არასაკმარისია;
- ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დამატებით დიეტასთან ან სხვა
ჰიპოლიპიდემიურ თერაპიასთან (მაგ.: დსლპ-აფერეზი)ერთად, არ როცა მსგავსი
მკურნალობა ნაკლებეფექტურია;
- ჰიპერტრიგლიცერიდემია (ტიპი IV ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), დიეტასთან ერთად
დამატებით;
- ათეროსკლეროზის პროგრესირების შეჩერებისთვის დიეტასთან ერთად დამატებით
ინიშნება პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია საეღტო ქოლესტერინისა და ქს-დსლპ-ის
დონის შემცირება.
უკუჩვენება
10 მგ და 20 მგ ტაბლეტებისთვის:
- როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული
მგრძნობელობა;
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი
აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების ნებისმიერი აქტივობის მყარი ზრდა
(3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით);
- თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30
მლ/წთ-ზე);
- მიოპათია;
- ერთდროულად ციკლოსპორინის მიღება;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდების
არარსებობა;
- მიოტოქსიკური გართულებებისადმი წინასწარგანწყობა;
- ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტ ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია
(პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას).
40 მგ ტაბლეტებისთვის:
გარდა ზემოაღნიშნული უკუჩვენებებისა, დამატებით:
- მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა: თირკმლის
საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე); ჰიპოთირეოზი; კუნთების
დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი; მიოტოქსიკურობა ანამნეზში ჰმგ-KოA-
რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებაზე; ალკოჰოლის ჭარბი
გამოყენება; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამიოწვიონ როზუვასტატინის
პლაზმური კონცენტრაციის მატება; ფიბრატების ერთდროულად მიღება; აზიური რასის
პაციენტები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის: მიოპათია/
რაბდომიოლიზის განვითარების რისკის არსებობისას - თირკმლის უკმარისობა,
ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და ჰმგ-ჩოA-
რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების
ტოქსიკურობის წინამორბედი ანამნეზი; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; 65 წელზე მეტი
ასაკი; მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური
კონცენტრაციის ზრდა; რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა); ფიბრატებთან ერთდროულად
დანიშვნა; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო
ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური
დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 40 მგ ტაბლეტებისათვის: თირკმლის მსუბუქი სიმძიმის
უკმარისობა (კკ მეტი 60 მლ/წთ-ზე); 65 წელზე მეტი ასაკი; ღვიძლის დაავადებები
ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები,
მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი
ეპილეფსიური შეტევები.
უსაფრთხოების ზომები
ზეტორი 40 მგ-ის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის
მაჩვენებლების კონტროლი.
როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის, განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტის, მიღებისას
ცნობილია მიალგიის, მიოპათიის და იშვიათად - რაბდომიოლიზის განვითარების
შემთხვევები.
კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური
დატვირთვის შემდეგ ან კრეატინფოსფოკინაზას დონის ზრდის სხვა შესაძლო მიზეზების
შემთხვევაში, რადგან შესაძლოა შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. თუ კფკ-ს
საწყისი დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (5-ჯერ მეტი ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი),
5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ანალიზის ჩატარება. თუ ხელმეორე ტესტი
არსებულ დონეს დაადასტურებს (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), თერაპიის
დაწყება არ შეიძლება.
პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით, ზეტორის (ასევე სხვა
ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების) დანიშვნისას, აუცილებელია მოსალოდნელი
სარგებელისა და პოტენციური რისკების თანაფარდობის შეფასება და შესაბამისი
კლინიკური დაკვირვება.
აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს
კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შესახებ, განსაკუთრებით თუ
ცხელების და შეუძლოდ ყოფნის ფონზე ვითარდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კფკ-ს
დონის განსაზღვრა. თუ კფკ-ს დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (ნორმის ზედა ზღვარზე
5-ჯერ მეტი) ან სიმპტომები, კუნთების მხრიდან მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს
ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც თუ კფკ-ს დონე ნორმის ზედა ზღვარზე
5-ჯერ ნაკლებია), თერაპია უნდა შეწყდეს. სიმპტომების გაქრობის და კფკ-ს დონის
ნორმირების შემდეგ, შესაძლებელია ზეტორის ან ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა
ინჰიბიტორების ხელმეორედ დანიშვნის საკითხის განხილვა, ოღონდ უფრო მცირე დოზებით
და პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლით.
სიმპტომების არარსებობისას კფკ-ს რუტინული კონტროლი მიზანშეწონილი არ არის.
როზუვასტატინის კომბინირებულ თერაპიაში მიღებისას არ გამოვლენილა ჩონჩხის
კუნთებზე მისი ტოქსიკური ზემოქმედება. მაგრამ, ვინაიდან ჰმგ-ჩოA რედუქტაზას სხვა
ინჰიბიტორების ფიბრინის მჟავას წარმოებულებთან (გემფიბროზილის ჩათვლით),
ციკლოსპორინთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებებთან,
პროტეაზას ინჰიბიტორებთან და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში
დანიშვნისას აღინიშნება მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევები, არ არის
რეკომენდებული ზეტორის კომბინაცია აღნიშნულ საშუალებებთან, განსაკუთრებით
გემფიბროზილთან, ფიბრატებსა და ნიაცინთან.
ზეტორით მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში ან/და დოზის მომატებისას, საჭიროა
ლიპიდური ცვლის კონტროლი და საჭიროებისას დოზის კორექცია.
ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდებულია
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა. თუ სისხლის შრატში ტრანსამინაზების
აქტივობის დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, საჭიროა ზეტორის შეწყვეტა ან
დოზის შემცირება.
ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომით განპირობებული ჰიპოქოლესტერინემიის ზეტორით
მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა პაციენტებს ჩაუტარდეთ ძირითადი დაავადების
მკურნალობა.
როზუვასტატინის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი
არ არის, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ზეტორის დანიშვნა არ არის
რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
როზუვასტატინის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე
გავლენა შესწავლილი არ არის, თუმცა ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”
შენადგენლობა: როზუვასტატინი
ჩვენებები: ჰიპერქოლესტერინემია. როზუვასტატინი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის,
LDL ქოლესტერინის, B
აპოლიპოპროტეინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციების შემცირების
მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ
სხვა მეთოდები სასურველ შედეგებს ვერ გვაძლევენ: ჰიპერქოლესტერინემია;
კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია (შერეული); ჰომოზიგოტური ოჯახური
ჰიპერქოლესტერინემია; გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი: 1 აბი დღეში ერთხელ. როზუვასტატინის დღიური
მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ ქოლესტერინის
მაღალი დონის მქონე პაციენტებისათვის და გულის შეტევის,
სტენოკარდიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა ქოლესტერინის დონე
არ შემცირდა შესაბამისად
20 მგ ტაბლეტის მიღებისას. რეკომენდებულია ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება.
დოზის გამოტოვების
შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს.
დაუშვებელია გამოტოვებულის
სანაცვლოდ გაორმაგებული დოზი მიღება. როზუვასტატინის მიღების შეწყვეტამდე უნდა
მიემართოს ექიმს. პრეპარატის
შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის მომატება.
გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად, როზუვასტატინმაც შეიძლება
გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია და მსუბუქი ხასიათისაა. ქვემოთ
ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
პრეპარატის მიღება: სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპებით
ან მათ გარეშე; სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; კანის ძლიერი ქავილი. ასევე დაუყოვნებლივ უნდა
შეწყდეს როზუვასტატინის მიღება, თუ აღინიშნება კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც
დიდხანს გრძელდება. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება
არასასურველი გავლენა კუნთებზე და იშვიათად იწვევს კუნთების სერიოზულ დაზიანებას
ე.წ. რაბდომიოლოზს. გარდა ამისა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი
მოვლენები: თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, კუნთების
ტკივილი, თავბრუსხვევა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის მიმართ, ან მისი რომელიმე
კომპონენტის მიმართ;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა; კუნთების
განმეორებითი, ან უჩვეულო ტკივილი; 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში; მწვავე
რესპირატორული უკმარისობისას; ზოგიერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა
მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა ხდება მარტივი ანალიზით, სადაც ხდება ღვიძლის
ენზიმების
მომატებული დონის განსაზღვრა სისხლში. ამ მიზნით, ექიმი ყოველთვის აკეთებს
სისხლის ამ ანალიზს ვაზუროტინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის
შესახებ, რომელსაც იღებს ან იღებდა პაციენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი
პრეპარატების შესახებ. განსაკუთრებით ციკლოსპორინის, ვარფარინის,
ფიბრატების, ან ქოლესტერინის შესამცირებელი ნებისმიერი სხვა პრეპარატის, საჭმლის
მოსანელებელი საშუალებების,
ერითრომიცინის, შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების, ლიპონავირი, რიტონავირის
გამოყენებისას, ან თუ ტარდება
ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის უნდა
მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზუვასტატინის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
როზუვასტატინის მიღების დროს რეკომენდებულია შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების
მიღება, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

**მწარმოებელი ფირმა: **
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით