რიგლოდემი - RIGLODEM
რიგლოდემი - RIGLODEM

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - Riglodem - რიგლოდემი 20მგ 28 ტაბლეტი

გამოყენების ჩვენებები

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა, მათ შორის ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ), როგორც დიეტის დამხმარე საშუალება, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, წონაში დაკლება) არ არის საკმარისი;
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, როგორც დიეტის და სხვა ქოლესტერინის დამწევი თერაპიის დამხმარე საშუალება (მაგალითად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი), ან იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი თერაპია არ არის შესაფერისი პაციენტისთვის.
გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებული რისკის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, როგორც დამხმარე თერაპია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის მდგრადი მატება და შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერ მეტი);
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);
მიოპათია;
ციკლოსპორინის ერთდროული მიღება;
ქალებში - ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდების არარსებობა;
მიოტოქსიური გართულებების განვითარებისკენ მიდრეკილი პაციენტები.

დოზირება :
რეკომენდებული დოზა - 20 მგ დღეღამეში ერთხელ.

გამოყენება ბავშვებში.
პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ სპეციალისტის მიერ.
ბავშვები და მოზარდები 6-დან 17 წლამდე (განვითარების სტადია ˂II-V ტანერის მიხედვით).

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში და მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა არის 5 მგ დღეღამეში.
ჩვეულებრივი დოზის დიაპაზონი 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5-20 მგ პერორალურად დღეღამეში ერთხელ. ამ პოპულაციის თერაპიიისთვის 20 მგ-ზე მეტი დოზით პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
ჩვეულებრივი დოზის დიაპაზონი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5-20 მგ პერორალურად დღეღამეში ერთხელ. ამ პოპულაციის თერაპიისთვის 20 მგ-ზე მეტი დოზით პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30რC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დასახელება - Riglodem - რიგლოდემი 10მგ 28 ტაბლეტი

გამოყენების ჩვენებები

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა, მათ შორის ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ), როგორც დიეტის დამხმარე საშუალება, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, წონაში დაკლება) არ არის საკმარისი;
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, როგორც დიეტის და სხვა ქოლესტერინის დამწევი თერაპიის დამხმარე საშუალება (მაგალითად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი), ან იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი თერაპია არ არის შესაფერისი პაციენტისთვის.
გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებული რისკის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, როგორც დამხმარე თერაპია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის მდგრადი მატება და შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერ მეტი);
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);
მიოპათია;
ციკლოსპორინის ერთდროული მიღება;
ქალებში - ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდების არარსებობა;
მიოტოქსიური გართულებების განვითარებისკენ მიდრეკილი პაციენტები.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30რC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სავაჭრო დასახელება: რიგლოდემი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებაა : როზუვასტატინი.

სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა:

რიგლოდემი 20 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

კალციუმის როზუვასტატინი, 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტური

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი;

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), პოლიეთილენგლიკოლი 400, ტიტანის დიოქსიდი,.

რიგლოდემი 20 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

კალციუმის როზუვასტატინი, 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტური

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, პოვიდონი K 25, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), პოლიეთილენგლიკოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი (წითელი).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ლიპიდ-მამოდიფიცირებელი პრეპარატები, მარტივი ლიპიდ-მამოდიფიცირებელი პრეპარატები. HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორები. როზუვასტატინი.

ათქ კოდი: С10АА07.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

როზუვასტატინი არის HMG-CoA-რედუქტაზას სელექციური და კონკურენტული ინჰიბიტორი, ფერმენტის, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნის ქოლესტერინის წინამორბედ მევალონატად. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი სამიზნე არის ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის (ქს) სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) კატაბოლიზმი. როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების "ღვიძლისმიერი" რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შებოჭვას და კატაბოლიზმს.

იგი ასევე აფერხებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული (ძდსლპ) ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლის უჯრედებში, რითაც ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საერთო შემცველობას. როზუვასტატინი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის (დსლპ-ქს), საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების (ტგ) მომატებულ შემცველობას, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის (მსლპ-ქ) შემცველობას და ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ B-ს (აპოB) და იმ ქოლესტერინის შემცველობას, რომელიც დაკავშირებული არ არის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან (საერთო ქოლესტერინის შემცველობა, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ტრიგლიცერიდების შემცველობის გამოკლებით) და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-I-ის (აპოA-1) დონეს. როზუვასტატინი ამცირებს თანაფარდობას - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი, საერთო ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი, ქოლესტერინი, რომელიც დაკავშირებული არ არის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი და აპოB/აპოA-1. თერაპიული ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, 2 კვირის შემდეგ მიიღწევა მაქსიმალური შესაძლო ეფექტის 90%. ჩვეულებრივ, მაქსიმალური შესაძლო თერაპიული ეფექტი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება პრეპარატის შემდგომი მიღებისას.

ფარმაკოკინეტიკა:

სისხლის პლაზმაში როზუვასტინის Cmax მიიღწევა შიგნით მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა - დაახლოებით 20%.

როზუვასტატინი გროვდება ღვიძლში. Vd - დაახლოებით 134 ლიტრი. პლაზმის ცილებთან კავშირი (ძირითადად ალბუმინთან) შეადგენს დაახლოებით 90% -ს.

ბიოტრანსფორმირდება უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 10%), წარმოადგენს არაპროფილურ სუბსტრატს ციტოქრომ P450 იზოფერმენტების სისტემისთვის. მთავარი იზოფერმენტი, რომელიც მონაწილეობს როზუვასტატინის მეტაბოლიზმში არის CYP2C9. იზოფერმენტები CYP2C19, CYP3A4 და CYP2D6 უფრო ნაკლები ხარიხსით არიან ჩართული მეტაბოლიზმში.

როზუვასტატინის ძირითადი აღმოჩენილი მეტაბოლიტებია N-დისმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დისმეთილი როზუვასტატინზე დაახლოებით 50% -ით ნაკლებად აქტიურია, ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.

როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელი სახით განავალთან ერთად. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. პლაზმური T1/2 - დაახლოებით 19 საათი. T1/2 არ იცვლება დოზის მომატების დროს. პლაზმური კლირენსის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ-ს (ვარიაციის კოეფიციენტი-21,7%).

ისევე როგორც სხვა HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, როზუვასტატინის ღვიძლისმიერი შებოჭვის პროცესში ჩართულია ქოლესტერინის მემბრანული გადამტანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.

როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად.

ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კკ <30 მლ/წთ) როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 3-ჯერ მეტია, ხოლო N-დისმეთილის კონცენტრაცია 9-ჯერ მეტი. როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50% -ით მეტი იყო ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ვიდრე ჯანმრთელ პაციენტებში.

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, რომლის ხარისხი ჩაილ-პიუს შკალით იყო 8 და 9, აღინიშნა T1/2– ის ზრდა მინიმუმ 2–ჯერ.

გამოყენების ჩვენებები

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა, მათ შორის ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ), როგორც დიეტის დამხმარე საშუალება, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, წონაში დაკლება) არ არის საკმარისი;
  • ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, როგორც დიეტის და სხვა ქოლესტერინის დამწევი თერაპიის დამხმარე საშუალება (მაგალითად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი), ან იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი თერაპია არ არის შესაფერისი პაციენტისთვის.
  • გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებული რისკის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, როგორც დამხმარე თერაპია.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის მდგრადი მატება და შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერ მეტი);
  • თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);
  • მიოპათია;
  • ციკლოსპორინის ერთდროული მიღება;
  • ქალებში - ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდების არარსებობა;
  • მიოტოქსიური გართულებების განვითარებისკენ მიდრეკილი პაციენტები.

40 მგ დოზირებისთვის

  • საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები);
  • ჰიპოთირეოზი;
  • მდგომარეობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მატება;
    • ფიბრატების ერთდროული მიღება;
    • აზიური რასის პაციენტები;
    • კუნთების დაავადებები ანამნეზში;
    • მიოტოქსიურობა სხვა HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღების ფონზე ანამნეზში;
    • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.

გამოყენების****წესი და დოზები

პრეპარატ რიგლოდემით თერაპიის დაწყებამდე და თერაპიის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნებისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, ლიპიდების სამიზნე კონცენტრაციებზე მიმდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მიიღება პერორალურად, არ უნდა მოხდეს ტაბლეტის დაღეჭვა ან დაფშვნა, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. დანიშვნა შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

პაციენტებში, რომლებიც იწყებენ პრეპარატის მიღებას ან გადმოდიან სხვა HMG-CoA- რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღებიდან, რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა იყოს 5 ან 20 მგ პრეპარატი რიგლოდემი დღეღამეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევის დროს, ხელმძღვანელობა უნდა მოხდეს ქოლესტერინის შემცველობის დონის მიხედვით და უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკის გათვალისწინება, ასევე აუცილებელია გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციური რისკის შეფასება. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დოზის გაზრდა პრეპარატის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ. პრეპარატის დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით.

40 მგ დოზის მიღების დროს გვერდითი ეფექტების შესაძლო განვითარების გამო, დოზის გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე - 40 მგ-მდე შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში), რომლებმაც თერაპიის სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს 20 მგ დოზის მიღებით.

რეკომენდებულია იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებიც პრეპარატს 40 მგ დოზით იღებენ.

არ არის რეკომენდებული 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ პრეპარატი. 2-4 კვირიანი თერაპიის შემდეგ და/ან პრეპარატ რიგლოდემის დოზის მომატებისას, აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი (აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია).

გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულია რისკი, როგორც დამხმარე თერაპია:

რეკომენდებული დოზა - 20 მგ დღეღამეში ერთხელ.

გამოყენება ბავშვებში.

პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ სპეციალისტის მიერ.

ბავშვები და მოზარდები 6-დან 17 წლამდე (განვითარების სტადია ˂II-V ტანერის მიხედვით).

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში და მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა არის 5 მგ დღეღამეში.

ჩვეულებრივი დოზის დიაპაზონი 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5-20 მგ პერორალურად დღეღამეში ერთხელ. ამ პოპულაციის თერაპიიისთვის 20 მგ-ზე მეტი დოზით პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

ჩვეულებრივი დოზის დიაპაზონი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5-20 მგ პერორალურად დღეღამეში ერთხელ. ამ პოპულაციის თერაპიისთვის 20 მგ-ზე მეტი დოზით პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

დოზის მომატება ხდება ინდივიდუალური რეაქციის და ამტანობის გათვალისწინებით, პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატ რიგლოდემით თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს ბავშვისთვის სტანდარტული დიეტის დანიშვნა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით, დიეტის დაცვა უნდა მოხდეს თერაპიის ჩატარების პერიოდშიც.

მემკვიდრული ჰომოზიგოტური _ ჰიპერქოლესტერინემია:_

მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა არის 20 მგ დღეღამეში ერთხელ.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5-20 მგ, რაც დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის წონაზე და როზუვასტატინის წინა მიღებაზე. პრეპარატ რიგლოდემით მკურნალობის დაწყებამდე, ბავშვებსა და მოზარდებში უნდა მოხდეს ქოლესტერინის დამწევი სტანდარტული დიეტის დანიშვნა, რომლის დაცვა უნდა მოხდეს მკურნალობის დროსაც.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, არ არის რეკომენდებული როზუვასტატინით მკურნალობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმული პაციენტები:

დოზის კორექცია არ არის საჭირო. 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია არ არის საჭირო, პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ. თირკმლის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები) - პრეპარატის გამოყენება 40 მგ დოზით უკუნაჩვენებია. თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) - პრეპარატ რიგლოდემის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ჩაილდ-პიუს შკალით 9 ქულაზე მეტის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს

რასა :

მონღოლოიდური რასის პაციენტებში აღინიშნა როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მატება. მონღოლოიდური რასის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ. ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის გამოყენება.

მიოპათიისადმი მიდრეკილი პაციენტები:

პრეპარატის დანიშვნა 40 მგ დოზით უკუნაჩვენებია მიოპათიის განვითარებისკენ მიდრეკილ პაციენტებში. პაციენტების ამ ჯგუფისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ.

თანმხლები თერაპია:

როზუვასტატინი წარმოადგენს სხვადასხვა სატრანსპორტო ცილების სუბსტრატს (მაგალითად, OATP1B1 და BCRP). მიოპათიის (მათ შორის, რაბდომიოლიზის) რისკი იზრდება როზუვასტატინის გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღების დროს,

რომელთაც შეუძლიათ სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება ამ სატრანსპორტო ცილებთან ურთიერთქმედების საშუალებით (მაგალითად, ციკლოსპორინი და პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი, მათ შორის რიტონავირის კომბინაციები ატანაზავირთან, ლოპინავირთან და/ან ტიპრანავირთან).

გ****ვერდითი მოქმედება

გვერდითი მოქმედების განვითარების სიხშირე შეფასდა შემდეგი შკალით: ხშირად (>1/100, <1/10), არახშირად (>1/1000, <1/100), იშვიათად (>1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10 000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით დადგენა შეუძლებელია).

სისხლის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად - შაქრიანი დიაბეტი.

ფსიქიკური აშლილობები: სიხშირე უცნობია - დეპრესია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი; შესაძლებელია - შფოთვა, უძილობა, ნევრალგია, პარესთეზია.

სასუნთქი სისტემის, შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ხველა, ქოშინი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; იშვიათად - პანკრეატიტი; სიხშირე უცნობია - დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; ძალიან იშვიათად - სიყვითლე, ჰეპატიტი.

კან ის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ხშირად - მიალგია; იშვიათად - მიოპათია, რაბდომიოლიზი; სიხშირე უცნობია - იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია, მყესების დაავადებები, ზოგჯერ მათი გაწყვეტით გართულებული.

თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰემატურია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იშვიათად - გინეკომასტია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია - სტენოკარდია, არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ვაზოდილატაცია.

ზოგადი დარღვევები: ხშირად - ასთენია; სიხშირე უცნობია - შეშუპება.

ისევე, როგორც სხვა HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი რეაქციების სიხშირე დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.

დოზის გადაჭარბება

რამდენიმე სადღეღამისო დოზის ერთდროული მიღების დროს, როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. როზუვასტატინის დოზის გადაჭარბების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება და დამხმარე ზომების მიღება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციისა და კრეატინფოსფოკინაზას დონის კონტროლი.

ჰემოდიალიზის ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ციკლოსპორინი: როზუვასტატინისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენების დროს, როზუვასტატინის მრუდის „კონცენტრაცია-დრო“ ქვეშ არსებული ფართობი (AUC) ჯანმრთელ მოხალისეებში აღნიშნულ მნიშვნელობაზე საშუალოდ 7-ჯერ მეტი იყო. ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის 11-ჯერ ზრდას. არ მოქმედებს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.

K ვიტამინის ანტაგონისტები: როზუვასტატინით თერაპიის დაწყებამ ან პრეპარატის დოზის გაზრდამ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად ვარფარინს), შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინის დროის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის - MHO) გახანგრძლივება. როზუვასტატინის მიღების შეწყვეტამ ან პრეპარატის დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს MHO- ს შემცირება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია MHO-ს მონიტორინგი.

გემფიბროზილი და სხვა ლიპიდების შემამცირებელი საშუალებები: როზუვასტატინის და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax) და როზუვასტატინის AUC–ის 2-ჯერ გაზრდას. სპეციფიკური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემების საფუძველზე, არ არის მოსალოდნელი ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან, შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავას ლიპიდების დამწევი დოზები (ან დოზები, რომელიც უფრო მაღალია ან ეკვივალენტურია 1 გ/დღეღამეში დოზის) ზრდიდა მიოპათიის განვითარების რისკს HMG- CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენების დროს, შესაძლოა იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ მიოპათიის გამოწვევა მონოთერაპიის სახით გამოყენების შემთხვევაშიც. პრეპარატის გემფიბროზილთან და ლიპიდების დამწევ სხვა საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის საწყისი დოზა 5 მგ.

ანტაციდები: როზუვასტატინის და ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზების ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 50% -ით. ეს ეფექტი უფრო სუსტად არის გამოხატული თუ ანტაციდების გამოყენება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. მსგავსი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.

ერითრომიცინი: როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის AUC-ს (0 -t) შემცირებას 20% -ით და როზუვასტატინის Cmax-ის შემცირებას 30% -ით. მსგავსი ურთიერთქმედება შეიძლება განვითარდეს ერითრომიცინის მიღებით გამოწვეული ნაწლავის მოტორიკის გაზრდის შედეგად.

პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია: როზუვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ს და ნორგესტრილის AUC-ს შესაბამისად 26% და 34% -ით. უნდა მოხდეს პლაზმური კონცენტრაციის ასეთი ზრდის გათვალისწინება პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. რიგლოდემის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ერთდროული გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ამგვარი კომბინაციის გამოყენების დროს მსგავსი ეფექტის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, ეს კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა კლინიკური კვლევების დროს და კარგად აიტანებოდა პაციენტების მიერ.

სხვა სამკურნალო პრეპარატები: როზუვასტატინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დიგოქსინთან არ არის მოსალოდნელი.

ციტოქრომ P450-ის ფერმენტები: in vivo და in vitro კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი ციტოქრომ P450-ის ფერმენტების არც ინჰიბიტორია და არც ინდუქტორი. გარდა ამისა, როზუვასტატინი წარმოადგენს ამ ფერმენტების სუსტ სუბსტრატს. არ აღნიშნულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინს და ფლუკონაზოლს (CYP2C9 და CYP3A4– ის ინჰიბიტორი) და კეტოკონაზოლს (CYP2A6 CYP3A4– ის ინჰიბიტორი) შორის. როზუვასტატინის და იტრაკონაზოლის (CYP3A4-ის ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენება ზრდის როზუვასტატინის AUC- ს 28% -ით (კლინიკურად უმნიშვნელო). ამგვარად, ციტოქრომ P450– ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

განსაკუთრებული მითითებები

თირკმლისმიერი ეფექტები:

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინის მაღალ დოზებს (ძირითადად 40 მგ), დაფიქსირდა მილაკოვანი პროტეინურია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იყო პერიოდული ან ხანმოკლე. ასეთი პროტეინურია არ იყო თირკმლის მწვავე დაავადების ან თირკმლის დაავადების პროგრესირების ნიშანი. პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს 40 მგ დოზით, მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:

როზუვასტატინის ყველა დოზირებით გამოყენებისას და განსაკუთრებით პრეპარატის 20 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას, იყო შეტყობინებები საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე შემდეგი გავლენების შესახებ: მიალგია, მიოპათია, იშვიათ შემთხვევებში, რაბდომიოლიზი.

კრეატინფოსფოკინაზას განსაზღვრა:

კრეატინფოსფოკინაზას განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კრეატინფოსფოკინაზას მატების სხვა შესაძლო მიზეზების არსებობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიღებული შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია. კრეატინფოსფოკინაზას საწყისი დონის მნიშვნელოვანი მატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5 – ჯერ მეტი), 5-7 დღის შემდეგ უნდა მოხდეს ხელმეორედ განსაზღვრა. არ უნდა მოხდეს თერაპიის დაწყება, თუ განმეორებითი ტესტი დაადასტურებს კრეატინფოსფოკინაზას საწყის დონეს (ნორმის ზედა ზღვარზე 5 – ჯერ მეტი).

თერაპიის დაწყებამდე:

პრეპარატ რიგლოდემის დანიშვნის დროს, ისევე როგორც სხვა HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების დანიშვნისას, აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკის ფაქტორები, აუცილებელია გათვალისწინება თანაფარდობის - რისკი/თერაპიის შესაძლო სარგებელი და კლინიკური დაკვირვების ჩატარება.

თერაპიის დროს:

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების უეცარი განვითარების შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანდართულია შეუძლოდ ყოფნა და ცხელება. ასეთ პაციენტებში, უნდა განისაზღვროს კრეატინფოსფოკინაზას დონე. თერაპია უნდა შეწყდეს, თუ კრეატინფოსფოკინაზას დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა (5 – ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი) ან თუ კუნთების მხრივ სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (მაშინაც კი, თუ კრეატინფოსფოკინაზას დონე 5 – ჯერ დაბალია, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი). თუ სიმპტომები ქრება და კრეატინფოსფოკინაზას დონე უბრუნდება ნორმას, უნდა მოხდეს რიგლოდემის ან სხვა HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების ხელახალი დანიშვნის საკითხის განხილვა უფრო დაბალი დოზებით და პაციენტზე ყურადღებით დაკვირვებით. სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, კრეატინფოსფოკინაზას დონის რუტინული კონტროლი არ არის მიზანშეწონილი. როზუვასტატინის მიღების და თანმხლები თერაპიის დროს, ჩონჩხის კუნთებზე ზემოქმედების ზრდის ნიშნები არ აღინიშნებოდა. თუმცა, იყო შეტყობინებები მიოზიტის და მიოპათიის შემთხვევების სიხშირის მატების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ სხვა HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორებს და ფიბრინის მჟავას წარმოებულებს, მათ შორის გემფიბროზილს, ციკლოსპორინს, ნიკოტინის მჟავას, აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, პროტეაზას ინჰიბიტორებს და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს, ზოგიერთ HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნის დროს. ამგვარად, არ არის რეკომენდებული პრეპარატ რიგლოდემის და გემფიბროზილის ერთდროული დანიშვნა. პრეპარატ რიგლოდემის და ფიბრატების ან ნიაცინის ერთდროული გამოყენებისას, ყურადღებით უნდა აიწონოს რისკის და მოსალოდნელი სარგებლის თანაფარდობა. უკუნაჩვენებია პრეპარატ რიგლოდემის 40 მგ დოზით ფიბრატებთან ერთდროულად მიღება.

მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში და / ან რიგლოდემის დოზის გაზრდისას, აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი (აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია).

ღვიძლი:

რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა თერაპიის დაწყებამდე და თერაპიის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. უნდა მოხდეს პრეპარატ რიგლოდემის მიღების შეწყვეტა ან პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს თუ სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის დონე 3-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი. ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომის შედეგად ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რიგლოდემით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ძირითადი დაავადებების თერაპია.

რასობრივი განსხვავებები:

ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ აზიური წარმოშობის პირებში როზუვასტატინის ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე ევროპეიდული რასის პირებში.

პროტეაზას ინჰიბიტორები:

როზუვასტატინის კომბინაციის დროს პროტეოლიზური ფერმენტების სხვადასხვა

ინჰიბიტორებთან და რიტონავირთან აღინიშნებოდა როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის ზრდა. შიდსით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს, უნდა მოხდეს პრეპარატ რიგლოდემის დანიშვნისას ლიპიდების დონის შემცირებისგან მიღებული სარგებლის და მკურნალობის დასაწყისში და ამ პაციენტებში პრეპარატის დოზების შემდგომი შერჩევის დროს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის დონის შესაძლო გაზრდის თანაფარდობის აწონვა. ზოგიერთ პროტეაზას ინჰიბიტორებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ხდება როზუვასტატინის დოზის კორექცია.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება:

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების ძალიან იშვიათი შემთხვევები არის დაფიქსირებული იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ზოგიერთი პრეპარატი სტატინების ჯგუფიდან. როგორც წესი, ეს შემთხვევები აღინიშნებოდა სტატინებით გრძელვადიანი თერაპიის დროს. ფილტვების ინტერსტიციული დაავადება ვლინდება ქოშინით, არაპროდუქტიული ხველით და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით (დაღლილობის მომატება, წონაში კლება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი პაციენტში ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარებაზე, სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი :

არსებული მონაცემების საფუძველზე, სტატინები ზრდიან სისხლში შაქრის დონეს და ასევე შეუძლიათ ჰიპერგლიკემიის გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ანტიდიაბეტურ მკურნალობას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. თუმცა, ასეთ შემთხვევებში, სტატინების მიღების შეწყვეტა არ არის გამართლებული, რადგან სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკს. პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს (გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე 5,6-6,9 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, ჰიპერტონია), უნდა მოხდეს კლინიკური და ბიოქიმიური მონიტორინგის ჩატარება, ხელმისაწვდომი ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად.

კვლევა - „იუპიტერი“-ს დროს, შაქრიანი დიაბეტის შეტყობინებული შემთხვევების საერთო სიხშირემ შესაბამისად შეადგინა 2.8% და 2.3%, როზუვასტატინისა და პლაცებოს ჯგუფებში, განსაკუთრებით უზმოზე 5.6-6.9 მმოლ/ლ გლუკოზის დონის მქონე პირებში.

გამოყენება პედიატრიაში:

6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს როზუვასტატინი, სიმაღლის, სხეულის წონის, სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა, ასევე სქესობრივი სიმწიფის შეფასება ტანერის მიხედვით მეორადი სქესობრივი მახასიათებლების განვითარების საფუძველზე, შემოიფარგლებოდა ერთი წლის ვადით. 2 წლის მკურნალობის შემდეგ, არ აღინიშნა პრეპარატის რაიმე გავლენა ზრდაზე, სხეულის წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე და სქესობრივ მომწიფებაზე.

კლინიკური კვლევის დროს, რომელშიც ბავშვები იღებდნენ როზუვასტატინს 52 კვირის განმავლობაში, უფრო ხშირად აღინიშნებოდა კრეატინკინაზას დონის მომატება (10-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი) და კუნთების მხრივ სიმპტომების განვითარება, ზრდასრულ პაციენტებში ჩატარებული კვლევების შედეგებთან შედარებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

რიგლოდემი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რადგან პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, მისი მიღება არ უნდა მოხდეს ლაქტაზას უკმარისობის, გალაქტოზას აუტანლობის და გლუკოზა – გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტების მიერ.

პრეპარატის გავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, უნდა მოხდეს გათვალისწინება, რომ თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

გამოშვების ფორმა

_რიგლოდემი 20 მგ, _

14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში (ალუ/ალუ).

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

Belinda Laboratories LLP.,

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი

Mash for Pharmaceutical Industries and Cosmetic

(Mash Premiere) - Pharmaceuticals – Badr City – ეგვიპტე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რიგლოდემი 10მგ #28ტ
  • სახელი: რიგლოდემი 10მგ #28ტ
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 10.97 ლ
რიგლოდემი 20მგ #28ტ
  • სახელი: რიგლოდემი 20მგ #28ტ
  • შეფუთვა: 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 13.46 ლ
რიგლოდემი ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: რიგლოდემი ტაბლეტი 10მგ #28
  • მწარმოებელი: Mash for Pharmaceutical Industries and Cosmetic (Mash Premiere) (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Pharmadepot 10.97 ლ
რიგლოდემი ტაბლეტი 20მგ #28
  • სახელი: რიგლოდემი ტაბლეტი 20მგ #28
  • მწარმოებელი: Mash for Pharmaceutical Industries and Cosmetic (Mash Premiere) (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Pharmadepot 13.46 ლ
რიგლოდემი ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: რიგლოდემი ტაბლეტი 10მგ #28
  • მწარმოებელი: Mash for Pharmaceutical Industries and Cosmetic (Mash Premiere) (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 10.97 ლ
რიგლოდემი ტაბლეტი 20მგ #28
  • სახელი: რიგლოდემი ტაბლეტი 20მგ #28
  • მწარმოებელი: Mash for Pharmaceutical Industries and Cosmetic (Mash Premiere) (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 13.46 ლ
Riglodem - რიგლოდემი 10მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Riglodem - რიგლოდემი 10მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Mash for Pharmaceutical Industries and Cosmetic (Mash Premiere) (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
PSP 10.97 ლ
Riglodem - რიგლოდემი 20მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Riglodem - რიგლოდემი 20მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Mash for Pharmaceutical Industries and Cosmetic (Mash Premiere) (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
PSP 13.46 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით