ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
აზიმიცინი
აზითრომიცინი
Azithromycinum
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: აზითრომიცინი.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს, აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 101, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი
აზიმიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან კრემისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
აზიმიცინის აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი, მაკროლიდების ჯგუფის ფართო სპექტრის აზალიდური ანტიბიოტიკი, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე.
ჩვენება
აზიმიცინი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი.
– შუა ყურის მწვავე ოტიტი.
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული პნევმონია.
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი სიმპტომი); ზომიერი ჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis -ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქცია აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აზიმიცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ
– გულის რითმის დარღვევები, მემკვიდრეობითი ან ნებისმიერ დროს განვითარებული (დაფიქსირებული ეკგ ჩანაწერში - გულის ელექტრული აქტივობის გამოკვლევა),
– გულის მძიმე უკმარისობა,
– გულის ძალიან ნელი მოქმედება (ბრადიკარდია),
– სისხლში ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე,
– იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე (იხ. პუნქტი „სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი“);
თუ თერაპიის მიუხედავად, ინფექციის სიმპტომები არ ქრება ან ახალი ინფექციის (მაგ. სოკოვანი) სიმპტომების ვლინდება, ხელახლა უნდა მიმართოთ ექიმს.
სტრეპტოკოკური ინფექციები
სტრეპტოკოკებით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ, როგორც წესი, პირველი არჩევანია პენიცილინი.
ფსევდომემბრანული კოლიტი
დიარეის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომი - გართულება, რომელიც ზოგჯერ ვითარდება მაკროლიდების გამოყენებისას. ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებსაც აზითრომიცინით თერაპიის დაწყების შემდეგ უვითარდებათ დიარეა. აზითრომიცინის გამოყენების შედეგად გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს აზიმიცინის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება. უკუნაჩვენებია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც თრგუნავს პერისტალტიკას.
ხანგრძლივი გამოყენება
არ არსებობს მონაცემები აზითრომიცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ხანგრძლივად გამოყენებისას, ზემოთ აღნიშნული ჩვენებების დროს. სწრაფად განმეორებადი ინფექციების შემთხვევაში, ექიმი განიხილავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობას.
მიასთენია გრავისი
მიასთენიის გრავისის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის დაწყება დაფიქსირდა აზითრომიცინით თერაპიის დროს (იხ. პუნქტი „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).
ბავშვები და მოზარდები
აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.
სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
– ქინიდინი, პროკაინამიდი, დოფეტილიდი, ამიოდარონი და სოტალოლი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს),
– ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭის დარღვევების დროს),
– ჰიდროქსიქლოროქინი (გამოიყენება რევმატული დაავადებების ან მალარიის სამკურნალოდ),
– ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ),
– ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგ. პიმოზიდი,
– ანტიდეპრესანტები, მაგ. ციტალოპრამი,
– ფტორქინოლონები (გამოიყენება ინფექციების დროს), მაგ. მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი;
აზიმიცინი საკვებთან და სასმელთან ერთად
აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ორსულ ქალებში მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება
აზითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში. აზითრომიცინის გამოყენებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი განსხვავებულად მიიჩნევს.
ნაყოფიერება
ნაყოფიერების კვლევებში აზითრომიცინის მიღების შემდეგ მღრღნელებში დაფიქსირდა ჩასახვის მაჩვენებლის შემცირება. ამ კვლევების შედეგების მნიშვნელობა ადამიანებისთვის უცნობია.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე აზიმიცინის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, ამ საქმიანობის შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითი ეფექტების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი მიიღება პერორალურად.
აზიმიცინი ასევე ხელმისაწვდომია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით 125 მგ და 250 მგ დოზით, ასევე ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიისთვის 200 მგ/5 მლ და 100 მგ/5 მლ დოზით.
დოზირება მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში, ასევე ბავშვებში და მოზარდებში 45 კგ მეტი წონით
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, შუა ყურის ოტიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითერმის (erythema migrans) და ჩვეულებრივი აკნეს გამოკლებით)
აზითრომიცინის საერთო დოზაა 1,5გ 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთჯერადი დღიური დოზა). ალტერნატიულად, იგივე საერთო დოზა (1500 მგ) ასევე შეიძლება მიღებულ იქნას 5 დღის განმავლობაში: 500 მგ თერაპიის პირველ დღეს და 250 მგ თერაპიის მეორედან მეხუთე დღემდე.
მიგრირებადი ერითემა (Erythema migrans)
საერთო დოზაა 3გ და მიიღება შემდეგნაირად: 1გ პირველ დღეს (აპკიანი გარსით დაფარული 2 ტაბლეტი, თითო 500 მგ), შემდეგ 500 მგ (აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი) მეორედან მეხუთე დღემდე, ერთჯერადი დღიური დოზებით.
ზომიერი ჩვეულებრივი აკნე - მხოლოდ მოზრდილებში
ჯამური დოზაა 6 გ და რეკომენდებულია შემდეგი სახით მიღება: 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ- იანი აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ მომდევნო 9 კვირის განმავლობაში. თერაპიის მეორე კვირაში პრეპარატი მიღებული უნდა იყოს პირველი დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო შემდგომი რვა დოზა მიღებული უნდა იყოს 7 დღიანი ინტერვალით.
აზითრომიცინის მაღალი დოზის გამოყენების გამო, ზემოთ ხსენებულ დოზირების სქემაში, ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს მქონე პაციენტებში აზითრომიცინით მკურნალობის ციკლამდე და მის დროს აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების ფუნქციის მონიტორინგი.
ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს ციკლური მკურნალობის ზემოთ აღნიშნული რეჟიმი (3 დღე + 9 კვირა) შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკეულ პაციენტში მხოლოდ ერთხელ, ვინაიდან ამ დრომდე არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებს ამ მკურნალობის რეჟიმის უსაფრთხოებას და ეფექტურობას ჩვეულებრივი აკნეს დროს.
Chlamydia trachomatis -ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები 1 გ (აპკიანი გარსით დაფარული 2 ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი დოზით.
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის შემცირება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენების წესი
აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.
აზიმიცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
დოზის გადაჭარბება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო. მაკროლიდური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბების ტიპიური სიმპტომებია სმენის შექცევადი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა.
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაჩვენებია სამედიცინო ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შესაბამისი დამხმარე ზომები.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზა არ მიიღება.
გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
აზიმიცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიმართვა, შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში:
– ალერგიული რეაქციები: სწრაფი ალერგიული რეაქცია, რასაც მოჰყვება შოკი (სიხშირე უცნობია) ან უეცარი სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები, ტუჩების, ენის, სახისა და კისრის შეშუპება, გამონაყარი ქავილით, განსაკუთრებით მთელ სხეულზე (არახშირად).
– კანის მძიმე რეაქციები: კანის პუსტულოზი, რომელიც ხასიათდება კანზე სიწითლის უბნების სწრაფი განვითარებით მცირე ზომის პუსტულებით (ბუშტუკები სავსე თეთრი ან ყვითელი სითხით); ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელიც იწვევს სიწითლეს და აქერცვლას; მძიმე პემფიგუსი და სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, პირიდან, ცხვირიდან და სასქესო ორგანოებიდან, ასოცირებული მაღალ ცხელებასთან და ართრალგიასთან. ეს შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP, იშვიათად ვითარდება), მულტიფორმული ერითემა, მულტიფორმული ბულოზური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ყველა მათგანი ვითარდება უცნობი სიხშირით).
– მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კანზე გამონაყარს, ორგანოთა შეშუპებას, ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდას (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთებას (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); სიხშირე უცნობია).
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა, შემდეგი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში:
– მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეა სისხლით ან ლორწოთი. სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ან მის შემდეგ და შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის სერიოზულ ანთებაზე (სიხშირე უცნობია).
– სისუსტე, მადის ნაკლებობა, კანისა და თვალების გაყვითლება, შარდის მუქი შეფერილობა, განავლის გაუფერულება, კუჭის ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ჰიპოქონდრიაში. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის მძიმე დაავადების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა [იშვიათად ფატალური], ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი; სიხშირე უცნობია).
– მგრძნობელობა ინფექციების მიმართ, განსაკუთრებით პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების, რაც ძლიერდება მკურნალობის მიუხედავად (ნეიტროპენია, ლეიკოპენიის სიმპტომები; არახშირი).
– ატიპიური მგრძნობელობა ჰემატომების ან სისხლდენის მიმართ - თრომბოციტოპენიის სიმპტომები (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).
– სინკოპე, სისუსტე და დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, ქოშინი, გახშირებული გულისცემა - ჰემოლიზური იშემიის სიმპტომები (სისხლის წითელი უჯრედების გაზრდილი დეგრადაცია; სიხშირე უცნობია).
– სწრაფი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა ან გულის რიტმის ცვალებადობა ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი და “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes); სიხშირე უცნობია).
– შარდვის შემცირება, სისუსტე, შეშუპება, ქოშინი, მადის ნაკლებობა, გულისრევა და ღებინება, კანის ქავილი, მცირე პეტექიები კანზე, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია (თირკმელების მწვავე უკმარისობის და ინტერსტიციული ნეფრიტის სიმპტომები; სიხშირე უცნობია).
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
– დიარეა.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– თავის ტკივილი;
– ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა;
– თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
– სისხლში ბიკარბონატის დონის შემცირება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ფარინგიტი, გასტროენტერიტი, რესპირატორული დარღვევები, რინიტი, პირის ღრუს კანდიდოზი;
– თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება (ეოზინოფილია);
– მადის დაკარგვა (ანორექსია);
– ნევროზი, უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს დარღვევები, ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
– მხედველობის დარღვევა;
– ყურის მხრივ დარღვევები, წონასწორობის დარღვევა;
– პალპიტაცია;
– „სიმხურვალის მოწოლა“;
– ქოშინი, ეპისტაქსია;
– ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გასტრიტი, დისფაგია, შებერილობა, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ბოყინი, პირის ღრუს წყლულები, ნერწყვის მომატება;
– დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;
– ოსტეოართრიტი, მიალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი;
– დიზურია, თირკმლის ტკივილი;
– საშვილოსნოს ჰემორაგია, სათესლე ჯირკვლის დარღვევები;
– შეშუპება, სისუსტე (ასთენია), შეუძლოდ ყოფნა (აპათია), დაღლილობა, სახის შეშუპება, გულმკერდის ტკივილი, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება;
– ლაბორატორიული ტესტების შედეგების ნორმის ფარგლებიდან გადახრა (მაგ. სისხლის ანალიზი, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის პარამეტრები, გლუკოზა, ელექტროლიტები);
– პროცედურული გართულებები.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– აჟიტირება;
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
– ფოტომგრძნობელობა.
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით)
– აგრესია, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები;
– სინკოპე, კრუნჩხვები, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია), ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ანოსმია, აგევზია, პაროსმია, მიასთენია გრავისი;
– სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე და/ან ტინიტუსი;
– არტერიული წნევის დაქვეითება;
– პანკრეატიტი, ენის გაუფერულება;
– ართრალგია.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც სავარაუდოა ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს აზითრომიცინის გამოყენებასთან Mycobacterium avium კომპლექსის ბაცილებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ან საპროფილაქტიკოდ, დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

– დიარეა;
– მუცლის ტკივილი;
– გულისრევა;
– შებერილობა;
– დისკომფორტი მუცლის ღრუში;
– ხშირი თხელი განავალი.

– ანორექსია;
– თავბრუსხვევა;
– თავის ტკივილი;
– ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
– გემოს დარღვევა;
– მხედველობის დარღვევა;
– სიყრუე;
– გამონაყარი, ქავილი;
– ართრალგია;
– დაღლილობის შეგრძნება.

– მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია);
– სმენის დაქვეითება, ტინიტუსი;
– პალპიტაცია;
– ღვიძლის ანთება;
– ბულოზური ერითემა მულტიფორმული (სტივენს-ჯონსონის სინდრომი - კანის მძიმე რეაქცია), ფოტომგრძნობელობა;
– ასთენია, სისუსტე.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდით ეფექტის შემთხვევაში, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ მედიკამენტების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის უწყებას ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტის მეშვეობით:
Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტები ასევე შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა (EXP) ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა
3 ან 6 ან 12 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A.
2, A. Fleminga Str.
03–176 ვარშავა
ტელ.: 22-811-18-14**.**
დასახელება - აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ #3
აზიმიცინი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია
აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების
სამკურნალოდ.
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი.
– შუა ყურის მწვავე ოტიტი.
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის
გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული
პნევმონია.
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი
ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი
სიმპტომი); ზომიერი ჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული
გაურთულებელი ინფექციები.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქცია აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან ამ
პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენების წესი
აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.
აზიმიცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება
საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
ბავშვები და მოზარდები
აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია
ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია
აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული
ტაბლეტების სახით.
დოზის გადაჭარბება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების
მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი
იყო. მაკროლიდური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბების ტიპიური სიმპტომებია სმენის
შექცევადი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა.
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაჩვენებია სამედიცინო ნახშირის მიღება და
სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შესაბამისი დამხმარე ზომები.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო
დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის
კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზა არ მიიღება.
გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დასახელება - აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ #3
აზიმიცინი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია
აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების
სამკურნალოდ.
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი.
– შუა ყურის მწვავე ოტიტი.
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის
გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული
პნევმონია.
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი
ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი
სიმპტომი); ზომიერი ჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული
გაურთულებელი ინფექციები.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქცია აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან ამ
პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენების წესი
აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.
აზიმიცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება
საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
ბავშვები და მოზარდები
აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია
ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია
აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული
ტაბლეტების სახით.
დოზის გადაჭარბება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების
მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი
იყო. მაკროლიდური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბების ტიპიური სიმპტომებია სმენის
შექცევადი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა.
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაჩვენებია სამედიცინო ნახშირის მიღება და
სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შესაბამისი დამხმარე ზომები.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო
დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის
კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზა არ მიიღება.
გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
აზიმიცინი
აზითრომიცინი
Azithromycinum
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: აზითრომიცინი.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს, აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 101, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი
აზიმიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან კრემისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
აზიმიცინის აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი, მაკროლიდების ჯგუფის ფართო სპექტრის აზალიდური ანტიბიოტიკი, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე.
ჩვენება
აზიმიცინი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი.
– შუა ყურის მწვავე ოტიტი.
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული პნევმონია.
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი სიმპტომი); ზომიერი ჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქცია აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აზიმიცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ
გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს არითმიის განვითარებას (ეს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებში და ხანდაზმულ პაციენტებში):
– გულის რითმის დარღვევები, მემკვიდრეობითი ან ნებისმიერ დროს განვითარებული
(დაფიქსირებული ეკგ ჩანაწერში - გულის ელექტრული აქტივობის გამოკვლევა),
– გულის მძიმე უკმარისობა,
– გულის ძალიან ნელი მოქმედება (ბრადიკარდია),
– სისხლში ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე,
– იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე (იხ. პუნქტი „სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი“);
გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა;
გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა: ექიმმა შეიძლება აკონტროლოს ღვიძლის ფუნქცია ან
შეწყვიტოს მკურნალობა;
გაქვთ ახალი ინფექცია (რომელიც შეიძლება მიუთითებდეს რეზისტენტული
მიკროორგანიზმების გადაჭარბებულ ზრდაზე ან სოკოვან ინფექციაზე);
გაქვთ ნერვული (ნევროლოგიური) ან ფსიქიკური (ფსიქიატრიული) დარღვევები;
გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება: ექიმი უნდა დარწმუნდეს, არის თუ არა
პაციენტი სიფილისით ინფიცირებული;
იყენებთ ერგოტამინის წარმოებულებს (ჭვავის რქის პრეპარატებს);
გაქვთ დამწვრობის დაინფიცირებული ჭრილობები.
თუ თერაპიის მიუხედავად, ინფექციის სიმპტომები არ ქრება ან ახალი ინფექციის
(მაგ. სოკოვანი) სიმპტომების ვლინდება, ხელახლა უნდა მიმართოთ ექიმს.
სტრეპტოკოკური ინფექციები
სტრეპტოკოკებით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ, როგორც წესი, პირველი არჩევანია პენიცილინი.
ფსევდომემბრანული კოლიტი
დიარეის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომი - გართულება, რომელიც ზოგჯერ ვითარდება მაკროლიდების გამოყენებისას. ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებსაც აზითრომიცინით თერაპიის დაწყების შემდეგ უვითარდებათ დიარეა. აზითრომიცინის გამოყენების შედეგად გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს აზიმიცინის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება. უკუნაჩვენებია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც თრგუნავს პერისტალტიკას.
ხანგრძლივი გამოყენება
არ არსებობს მონაცემები აზითრომიცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ხანგრძლივად გამოყენებისას, ზემოთ აღნიშნული ჩვენებების დროს. სწრაფად განმეორებადი ინფექციების შემთხვევაში, ექიმი განიხილავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობას.
მიასთენია გრავისი
მიასთენიის გრავისის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის დაწყება დაფიქსირდა აზითრომიცინით თერაპიის დროს (იხ. პუნქტი „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).
ბავშვები და მოზარდები
აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.
სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს QT ინტერვალზე, როგორიცაა
– ქინიდინი, პროკაინამიდი, დოფეტილიდი, ამიოდარონი და სოტალოლი (გამოიყენება
გულის რითმის დარღვევის დროს),
– ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭის დარღვევების დროს),
– ჰიდროქსიქლოროქინი (გამოიყენება რევმატული დაავადებების ან მალარიის სამკურნალოდ),
– ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ),
– ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგ. პიმოზიდი,
– ანტიდეპრესანტები, მაგ. ციტალოპრამი,
– ფტორქინოლონები (გამოიყენება ინფექციების დროს), მაგ. მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი;
ანტაციდები (აზიმიცინი უნდა დაინიშნოს ანტაციდების მიღებამდე მინიმუმ 1 საათით
ადრე ან 2 საათის შემდეგ);
პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი;
ჭვავის რქის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის დროს ან სისხლის ნაკადის
შესამცირებლად), მაგ. აზითრომიცინთან ერთად გამოყენებულმა ერგოტამინმა შეიძლება
გამოიწვიოს ერგოტიზმი (სიმპტომები - პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და
იშემია);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას);
კოლხიცინი (გამოიყენება ჩიყვისა და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების
სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი (გამოიყენება კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის ან
ორგანოების გადანერგვის შემდეგ);
ატორვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად);
რიფაბუტინი (გამოიყენება აივ ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
აზიმიცინი საკვებთან და სასმელთან ერთად
აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ორსულ ქალებში მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება
აზითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში. აზითრომიცინის გამოყენებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი განსხვავებულად მიიჩნევს.
ნაყოფიერება
ნაყოფიერების კვლევებში აზითრომიცინის მიღების შემდეგ მღრღნელებში დაფიქსირდა ჩასახვის მაჩვენებლის შემცირება. ამ კვლევების შედეგების მნიშვნელობა ადამიანებისთვის უცნობია.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე აზიმიცინის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, ამ საქმიანობის შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითი ეფექტების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.
**გამოყენების წესი და დოზირება **
პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი მიიღება პერორალურად.
აზიმიცინი ასევე ხელმისაწვდომია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით 125 მგ და 250 მგ დოზით, ასევე ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიისთვის 200 მგ/5 მლ და 100 მგ/5 მლ დოზით.
დოზირება მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში, ასევე ბავშვებში და მოზარდებში 45 კგ მეტი წონით
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, შუა ყურის ოტიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითერმის (erythema migrans) და ჩვეულებრივი აკნეს გამოკლებით)
აზითრომიცინის საერთო დოზაა 1,5გ 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთჯერადი დღიური დოზა). ალტერნატიულად, იგივე საერთო დოზა (1500 მგ) ასევე შეიძლება მიღებულ იქნას 5 დღის განმავლობაში: 500 მგ თერაპიის პირველ დღეს და 250 მგ თერაპიის მეორედან მეხუთე დღემდე.
მიგრირებადი ერითემა (Erythema migrans)
საერთო დოზაა 3გ და მიიღება შემდეგნაირად: 1გ პირველ დღეს (აპკიანი გარსით დაფარული 2 ტაბლეტი, თითო 500 მგ), შემდეგ 500 მგ (აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი) მეორედან მეხუთე დღემდე, ერთჯერადი დღიური დოზებით.
ზომიერი ჩვეულებრივი აკნე - მხოლოდ მოზრდილებში
ჯამური დოზაა 6 გ და რეკომენდებულია შემდეგი სახით მიღება: 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ მომდევნო 9 კვირის განმავლობაში. თერაპიის მეორე კვირაში პრეპარატი მიღებული უნდა იყოს პირველი დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო შემდგომი რვა დოზა მიღებული უნდა იყოს 7 დღიანი ინტერვალით.
აზითრომიცინის მაღალი დოზის გამოყენების გამო, ზემოთ ხსენებულ დოზირების სქემაში, ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს მქონე პაციენტებში აზითრომიცინით მკურნალობის ციკლამდე და მის დროს აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების ფუნქციის მონიტორინგი.
ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს ციკლური მკურნალობის ზემოთ აღნიშნული რეჟიმი (3 დღე + 9 კვირა) შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკეულ პაციენტში მხოლოდ ერთხელ, ვინაიდან ამ დრომდე არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებს ამ მკურნალობის რეჟიმის უსაფრთხოებას და ეფექტურობას ჩვეულებრივი აკნეს დროს.
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები 1 გ (აპკიანი გარსით დაფარული 2 ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი დოზით.
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის შემცირება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენების წესი
აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.
აზიმიცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
დოზის გადაჭარბება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო. მაკროლიდური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბების ტიპიური სიმპტომებია სმენის შექცევადი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა.
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაჩვენებია სამედიცინო ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შესაბამისი დამხმარე ზომები.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზა არ მიიღება.
** გვერდითი ეფექტები**
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
აზიმიცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიმართვა, შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში:
– ალერგიული რეაქციები: სწრაფი ალერგიული რეაქცია, რასაც მოჰყვება შოკი (სიხშირე უცნობია) ან უეცარი სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები, ტუჩების, ენის, სახისა და კისრის შეშუპება, გამონაყარი ქავილით, განსაკუთრებით მთელ სხეულზე (არახშირად).
– კანის მძიმე რეაქციები: კანის პუსტულოზი, რომელიც ხასიათდება კანზე სიწითლის უბნების სწრაფი განვითარებით მცირე ზომის პუსტულებით (ბუშტუკები სავსე თეთრი ან ყვითელი სითხით); ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელიც იწვევს სიწითლეს და აქერცვლას; მძიმე პემფიგუსი და სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, პირიდან, ცხვირიდან და სასქესო ორგანოებიდან, ასოცირებული მაღალ ცხელებასთან და ართრალგიასთან. ეს შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP, იშვიათად ვითარდება), მულტიფორმული ერითემა, მულტიფორმული ბულოზური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ყველა მათგანი ვითარდება უცნობი სიხშირით).
– მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კანზე გამონაყარს, ორგანოთა შეშუპებას, ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდას (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთებას (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); სიხშირე უცნობია).
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა, შემდეგი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში:
– მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეა სისხლით ან ლორწოთი. სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ან მის შემდეგ და შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის სერიოზულ ანთებაზე (სიხშირე უცნობია).
– სისუსტე, მადის ნაკლებობა, კანისა და თვალების გაყვითლება, შარდის მუქი შეფერილობა, განავლის გაუფერულება, კუჭის ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ჰიპოქონდრიაში. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის მძიმე დაავადების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა [იშვიათად ფატალური], ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი; სიხშირე უცნობია).
– მგრძნობელობა ინფექციების მიმართ, განსაკუთრებით პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების, რაც ძლიერდება მკურნალობის მიუხედავად (ნეიტროპენია, ლეიკოპენიის სიმპტომები; არახშირი).
– ატიპიური მგრძნობელობა ჰემატომების ან სისხლდენის მიმართ - თრომბოციტოპენიის სიმპტომები (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).
– სინკოპე, სისუსტე და დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, ქოშინი, გახშირებული გულისცემა - ჰემოლიზური იშემიის სიმპტომები (სისხლის წითელი უჯრედების გაზრდილი დეგრადაცია; სიხშირე უცნობია).
– სწრაფი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა ან გულის რიტმის ცვალებადობა ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი და “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes); სიხშირე უცნობია).
– შარდვის შემცირება, სისუსტე, შეშუპება, ქოშინი, მადის ნაკლებობა, გულისრევა და ღებინება, კანის ქავილი, მცირე პეტექიები კანზე, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია (თირკმელების მწვავე უკმარისობის და ინტერსტიციული ნეფრიტის სიმპტომები; სიხშირე უცნობია).
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
– დიარეა.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– თავის ტკივილი;
– ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა;
– თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
– სისხლში ბიკარბონატის დონის შემცირება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ფარინგიტი, გასტროენტერიტი, რესპირატორული დარღვევები, რინიტი, პირის ღრუს კანდიდოზი;
– თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება (ეოზინოფილია);
– მადის დაკარგვა (ანორექსია);
– ნევროზი, უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს დარღვევები, ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
– მხედველობის დარღვევა;
– ყურის მხრივ დარღვევები, წონასწორობის დარღვევა;
– პალპიტაცია;
– „სიმხურვალის მოწოლა“;
– ქოშინი, ეპისტაქსია;
– ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გასტრიტი, დისფაგია, შებერილობა, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ბოყინი, პირის ღრუს წყლულები, ნერწყვის მომატება;
– დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;
– ოსტეოართრიტი, მიალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი;
– დიზურია, თირკმლის ტკივილი;
– საშვილოსნოს ჰემორაგია, სათესლე ჯირკვლის დარღვევები;
– შეშუპება, სისუსტე (ასთენია), შეუძლოდ ყოფნა (აპათია), დაღლილობა, სახის შეშუპება, გულმკერდის ტკივილი, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება;
– ლაბორატორიული ტესტების შედეგების ნორმის ფარგლებიდან გადახრა (მაგ. სისხლის ანალიზი, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის პარამეტრები, გლუკოზა, ელექტროლიტები);
– პროცედურული გართულებები.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– აჟიტირება;
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
– ფოტომგრძნობელობა.
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით)
– აგრესია, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები;
– სინკოპე, კრუნჩხვები, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია), ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ანოსმია, აგევზია, პაროსმია, მიასთენია გრავისი;
– სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე და/ან ტინიტუსი;
– არტერიული წნევის დაქვეითება;
– პანკრეატიტი, ენის გაუფერულება;
– ართრალგია.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც სავარაუდოა ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს აზითრომიცინის გამოყენებასთან Mycobacterium avium კომპლექსის ბაცილებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ან საპროფილაქტიკოდ, დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
– დიარეა;
– მუცლის ტკივილი;
– გულისრევა;
– შებერილობა;
– დისკომფორტი მუცლის ღრუში;
– ხშირი თხელი განავალი.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– ანორექსია;
– თავბრუსხვევა;
– თავის ტკივილი;
– ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
– გემოს დარღვევა;
– მხედველობის დარღვევა;
– სიყრუე;
– გამონაყარი, ქავილი;
– ართრალგია;
– დაღლილობის შეგრძნება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
– მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია);
– სმენის დაქვეითება, ტინიტუსი;
– პალპიტაცია;
– ღვიძლის ანთება;
– ბულოზური ერითემა მულტიფორმული (სტივენს-ჯონსონის სინდრომი - კანის მძიმე რეაქცია), ფოტომგრძნობელობა;
– ასთენია, სისუსტე.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდით ეფექტის შემთხვევაში, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა (EXP) ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით