ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - აზითრომიცინი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1
შემადგენლობა
მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის
სახით.
ჩვენება:
აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული
ინფექციების სამკურნალოდ:
ბრონქიტი;
არაჰოსპიტალური პნევმონია;
სინუსიტი;
ფარინგიტი / ტონზილიტი;
შუა ოტიტი;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის
ინფექციები, გართულებულ სტადიამდე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული
საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.
დოზირება და მიღების წესი:
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით
მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის
განმავლობაში (500 მგ ერთხელ დღეში).
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს
(გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria
gonorrhoeae –ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000 მგ
აზითრომიცინი, 250 ან 500 მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის
ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები:
აზითრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა შესაძლებელია 45 კგ-ზე ნაკლები წონის
ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის
შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10 მგ/კგ-ზე. მიიღება 3
დღის განმავლობაში:
15 კგ-მდე წონის ბავშვები (<3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით,
თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1 მლ
დანაყოფებად, რომელიც შეესაბამება 4 მგ აზითრომიცინს.
15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული
5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით:
15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ (200 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
26-35 კგ (8-11 წელი): 7,5 მლ (300 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ (400 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
45 კგ-ზე ზემოთ ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან კეტოლიდური
ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა
კომპონენტების მიმართ.
ვარგისობის ვადა
გაუხსნელი ბოთლი: 3 წელი.
სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით