აზითრომიცინი - AZITHROMYCIN
აზითრომიცინი - AZITHROMYCIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

აზიტრომიცინა ატრალი 500მგ

აზიტრომიცინის ტრიჰიდრატი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : მაკროლიდი

გამოყენების სფერო : ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბრონქიტი და პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი. ის ეფექტურია ცხვირ-ხახის სტრეპტოკოკების მიმართ, სქესობრივი გზით გადამდები არაგართულებული დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae მიერ.

უკუჩვენებები: აზიტრომიცინი არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ პაციენტებში, ვისაც აქვს ამავე ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციების ისტორია. უკუნაჩვენებია, აგრეთვე, გალაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები: აზიტრომიცინი კარგად აიტანება და ნაკლები სიხშირით იწვევს არასასურველ მოვლენებს. მიუხედავად ამისა, შეიძლება ადგილი ქონდეს: ანორექსიას, გულისრევას, ღებინებას, თხიერ განავალს, დისპეფსიას, დისკომფორტს მუცლის არეში, ყაბზობას, მეტეორიზმს, ფსევდომემბრანულ კოლიტს, ენის გაუფერულების იშვიათ შემთხვევებს.

განსაკუთრებული შეგრძნებებიდან შეიძლება დავასახელოთ: სმენის ცვლილებები, ხმაური ყურებში. თუმცა, ეს მოვლენები დაკავშირებულია აზიტრომიცინის ხანგრძლივ გამოყენებასთან. აღწერილია ინტერსტიციული ნეფრიტისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, თრომბოციტოპენია, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ართრალგია, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის აშლილობები-თავის ტკივილი, ძილიანობა, პარესტეზია, ჰიპერაქტიურობა. შეიძლება ადგილი ქონდეს ალერგიულ რეაქციებს. გულ-სისხლძარღვებთა სისტემის მხრიდან-ტახიკარდიასა და არითმიას.

ურთიერთზეგავლენა სხვა პრეპარატებზე : ფარმაკო-კინეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ანტაციდებისა და აზიტრომიცინის ერთდროული მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ. აღსანიშნავია, რომ დიგოქსინის შემცველობის დონემ შეიძლება აიწიოს აზიტრომიცინის ფონზე, რაც ძალზე არასასურველია დიგოქსინის კუმულაციის თვისების გამო. არ არის რეკომენდებული ერგოტამინთან ერთდროული მიღება. ყურადღება უნდა მიექცეს კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებისა და აზიტრომიცინის ერთდროული მიღებისას წარმოშობილი არასასურველ ი ეფექტების რისკს.

აზიტრომიცინს არ გააჩნია გამოხატული ემბრიოტოქსიურობა.

არ გამოიყენება 6 თვემდე ბავშვებში. მოხუცებისთვის განსაკუთრებული შეზღუდვა არ არსებობს.

დოზირება და მიღების წესი: Chlamidia trachomatis და Neisseria gonorrhoeae- თი გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობისას დოზა შეადგენს 1000 მგ-ს ერთჯერადად. სხვა შემთხვევებში მკურნალობის კურსი არის 1 500მგ, რომელიც გადანაწილებული უნდა იქნეს 3 დღეზე.

დოზა ბავშვებისთვის - 45 კგზე ნაკლები წონის ბავშვებში მისი მიღება არ არის სასურველი. სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობისას- ერთჯერადი დოზით 10მგ/კგ და 20მგ/კგ 3 დღის განმავლობაში მისი ეფექტურობა დადასტურდა. თუმცა, დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 500მგ-ს. შუა ყურის ანთებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ/კგ დღეში. აზიტრომიცინი ატრალის შემთხვევაში მიზანშეწონილია მისი მიღება 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში.

მიღება: მიიღება ორალური გზით წყალთან ერთად. მედიკამენტის მიღების ხელსაყრელი დრო არის კვებამდე 2 სთ-ით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 3- დან 5 დღემდეა.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: შ ემოგარსული ტაბლეტები. თითოეული შეფუთვა 3 ტაბლეტის ოდენობით

მწარმოებელი: Laboratorios Atral, S.A. პორტუგალია

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Azithromycin - აზითრომიცინი 500მგ 3 ტაბლეტი
  • სახელი: Azithromycin - აზითრომიცინი 500მგ 3 ტაბლეტი
PSP 13.8 ლ
Azithromycin - აზითრომიცინი 200მგ/5მლ 37.5მლ სუსპენზია
  • სახელი: Azithromycin - აზითრომიცინი 200მგ/5მლ 37.5მლ სუსპენზია
PSP 13.23 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით