სიოფორი XR 500 - Siofor XR 500
სიოფორი XR 500 - Siofor XR 500

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ბიგუანიდები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - Siofor XR - სიოფორი XR 500მგ 60 ტაბლეტი

გამოყენების ჩვენება

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობა მოზრდილებში, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური დატვირთვა არ არის საკმარისი გლიკემიის ადეკვატური კონტროლისთვის. მოზრდილებში პრეპარატ სიოფორი® XR-ის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატებთან, ასევე ინსულინთან კომბინაციაში.
გამოყენება
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის ერთ ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში.
10-15 დღის შემდეგ საჭიროა დოზის კორექტირება სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შედეგების მიხედვით. დოზის თანდათანობით გაზრდის შემთხვევაში პრეპარატი უკეთ აიტანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.
დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს 10-15 დღეში ერთხელ 500 მგ-ით, ეტაპობრივად მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2000 მგ-ის მიღწევამდე, რომელიც უნდა მიიღოთ ვახშმის დროს.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს ტაბლეტების სახით, პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობის დაწყება საჭიროა საწყისი დოზით, რომელიც მეტფორმინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების სადღეღამისო დოზის ტოლია.
დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალური საშუალებიდან გადასვლისას საჭიროა ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტა და პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღების დაწყება ზემოთ მითითებული დოზით.
ორსულობა

ორსულობის პერიოდში არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი (მიუხედავად იმისა, განვითარდა თუ არა ის ორსულობის დროს, ან არსებობს მუდმივად) შეიძლება იწვევდეს თანდაყოლილი ანომალიების რისკის მომატებას და პერინატალურ სიკვდილიანობას.

ორსულებში მეტფორმინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების რისკის გაზრდაზე. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლენილი არ არის პრეპარატის მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ჩანასახის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

ნაყოფის განვითარების დეფექტების რისკის შემცირების მიზნით ორსულებისთვის და ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ რეკომენდებულია არა მეტფორმინის, არამედ ინსულინის მიღება, იმისათვის, რომ სისხლში გლუკოზის დონე შენარჩუნდეს რაც შეიძლება ახლოს ნორმალურ მნიშვნელობასთან.

ძუძუთი კვების პერიოდი
მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძესთან ერთად მეტფორმინის მიღების შემთხვევაში ახალშობილებში/ჩვილებში რაიმე არასასურველი ეფექტები გამოვლენილი არ იყო. მაგრამ, ვინაიდან ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების მონაცემები მიღებულია მცირე რაოდენობით, მეტფორმინის მიღებისას ქალებისთვის რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება. ძუძუთი კვებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და პრეპარატის არასასურველი ზემოქმედების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.

ვარგისობის ვადა
3 წელი. მოცემული სამკურნალო საშუალება შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

პროდუქტის ზოგადი დახასიათება

**1 **სამკურნალო საშუალების დასახელება

სიოფორი® XR 500

**2 **თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

პროლონგირებული მოქმედების ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 390 მგ მეტფორმინს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.

3** **სამკურნალწამლო ფორმა

პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კაფსულის ფორმის ტაბლეტები, წარწერით „SR 500” ერთ მხარეს და გლუვი მეორე მხარეს.

4** **კლინიკური მახასიათებლები

**4.1 **გამოყენების ჩვენება

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობა მოზრდილებში, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური დატვირთვა არ არის საკმარისი გლიკემიის ადეკვატური კონტროლისთვის. მოზრდილებში პრეპარატ სიოფორი® XR-ის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატებთან, ასევე ინსულინთან კომბინაციაში.

**4.2 **დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

მოზრდილ ი პაციენტები თირკმელების ნორმალური ფუნქციით _(_გფს _> 90 _მლ _/_წთ )

გამოყენება მონოთერაპიის სახით და დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ საშუალებებთან კომბინაციაში :

  • ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის ერთ ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში.
  • 10-15 დღის შემდეგ საჭიროა დოზის კორექტირება სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შედეგების მიხედვით. დოზის თანდათანობით გაზრდის შემთხვევაში პრეპარატი უკეთ აიტანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.
  • დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს 10-15 დღეში ერთხელ 500 მგ-ით, ეტაპობრივად მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2000 მგ-ის მიღწევამდე, რომელიც უნდა მიიღოთ ვახშმის დროს.
  • პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს ტაბლეტების სახით, პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობის დაწყება საჭიროა საწყისი დოზით, რომელიც მეტფორმინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების სადღეღამისო დოზის ტოლია.
  • დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალური საშუალებიდან გადასვლისას საჭიროა ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტა და პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღების დაწყება ზემოთ მითითებული დოზით.

კომბინაცია ინსულინთან

სისხლში გლუკოზის დონის საუკეთესო კონტროლისთვის მეტფორმინის და ინსულინის გამოყენება შეიძლება კომბინირებული მკურნალობის სახით.

პრეპარატ სიოფორი® XR-ის ჩვეულებრივი საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დოზირებით 500 მგ, ხოლო ინსულინის დოზის კორექტირებას ახორციელებენ სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შედეგების მიხედვით.

ხანდაზმული პაციენტები

იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება პოტენციურად დაქვეითებული იყოს თირკმელების ფუნქცია, მეტფორმინის დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების საფუძველზე. საჭიროა თირკმელების ფუნქციის რეგულარულად კონტროლი (იხ. პარაგრაფი 4.4).

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღების დაწყებამდე და მკურნალობის დაწყების შემდეგ, განმეორებით: სულ მცირე წელიწადში ერთხელ, საჭიროა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) განსაზღვრა. პაციენტებში თირკმელების უკმარისობის შემდგომი გაუარესების მომატებული რისკით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმელების ფუნქცია უნდა შემოწმდეს უფრო ხშირად, ყოველ 3-6 თვეში.

გფს (მლ/წთ) | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა | დამატებითი მითითება
---|---|---
60-89 | 2000 მგ | დოზის შემცირება შეიძლება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების გათვალისწინებით
45-59 | 2000 მგ | მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა განხილული იქნას ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი 4.4). საწყისი დოზა არ უნდა შეადგენდეს მაქსიმალური დოზის ნახევარზე მეტს.
30-44 | 1000 მგ
<30 | - | მეტფორმინი უკუნაჩვენებია.

ბავშვები და მოზარდები

არასაკმარისი მონაცემების გათვალისწინებით ბავშვებში პრეპარატი სიოფორი® XR არ გამოიყენება.

4.3****უკუჩვენება

  • ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში1.
  • ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (ლაქტატაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი)
  • დიაბეტური პრეკომა
  • თირკმელების მძიმე უკმარისობა (გფს <30 მლ/წთ);
  • მწვავე მდგომარეობები, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს თირკმელების ფუნქციაზე, მაგალითად:
  • გაუწყლოება,
  • მძიმე ინფექციური დაავადებები,
  • შოკი
  • დაავადებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ქსოვილოვანი ჰიპოქსია (განსაკუთრებით მწვავე დაავადება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება), როგორიცაა:
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა,
  • სუნთქვის უკმარისობა,
  • მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტი,
  • შოკი
  • ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.

4.4****განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ლაქტატაციდოზი

ლაქტატაციდოზი არის ნივთიერებათა ცვლის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული დარღვევა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესების, კარდიოპულმონალური პათოლოგიის ან სეფსისის ფონზე. მეტფორმინის დაგროვება ხდება თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესების ფონზე და ზრდის ლაქტატაციდოზის განვითარების რისკს.

გაუწყლოების შემთხვევაში (მძიმე დიარეა ან ღებინება, ცხელება ან სითხის მიღების შემცირება) მეტფორმინით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტთან მიმართვა.

მეტფორმინის მიღების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ისეთი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებისას, რომლებსაც შეუძლია მკვეთრად გააუარესოს თირკმელების ფუნქცია (როგორიცაა, ჰიპოტენზიური საშუალებები, დიურეზულები ან აასს). ლაქტატაციდოზის გამოვლენის სხვა რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, დიაბეტის არასაკმარისი კონტროლი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილობა და ჰიპოქსიით გამოწვეული ნებისმიერი მდგომარეობა, ასევე, ლაქტატაციდოზის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენება (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.5).

პაციენტები ან/და პაციენტის მომვლელი პირები უნდა იყვნენ ინფორმირებული ლაქტატაციდოზის გამოვლენის რისკის შესახებ. ლაქტატაციდოზი ხასიათდება აციდოზური ქოშინით, ტკივილით მუცლის არეში, კუნთების კრუნჩხვით, ასთენიით და ჰიპოთერმიით, რომელიც გადადის კომაში. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებისთვის. დიაგნოზის დადასტურების საფუძველს წარმოადგენს ისეთი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება, როგორიცაა სისხლის pH-ის (<7.35) შემცირება, პლაზმაში ლაქტატის შემცველობის მომატება (>5 მმოლი/ლ), ანიონური ინტერვალის და ლაქტატ/პირუვატის თანაფარდობის გაზრდა.

ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტი ლაქტატაციდოზის განვითარების რისკის და მისი სიმპტომების შესახებ.

თირკმელების ფუნქცია

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) შემოწმება და ამ მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი მკურნალობის დაწყების შემდეგ, იხ. პარაგრაფი 4.2.

მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში გფს-ით <30 მლ/წთ, პრეპარატით მკურნალობა დროებით უნდა შეჩერდეს ისეთი მდგომარეობების არსებობისას, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს თორკმელების ფუნქციაზე, იხ. პარაგრაფი 4.3.

გულის ფუნქცია

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია ჰიპოქსიისა და თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკი. მეტფორმინით მკურნალობის დროს გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა გულისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული შემოწმება.

გულის მწვავე უკმარისობის და ჰემოდინამიკის არასტაბილური მაჩვენებლებით მიმდინარე გულის უკმარისობისას მეტფორმინის მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანა

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანა შეიძლება იწვევდეს კონტრასტული ნივთიერებით გამოწვეულ ნეფროპათიას, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება მეტფორმინი და იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დროს ან მის ჩატარებამდე და მისი გაგრძელება შეიძლება პროცედურის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის შემდეგ, თირკმელების ფუნქციის კონტროლის ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.5).

ქირურგიული ჩარევა

მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის დროს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პერორალური კვების კვლავ დაწყების შემდეგ ან ქირურგიული ჩარევიდან არანაკლებ 48 საათის შემდეგ, თირკმელების ფუნქციის კონტროლის ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა.

სიფრთხილის სხვა ზომები

პაციენტებისთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა დღის განმავლობაში ნახშირწყლების მიღების თანაბრად განაწილებით. ჭარბწონიანმა პაციენტებმა, როგორც მანამდე, უნდა დაიცვან დაბალკალორიული დიეტა.

რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის კონტროლისთვის ლაბორატორიული სტანდარტული გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება.

მეტფორმინით მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, მაგრამ პრეპარატის ინსულინთან ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატებთან (მაგალითად, სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან მეგლიტინიდთან) ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა.

შეიძლება შენიშნოთ ტაბლეტების გარსის ნარჩენები განავალში. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა.

მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს სამკურნალო საშუალება „არ შეიცავს ნატრიუმს“.

4.5****ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

რეკომენდებული არ არის _ _კომბინირებული გამოყენება

ალკოჰოლი

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტატაციდოზის განვითარების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის, არასათანადო კვების ან ღვიძლის უკმარისობის დროს.

იოდის შემცველ კონტრასტულ ი საშუალებები

მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დროს ან მის ჩატარებამდე, და მისი ხელახლა დაწყება შეიძლება პროცედურის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის შემდეგ თირკმელების ფუნქციის კონტროლის ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.4).

სამკურნალწამლო კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას გამოყენებისას

ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, მაგალითად, აასს-ს (მათ შორის, ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) 2-ის სელექციური ინჰიბიტორებს), აგფ ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს და დიურეზულებს, განსაკუთრებით მარყუჟოვან დიურეზულებს, შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს თირკმელების ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი. მეტფორმინთან კომბინაციაში ასეთი პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმელების ფუნქციის გულდასმით კონტროლი.

სამკურნალო საშუალებები _,_რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია _(_მაგალითად _,_გლუკოკორტიკოიდები სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისთვის და სიმპათომიმეტიკები )

შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მეტფორმინის დოზის კორექტირება ამ სამკურნალო საშუალებების გამოყენების პერიოდში და მათი მოხსნის შემდეგ.

ორგანული კატიონების გადამტანები (O CT )

მეტფორმინი წარმოადგენს ორივე გადამტანის: OCT1 და OCT2-ის სუბსტრატს.

მეტფორმინის

  • OCT1 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა, ვერაპამილი) ერთად გამოყენებისას შეიძლება შესუსტდეს მეტფორმინის ეფექტი.
  • OCT1 ინდუქტორებთან (როგორიცაა, რიფამპიცინი) ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს მეტფორმინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე, მისი ეფექტი.
  • OCT2 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი) ერთად გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს მეტფორმინის გამოყოფა თირკმელებით, და შესაბამისად, გაიზარდოს სისხლის პლაზმაში მეტფორმინის კონცენტრაცია.
  • OCT1 და OCT2 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი) ერთად გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს მეტფორმინის ეფექტი, ასევე, მისი გამოყოფა თირკმელებით.

ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მეტფორმინის გამოყენებისას თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან სისხლის პლაზმაში მეტფორმინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს. საჭიროებისას, უნდა ჩატარდეს მეტფორმინის დოზის კორექტირება, რადგან OCT ინჰიბიტორები/ინდუქტორები შეიძლება გავლენას ახდენდეს მეტფორმინის ეფექტიანობაზე.

**4.6ფერტილობა,**ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის პერიოდში არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი (მიუხედავად იმისა, განვითარდა თუ არა ის ორსულობის დროს, ან არსებობს მუდმივად) შეიძლება იწვევდეს თანდაყოლილი ანომალიების რისკის მომატებას და პერინატალურ სიკვდილიანობას.

ორსულებში მეტფორმინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების რისკის გაზრდაზე. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლენილი არ არის პრეპარატის მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ჩანასახის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

ნაყოფის განვითარების დეფექტების რისკის შემცირების მიზნით ორსულებისთვის და ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ რეკომენდებულია არა მეტფორმინის, არამედ ინსულინის მიღება, იმისათვის, რომ სისხლში გლუკოზის დონე შენარჩუნდეს რაც შეიძლება ახლოს ნორმალურ მნიშვნელობასთან.

ძუძუთი კვებ ის პერიოდი

მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძესთან ერთად მეტფორმინის მიღების შემთხვევაში ახალშობილებში/ჩვილებში რაიმე არასასურველი ეფექტები გამოვლენილი არ იყო. მაგრამ, ვინაიდან ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების მონაცემები მიღებულია მცირე რაოდენობით, მეტფორმინის მიღებისას ქალებისთვის რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება. ძუძუთი კვებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და პრეპარატის არასასურველი ზემოქმედების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.

ფერტილობა

მეტფორმინი არ ახდენს გავლენას ძუ და ხვადი ვირთაგვების ფერტილობაზე ისეთი მაღალი დოზებით შეყვანისას, როგორიცაა 600 მგ/კგ/დღე-ღამეში, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას (სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით).

4.7****ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მეტფორმინით მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და შესაბამისად, არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მიუხედავად ამისა, საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროების შესახებ მეტფორმინის დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან (სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან, ინსულინთან ან მეგლიტიდინთან) კომბინაციაში მიღებისას.

4.8****გვერდითი მოქმედება

რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში და კონტროლირებული კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული შეტყობინებები არასასურველი მოვლენების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა პროლონგირებული მოქმედების მეტფორმინით მკურნალობისას ხასიათით და სიმძიმის ხარისხით იყო დაუყოვნებელი გამოთავისუფლების მეტფორმინის მიღებისას გამოვლენილი არასასურველი მოვლენების მსგავსი.

მკურნალობის დასაწყისში ყველაზე გავრცელებულ არასასურველ მოვლენებს წარმოადგენს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში და მადის დაკარგვა, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში თავისით გადის.

პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებებს.

გვერდითი მოქმედების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი წესით:

ძალიან ხშირად: > 1/10

ხშირად: > 1/100, <1/10

ზოგჯერ: > 1/1000, <1/100

იშვიათად: > 1/10 000, <1/1000

ძალიან იშვიათად: <1/10 000

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია

თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის კლების მიხედვით.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები

ძალიან იშვიათად :

  • ლაქტატაციდოზი (იხ. პარაგრაფი4, „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“)
  • ვიტამინ B12-ის შეწოვის და შრატში მისი დონის დაქვეითება მეტფორმინის ხანგრძლივი გამოყენების დროს. ეს გასათვალისწინებელია მეგალობლასტური ანემიის გამოვლენისას.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად _: _

  • გემოს აღქმის დარღვევა

დარღვევები კუჭ _-_ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირად :

  • კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში და მადის დაკარგვა. ეს გვერდითი მოქმედებები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და უმრავლეს შემთხვევაში ქრება დამოუკიდებლად. დოზის ნელა გაზრდისას შეიძლება გაუმჯობესდეს პრეპარატის ასატანობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათად :

  • ცალკეული შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების შეცვლის ან ჰეპატიტის შესახებ, რომლებიც გადის მეტფორმინის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ :

ძალიან იშვიათად :

  • კანის რეაქციები, როგორიცაა ერითემა, ქავილი, გამონაყარი

შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ

პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ დაკვირვება „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობაზე ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს მოეთხოვებათ შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერი შესაძლო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით, რომელიც მითითებულია V დანართში.

4.9** **** **დოზის გადაჭარბება

85 გ-მდე დოზით მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას ჰიპოგლიკემია არ აღინიშნებოდა, მაგრამ განვითარდა ლაქტატაციდოზი. ლაქტატაციდოზი შეიძლება გამოწვეული იყოს მეტფორმინის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებით ან თანმხლები რისკ-ფაქტორებით. ლაქტატაციდოზის დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება სტაციონარის პირობებში. ლაქტატისა და მეტფორმინის გამოყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის ჰემოდიალიზი.

**5 **ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1****ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინის გარდა, ბიგუანიდები.

მეტფორმინი მიეკუთვნება ჰიპოგლიკემიური მოქმედების მქონე ბიგუანიდების ჯგუფს და ხელს უწყობს პლაზმაში გლუკოზის დონის დაქვეითებას როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ. პრეპარატი არ ახდენს ინსულინის გამომუშავების სტიმულირებას, ამიტომ არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მოქმედების მექანიზმი

მეტფორმინის მოქმედება განპირობებულია სამი მექანიზმით:

  • ღვიძლში გლუკოზის გამომუშავების დაქვეითება გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის დათრგუნვის ხარჯზე
  • კუნთებში ინსულინის მიმართ მგრძნობელობის მომატება, პერიფერიულ ქსოვილებში გლუკოზის მიტაცების და უტილიზაციის გაძლიერება
  • ნაწლავში გლუკოზის შეწოვის შენელება.

მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის სინთეზს გლიკოგენსინთაზაზე ზემოქმედებით.

მეტფორმინი ზრდის გლუკოზის დღეისათვის ცნობილ ყველა გადამტანის (GLUT) ფუნქციურ აქტივობას.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის ძირითად ეფექტს წარმოადგენდა წონის შენარჩუნება ან ზომიერი დაკლება.

მიუხედავად სისხლში გლუკოზის შემცველობაზე ზემოქმედებისა, ადამიანში მეტფორმინი ახდენს სასიკეთო ზემოქმედებას ლიპიდების ცვლაზე. ამაზე მოწმობს საშუალო ხანგრძლივობის კლინიკური კვლევების, ასევე ხანგრძლივი კვლევების შედეგები: თერაპიული დოზით მეტფორმინი ხელს უწყობდა საერთო ქოლესტერინის, დსლპ ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითებას. მსგავსი მოქმედება არ აღინიშნა პროლონგირებული მოქმედების სამკურნაწლამლო ფორმების გამოყენებისას, სავარაუდოდ საღამოს საათებში მიღების ან ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის შესაძლო მომატების გამო.

კლინიკური ეფექტიანობა _ _

პროსპექტული რანდომიზებული კვლევის (UKPDS) პერიოდში დადგენილი იქნა სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლის ხანგრძლივი სარგებელი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ფორმით პირველი რიგის პრეპარატის სახით, მას შემდეგ, რაც დიეტოთერაპია მათთვის იყო არაეფექტიანი. ჭარბწონიან პაციენტებში მიღებულმა მონაცემების ანალიზმა, რომლებსაც დაენიშნათ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი მას შემდეგ, რაც დიეტოთერაპია მათთვის იყო არაეფექტური, აჩვენა:

  • დიაბეტური გართულებების განვითარების აბსოლუტური რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს (29.8 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი), პაციენტების იმ ჯგუფთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დიეტოთერაპიას (43.3 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი), p=0.0023, და პაციენტების გაერთიანებულ ჯგუფთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ სულფონილშარდოვანას წარმოებულებს ან ინსულინს მონოთერაპიის სახით (40.1 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი), p=0.0034;
  • დიაბეტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება: მეტფორმინი - 7.5 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი; მხოლოდ დიეტოთერაპია - 12.7 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი (p=0.017);
  • დიაბეტით სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება: ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს - 13.5 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი, პაციენტების იმ ჯგუფთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დიეტოთერაპიას - 20.6 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი (p=0.011), და პაციენტების გაერთიანებულ ჯგუფთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ სულფონილშარდოვანას წარმოებულებს ან ინსულინს მონოთერაპიის სახით - 18.9 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი (p=0.021);
  • მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების აბსოლუტური რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი - 11 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი; მხოლოდ დიეტოთერაპია - 18 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი (p=0.01).

სულფონილშარდოვანას წარმოებულთან კომბინაციაში მეორე რიგის პრეპარატის სახით მეტფორმინის გამოყენების კლინიკური სარგებელი დადასტურებული არ არის.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ზოგ პაციენტში მეტფორმინის ჰიდროქლორიდს იყენებდნენ ინსულინთან კომბინაციაში, თუმცა ასეთი კომბინირებული თერაპიის კლინიკური უპირატესობა ოფიციალურად დადგენილი არ არის.

5.2****ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

მეტფორმინის პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების პერორალურად მიღების შემდეგ მეტფორმინის შეწოვა მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებთან შედარებით, და აღწევს Tmax მნიშვნელობას, რომელიც შეადგენს 7 საათს (დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებისთვის Tmax მნიშვნელობა შეადგენს 2.5 საათს).

წონასწორულ მდგომარეობაში Cmax და AUC მნიშვნელობა არ იზრდება მიღებული ნივთიერების დოზის პროპორციულად. პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების სახით მეტფორმინის 2000 მგ დოზით შიგნით ერთჯერადად მიღების შემდეგ AUC მნიშვნელობა მეტფორმინის ჩვეულებრივი გამოთავისუფლების ტაბლეტების ფორმით მეტფორმინის 1000 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში მიღების ანალოგიურია.

Cmax და AUC მნიშვნელობის ინდივიდუალური ვარიაბელურობა მეტფორმინის პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების ფორმით მიღების და დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების ფორმით მიღების შემდეგ ანალოგიურია.

უზმოდ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების მიღებისას AUC მნიშვნელობა მცირდება 30%-ით (Cmax და Tmax მნიშვნელობები უცვლელი რჩება).

პროლონგირებული მოქმედების ტალეტების მიღებისას მეტფორმინის შეწოვა არ არის დამოკიდებული მიღებული საკვების შემადგენლობაზე.

პროლომგირებული მოქმედების ტაბლეტების ფორმით მეტფორმინის 2000 მგ-მდე დოზით მრავალჯერადი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.

1500 მგ მეტფორმინის (750 მგ პროლონგირებული მოქმედების) ერთჯერადად შიგნით მიღების შემდეგ მაქსიმალური საშუალო პლაზმური კონცენტრაციის 1193 ნგ/მლ მიღწევის საშუალო დრო შეადგენდა 5 საათს (4-12 საათის ინტერვალში).

ჯანმრთელ მონაწილეებში უზმოდ და ჭამის შემდეგ მეტფორმინი 750 მგ (პროლონგირებული მოქმედების) Cmax და AUC მნიშვნელობის მიმართ იყო მეტფორმინი 500 მგ-ის (პროლონგირებული მოქმედების) ბიოეკვივალენტური 1500 მგ დოზის მიღებისას.

პროლონგირებული მოქმედების მეტფორმინის 1000 მგ დოზით ერთჯერადად შიგნით მიღების შემდეგ მაქსიმალური საშუალო პლაზმური კონცენტრაციის 1214 ნგ/მლ მიღწევის საშუალო დრო შეადგენდა 5 საათს (4-10 საათის ინტერვალში).

ჯანმრთელ მონაწილეებში უზმოდ და ჭამის შემდეგ მეტფორმინი 1000 მგ (პროლონგირებული მოქმედების) Cmax და AUC მნიშვნელობის მიმართ იყო მეტფორმინი 500 მგ-ის (პროლონგირებული მოქმედების) ბიოეკვივალენტური 1500 მგ დოზის მიღებისას.

საკვების მიღების შემდეგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების ფორმით 1000 მგ მეტფრომინის მიღებისას AUC მნიშვნელობა იზრდება 77%-ით (Cmax იზრდება 26%-ით და Tmax იზრდება დაახლოებით 1 საათით).

განაწილება _ _

პლაზმის ცილებს მეტფორმინი უკავშირდება უმნიშვნელო ხარისხით. მეტფორმინი აღწევს ერითროციტებში. სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე უფრო დაბალია და მიიღწევა დაახლოებით იმავე დროს. სავარაუდოდ, ერითროციტები წარმოადგენს განაწილების მეორეულ კამერას. განაწილების საშუალო მოცულობა (Vd) არის 63-276 ლ-ის ფარგლებში.

მეტაბოლიზმი

მეტფორმინი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში. ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიტები გამოვლენილი არ არის.

გამოყოფა

მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი აღემატება 400 მლ/წთ-ს, რაც მოწმობს მის გამოყოფაზე გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის საშუალებით. შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 საათს.

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება კრეატინინის კლირენსის პროპორციულად, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და პლაზმაში მეტფორმინის დონის მომატებას.

დახასიათება პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტფორმინის გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები შეზღუდულია, და ამ ქვეჯგუფში მეტფორმინის სისტემური ზემოქმედების ზუსტი შეფასება თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით ვერ კეთდება. შესაბამისად, დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს კლინიკური ეფექტიანობისა და ამტანობის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 4.2).

5.3****უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებით მიღებისას ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ორგანოების მიმართ ტოქსიკურობის სტანდარტულ წინაკლინიკურ კვლევებში მიღებული მონაცემები არ მიუთითებს ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებულ რისკზე.

6** **** **ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1****დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კარმელოზას ნატრიუმის მარილი, ჰიპრომელოზა, წყალი

6.2****ვარგისობის ვადა

3 წელი. მოცემული სამკურნალო საშუალება შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

6.3****შეფუთვის აღწერა და შიგთავსი

60 პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ ბლისტერებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სიოფორი 500მგ #30ტ
  • სახელი: სიოფორი 500მგ #30ტ
  • შეფუთვა: 500მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №30 (2X15)
Aversi 4.38 ლ
სიოფორი XR 500მგ#60ტ
  • სახელი: სიოფორი XR 500მგ#60ტ
  • მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG (Tempelhofer)(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 500მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №60 (4X15)
Aversi 13.5 ლ
სიოფორი ტაბლეტი 500მგ #30
  • სახელი: სიოფორი ტაბლეტი 500მგ #30
  • მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG (Tempelhofer)(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 500მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №30 (2X15)
Pharmadepot 4.39 ლ
სიოფორი XR ტაბლეტი 500მგ #60
  • სახელი: სიოფორი XR ტაბლეტი 500მგ #60
  • მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG (Tempelhofer)(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 500მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №60 (4X15)
Pharmadepot 14.71 ლ

GPC 14.71 ლ
Siofor XR - სიოფორი XR 500მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: Siofor XR - სიოფორი XR 500მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG (Tempelhofer)(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 500მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №60 (4X15)
PSP 14.71 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით