ლორანექსი - LORANEX
ლორანექსი - LORANEX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინურები სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტიჰისტამინურები სისტმური გამოყენებისათვის

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

1. რა არის ლორანექსი და რისთვის გამოიყენება
ლორანექსი არის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება სედაციური (საძილე) ეფექტის გარეშე. ხელს უშლის ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების განვითარებას.
ლორანექსი გამოიყენება:
- ალერგიულ რინიტთან (სეზონურ ან ქრონიკულ ალერგიულ რინიტთან) ასოცირებული სიმპტომების (ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება, თივის ცხელებით ან მტვრის ტკიპით გამოწვეული) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ალერგიულ რინიტთან ასოცირებული სიმპტომებია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირისა და სასის ქავილი და თვალების სიწითლე და ქავილი.
- ჭინჭრის ციებასთან (ურტიკარიასთან) (ალერგიული რეაქციის კანისმიერი გამოვლინება) ასოცირებული სიმპტომების საწინააღმდეგოდ. ეს სიმპტომებია: კანის ქავილი და გამონაყარი.
ლორანექსი ხსნის ალერგიის სიმპტომებს მთელი დღის განმავლობაში და გეხმარებათ ნორმალური აქტივობის შენარჩუნებაში. 2. რისი ცოდნაა საჭირო ლორანექსის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ლორანექსს, თუ
- გაქვთ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) დესლორატადინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
- გაქვთ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) ლორატადინის მიმართ. განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ლორანექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გამოყენება პედიატრიაში
არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს. სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე მედიკამენტი.
არ არსებობს მონაცემები ლორანექსის ურთიერთქმედების შესახებ სხვა მედიკამენტებთან.
ლორანექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლორანექსი მიიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ლორანექსის მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომ მის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
რეკომენდებული დოზით ლორანექსი არ უნდა იწვევდეს ძილიანობას და ფსიქომოტორული რეაქციების შენელებას. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვითად ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ლორანექსი შეიცავს სორბიტოლს
ნახშირწყლების აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს. 3. ლორანექსის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის რჩევის შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკიდან):
- 10 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
1-5 წლამდე ასაკის ბავშვები:
- 2,5 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
6-11 წლამდე ასაკის ბავშვები:
- 5 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
ლორანექსის მიღების წესი:
- მისაღები ხსნარის მოცულობა ისაზღვრება კოლოფში არსებული საზომი საშუალებით;
- მიღების შემდეგ, ორალური ხსნარს მიაყოლეთ მცირე რაოდენობით წყალი. მედიკამენტის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა: | | მკურნალობის ხანგრძლივობა
---|---
მწვავე (გარდამავალი) ალერგიული რინიტი (სიმპტომების ხანგრძლივობა 4 დღეზე ნაკლები კვირაში ან 4 კვირაზე ნაკლები) | ექიმი გირჩევთ თქვენი დაავადების შესაბამის მკურნალობის კურსს, რომელიც დამოკიდებულია თქვენი ავადმყოფობის ისტორიაზე
გახანგრძლივებული ალერგიული რინიტი (სიმპტომების ხანგრძლივობა 4 დღე ან მეტი კვირაში ან 4 კვირაზე მეტი) | ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი
ჭინჭრის ციება (ურტიკარია) | მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განსხვავდება პაციენტებს შორის და ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა

დოზის გადაჭარბება
მიიღეთ ლორანექსი მხოლოდ ექიმის რჩევის შესაბამისად. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ დანიშნული პრეპარატი შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლორანექსიც იწვევს გვერდითი ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მოზრდილებში, ყველაზე დამახასიათებელი გვერდითი მოვლენაა დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში კი - დიარეა, ცხელება და უძილობა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (1–ზე ნაკლები 10 000 პაციენტში):
- მწვავე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქავილი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება) და ეგზანთემა (გამონაყარი კანზე);
- პალპიტაცია (ძლიერი გულისცემის შეგრძნება);
- ტაქიკარდია;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- თავბრუსხვევა;
- ძილიანობა (ან უძილობა);
- კუნთების ტკივილი;
- ჰალუცინაციები (არარსებული საგნების ხედვა, შეგრძნება ან ხმების მოსმენა);
- გულყრები;
- მოუსვენრობა;
- ჰეპატიტი;
- ღვიძლის ტესტების გაუარესება;
- გამონაყარი კანზე.
უცნობი (არსებული მონაცემებით, გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ, ღრუბლიან ამინდშიც კი, მომატებული მგრძნობელობა ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი, მათ შორის სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივებისადმი.
გვერდითი ეფექტების ფარმაკომეთვალყურეობა
გვერდითი ეფექტების განვითარების, ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ლორანექსის შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
პრეპარატის სინათლისაგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.
ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, თუ შენიშნეთ დაზიანების ნიშნები.
გამოუყენებელ მედიკამენტს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.

6. გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
ლორანექსის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი 0.5 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: 70% სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, სუკრალოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლიმონმჟავა, ატმის არომატიზატორი, დინატრიუმის ედეტატი და გაწმენდილი წყალი.

ლორანექსის გამოშვების ფორმა
ლორანექსი - 150 მლ-მდე შევსებული ხსნარი, 200 მლ-იანი III ტიპის ნარინჯისფერ შუშის ბოთლში, ბავშვებისგან დაცული სახურავით და საზომი საშუალებით.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 5მგ დესლორატადინს.

ჩვენებები: მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან გამოიყენება ისეთი სიმპტომების შემსუბუქებისთვის, რომელიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან; ჭინჭრის ციებასთან.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან დესლორატადინის მიმართ.

მიღების წესი და დოზები: ალერგიულ რინიტთან (მათ შორის ინტერმისიული და პერსისტიული სიმპტომების) და ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებისთვის ერიუსს ღებულობენ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად შემდეგ დოზებში: ზრდასრულები და 12-წლიდან ბავშვები: ღებულობენ 1 ტაბლეტს დღე-ღამეში ერთხელ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებზე მრავალი მონაცემებიდან გამომდინარე (100ზე მეტი ორსულობის შემთხვევა) მიანიშნებს მანკის განვითარების და დესლორატადინის ფეტო-ნეონატალური ტოქსიურობის არ არსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული ცდები პირდაპირად ან ირიბად არ მიანიშნებს რეპროდუქციული ტოქსიურობის მიმართებაში მავნე ეფექტებზე. უსაფრთხოების მიზნით არ არის რეკომენდებული ერიუსის გამოყენება ორსულობისას.
ლაქტაცია: დესლორატადინი იდენტიფიცირებულია ახალშობილებში და იმ ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით. დესლორატადინის ეფექტი ახალდაბადებულებსა და პატარა ასაკის ბავშვებზე არ არის ცნობილი.
აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ლაქტაციის შეწყვეტაზე ან ერიუსით თერაპიის შეწყვეტა-შეკავებაზე, ბავშვის რძით კვების სარგებელისა და მშობლის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: კლინიკურმა კვლევება აჩვენა რომ დესლორატადინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზების ტარების უნარზე. პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულები, რომ ადამიანების უმრავლესობა არ განიცდის ძილიანობას. თუმცა, ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური რეაქციები ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე, რეკომენდებულია რომ პაციენტებმა თავი შეიკავონ ისეთი საქმიანობისგან, რომელსაც სჭირდება გონებრივი დაძაბვა, მაგ: ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა, სანამ არ დადგინდება ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატის მიღებისას.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 5მგ დესლორატადინს.

ჩვენებები: მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან გამოიყენება ისეთი სიმპტომების შემსუბუქებისთვის, რომელიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან; ჭინჭრის ციებასთან.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან დესლორატადინის მიმართ.

მიღების წესი და დოზები: ალერგიულ რინიტთან (მათ შორის ინტერმისიული და პერსისტიული სიმპტომების) და ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებისთვის ერიუსს ღებულობენ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად შემდეგ დოზებში: ზრდასრულები და 12-წლიდან ბავშვები: ღებულობენ 1 ტაბლეტს დღე-ღამეში ერთხელ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებზე მრავალი მონაცემებიდან გამომდინარე (100ზე მეტი ორსულობის შემთხვევა) მიანიშნებს მანკის განვითარების და დესლორატადინის ფეტო-ნეონატალური ტოქსიურობის არ არსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული ცდები პირდაპირად ან ირიბად არ მიანიშნებს რეპროდუქციული ტოქსიურობის მიმართებაში მავნე ეფექტებზე. უსაფრთხოების მიზნით არ არის რეკომენდებული ერიუსის გამოყენება ორსულობისას.
ლაქტაცია: დესლორატადინი იდენტიფიცირებულია ახალშობილებში და იმ ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით. დესლორატადინის ეფექტი ახალდაბადებულებსა და პატარა ასაკის ბავშვებზე არ არის ცნობილი.
აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ლაქტაციის შეწყვეტაზე ან ერიუსით თერაპიის შეწყვეტა-შეკავებაზე, ბავშვის რძით კვების სარგებელისა და მშობლის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: კლინიკურმა კვლევება აჩვენა რომ დესლორატადინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზების ტარების უნარზე. პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულები, რომ ადამიანების უმრავლესობა არ განიცდის ძილიანობას. თუმცა, ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური რეაქციები ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე, რეკომენდებულია რომ პაციენტებმა თავი შეიკავონ ისეთი საქმიანობისგან, რომელსაც სჭირდება გონებრივი დაძაბვა, მაგ: ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა, სანამ არ დადგინდება ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატის მიღებისას.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

1. რა არის ლორანექსი და რისთვის გამოიყენება
ლორანექსი არის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება სედაციური (საძილე) ეფექტის გარეშე. ხელს უშლის ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების განვითარებას.
ლორანექსი გამოიყენება:
- ალერგიულ რინიტთან (სეზონურ ან ქრონიკულ ალერგიულ რინიტთან) ასოცირებული სიმპტომების (ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება, თივის ცხელებით ან მტვრის ტკიპით გამოწვეული) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ალერგიულ რინიტთან ასოცირებული სიმპტომებია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირისა და სასის ქავილი და თვალების სიწითლე და ქავილი.
- ჭინჭრის ციებასთან (ურტიკარიასთან) (ალერგიული რეაქციის კანისმიერი გამოვლინება) ასოცირებული სიმპტომების საწინააღმდეგოდ. ეს სიმპტომებია: კანის ქავილი და გამონაყარი.
ლორანექსი ხსნის ალერგიის სიმპტომებს მთელი დღის განმავლობაში და გეხმარებათ ნორმალური აქტივობის შენარჩუნებაში.

2. რისი ცოდნაა საჭირო ლორანექსის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ლორანექსს, თუ
- გაქვთ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) დესლორატადინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
- გაქვთ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) ლორატადინის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ლორანექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გამოყენება პედიატრიაში
არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე მედიკამენტი.
არ არსებობს მონაცემები ლორანექსის ურთიერთქმედების შესახებ სხვა მედიკამენტებთან.
ლორანექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლორანექსი მიიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ლორანექსის მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომ მის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
რეკომენდებული დოზით ლორანექსი არ უნდა იწვევდეს ძილიანობას და ფსიქომოტორული რეაქციების შენელებას. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვითად ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ლორანექსი შეიცავს სორბიტოლს
ნახშირწყლების აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს.

3. ლორანექსის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის რჩევის შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკიდან):
- 10 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
1-5 წლამდე ასაკის ბავშვები:
- 2,5 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
6-11 წლამდე ასაკის ბავშვები:
- 5 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
ლორანექსის მიღების წესი:
- მისაღები ხსნარის მოცულობა ისაზღვრება კოლოფში არსებული საზომი საშუალებით;
- მიღების შემდეგ, ორალური ხსნარს მიაყოლეთ მცირე რაოდენობით წყალი. მედიკამენტის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა:

|
მკურნალობის ხანგრძლივობა
---|---
მწვავე (გარდამავალი) ალერგიული რინიტი (სიმპტომების ხანგრძლივობა 4 დღეზე ნაკლები კვირაში ან 4 კვირაზე ნაკლები) | ექიმი გირჩევთ თქვენი დაავადების შესაბამის მკურნალობის კურსს, რომელიც დამოკიდებულია თქვენი ავადმყოფობის ისტორიაზე
გახანგრძლივებული ალერგიული რინიტი (სიმპტომების ხანგრძლივობა 4 დღე ან მეტი კვირაში ან 4 კვირაზე მეტი) | ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი
ჭინჭრის ციება (ურტიკარია) | მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განსხვავდება პაციენტებს შორის და ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა

დოზის გადაჭარბება
მიიღეთ ლორანექსი მხოლოდ ექიმის რჩევის შესაბამისად. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ დანიშნული პრეპარატი შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლორანექსიც იწვევს გვერდითი ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მოზრდილებში, ყველაზე დამახასიათებელი გვერდითი მოვლენაა დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში კი - დიარეა, ცხელება და უძილობა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (1–ზე ნაკლები 10 000 პაციენტში):
- მწვავე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქავილი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება) და ეგზანთემა (გამონაყარი კანზე);
- პალპიტაცია (ძლიერი გულისცემის შეგრძნება);
- ტაქიკარდია;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- თავბრუსხვევა;
- ძილიანობა (ან უძილობა);
- კუნთების ტკივილი;
- ჰალუცინაციები (არარსებული საგნების ხედვა, შეგრძნება ან ხმების მოსმენა);
- გულყრები;
- მოუსვენრობა;
- ჰეპატიტი;
- ღვიძლის ტესტების გაუარესება;
- გამონაყარი კანზე.
უცნობი (არსებული მონაცემებით, გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ, ღრუბლიან ამინდშიც კი, მომატებული მგრძნობელობა ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი, მათ შორის სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივებისადმი.
გვერდითი ეფექტების ფარმაკომეთვალყურეობა
გვერდითი ეფექტების განვითარების, ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ლორანექსის შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
პრეპარატის სინათლისაგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.
ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, თუ შენიშნეთ დაზიანების ნიშნები.
გამოუყენებელ მედიკამენტს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.

6. გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
ლორანექსის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი 0.5 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: 70% სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, სუკრალოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლიმონმჟავა, ატმის არომატიზატორი, დინატრიუმის ედეტატი და გაწმენდილი წყალი.

ლორანექსის გამოშვების ფორმა
ლორანექსი - 150 მლ-მდე შევსებული ხსნარი, 200 მლ-იანი III ტიპის ნარინჯისფერ შუშის ბოთლში, ბავშვებისგან დაცული სახურავით და საზომი საშუალებით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლორანექსი 0.5მგ/მლ150მლ სიროფი
  • სახელი: ლორანექსი 0.5მგ/მლ150მლ სიროფი
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
Aversi 23.76 ლ
ლორანექსი 5მგ #10ტ
  • სახელი: ლორანექსი 5მგ #10ტ
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
Aversi 18.32 ლ
ლორანექსი ტაბლეტი 5მგ #10
  • სახელი: ლორანექსი ტაბლეტი 5მგ #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
Pharmadepot 12.82 ლ
ლორანექსი სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლორანექსი სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Laboratorios Basi - Industria Farmaceutica, S.A. (პორტუგალია)
  • შეფუთვა: 0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
Pharmadepot 16.63 ლ
ლორანექსი ტაბლეტი 5მგ #10
  • სახელი: ლორანექსი ტაბლეტი 5მგ #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
GPC 13.19 ლ
ლორანექსი სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლორანექსი სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Laboratorios Basi - Industria Farmaceutica, S.A. (პორტუგალია)
  • შეფუთვა: 0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
GPC 17.11 ლ
LORANEX - ლორანექსი ხსნარი 0.5მგ/მლ 150მლ GMP
  • სახელი: LORANEX - ლორანექსი ხსნარი 0.5მგ/მლ 150მლ GMP
  • მწარმოებელი: Laboratorios Basi - Industria Farmaceutica, S.A. (პორტუგალია)
  • შეფუთვა: 0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
PSP 14.85 ლ
Loranex - ლორანექსი 5მგ. 10 ტაბლეტი
  • სახელი: Loranex - ლორანექსი 5მგ. 10 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
PSP 10.82 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით