ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიალერგიული პრეპარატი.
ჩვენებები: ნაჩვენებია მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომები - ცხვირცემინება, ცხვირის ქავილი ან გამონადენი, სასის ქავილი, თვალების ქავილი, შეწითლება ან ცრემლდენა. ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული ალერგიული სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი კანზე.
დოზირება და მიღების წესი: დესლორატადინის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.

დესლორატადინი ნორმონი ტაბლეტი 5მგ
**საერთაშორისო დასახელება: **DEZLORATADIN
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექტიური ბლოკატორი, ანტიალერგიული საშუალება.
მწარმოებელიკომპანია: Normon
მწარმოებელი ქვეყანა**:**ესპანეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები შეფუთვაში 20 ტაბ
1 ტაბ. დესლორატადინი ნორმონი 5 მგ
ათქ კოდი: J01CR
დესლორატადინი ნორმონი - არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. მას გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
დესლორატადინი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს დესლორატადინი ნორმონი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.
ჩვენებები:
სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
მიღების წესი და დოზირება:
დესლორატადინის ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს.
გვერდითი მოვლენები:
აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;
*ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. დესლორატადინი ნორმონი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით