ელსანტი D - ELSANT D
ელსანტი D - ELSANT D

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ელსანტი D

(ELSANT D**)**

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დესლორატადინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ცისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
დესლორატადინს – 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი: Oპადრყ 85 F ცისფერი ( ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი, FD&ჩ ცისფერი, რკინის შავი ოქსიდი, საღებავი Qუინოლინე ყელლოწ ალუმინიუმ ლაკე (E 104)).

გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
ათქ-კოდი: R06AX27.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ელსანტი D წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექციურ ბლოკატორს, რომელსაც პრაქტიკულად არ აღენიშნება სედაციური ეფექტი.Pპრეპარატი ხასიათდება ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. Pპრეპარატის აქტიური ნივთიერება - დესლორატადინი წარმოადგენს ლორატადინის პირველად აქტიურ მეტაბოლიტს. პერორალური მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს, თრგუნავს სხვადასხვა რეაქციების კასკადს, რომელიც საფუძვლად უდევს ალერგიული ანთების განვითარებას: პროანთებითი ციტოკინების გამოყოფას, მათ შორის ინტერლეიკინების – ილ-4, ილ-6, ილ-8, ილ-13, აგრეთვე პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის P-სელექტინის ექსპრესიას, IგE-დამოკიდებული ჰისტამინის, D2-პროსტაგლანდინის და ჩ4-ლეიკოტრიენის გამოყოფას.
ელსანტი D ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატია. მისი მოქმედება იწყება პერორალური მიღებიდან 30 წუთში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:
დესლორატადინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ვლინდება პლაზმაში. მისიGAმაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) სისხლში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5 მგ-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში), პლაზმის ცილებს უკავშირდება 83-87%.
პრეპარატი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, 7.5 მგ-მდე დოზის მიღებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ რეაქციებზე. გადადის დედის რძეში.

ჩვენება:
• ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, შეშუპების და გაჭედვის, ასევე თვალების ქავილის, სიწითლის და ცრემლდენის, სასის ქავილის და ხველის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით).
• ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების ან გაქრობის მიზნით).

მიღების წესი და დოზირება:
ელსანტი D ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. პრეპარატი მიიღება პერორალურად 1 ტაბლეტი (5 მგ) დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება რეგულარულად, დღის ერთსა და იმავე დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით.
ინტერმისიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება არა უმეტეს 4 დღე კვირაში ან არა უმეტეს 4 კვირის განმავლობაში) თერაპია უნდა ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების ხელახლა გამოვლენისას.
პერსისტიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება არანაკლებ 4 დღე კვირაში ან არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში) საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – დაღლილობა, თავის ტკივილი; იშვიათად

  • თავბრუ, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები;
    გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება;
    საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – პირის სიმშრალე; იშვიათად - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, ჰეპატიტი;
    საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – მიალგია;
    ალერგიული რეაქციები: იშვიათად - გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ქოშინი, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსია;
    ლაბორატორიული მაჩვენებლები: იშვიათად - ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში.
    იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დესლორატადინის არაერთჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა პლაზმაში დესლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. პრეპარატი არ აძლიერებს ალკოჰოლის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევა და ძილიანობა. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება: მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია. დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. პერიტონეალური დიალიზის გამოყენების ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი დანიშვნა ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. Dდესლორატადინი აღწევს დედის რძეში, რის გამოც პრეპარატი არ ინიშნება ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით.
დესლორატადინის ტაბლეტირებული ფორმების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოკვლეულა.
ელსანტი D შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: დესლორატადინის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატით მკურნალობისას აღინიშნება ძილიანობა, რამაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ავტომობილის და რთული ტექნიკის მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს, დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრა 85 F ცისფერი.

ჩვენებები: სიმპტომების აღმოფხვრა, რომლებიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან (ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის ქავილი, შეშუპება და გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, სასის ქავილი და ხველა); ჭინჭრის ციება (ქავილი, გამონაყარი).

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოყენებისას უსაფრთხოების სათანადო ზომები: სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმელების და ღვიძლის უკმარისობით. დესლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევა და ძილიანობა. ფსიქომოტორული ტესტების შედეგები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დესლორატადინს და პლაცებოს ალკოჰოლთან ერთად ან ცალკე.

განსაკუთრებული გაფრთხილებები: გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში: არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი: პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ძილიანობა, რამაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ავტომობილის და რთული ტექნიკის მართვის უნარზე.
ბავშვები: დესლორატადინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ტაბლეტების ფორმით 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის არ გამოკვლეულა.

გამოყენების წესი და დოზირება: ელსანტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ღებულობენ 1 ტაბლეტს (5მგ) 1-ჯერ დღეში, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. ელსანტის მიღება სასურველია რეგულარულად, დღის ერთსა და იმავე დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით. ინტრემისიული ალერგიული რინიტის (სიმპტომების აღნიშვნა მინიმუმ 4 დღე კვირაში ან მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში) თერაპია უნდა ჩატარდეს ანამნეზის მონაცემების გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს მათი ხელმეორედ აღმოცენებისას. პერსისტიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომების აღნიშვნა 4 დღეზე მეტ ხანს კვირაში ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ელსანტი D

(ELSANT D)

ინახება არა უმეტეს 25ºс ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ელსანტი D 5მგ #20ტ
  • სახელი: ელსანტი D 5მგ #20ტ
  • მწარმოებელი: „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -PJSC «Pharmaceutical Firm «Darnitsa»(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
Aversi 26.89 ლ
ელსანტი D ტაბლეტი 5მგ #20
  • სახელი: ელსანტი D ტაბლეტი 5მგ #20

Pharmadepot 26.2 ლ
Elsant D - ელსანტი D 5მგ 20 ტაბლეტი
  • სახელი: Elsant D - ელსანტი D 5მგ 20 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -PJSC «Pharmaceutical Firm «Darnitsa»(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
PSP 18.75 ლ
ელსანტი D ტაბლეტი 5მგ #20
  • სახელი: ელსანტი D ტაბლეტი 5მგ #20
  • მწარმოებელი: „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -PJSC «Pharmaceutical Firm «Darnitsa»(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
GPC 26.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით