დესლორატადინი ნორმონი 0.5მგ/მლ ორალური ხსნარი EFG - Desloratadina NORMON 0,5mg/ml solucin oral EFG
დესლორატადინი ნორმონი 0.5მგ/მლ ორალური ხსნარი EFG - Desloratadina NORMON 0,5mg/ml solucin oral EFG

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა დესლორატადინი 0.5მგ-მლ. დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, სუკრალოზა E955, ჰიპრომელოზა 2910, ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლიმონმჟავა, ტუტი-ფრუტის არომატი (არომატული ნივთიერებების და პროპილენგლიკოლის ნარევი), დინატრიუმის ედეტატი, გამოხდილი წყალი.

დესალერგანი შიგნით მისაღები ხსნარის აქტიური ნივთიერებაა დესლორატადინი. ის წარმოადგენს ანტიალერგიულ მედიკამენტს, რომელიც არ იწვევს ძილიანობას და ახდენს ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების კონტროლს.

ჩვენება: ალერგიული რინიტის დროს (ცხვირის გასავლების ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიით, როგორიცაა მაგალითად: თივის ცხელება ან ალერგია სახლის მტვერზე) ცემინების და ქავილის, ცხვირიდან გამონადენის, სასის ქავილის, თვალების სიწითლის ან თვალებიდან ცრემლდენის სიმპტომების მოსახსნელად; ჭინჭრის ციების დროს (ალერგიით გამოწვეული კანის პათოლოგია, რომელსაც თან ახლავს ქავილი, გამონაყარი და სიწითლე). დესლორატადინს გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს პაციენტის ნორმალურ დღიურ აქტივობასა და ძილს. მედიკამენტი განკუთვნილია 1-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის (12 წლის და ზემოთ ასაკის) და მოზრდილებისათვის, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია დესლორატადინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ან ლორატადინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის დროს, შესაძლო დაორსულების ან ორსულობის დაგეგმვის
შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზები მოზრდილებისა და მოზარდებისათვის (12 წლის და მეტი ასაკის): 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ერთხელ დღეში.

ბავშვებში გამოყენება: რეკომენდებული დოზაა: 1-5 წლის ასაკის ბავშვები-2.5მლ შიგნით მისაღები ხსნარი ერთხელ დღეში. 6-11 წლის ასაკის ბავშვები-5მლ შიგნით მისაღები ხსნარი ერთხელ დღეში.

მიღების მეთოდი და მკურნალობის ხანგრძლივობა: მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. ხსნარის დოზის გადაყლაპვის შემდეგ საჭიროა მცირეოდენი წყლის მიყოლება.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დესლორატადინი-ნორმონი- სიროფი -არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).

საჭმლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.

დესლორატადინი-ნორმონი სიროფი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.

ჭინჭრის ციების დროს დესლორატადინი-ნორმონი სიროფი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

ჩვენებები:

სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;

ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

მიღების წესი და დოზირება:

6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში ნაჩვენებია დესლორატადინი-ნორმონი სიროფი

სიროფის ფორმა;

ბავშვებში 6-დან 12 თვემდე: 2მლ (1 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 1-დან 5 წლამდე: 2,5მლ (1.25 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 6-დან 11 წლამდე: 5 მლ (2.5 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე.

დესლორატადინი-ნორმონი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-30C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით