დესმეგა - DESMEGA
დესმეგა - DESMEGA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დესმეგა

დესმეგა 0.5 მგ/მლ სიროფი

მიიღება პერორალურად

  • აქტიური ნივთიერება: 1 მლ შეიცავს 0.5 მგ დესლორატადინს.
  • დამხმარე ნივთიერებები: პროპილენ გლიკოლი, სორბიტოლის ხსნარი (70%), ლიმონმჟავა უწყლო, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი (E211), შაქარი, ტუტი ფრუტი, ყვითელი საღებავი „მზის ჩასვლა“ (E110).

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
  • მკურნალობის პერიოდში საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს.
  • დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინფორმაცია. არ მიიღოთ რეკომენდბულზემაღალი ან დაბალი დოზა.

რა არის დესმეგა და რისთვის გამოიყენება

დესმეგას 0.5 მგ/მლ სიროფის თითო მლ შეიცავს 0.5 მგ დესლორატადინს. დესმეგა 0.5 მგ/მლ სიროფი შევსებულია პლასტმასის თავსახურიან შუშის ბოთლში.

დესმეგა წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის და მისი სიმპტომების გაკონტროლებას.

დესმეგა ხსნის ალერგიული რინიტის ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ცემინება, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის ქავილი, სასის და თვალების ქავილი, თვალების სიწითლე ან ცრემლდენა (მაგ: თივის ცხელება, ალერგიები ოთახის მტვრის ტკიპის მიმართ).

დესმეგა ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების (კანის დაავადება, რომელსაც იწვევს ალერგია) სიმპტომების მოსახსნელად. ეს სიმპტომებია ქავილი და გამონაყარი.

სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და ხელს უწყობს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას და ძილს.

რა უნდა იცოდეთ დესმეგას მიღებამდე?

არ მიიღოთ დესმეგას პერორალური ხსნარი

- თუ ალერგიული ხართ დესლორატადინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიეტის (მოცემულია ნაწილში 6) ან ლორატადინის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დესმეგას მიღებამდე აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას:

- თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია.

- თუ სამედიცინო ან ოჯახურ ანამნეზი გიფიქსირდებათ კრუნჩხვები.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატი არ მიიღება 1 წლამდე ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და დესმეგა

სხვა პრეპარატებთან დესმეგას დადგენილი ურთიერთქმედებები არ ფიქსირდება.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.

დესმეგას პერორალური ხსნარის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დესმეგას მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.

სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლთან ერთად დესმეგას მიღებისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

დესმეგას პერორალური ხსნარის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ნაყოფიერება

მამაკაცის/ქალის ნაყოფიერებაზე ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

აღნიშნული პრეპარატის რეკომენდებული დოზების მიღებისას არ არის მოსალოდნელი ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. მართალია უმეტესად არ აღინიშნება ძილიანობა, მაგრამ არ არის რეკომენდებული ისეთი საქმიანობების შესრულება, რაც საჭიროებს გონებრივ სიფხიზლეს, მაგ: ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენება, სანამ არ დაადგენთ თუ როგორ რეაგირებთ სამკურნალო საშუალებაზე.

დესმეგას პერორალური ხსნარი შეიცავს სორბიტოლს

დესმეგას პერორალური ხსნარი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დესმეგას მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

1-5 წლის ბავშვები:

რეკომენდებული დოზა არის 2.5 მლ (5 მლ კოვზის ½) პერორალური ხსნარი დღეში ერთჯერ.

6-11 წლის ბავშვები:

რეკომენდებული დოზა არის 5 მლ (ერთი 5 მლ კოვზი) პერორალური ხსნარი დღეში ერთჯერ.

მოზრდილები****და ≥12 წლის მოზარდები

რეკომენდებული დოზა არის 10 მლ (ორი 5 მლ კოვზი) პერორალური ხსნარი დღეში ერთჯერ.

თუ პერორალური ხსნარის ბოთლს თან ახლავს საზომი შპრიცი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი საჭირო რაოდენობის ხსნარის მისაღებად.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

გადაყლაპეთ პერორალური ხსნარის დოზა და მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი. პრეპარატის მიღება შეგიძლიათ კვებისგან დამოუკიდებლად.

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ექიმი განსაზღვრავს ალერგიული რინიტის ტიპს და დესმეგას პერორალური ხსნარის მიღების ხანგრძლივობას.

თუ ალერგიული რინიტი პერიოდულია (სიმპტომები ვლინდება

თუ ალერგიული რინიტი ქრონიკულია (სიმპტომები ვლინდება ≥4 დღე კვირაში ან >4 კვირა), ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ შედარებით ხანგრძლივი მკურნალობა.

ჭინჭრის ციების შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა ინდივიდუალური იყოს პაციენტებში და შესაბამისად უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.

თუ მიიღეთ დესმეგას პერორალური ხსნარის ჭარბი დოზა

დესმეგას პერორალური ხსნარი უნდა მიიღოთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით. დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას სერიოზული პრობლემები არ არის მოსალოდნელი. თუმცა თუ მიიღეთ დესმეგას პერორალური ხსნარის ჭარბი დოზა მაშინვე აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თუ დაგავიწყდათ დესმეგას პერორალური ხსნარის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი რაც შეიძლება დროულად და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყიტავთ დესმეგას პერორალური ხსნარის მიღებას

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. დესმეგას გაყიდვაში გაშვების შემდეგ ძალიან იშვიათად დაფიქსირდა მწვავე ალერგიული რეაქციების (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება) შემთხვევები. რომელიმე მოცემული სერიოზული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კლინიკურ კვლევებში ბავშვებში და მოზრდილებში დესმეგას გვერდითი ეფექტები უმეტესად ერთი და იგივე იყო პლაცებოს ხსნარის ან ტაბლეტის შემთხვევაში. თუმცა 2 წლამდე ბავშვებში ხშირად გამოვლინდა დიარეა, ცხელება და უძილობა, ხოლო მოზრდილებში პლაცებოსთან (ტაბლეტი) შედარებით უფრო ხშირად აღინიშნა დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი.

დესმეგას კლინიკურ კვლევებში შემდეგნაირად დაფიქსირდა გვერდითი ეფექტები:

ბავშვები

2 წლამდე ბავშვებში ხშირი გვერდითი ეფექტები: 10-დან დაახლოებით 1 ბავშვში

  • დიარეა
  • ცხელება
  • უძილობა

მოზრდილები

ხშირი: 10-დან დაახლოებით 1 პაციენტში

  • დაღლილობა
  • პირის სიმშრალე
  • თავის ტკივილი

დესმეგას რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში შემდეგნაირად დაფიქსირდა გვერდითი ეფექტები:

მოზრდილები:

ძალიან იშვიათი: 10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში

  • მწვავე ალერგიული რეაქციები
  • გულისცემის აჩქარება
  • ღებინება
  • თავბრუსხვევა
  • კუნთების ტკივილი
  • მოუსვენრობა სხეულის გაძლიერებული მოძრაობებით
  • გამონაყარი
  • მუცლის ტკივილი
  • დარღვევები კუჭის მხრივ
  • ძილიანობა
  • ჰალუცინაციები
  • ღვიძლის ანთება
  • აჩქარებული ან არათანაბარი გულისცემა
  • გულისრევა
  • დიარეა
  • ძილის პრობლემა
  • კრუნჩხვები
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების გადახრები

უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით

  • უჩვეულო სისუსტე
  • კანის და/ან თვალების გაყვითლება
  • კანის მგრძნობელობის მომატება მზის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც მზე ღრუბლებშია, ასევე ულტრაიისფერი სხივები, მაგ: სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივების მიმართ
  • გულისცემის ცვლილება
  • უჩვეულო ქცევა
  • აგრესია
  • წონის მატება, მადის გაძლიერება

ბავშვები

უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით

  • გულისცემის შენელება
  • გულისცემის ცვლილება
  • უჩვეულო ქცევა
  • აგრესია

დესმეგას შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25 0 C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში.

დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად

არ გამოიყენოთ დესმეგა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დესმეგა შეფუთვის და/ან პროდუქციის წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.

მწარმოებელი: ნეუტექ ილაჩ სან. ტიკ. ა.შ. (Neutec İlaç San. Tıc. A.Ş.)
1. ორგანაიზ სანაი ბოლგესი 1. იოლ #3 ადაპაზარი/საკარია/თურქეთი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით