ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დასელტა 5მგ #30ტ
1.რა არის დასელტა და რისთვის გამოიყენება
დასელტა არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ხელს
უწყობს ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების კონტროლს.
დასელტა ხსნის ალერგიულ რინიტთან (ცხვირის ლორწოვანის ანთება, გამოწვეული
ალერგიით, მაგალითად, თივის ცხელება ან ალერგია მტვრის ნაწილაკებზე) ასოცირებულ
სიმპტომებს. ეს სიმტომები მოიცავს ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, ცხვირის
ქავილს, სასის ქავილს, თვალების გაწითლებას ან წყლიან თვალებს.
დასელტა ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან ასოცირებული სიმპტომების
მოსახსნელად (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა). ეს სიმპტომები მოიცავს
ქავილს და გამონაყარს.
ამ სიმპტომების მოხსნა გრძელდება 24 საათის განმავლობაში და ეს გეხმარებათ
დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას.
დასელტა ნაჩვენებია ზრდასრულებსა და მოზარდებისათვის 12 წლის ასაკიდან.
2. დასელტას მიღებამდე
არ მიიღოთ დასელტა
-თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დესლორატადინის, დასელტას რომელიმე სხვა ინგრედიენტის ან ლორატადინის მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დასელტას გამოყენებისას
-თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია, ან გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე.
ბავშვები
დასელტა არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატების მიღება
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ
ნებისმიერი სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.
ცნობილი არ არის დასელტას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.
დასელტას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დასელტას მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასელტას მიღება რეკომენდებული არ არის.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
რეკომენდებული დოზის მიღებისას პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის
დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად ზოგიერთ ადამიანში შეიძლება
აღინიშნოს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და
მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასელტას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დასელტა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის
გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
3. როგორ მიიღება დასელტა
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკიდან): მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის
გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას ექიმი დაადგენს ალერგიული დაავადების
სახეობას და შესაბამისად დასელტას მიღების ხანგრძლივობას.
თუ ალერგიული რინიტი არის პერიოდულად მიმდინარე (სიმპტომების არსებობა კვირაში 4
დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები), ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის განრიგს
თქვენი დაავადების ისტორიის შეფასების საფუძველზე.
თუ ალერგიული რინიტი პერსისტენტული ხასიათისაა (სიმპტომების არსებობა კვირაში 4
ან მეტი დღე და 4 კვირაზე მეტი), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი
მკურნალობის კურსი.
ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს განსხვავებული,
სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ ექიმის
მითითებები.
დოზის გადაჭარბება
დასელტა უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. შემთხვევით ჭარბი
დოზის მიღებისას სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ
მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის დასელტა, დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დასელტას მიღება
თუ დაგავიწყდათ დასელტას დანიშნულ დროს მიღება, მიიღეთ როგორც კი შესაძლებელი
იქნება და შემდეგ განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეული განრიგის მიხედვით.
Gგამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების
შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად დასელტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,
თუმცა არა ყველა პაციენტში.
დესლორატადინის ბაზარზე გაშვების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე
ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და
შეშუპება) (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ
მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
მოზარდებში, ყველაზე ხშირად აღინიშნა თავის ტკივილის შემთხვევები.
ყველაზე ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
-გამონაყარი
-ტაქიკარდია
-კუჭის ტკივილი
-გულისრევა (გულისრევის შეგრძნება)
-ღებინება
-გასტრიტი
-დიარეა
-თავბრუსხვევა
-ძილიანობა
-ჩაძინების გაძნელება
-კუნთების ტკივილი
-ჰალუცინაციები
-მოუსვენრობა სხეულის მომატებული მოძრაობებით
-ჰეპატიტი
-ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება დასელტა
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ დასელტა შეფუთვაზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის
გასვლის შემდეგ, რომელიც ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.
ტაბლეტის კონტეინერის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 3
თვის განმავლობაში.
დაუშვებელია პრეპარატების საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში გადაყრა. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პრეპარატი აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დასელტა
-აქტიური სუბსტანცია არის დესლორატადინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
-ტაბლეტის სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქლორმჟავა (E507), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტალკი (E553ბ).
-სხვა ინგრედიენტები გარსში: ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ინდიგო კარმინი (E132).
დასელტას აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ღია ლურჯი ფერის მრგვალი შემლოგარსული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.
მუყაოს კოლოფში 30 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერებში.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 5მგ დესლორატადინს.
ჩვენებები: მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან გამოიყენება ისეთი სიმპტომების შემსუბუქებისთვის, რომელიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან; ჭინჭრის ციებასთან.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან დესლორატადინის მიმართ.
მიღების წესი და დოზები: ალერგიულ რინიტთან (მათ შორის ინტერმისიული და პერსისტიული სიმპტომების) და ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებისთვის ერიუსს ღებულობენ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად შემდეგ დოზებში: ზრდასრულები და 12-წლიდან ბავშვები: ღებულობენ 1 ტაბლეტს დღე-ღამეში ერთხელ.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებზე მრავალი მონაცემებიდან გამომდინარე (100ზე
მეტი ორსულობის შემთხვევა) მიანიშნებს მანკის განვითარების და დესლორატადინის
ფეტო-ნეონატალური ტოქსიურობის არ არსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული ცდები პირდაპირად ან ირიბად არ მიანიშნებს რეპროდუქციული
ტოქსიურობის მიმართებაში მავნე ეფექტებზე. უსაფრთხოების მიზნით არ არის
რეკომენდებული ერიუსის გამოყენება ორსულობისას.
ლაქტაცია: დესლორატადინი იდენტიფიცირებულია ახალშობილებში და იმ ბავშვებში,
რომლებიც იკვებებიან დედის რძით. დესლორატადინის ეფექტი ახალდაბადებულებსა და
პატარა ასაკის ბავშვებზე არ არის ცნობილი.
აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ლაქტაციის შეწყვეტაზე ან ერიუსით თერაპიის
შეწყვეტა-შეკავებაზე, ბავშვის რძით კვების სარგებელისა და მშობლის თერაპიის
სარგებლის გათვალისწინებით.
ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: კლინიკურმა კვლევება აჩვენა რომ დესლორატადინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზების ტარების უნარზე. პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულები, რომ ადამიანების უმრავლესობა არ განიცდის ძილიანობას. თუმცა, ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური რეაქციები ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე, რეკომენდებულია რომ პაციენტებმა თავი შეიკავონ ისეთი საქმიანობისგან, რომელსაც სჭირდება გონებრივი დაძაბვა, მაგ: ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა, სანამ არ დადგინდება ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატის მიღებისას.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით