ილფლოქსი - Ilflox
ილფლოქსი - Ilflox

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ილფლოქსი

Ilflox****

500მგგარსითდაფარულიტაბლეტი

პერორალური გამოყენებისათვის**.**

აქტიური** ნივთიერება**** :** თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს 500 მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურს.

** **** დამხმარე**** ნივთიერებები**** :** მიკროკრისტალური ცელულოზა, PVA, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი. ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ფუმარატი, ტალკი, „მზის ჩასვლის“ ყვითელი FCF ალუმინის ლეიქი.

გთხოვთ**,წაიკითხოთესპაკეტის ჩანართიყურადღებით****,სანამ დაიწყებთ********ამმედიკამენტის მიღებას****,რადგანაც ისშეიცავსთქვენთვის საჭირომნიშვნელოვანინფორმაციას.** • გთხოვთ შეინახოთ ეს პაკეტის ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა მომავალში. • თუ გაქვთ შემდგომი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. • ეს წამალი თქვენთვისაა დანიშნული; არ გადასცეთ ის სხვებს. • ამ მედიკამენტის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს, როდესაც მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში. • ზუსტად დაიცავით ის, რაც მითითებულია ამ ინსტრუქციებში. არ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა, მაღალი ან დაბალი დოზა, რეკომენდებულის გარდა.

ამპაკეტისჩანართში მოცემულია:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ილფლოქსი?

2. ილფლოქსის მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ ილფლოქსი?

4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

5. როგორ შევინახოთ ილფლოქსი?

1.რაარისდა რისთვის გამოიყენებაილფლოქსი?

ილფლოქსი მიიღება პერორალურად. თითოეული კოლოფი შეიცავს 7 გარსით დაფარულ ტაბლეტს, თითოეული შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტი დაყოფილია დოზის რეგულირების გასამარტივებლად.

ილფლოქსი არის ანტიბიოტიკი, ის ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ. ის ეკუთვნის ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებსაც ფტოროქინოლონები ეწოდებათ. ისინი აინჰიბირებენ ბაქტერიების ზრდას და პროლიფერაციას და ახორციელებენ მათ ელიმინაციას. ილფლოქსი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მისი აქტიური ნივთიერების, ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ილფლოქსი, რადგან შეიძლება გქონდეთ ერთერთი შემდეგი მდგომარეობა:

• ბაქტერიებით გამოწვეული სახის ძვლების ჰაეროვანი წიაღების მწვავე ანთება (სინუსიტი);

• ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება

• არა-ჰოსპიტალური პნევმონია

• თირკმლების და საშარდე ტრაქტის ინფექციები, საშარდე გზებისა და თირკმელების ანთების (პიელონეფრიტი) ჩათვლით;

•პროსტატიტი

• კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: აბსცესი (ჩირქოვანი), ცელულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო (კონტაგიოზური, ზედაპირული, მიკრობული კანის ინფექცია), პიოდერმია (კანის ჩირქოვანი ინფექცია), ჭრილობის ინფიცირებით გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები.

• აეროზოლიზებული ციმბირის წყლულის მიკრობების ზემოქმედება

2.ილფლოქსისმიღებამდე

არ გამოიყენოთ ილფლოქსი თუ;

• ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის, ან სხვა ფტოროქინოლონი ანტიბიოტიკის (მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) მიმართ, ალერგიის სიმპტომებია: ქავილი, ყლაპვისა და სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის და ენის შეშუპება

• თუ გაქვთ ეპილეფსია;

• თუ ადრე გქონიათ მყესის (კუნთისა და სახსრის დამაკავშირებელი სტრუქტურა) დაავადებები (ტენდინიტი), დაკავშირებული ფტოროქინოლონი ანტიბიოტიკების გამოყენებასთან;

• თუ ხართ ორსულად,

• თუ ხართ მეძუძური,

• ერიდეთ ილფლოქსის გამოყენებას ბავშვებში და მოზარდებში.

უნდა ვერიდოთ მის გამოყენებას ბავშვებში და მოზარდებში, ორსულებში და მეძუძურ ქალებში, რადგანაც ეს საზიანოა ხრტილების განვითარებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ილფლოქსის მიღებისას, თუ

• თუ თქვენ გაქვთ ძალიან მძიმე ფილტვის ინფექცია ან სერიოზული ჰოსპიტალური ინფექცია (სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება იყოს უფრო მიზანშეწონილი)

• თუ თქვენ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები და თუ გაქვთ ინტენსიური კრუნჩხვები,

• თუ გაქვთ ტვინის ტრავმა და ინსულტი;

• ენტერიტის დროს, თუ აღინიშნება სისხლიანი თხიერი დიარეა, დაკავშირებული ანტიბიოტიკების გრძელვადიან გამოყენებასთან, თუ მძიმე, პერსისტული და/ან სისხლიანი დიარეა განვითარდა ილფლოქსით მკურნალობის პერიოდში ან მას შემდეგ, ილფლოქსით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს სათანადო დამხმარე და/ან სპეციფიკური მკურნალობა. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო მკურნალობას.

• მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ განვითარდება ტკივილი, სიწითლე ან მოძრაობის შეზღუდვა, რაც მიუთითებს კუნთის მყესების ანთებაზე ან გაწყვეტაზე, და ხანდაზმულ პაციენტებში და კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. თქვენს ექიმს შეუძლია მოითხოვოს ამ შემთხვევაზე ყურადღებით დაკვირვება.

• თუ გაქვთ თირკმლების უკმარისობა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სპეციალურად თქვენთვის დარეგულირებულ დოზას.

• მართალია იშვიათად, მაგრამ ფოტოსენსიბილიზაცია დაფიქსირდა ილფლოქსის მიმღებ პაციენტებში. უნდა ერიდოთ ძლიერ მზის გამოსხივებას ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს, როგორიცაა სოლარიუმი ილფლოქსით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 48 საათის განმავლობაში.

• სუპერინფექცია (ინფექციით დასუსტებულ ორგანიზმში მეორე ინფექციის განვითარება): ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი გამოყენების შედეგად არა- რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზედმეტი ზრდა. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ყურადღებით დაკვირვება ამის პრევენციიის მიზნით. თუ განვითარდა სუპერინფექცია, ექიმი გამოიყენებს შესაბამის მკურნალობის მეთოდებს.

თუ თქვენ გაქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი (მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გულის არითმიები და მოულოდნელი სიკვდილი): გახანგრძლივებული QT ინტერვალი ძალიან იშვიათად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტოროქინოლონებს, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით. ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ რისკ-ჯგუფებში:

- თუ თქვენ ხართ ასაკოვანი (65 წელზე მეტი ასაკის) ან ქალი

- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები

- თუ თქვენ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს

- არაკორეგირებული ელექტროლიტური დისბალანსი (მაგალითად, კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში )

- თანდაყოლილი QT სინდრომი (მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გულის არითმიები და მოულოდნელი სიკვდილი)

-გულის დაავადებები (გულის უკმარისობა, ანამნეზში სტენოკარდია, ბრადიკარდია) -იმ მედიკამენტების კომბინირებული გამოყენება, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (მაგ. Iა და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, გარკვეული ანტიდეპრესანტები, მაკროლიდი ანტიბიოტიკები და ანტიფსიქოზური საშუალებები)

• თუ გაქვთ ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი

• ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის შემცირება) და ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის მომატება): თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და იყენებთ ინსულინს ან პერორალურ მედიკამენტებს, თქვენს სისხლში გლუკოზის დონის შეიძლება დაქვეითდეს ან განვითარდეს ასოცირებული კომა, ან თქვენს სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება გაიზარდოს (თქვენს ექიმს შეუძლია გთხოვოთ, შეამოწმოთ თქვენი სისხლში გლუკოზის დონე რეგულარული ინტერვალებით),

• თუ თქვენ გაქვთ პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების დარღვევები - ნებისმიერი მიზეზით მგრძნობელობის დაკარგვა)

• მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტით მიმდინარე დარღვევა) გამწვავება. ფტოროქინოლონებს გააჩნიათ კუნთ- ნერვული გადაცემის მიმართ ინჰიბიტორული ეფექტი და შეიძლება დაამძიმოს კუნთების სისუსტე პაციენტებში მიასთენია გრავის დროს. პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სუნთქვის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს სასუნთქ აპარატს, და სიკვდილიანობა დაკავშირებული იქნა ფტოროქინოლონებთან პაციენტებში მიასთენია გრავის დროს. ფტოროქინოლონებს უნდა ვერიდოთ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მიასთენია გრავის.

• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიის შედეგად სახისა და ყელის შეშუპება), რომელიც შეიძლება იშვიათად იყოს ფატალური. მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის და სამკურნალოდ თქვენს ექიმს.

• მძიმე დაავადებები კანზე სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარით: ილფლოქსმა შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სისხლიანი ბუშტუკოვანი გამონაყარით მიმდინარე ანთება, კანის და თვალის ირგვლივი მიდამოს შეშუპება და სიწითლე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (მძიმე დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კანზე სითხოვან ბუშტუკოვან გამონაყართან). მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე.

• მართალია ძალიან იშვიათად, მაგრამ სუიციდური იდეები და სახიფათო ქცევები შეიძლება შეინიშნებოდეს ლევოფლოქსაცინის ერთი დოზის შემდეგ. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და განსაზღვროს თქვენთვის შესაბამისი მკურნალობის მეთოდი.

• სიფრთხილით გამოიყენეთ ილფლოქსი, თუ გაქვთ ფსიქოლოგიური დარღვევა ან ანამნეზში ფსიქიური დაავადება.

• მკურნალობის დროს თუ შენიშნავთ მადის დაკარგვას, სიყვითლეს, მუქ შარდს, ქავილს ან მუცლის მგრძნობიარობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და განსაზღვროს თქვენთვის შესაბამისი მკურნალობა. გთხოვთ მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუნდაც რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს წარსულში.

ილფლოქსისმიღებასაკვებთანდასასმელებთან****ერთად

საკვები არ ახდენს გავლენას ილფლოქსის აბსორბციაზე; შეგიძლიათ მიიღოთ ტაბლეტის რეკომენდებული დოზა საკვების მიღებამდე ან მას შემდეგ.

თუ თქვენ უნდა გამოიყენოთ მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატები; ანტაციდები, რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის მჟავას, ან სუკრალფატი ან დიდანოზინი, (მხოლოდ ბუფერთან ერთად, რომელიც შეიცავს მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან დიდანოზინს) კუჭის წყლულის ან რეფლუქსისთვის, მიიღეთ ილფლოქსი მინიმუმ 2 საათით ადრე ამ პრეპარატების მიღებამდე, ან პრეპარატების მიღებიდან ორი საათის შემდეგ, რადგანაც ისინი ახდენენ გავლენას ილფლოქსის აბსორბციაზე.

ორსულობა

თქვენ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე. ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები. ადამიანის მიმართ პოტენციური რისკი არ არის ცნობილი. ადამიანებისა და მზარდ ორგანიზმში წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების რისკის შესახებ შეზღუდული მონაცემების გამო, როგორც ფტოროქინოლონების ექსპერიმენტულ კვლევებშია ნაჩვენები, ილფლოქსს უნდა ვერიდოთ ორსულობის დროს. თუ თქვენ გაიგეთ, რომ ხართ ორსულად მკურნალობის დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.

ლაქტაცია

თქვენ უნდა მიმართოთ საკონსულტაციოს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ გამოიყენებთ ამ პრეპარატს. ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ ადამიანისა და ცხოველის რძეში არსებობს არასაკმარისი შეზღუდული მონაცემები. ლევოფლოქსაცინის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ ხელმისაწვდომი ფსიქოქიმიური და ფარმაკოდინამიკური /ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის რისკი გამორიცხული არ არის. როგორც ფტოროქინოლონების ექსპერიმენტული კვლევები აჩვენებს, მზარდ ორგანიზმში წონის მტარებელი ხრტილის დაზიანების რისკის გამო, ილფლოქსს უნდა ვერიდოთ ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისმართვადა****მექანიზმებთან მუშაობა

ილფლოქსმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა/თავბრუსხვევა, მხედველობის დეფექტები და სომნოლენცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პაციენტის ყურადღების კონცენტრაციისა და რეაგირების უნარებს. ამ უნარების გაუარესებამ შეიძლება რისკი შეუქმნას საქმიანობებს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას, როგორიცაა მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობა. თუ თქვენ განგივითარდათ გვერდითი მოვლენები ილფლოქსის გამოყენებისას, არ მართოთ მანქანა და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანიინფორმაციაილფლოქსიშემადგენლობაშიზოგიერთიდამხმარენივთიერებისშესახებ

ამ სამკურნალო პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; ამ დოზით ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს „მზის ჩასვლის“ ყვითელ FCF- ს საღებავის სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია მგრძნობიარე ადამიანებში.

გამოყენებასხვაპრეპარატებთან****ერთად

- თეოფილინი, მედიკამენტი, რომელიც აფართოებს ბრონქებს, აადვილებს სუნთქვას: ილფლოქსთან ერთად გამოყენებისას, ამცირებს ცენტრალური კრუნჩხვების ზღურბლს.

-ფენბუფენი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ასპირინი და ინდომეტაცინი ან ანალოგიური არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (როდესაც გამოიყენებიან ილფლოქსთან ერთად, ამცირებენ ცენტრალური კრუნჩხვების ზღურბლს).

-პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს, ან ციმეტიდინი გამოიყენება კუჭის წყლულის დროს: ილფლოქსის ექსკრეცია მცირდება.

- სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ), ამცირებს ილფლოქსის აბსორბციას

- ციკლოსპორინი- პრეპარატი, რომელიც ახდენს იმუნური სისტემის სუპრესიას (ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება)

-ვიტამინი K -ს ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი), რომლებიც გამოიყენება სისხლის კოაგულაციის პრევენციისთვის (მისი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს და შეიძლება წარმოიქმნას სისხლდენის რისკი). თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის კოაგულაციური ტესტების ჩატარება.

-მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს გულში (შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გულის რითმის დარღვევა).

• Iა კლასის ანტიარითმული საშუალებები (ქინიდინი) და III კლასის ანტიარითმული საშუალებები (ამიოდარონი)

• გარკვეული დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი)

• მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი)

• ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)

- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმის და ანთების სამკურნალოდ).

- შარდის ანალიზმა ოპიატებზე ძლიერი ანალგეტიკების გამოყენებისას შესაძლებელია მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.

სხვა სამკურნალო საშუალებები: დიგოქსინი, გლიბენკლამიდი და რანიტიდინი არ არის მოსალოდნელი, რომ შეცვლიან ილფლოქსის მოქმედებას.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს _,_თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები _,_რომლებიც შეიძინეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ .

3.როგორმიიღებაილფლოქსი?

გამოყენებისადადოზირების/მიღების სიხშირისსათანადოინსტრუქციები****:

თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ გამოიყენოთ და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

ილფლოქსი განკუთვნილია მოზრდილებისათვის.

ილფლოქსის გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება დღეში ერთჯერ ან ორჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე და ასევე ინფქციის გამომწვევი ბაქტერიების მგრძნობიარობაზე.

ილფლოქსის რეკომენდებული დოზირება შემდეგია:

გამოყენების სფერო | დღიური დოზა (დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე) | მკურნალობის ხანგრძლივობა
---|---|---
მწვავე სინუსიტი (სახის ძვლების ჰაეროვანი წიაღების ანთება) | 500 მგ დოზა დღეში ერთჯერ | 10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის (ბრონქების ანთების) გამწვავება | 250- 500 მგ დოზა დღეში ერთჯერ | 7-10 დღე
არა-ჰოსპიტალური პნევმონია | 500 მგ დოზა დღეში ერთჯერ | 7-14 დღე
პიელონეფრიტი (საშარდე ტრაქტის და თირკმელების ანთება) | 500 მგ დოზა დღეში ერთჯერ | 7-10 დღე
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექცია | 500 მგ დოზა დღეში ერთჯერ | 7-14 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია | 250 მგ დოზა დღეში ერთჯერ ან 500 მგ დოზა ერთჯერ/ორჯერ დღეში. | 7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი | 500 მგ დოზა დღეში ერთჯერ | 28 დღე
აეროზოლიზირებული ციმბირის წყლულის მიკრობების ზემოქმედება | 500 მგ დოზა დღეში ერთჯერ | 8 კვირა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამყარებულია თქვენი დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ზემოთ ცხრილი). ისევე, როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკური თერაპიის დროს, ილფლოქსის გამოყენება უნდა გაგრძელდეს ცხელების შემცირებიდან და ინფექციის ელიმინაციის დადასტურდებიდან მინიმუმ შემდგომი 48-72 საათის განმავლობაში.

გამოყენების****მეთოდი:

ილფლოქსი გარსით დაფარული ტაბლეტი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის. გადაყლაპეთ გარსით დაფარული ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით დაღეჭვის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ გატეხოთ ის გასაყოფ ხაზზე შესაბამისი დოზის მისაღებად. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ტაბლეტები საკვებთან ერთად ან საკვების მიღებებს შორის.

მიიღეთ ილფლოქსის ტაბლეტები რკინის მარილების, ანტაციტების ან სუკრფაფატის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მას შემდეგ, რადგანაც აბსორბცია შეიძლება შემცირდეს.

მზისსხივებისგან****დაცვა

ამ მედიკამენტის გამოყენებისას მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს, ხდებით უფრო მგრძნობიარე და მზე დაგიწვავთ კანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს წვა ან მძიმე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ამიტომ, გთხოვთ გამოიყენოთ მაღალი დაცვის ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი საშუალებები. მზის ქვეშ ყოფნისას არ დატოვოთ დაუფარავი მკლავები და ფეხები და ატარეთ ქუდი. ერიდეთ მზის რუჯის მიღებას.

სხვადასხვაასაკობრივიჯგუფები**:**

გამოყენებაბავშვებში: ილფლოქსი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

გამოყენებახანდაზმულებში: ილფლოქსის დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულებში თუ მათი თირკმელების ფუნქცია ნორმალურია.

გამოყენება სპეციალურ მდგომარეობებში:

თირკმლისუკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, თქვენი ექიმი შეამცირებს ილფლოქსის დოზას და დაგიწესებთ უფრო ყურადღებით მონიტორინგს.

დოზირებას (ინფექციის სიმძიმის მიხედვით) განსაზღვრავს ექიმი პაციენტის კრეატინინის კლირენსის მიხედვით ≤50 მლ/ წუთში.

ღვიძლის****უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ილფლოქსის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თქვენი ექიმი გაცნობებთ თქვენი ილფლოქსით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის კონსულტაციის გარეშე.

თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ილფლოქსის ეფექტურობა ძლიერია ან მცირეა, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუთქვენმიიღებთსაჭიროზემეტ****ილფლოქსს:

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ილფლოქსი, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ზედოზირების სიმპტომები მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომებს, როგორიცაა გაბრუება, ძილიანობა და კუნთების უნებლიე შეკუმშვა, გახანგრძლივებული QT ინტერვალი ეკგ-ზე და გულისრევა.

თუდაგავიწყდათილფლოქსის მიღება**:**

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა იმისთვის, რომ აინაზღაუროთ გამოტოვებული დოზები.

ილფლოქსითერაპიისშეწყვეტისპოტენციურიეფექტი:

არ შეწყვიტოთ ილფლოქსით მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციამდე: თქვენი დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ დაბრუნდეს და შეიძლება განვითარდეს ბაქტერიების რეზისტენტობა.

4.რაარისშესაძლოგვერდითიმოვლენები?

ისევე, როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ილფლოქსის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუგანგივითარდებათრომელიმექვემოთჩამოთვლილიილფლოქსისმიღებისას,დაუყოვნებლივშეატყობინეთთქვენსექიმსანმიმართეთუახლოესისაავადმყოფოსსასწრაფოდახმარებისსამსახურისკონსულტაციას**:**

იშვიათი: (შეიძლება აღინიშნოს 10.000 -დან

• ტუჩების, სახის, ყელისა და ენის შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს გენერალიზებული ქავილი და კანზე გამონაყარი (ჰიპერმგრძნობელობა-ანაფილაქსია).

უცნობი სიხშირით:

• სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (სისხლიან ბუშტუკოვან გამონაყართან ასოცირებული ანთება, კანისა და თვალის ირგვლივ შეშუპება და სიწითლე), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (მძიმე დაავადება, ასოცირებული კანზე სითხით სავსე ბუშტუკოვან გამონაყართან),

ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს ძლიერ მძიმე გვერდით მოვლენებს.

თუ განგივითარდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ილფლოქსის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

თუშეამჩნევთრომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს,დაუყოვნებლივშეატყობინეთთქვენსექიმს****ან მიმართეთუახლოესისაავადმყოფოსსასწრაფოდახმარებისსამსახურისკონსულტაციას**:**

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1 - 10.000 პაციენტში):

• მყესების ტკივილები და ანთება (კუნთების მყესები) . აქილევსის მყესი არის ყველაზე ხშირად დაზიანებული მყესი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს მყესის გაწყვეტა.

• კუნთების უნებლიე შეკუმშვა (კრუნჩხვები).

• უცნობი სიხშირით: მადის დაკარგვა, თვალების თეთრი გარსის და კანის გაყვითლება, შარდის მუქი ფერი, ქავილი, მუცლის მგრძნობიარობა. ისინი შესაძლოა მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება ხანდახან ფატალურიც აღმოჩნდეს.

• მიასთენია გრავის გამწვავება (კუნთების სისუსტის დაავადება)

• გულის არითმიები, გულის ფრიალი

• ცხელება, კანის დაბუჟება და ჩხვლეტითი შეგრძნება, ტკივილი ან სტუპორი. ისინი შეიძლება იყოს ნეიროპათიის ნიშნები.

• სპაზმის მსგავსი მწვავე მუცლის ტკივილი და მაღალი ცხელება, რომელსაც თან ახლავს მძიმე, მუდმივი, სისხლიანი დიარეა. ისინი შეიძლება იყოს სერიოზული ნაწლავური პრობლემების ნიშნები.

• სახსრების შეზღუდვა და კუნთების გაწყვეტა, ართრიტი.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენებია. მათ შეიძლება მოითხოვონ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგს:

ხშირი: (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში):

• გულისრევა, ღებინება, დიარეა

• სისხლში გარკვეული ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა

• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

• უძილობა

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში):

• სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების რეზისტენტობის გაძლიერება

• ქავილი და კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჭარბი ოფლიანობა

• მუცლის ტკივილი, საკვების მოუნელებლობა, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი, ყაბზობა

• თავბრუსხვევა

• შფოთვა, გაბრუება, გაღიზიანებადობა

• ძილიანობა, რიგორი, გემოვნების დარღვევა

• ქოშინი (დისპნოე)

• სახსრების ან კუნთების ტკივილი

• სისხლის ანალიზებმა შესაძლოა მოგვცეს მოულოდნელი შედეგები ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების გამო (ბილირუბინი, კრეატინინი), ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია)

• დაღლილობა

იშვიათი: (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში):

• სისხლში გლუკოზის დაბალი დონე. ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის და შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ფსიქიკური აშლილობები, რომლებსაც თან ახლავს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები და უკიდურესი ეჭვიანობა (პარანოია), მოუსვენრობა, დეპრესია

• პათოლოგიური სიზმრები, კოშმარები

• მხედველობითი დარღვევები, მათ შორის მხედველობის დაბინდვა

• ყურებში ხმაური

• კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიასთენია გრავის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).

• დაბალი არტერიული წნევა

• გულისცემის სწრაფი სიხშირე, გულის ფრიალი

• ადვილად სისხლდენა და სისხლჩაქცევები შეიძლება მოხდეს სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობის (თრომბოციტოპენია) გამო.

• ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია)

• ცხელება

• თირკმლის უკმარისობა, გამოწვეული თირკმლის ალერგიული რეაქციით, სახელწოდებით ინტერსტიციული ნეფრიტი და თირკმლის ფუნქციონირების რეჟიმის ცვლილება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1 პაციენტში):

• შეტევები პორფირიის (იშვიათი მეტაბოლური დაავადება) მქონე პაციენტებში

უცნობი სიხშირე:

• სისხლში გლუკოზის დაბალი დონით გამოწვეული კომა

• სისხლში გლუკოზის დონის მომატება

• თვითდაზიანებითი ქცევები თვითმკვლელობის იდეისა და თვითმკვლელობის მცდელობის ჩათვლით

• გემოვნების გრძნობის დაკარგვა

• ყნოსვითი აღქმის გაუარესება, ყნოსვის დაკარგვის ჩათვლით

• სმენის დარღვევები, სმენის დაკარგვა

• მხედველობის დროებითი დაკარგვა

• უგონო მდგომარეობა (სინკოპე), კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (თავის ტვინში წნევის კეთილთვისებიანი მომატება)

• მზისა და ულტრაიისფერი სინათლის (ფოტომგრძნობელობის) მიმართ მგრძნობელობის მომატება

• სისხლის ყველა უჯრედების (პანციტოპენია) ან სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია).

კანი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და ყვითელი, წითელი სისხლის დაზიანების და სისხლის ყველა უჯრედების რაოდენობის დაქვეითების გამო. შეიძლება განვითარდეს ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადად ავად ყოფნის შეგრძნება.

• შეიძლება განვითარდეს გადაჭარბებული იმუნური რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა).

• პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)

• მოძრაობის და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევა)

• ალერგიით გამოწვეული პნევმონია

• ალერგიული რეაქციების შედეგად გამოწვეული სისხლძარღვების ანთება

• პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

• ტკივილი (ზურგის, გულმკერდის, მკლავების და ფეხების)

ესენი არიან ილფლოქსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შედის ამ პაკეტის ჩანართში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5.როგორშევინახოთ****ილფლოქსი

შეინახეთ ილფლოქსი თავის პაკეტში და ბავშვებისთვის დაუნახავ და მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ მშრალ ადგილას 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

გთხოვთ**,გამოიყენოთვარგისიანობისვადისგასვლამდე****.**

არ გამოიყენოთ ილფლოქსი პაკეტზე მითითებული ვარგისიანობისვადის გასვლის შემდეგ. თუ შეამჩნევთ პროდუქტში და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს, არ გამოიყენოთ ილფლოქსი.

გაცემის****წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ავტორიზაციის მფლობელი**:**

ილკო ილაკ სან.ვე ტიკ. ა.ს.

ვეისელ კარანი მაჰ. კოლაკოგლუ სოკ, #10.

34885 სანკაკტეპე/ისტანბული, თურქეთი

წარმოების ადგილი: ილკო ილაკ სან.ვე ტიკ. ა.ს.

3. ორგანიზაცია სანაიი ბოლგესი კუდდუსი კად.

23. სოკ. #1 სელკუკლუ /კონია, თურქეთი.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 512.46მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს 500მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, PVA, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი. ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ფუმარატი, ტალკი, „მზის ჩასვლის“ ყვითელი FCF ალუმინის ლეიქი.

ჩვენება: ილფლოქსი მიიღება შიგნით. თითოეული კოლოფი შეიცავს 7 გარსით დაფარულ ტაბლეტს, თითოეული შეიცავს 500მგ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტი დაყოფილია დოზის რეგულირების გასამარტივებლად. ილფლოქსი არის ანტიბიოტიკი, ის ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ. ის ეკუთვნის ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებსაც ფტოროქინოლონები ეწოდებათ. ისინი აინჰიბირებენ ბაქტერიების ზრდას და პროლიფერაციას და ახორციელებენ მათ ელიმინაციას. ილფლოქსი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მისი აქტიური ნივთიერების, ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ილფლოქსი, რადგან შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ერთერთი შემდეგი მდგომარეობა: ბაქტერიებით გამოწვეული სახის ძვლების ჰაეროვანი წიაღების მწვავე ანთება (სინუსიტი); ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; არა-ჰოსპიტალური პნევმონია; თირკმელების და საშარდე ტრაქტის ინფექციები, საშარდე გზებისა და თირკმელების ანთების (პიელონეფრიტი) ჩათვლით; პროსტატიტი; კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: აბსცესი (ჩირქოვანი), ცელულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო (კონტაგიოზური, ზედაპირული, მიკრობული კანის ინფექცია), პიოდერმია (კანის ჩირქოვანი ინფექცია), ჭრილობის ინფიცირებით გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები. აეროზოლიზებული ციმბირის წყლულის მიკრობების ზემოქმედება.

უკუჩვენება: არ გამოიყენება ილფლოქსი თუ; პაციენტი არის ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის, ან სხვა ფტოროქინოლონი ანტიბიოტიკის.

შენახვის წესი: ილფლოქსი ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პაციენტი შეამჩნევს პროდუქტში და-ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს, ილფლოქსი არ გამოიყენება.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ილფლოქსი ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალებაა ფტორქინოლონების ჯგუფიდან და წარმოადგენს ოფლოქსაცინის მარცხნივმბრუნავ იზომერს, დნმ-ჰირაზასა და IV ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით არღვევს ბაქტერიული დნმ-ის წარმოქმნის პროცესს.

ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ როგორც in vitro, ასევე in vivo პირობებში:

- აერობული გამდადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium diphtheriae, Enterococcus spp. (მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria monocytogenes, Staphylococcus spp., Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus spp. С და G ჯგუფი (მათ შორის Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans);

- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (მათ შორის Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae,Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis, Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella spp. (მათ შორის Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);

- ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.;

- სხვა მიკროორგანიზმები: Bartonella spp., Chlamydia pneumoniae, Chlamydia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legionella spp., Mycobacterium spp. (მათ შორის Mycobacterium leprae, Mycobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.

ჩვენება და დოზირება:
- მწვავე სინუსიტი: შიგნით 500 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობის კურსი 10-14 დღე.
ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება: შიგნით 250-500 მგ დღე-ღამეში ერთხელ.მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.

- პნევმონია: 500 მგ დღე-ღამეში 1-2-ჯერ. მკურნალობის კურსი - 7-14 დღე.

  • შარდ-გამომყოფი სისტემის ინფექციები: 250-500 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.

- პროსტატიტი: 500 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 28 დღე.

- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: შიგნით 250-500 მგ დღე-ღამეში 1-2-ჯერ. მკურნალობის კურსი - 7-14 დღე.

თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეტანიინს კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.

მიღების წესი და დოზირება:

ილფლოქსი მიიღება შიგნით 250-500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;

  • ეპილეფსია;

  • ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;

  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

  • ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან.

განსაკუთრებული მითითებები:

  • ილფლოქსის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემთხვევებში:

  • ხანდაზმული პაციენტები (თანაარსებული თირკმელების ჰიპოფუნქციის მაღალი ალბათობის გამო);

ორსულობა და ლაქტაცია:

FDA-ს რეკომენდაციით მიეკუთვნება Bკატეგორიას.ორსულებში პრეპარატის მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფზე ზემოქმედების მხრივ.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 512.46მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს 500მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, PVA, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი. ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ფუმარატი, ტალკი, „მზის ჩასვლის“ ყვითელი FCF ალუმინის ლეიქი.

ჩვენება: ილფლოქსი მიიღება შიგნით. თითოეული კოლოფი შეიცავს 7 გარსით დაფარულ ტაბლეტს, თითოეული შეიცავს 500მგ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტი დაყოფილია დოზის რეგულირების გასამარტივებლად. ილფლოქსი არის ანტიბიოტიკი, ის ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ. ის ეკუთვნის ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებსაც ფტოროქინოლონები ეწოდებათ. ისინი აინჰიბირებენ ბაქტერიების ზრდას და პროლიფერაციას და ახორციელებენ მათ ელიმინაციას. ილფლოქსი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მისი აქტიური ნივთიერების, ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ილფლოქსი, რადგან შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ერთერთი შემდეგი მდგომარეობა: ბაქტერიებით გამოწვეული სახის ძვლების ჰაეროვანი წიაღების მწვავე ანთება (სინუსიტი); ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; არა-ჰოსპიტალური პნევმონია; თირკმელების და საშარდე ტრაქტის ინფექციები, საშარდე გზებისა და თირკმელების ანთების (პიელონეფრიტი) ჩათვლით; პროსტატიტი; კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: აბსცესი (ჩირქოვანი), ცელულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო (კონტაგიოზური, ზედაპირული, მიკრობული კანის ინფექცია), პიოდერმია (კანის ჩირქოვანი ინფექცია), ჭრილობის ინფიცირებით გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები. აეროზოლიზებული ციმბირის წყლულის მიკრობების ზემოქმედება.

უკუჩვენება: არ გამოიყენება ილფლოქსი თუ; პაციენტი არის ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის, ან სხვა ფტოროქინოლონი ანტიბიოტიკის.

შენახვის წესი: ილფლოქსი ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პაციენტი შეამჩნევს პროდუქტში და-ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს, ილფლოქსი არ გამოიყენება.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით