ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული სისტემური გამოყენებისათვის, ფტორქინოლონები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ლეფლოგარდი (LEFLOGARD ) 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლევოფლოქსაცინი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შინაარსი:
რა არის ლეფლოგარდი და რა დროს გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ლეფლოგარდის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატის დასახელებაა ლეფლოგარდი. ლეფლოგარდის ტაბლეტები შეიცავს ლევოფლოქსაცინს. იგი განეკუთვნება ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ აგენტებს და ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.
ლეფლოგარდის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ლევორის /Levor/ ტაბლეტები გამოიყენება პულმონალური დაავადების ანთრაქსის განვითარების რისკების შემცირების ან დაავადების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.
არ მიიღოთ ლეფლოგარდი:
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
სერიოზული კანისმხრივი გვერდითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის მიღებისას გამოვლინდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS).
კანის სერიოზული რეაქციების ან აღნიშნული ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და დაუკავშირდით ექიმს.
არ მიიღოთ ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის ლეფლოქსაცინი, თუ წარსულში ფტორქინოლონის ან ქინოლონის მიღებისას გადატანილი გაქვთ სერიოზული გვერდითი რეაქცია. აღნიშნულ შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
მედიკამენტის მიღებისას:
მუცლის ღრუში, მკერდში ან ზურგში უეცარი ძლიერი ტკივილის განვითარების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან დისექციის სიმპტომი, დაუყონებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში.
თუ დაგეწყოთ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში ზურგზე წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ფეხების ან მუცლის შეშუპებას, ან აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევები (აჩქარებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება ან მყესების ანთება ან გაწყვეტა. რისკი განსაკუთრებით მაღალია თუ ხართ ხანში შესული (60 წელზე უფროსი ასაკი), ჩატარებული გაქვთ ორგანოების გადანერგვა, აღგენიშნებათ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, ღებულობთ 1,000მგ ლევოფლოქსაცინს დღიურად ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და ლეფლოგარდით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში. მყესის (მაგ.: კოჭ-წვივის სახსარი, მაჯა, იდაყვი, მხარი ან მუხლი) ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე, შეწყვიტეთ ლეფლოგარდის მიღება, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნერვის დაზიანების (ნეიროპათია) სიმპტომები, როგორიცაა ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების და/ან სისუსტის შეგრძნება განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებში. აღნიშნულ შემთხვევაში, შეწყვიტეთ ლეფლოგარდით მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
ხანგრძლივი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები
ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებს, მათ შორის ლეფლოგარდს, ახლავს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები, ზოგი მათგანი ხანგრძლივი მიმდინარეობისაა (თვეების ან წლების განმავლობაში) ან პოტენციურად შეუქცევადი ან იწვევს ქმედუნარიანობის დაკარგვას. აღნიშნული გულისხმობს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთისა და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება (პარაესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითებას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას, დაღლილობასა და ძილის სერიოზულ დარღვევებს.
ლეფლოგარდის მიღების შემდეგ რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას აგრეთვე სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლეფლოგარდის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედოს ლეფლოგარდის ეფექტზე ან პირიქით .
კერძოდ, ექიმს აცნობეთ, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებებს, რადგანაც ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებისას აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ.
არ მიიღოთ ლეფლოგარდი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ლეფლოგარდის ტაბლეტების მოქმედებაზე:
შარდის ანალიზი ოპიატებზე
შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი პაციენტებში, რომლებიც ლეფლოგარდის ტაბლეტებთან ერთად იღებენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. თუ მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ შარდის ანალიზი, უთხარით რომ იღებდით ლეფლოგარდის ტაბლეტებს.
ტესტი ტებერკულოზზე
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგი ტუბერკულოზის ლაბორატორიული გამოკვლევების დროს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
არ მიიღოთ ლეფლოგარდი:
ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმის მართვა
აღნიშნული მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა ან მხედველობის დარღვევები. ზოგიერთმა აღნიშნულმა გვერდითმა ეფექტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კონცენტრირებისა და რეაგირების უნარზე. აღნიშნულ შემთხვევაში მოერიდეთ ავტომანქანების მართვას და ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ლეფლოგარდის შემადგენლობაში შედის Sunset Yellow
აღნიშნული მედიკამენტის შემადგენლობაში შედის საღებარი აგენტი FD & C Yellow #6/sunset yellow aluminum-based pigment (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება
თუ თქვენ იღებთ რკინის შემცველ პრეპარატებს, თუთიის შემცველ დანამატებს, ანტაციდებს , დიდანოზინს ან სუკრალფატს
მიღების დოზა
მოზრდილები და ხანდაზმულები
სინუსიტი
ფილტვის ინფექციები, პაციენტებში ხანგრძლივი სუნთქვითი პრობლემებით
პნევმონია
საშარდე გზების , მათ შორის თირკმლების და შარდის ბუშტის ინფექციები
პროსტატის ჯირკვლის ინფექციები
კანისა და კანქვეშა ქსოვილთა, მათ შორის კუნთების ინფექციები .
მოზრდილები და ხანდაზმულები თირკმლის პრობლემებით:
ექიმმა უნდა დაგინიშნოთ პრეპარატი მცირე დოზით.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში .
დაიცავით კანი მზისგან
პრეპარატით მკურნალობისას ან მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ვინაიდან თქვენი კანი ამ შემთხვევაში უფრო მგრძნობიარეა მზისადმი და შეიძლება მიიღოთ დამწვრობა და გაგიჩნდეთ ბუშტუკები, თუ არ დაიცავთ შემდეგი სიფრთხილის ზომებს:
დოზის გადაჭარბება
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ წამლის კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა პრეპარატი გაქვთ მიღებული. ზედოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს: კრუნჩხვითი შეტევები, გონების არევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა, ტრემორი, გულის პრობლემები, არათანაბარი გულისცემა და აგრეთვე გულისრევა, კუჭის წვა .
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ლეფლოგარდით მკურნალობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ . მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული კურსი. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მედიკამენტისადმი.
აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. აღნიშნული გვერდითი ეფექტები, როგორც წესი,
მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ქრება მოკლე დროში.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს .
ძალიან იშვიათად ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
შეწყვიტეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები – თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა .
იშვიათად ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):
ძალიან იშვიათად ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ლეფლოგარდის მიღებისას თუ თქვენი მხედველობა გაუარესდა ან თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი სხვა სახის პრობლემები თვალთან დაკავშირებით, დაუყონებლივ მიმართეთ თვალის სპეციალისტს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი ხანგრძლივი (თვეების და წლების განმავლობაში) ან მუდმივი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, აგრეთვე მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითება, დაკავშირებულია ფტორქინოლონის /ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, წინმსწრები რისკ – ფაქტორების მიუხედავად.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონს, დაფიქსირდა აორტის კედლის გაფართოების და აორტის კედლის შესუსტების ან რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური, ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაცია. იხ. პუნქტი 2.
აცნობეთ ექიმს თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან გაგრძელდა დიდხანს:
ხშირად ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
არც თუ ისე ხშირად ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
იშვიათად ( ვლინდება 1000- დან 1 პაციენტში):
უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით):
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ლეფლოგარდის ტაბლეტები შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომების გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს ლეფლოგარდი
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალინის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: Opadry orange OY-S-33016 [ჰიპრომელოზა (E464); FD & C Blue #2/indigo carmine aluminum-based pigment (E132); FD & C Yellow #6/sunset yellow aluminum-based pigment (E110); რკინის ოქსიდი წითელი (E172); მაკროგოლი 4000; ტიტანის დიოქსიდი (E171)], რკინის ოქსიდი ყვითელი.
ლეფლოგარდის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ლეფლოგარდის 500მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, ოვალური, ამობურცული გამყოფი ხაზით.
შეფუთვაში მოთავსებულია 10-ტაბლეტიანი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მწარმოებელი:
PHARMATHEN S.A.
საბერძნეთი, ატიკი, ფალინი 15351, დერვენაკიონ 6
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Tchaikapharma High Quality Medicines, Inc.
ბულგარეთი, სოფია 1172, გ.მ. დიმიტროვის გამზ., 1
სამედიცინო პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს:
Tchaikapharma High Quality Medicines, Inc.
ბულგარეთი, სოფია 1172, გ.მ. დიმიტროვის გამზ., 1
ტელ.: +359 2 962 54 54
ფაქსი: +359 2 9603 703
ელ-ფოსტა: [email protected]
ბოლო გადახედვის თარიღი: 2022 წლის იანვარი
საერთაშორისო დასახელება - levofloxacin
შემადგენლობა:
250 მგ ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც
შეესაბამება 256.23 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს.
500 მგ ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც
შეესაბამება 512,46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს.
ჩვენება:
მოზრდილების საშუალო და ზომიერი სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც
გამოწვეულია ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ:მწვავე
სინუსიტი;ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;არაჰოსპიტალურიპნევმონია;საშარდე გზების
გაურთულებელი ინფექციები;საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის
პიელ,ნეფრიტი;კანისა და რბილის ქსოვილების ინფექციები.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება 1-2-ჯერ დღეში. დოზა დამოკიდებულია როგორც
ინფექციის ტიპზე და სიმწვავეზე, ასევე გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მაქსიმალური
ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს. სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ლევოფლოქსაცინის
ტაბლეტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 48-72 საათი, მას შემდეგ რაც
პაციენტი გახდება აფებრილური (აღარ ექნება ცხელება) ან მოხდება ბაქტერიის
ერადიკაცია.
ჩვენება დოზირების რეჟიმი
(სიმწვავის მიხედვით) მკურნალობის ხანგრძლივობა
მწვავე სინუსიტი 500 მგ ერთჯერ დღეში 10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება 250-500 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღე
არა-ჰოსპიტალური პნევმონია 500 მგ 1-2-ჯერ დღეში 7-14 დღე
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია 250 მგ ერთჯერ დღეში 3 დღე
საშარდე გზების გართულუბელი ინფექცია,
მათ შორის პიელონეფრიტი 250 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღე
კანის და რბილი ქსოვილების ინფექცია 250 მგ ერთჯერ დღეში ან 500 მგ 1-2-ჯერ დღეში
7-14 დღე
გვერდითი ეფექტი :
ალერგიული რეაქციები
არახშირად ქავილი, გამონაყარი.
იშვიათად ურტიკარია, ბრონქოსპაზმი/ ქოშინი
ძალიან იშვიათად ანგიოედემა, ჰიპოტენზია, ანაფილაქსიის მსგავსი შოკი,
ფოტოსენსიტიურობა, მძიმე სახის ბუშტუკოვანი გამონაყარი როგორიც არის სტივენ-
ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და
ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა
კანისა და ლორწოვანის, ასევე ანაფილაქსიის მაგვარი რეაქციები შეიძლება
განვითარდეს პირველი დოზის შეყვანის შემდეგ.
ნევროლოგიური ჩივილები
არახშირად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა.
იშვიათად კანის ქავილი, კანკალი, შფოთვა, დეპრესია, ფიქოზური რეაქციები,
აჟიტირება, დაბნეულობა, გულყრა.
ძალიან ხშირად ჰიპოესთეზია, მხედველობისა და სმენის დარღვევები, გემოვნებისა და
ყნოსვის დარღვევები, ჰალუცინაციები.
უკუჩვენება :
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში
აღენიშნებათ ეპილეფსია. სხვა ქინოლონების მსგავსად იგი განსაკუთრებული სიფრთხილით
გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან გულყრებისკენ, მაგალითად
პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ცენტრალური ნერვული სისტემის
დარღვევები, კომბინირებულად მკურნალობენ ფენბუფენით ან სხვა მსგავსი
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც ამცირებენ გულყრების
ზღურბლს, მაგალითად თეოფილინით.

შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი
მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი
გვერდითი მოვლენა, რომელიც აქ არ არის აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ
ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4 .
შინაარსი:
რა არის ლეფლოგარდი და რა დროს გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ლეფლოგარდის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ლეფლოგარდი და რა დროს გამოიყენება
პრეპარატის დასახელებაა ლეფლოგარდი. ლეფლოგარდის ტაბლეტები შეიცავს
ლევოფლოქსაცინს. იგი განეკუთვნება ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ აგენტებს და
ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.
ლეფლოგარდის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
სინუსიტი ;
პულმონალური ინფექციები, ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ ხანგრძლივი სუნთქვის
პრობლემები და პნევმონია;
საშარდე გზების, მათ შორის შარდის ბუშტისა და თირკმლების ინფექციები;
პროსტატის ჯირკვლის ინფექცია, ხანგრძლივი მიმდინარეობის;
კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები, კუნთების ჩათვლით (ხშირად უწოდებენ
რბილ ქსოვილებს).
ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ლევორის /Levor/ ტაბლეტები გამოიყენება
პულმონალური დაავადების ანთრაქსის განვითარების რისკების შემცირების ან
დაავადების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.
2. რა უნდა იცოდეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ლეფლოგარდი:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ლევოფლოქსაცინის, ან სხვა ქინოლონის
ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან
ოფლოქსაცინი ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
(ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში). ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის
ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
თუ გადატანილი გაქვთ ეპილეფსია.
თუ გქონდათ მყესებთან დაკავშირებით პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტი, რაც
უკავშირდება ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებით მკურნალობას. მყესი არის მაგარი
ბოჭკოვანი წარმონაქმნი, რომლითაც კუნთი ემაგრება ძვალს .
თუ ხართ ბავშვი ან მოზარდი;
თუ ხართ ორსულად ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას;
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ. ნებისმიერი
ეჭვის შემთხვევაში ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
ხართ 60 წლის ან უფროსი ასაკის;
იღებდით კორტიკოსტეროიდებს, ან „სტეროიდებს“ როგორც ზოგჯერ უწოდებენ. (იხილეთ
პუნქტი „ლეფლოგარდის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
ჩატარებული გაქვთ ტრანსპლანტაცია;
გადატანილი გაქვთ კრუნჩხვა/ეპილეპტიური შეტევა;
მიღებული გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან სხვა ქალა-ტვინის ტრავმის გამო.
აღგენიშნებათ თირკმლის პრობლემები;
გაქვთ გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ამ შემთხვევაში პრეპარატის
მიღებისას, თქვენ შეგექმნებათ სისხლთან დაკავშირებული პრობლემები;
გქონიათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებისას
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, თუ თქვენ პირადად გაქვთ ან ოჯახურ ანამნეზში
აღგენიშნებათ თანდაყოლილი QT ინტერვალის გახანგრძლივება (რაც ვლინდება ეკგ-ზე,
გულის ელექტროკარდიოგრამა), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (სისხლში კალიუმის
ან მაგნიუმის განსაკუთრებით დაბალი დონე), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი
(ბრადიკარდია), გაქვთ გულის სისუსტე (გულის უკმარისობა), ანამნეზში აღგენიშნებათ
გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ან
იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ცვლილებებს ეკგ-ზე (იხილეთ პუნქტი
„ლეფლოგარდის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
გაქვთ დიაბეტი.
გქონიათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
აღგენიშნებათ მიასთენია გრავისი;
გაქვთ ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია);
თქვენი დიაგნოზია დიდი სისხლძარღვის გაფართოება (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული
სისხლძარღვების ანევრიზმა);
გადატანილი გაქვთ აორტის დისექცია (აორტის კედლის აშრევება);
გაქვთ გულის სარქვლის რეგურგიტაცია;
ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ აორტის ანევრიზმა ან აორტის დისექცია ან გულის
სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკ ფაქტორები ან წინასწარგანმწყობი
ფაქტორები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცა მარფანის სინდრომი
ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი
აუტოიმუნური დაავადება] ან ვასკულარული დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს
არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული
წნევა ან ათეროსკლეროზი ან რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება], ან
ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]);
გქონიათ მწვავე გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკოვანი გამონაყარი
და/ან წყლულები პირის ღრუში ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ.
სერიოზული კანისმხრივი გვერდითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის მიღებისას გამოვლინდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS).
სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (SJS/TEN)
განვითარების შემთხვევაში თავდაპირველად ჩნდება წითელი ლაქები ან წრიული ლაქები,
ცენტრალურ ნაწილში ბუშტებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუს,
ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების (წითელი და შეშუპებული თვალები)
არეში. აღნიშნულ კანის სერიოზულ რეაქციებს ხშირად წინ უძღვის ცხელება და / ან
გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს
კანის ფართო უბნების აქერცვლა, სიცოცხლისთვის საშიშi გართულება ან ლეტალური
შედეგი.
DRESS-ის შემთხვევაში ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე,
რომელიც ვრცელდება სხეულზე და ახლავს მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების
დონის მომატება და სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და გადიდებული
ლიმფური კვანძები.
კანის სერიოზული რეაქციების ან აღნიშნული ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების
შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და დაუკავშირდით
ექიმს.
არ მიიღოთ ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის ლეფლოქსაცინი, თუ წარსულში ფტორქინოლონის ან ქინოლონის მიღებისას გადატანილი გაქვთ სერიოზული გვერდითი რეაქცია. აღნიშნულ შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
მედიკამენტის მიღებისას:
მუცლის ღრუში, მკერდში ან ზურგში უეცარი ძლიერი ტკივილის განვითარების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან დისექციის სიმპტომი, დაუყონებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში.
თუ დაგეწყოთ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში ზურგზე წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ფეხების ან მუცლის შეშუპებას, ან აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევები (აჩქარებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება ან მყესების ანთება ან გაწყვეტა. რისკი განსაკუთრებით მაღალია თუ ხართ ხანში შესული (60 წელზე უფროსი ასაკი), ჩატარებული გაქვთ ორგანოების გადანერგვა, აღგენიშნებათ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, ღებულობთ 1,000მგ ლევოფლოქსაცინს დღიურად ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და ლეფლოგარდით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში. მყესის (მაგ.: კოჭ-წვივის სახსარი, მაჯა, იდაყვი, მხარი ან მუხლი) ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე, შეწყვიტეთ ლეფლოგარდის მიღება, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნერვის დაზიანების (ნეიროპათია) სიმპტომები, როგორიცაა ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების და/ან სისუსტის შეგრძნება განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებში. აღნიშნულ შემთხვევაში, შეწყვიტეთ ლეფლოგარდით მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
ხანგრძლივი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები
ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებს, მათ შორის ლეფლოგარდს, ახლავს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები, ზოგი მათგანი ხანგრძლივი მიმდინარეობისაა (თვეების ან წლების განმავლობაში) ან პოტენციურად შეუქცევადი ან იწვევს ქმედუნარიანობის დაკარგვას. აღნიშნული გულისხმობს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთისა და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება (პარაესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითებას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას, დაღლილობასა და ძილის სერიოზულ დარღვევებს.
ლეფლოგარდის მიღების შემდეგ რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას აგრეთვე სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლეფლოგარდის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედოს ლეფლოგარდის ეფექტზე ან პირიქით .
კერძოდ, ექიმს აცნობეთ, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებებს, რადგანაც ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებისას აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
კორტიკოსტეროიდები, ან სტეროიდები როგორც ზოგჯერ უწოდებენ - რომლებიც გამოიყენება
ანთების სამკურნალოდ. შეიძლება განვითარდეს ანთება ან გამოიწვიოს მყესების
დაზიანება.
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. შეიძლება განვითარდეს სისხლდენა.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება
სისხლის შედედების განსაზღვრის მიზნით.
თეოფილინი -გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლეფლოგარდთან ერთად მიღებისას
შეიძლება განვითარდეს შეტევა (კრუნჩხვები).
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) – გამოიყენება
ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ, ასეთი პრეპარატებია: ასპირინი, იბუპროფენი,
ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლეფლოგარდთან ერთად მიღებისას შეიძლება
განვითარდეს შეტევა (კრუნჩხვები).
ციკლოსპორინი – გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ. შეიძლება
განვითარდეს ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტები.
პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს გულის რიტმზე. აღნიშნული პრეპარატებს
მიეკუთვნება ანტიარითმიული ჯგუფის პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი,
დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი),
ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები როგორიცაა: ამიტრიპტილინი და
იმიპრამინი), ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიმიკრობული საშუალებები (მაკროლიდური
ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი ).
პრობენეციდი - გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ. თუ გაწუხებთ თირკმლის
პრობლემები, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას.
ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულების და გულძმარვის სამკურნალოდ. თუ გაწუხებთ
თირკმლის პრობლემები, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას.
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ.
არ მიიღოთ ლეფლოგარდი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ლეფლოგარდის ტაბლეტების მოქმედებაზე:
რკინის შემცველი პრეპარატები (ანემიის სამკურნალოდ),თუთიის შემცველი დანამატები,
მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობის ან გულძმარვის
სამკურნალოდ), დიდანოზინი ან სულკრალფატი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ). ქვემოთ
იხილეთ პუნქტი 3 “თუ თქვენ ასევე იღებთ რკინის შემცველ პრეპარატებს, თუთიის
შემცველ დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს ”.
შარდის ანალიზი ოპიატებზე
შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი პაციენტებში, რომლებიც ლეფლოგარდის ტაბლეტებთან ერთად იღებენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. თუ მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ შარდის ანალიზი, უთხარით რომ იღებდით ლეფლოგარდის ტაბლეტებს.
ტესტი ტებერკულოზზე
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგი ტუბერკულოზის ლაბორატორიული გამოკვლევების დროს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
არ მიიღოთ ლეფლოგარდი:
თუ ხართ ორსულად ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას;
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს .
ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმის მართვა
აღნიშნული მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა ან მხედველობის დარღვევები. ზოგიერთმა აღნიშნულმა გვერდითმა ეფექტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კონცენტრირებისა და რეაგირების უნარზე. აღნიშნულ შემთხვევაში მოერიდეთ ავტომანქანების მართვას და ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ლეფლოგარდის შემადგენლობაში შედის Sunset Yellow
აღნიშნული მედიკამენტის შემადგენლობაში შედის საღებარი აგენტი FD & C Yellow #6/sunset yellow aluminum-based pigment (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
3. ლეფლოგარდის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება
ლეფლოგარდის ტაბლეტი არის პერორალური გამოყენებისთვის.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყალთან ერთად
ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების მიღებებს შორის ნებისმიერ დროს.
თუ თქვენ იღებთ რკინის შემცველ პრეპარატებს, თუთიის შემცველ დანამატებს,
ანტაციდებს , დიდანოზინს ან სუკრალფატს
არ მიიღოთ ლეფლოგარდის ტაბლეტებთან ერთად. მიიღეთ აღნიშნული პრეპარატები
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ .
მიღების დოზა
ექიმი განსაზღვავს ლეფლოგარდის დოზას .
მკურნალობის დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და მდებარეობაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე .
თუ გრძნობთ, რომ პრეპარატის მოქმედება არის სუსტი ან ძლიერი, არ შეცვალოთ
დოზირება თვითნებურად, შეეკითხეთ ექიმს.
მოზრდილები და ხანდაზმულები
სინუსიტი
ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ფილტვის ინფექციები, პაციენტებში ხანგრძლივი სუნთქვითი პრობლემებით
ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
პნევმონია
ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
საშარდე გზების , მათ შორის თირკმლების და შარდის ბუშტის ინფექციები
ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
პროსტატის ჯირკვლის ინფექციები
ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილთა, მათ შორის კუნთების ინფექციები .
ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ .
მოზრდილები და ხანდაზმულები თირკმლის პრობლემებით:
ექიმმა უნდა დაგინიშნოთ პრეპარატი მცირე დოზით.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში .
დაიცავით კანი მზისგან
პრეპარატით მკურნალობისას ან მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ვინაიდან თქვენი კანი ამ შემთხვევაში უფრო მგრძნობიარეა მზისადმი და შეიძლება მიიღოთ დამწვრობა და გაგიჩნდეთ ბუშტუკები, თუ არ დაიცავთ შემდეგი სიფრთხილის ზომებს:
გამოიყენეთ მზისაგან დამცავი კრემი;
ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც დაგიფარავთ ხელებს და ფეხებს .
ერიდეთ მზის აბაზანებს .
დოზის გადაჭარბება
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ წამლის კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა პრეპარატი გაქვთ მიღებული. ზედოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს: კრუნჩხვითი შეტევები, გონების არევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა, ტრემორი, გულის პრობლემები, არათანაბარი გულისცემა და აგრეთვე გულისრევა, კუჭის წვა .
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ლეფლოგარდით მკურნალობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ . მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული კურსი. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მედიკამენტისადმი.
აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. აღნიშნული გვერდითი ეფექტები, როგორც
წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ქრება მოკლე დროში.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს .
ძალიან იშვიათად ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
ალერგიული რეაქცია. ალერგიული რეაქციების ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან
სუნთქვის პრობლემები , ტუჩების , სახის , ყელის ან ენის შეშუპება ;
შეწყვიტეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ ქვემოთ
ჩამოთვლილი სიმპტომები – თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.
იშვიათად ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):
სისხლიანი დიარეა, რომელსაც შეიძლება ახლდეს სპაზმები და მაღალი ტემპერატურა.
აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავების სერიოზულ პრობლემებზე;
მყესებისა და იოგების ტკივილი და ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაწყვეტა.
აქილევსის მყესი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ;
კრუნჩხვები;
ჰალუცინაციები, პარანოია(პაციენტი ხედავს და ისმენს ისეთ რამეს, რაც მის გონების
გარეთ არ არსებობს), აზრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები), სუიციდური აზრები ან
ქმედებები.
დეპრესია, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა (აგიტაცია), ანომალიური სიზმრები ან
კოშმარები.
გამონაყარი სხეულზე, მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის
თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა
ორგანოებთან დაკავშირებული გართულებები (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და
სისტემური სიმპტომები (DRESS) ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
იხილეთ პუნქტი 2.
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH).
ძალიან იშვიათად ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. აღნიშნული შეიძლება იყოს ნეიროპათიის
ნიშნები.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ
დგინდება არსებული მონაცემებით).
სერიოზული გამონაყარი კანზე, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ახასიათებს მოწითალო ბრტყელი ფორმის ლაქები,
ცენტრალურ ნაწილში ბუშტებით, კანის აქერცვლა, ასევე, შეიძლება განვითარდეს
წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების არეში. ხშირ
შემთხვევებში წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპისმაგვარი სიმპტომები. იხილეთ პუნქტი
2.
მადის დაკარგვა, ყვითელი კანი და თვალები, მუქი ფერის შარდი, ქავილი, კუჭის
(მუცლის) ტკივილი. აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე, მათ
შორის სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობაზე.
ლეფლოგარდის მიღებისას თუ თქვენი მხედველობა გაუარესდა ან თუ აღგენიშნებათ
ნებისმიერი სხვა სახის პრობლემები თვალთან დაკავშირებით, დაუყონებლივ მიმართეთ
თვალის სპეციალისტს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი ხანგრძლივი (თვეების და წლების განმავლობაში) ან მუდმივი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, აგრეთვე მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითება, დაკავშირებულია ფტორქინოლონის /ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, წინმსწრები რისკ – ფაქტორების მიუხედავად.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონს, დაფიქსირდა აორტის კედლის გაფართოების და აორტის კედლის შესუსტების ან რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური, ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაცია. იხ. პუნქტი 2.
აცნობეთ ექიმს თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან გაგრძელდა დიდხანს:
ხშირად ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
გულისრევა (ღებინება) და დიარეა ;
სისხლში ზოგიერთი ღვიძლისმიერი ფერმენტის დონის მომატება .
არც თუ ისე ხშირად ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
სხვა ბაქტერიებისა და სოკოების რაოდენობის ცვლილებები, კანდიდა სოკოთი გამოწვეული
ინფექციები, რაც საჭიროებს მკურნალობას;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რაც ვლინდება სისხლის ანალიზის
შედეგებში ( ლეიკოპენია , ეოზინოფილია );
აღგზნებულობა, დაბნეულობა, ნერვოზულობა, ძილიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა
(ვერტიგო);
ქოშინი (დისპნოე );
გემოს შეგრძნების დაქვეითება, მადის დაკარგვა, კუჭნაწლავის დარღვევები
(დისპეპსია), ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა და შეკრულობა;
ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი და ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბი
ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი );
კუნთების ან სახსრების ტკივილი;
სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცვლილებები ღვიძლში (ბილირუბინის მომატება) ან
თირკმლებში (კრეატინინის მომატება );
საერთო სისუსტე.
იშვიათად ( ვლინდება 1000- დან 1 პაციენტში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით გამოწვეული სისხლჩაქცევები და სისხლდენები
(თრომბოციტოპენია);
სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება ( ნეიტროპენია).
მომატებული იმუნური რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა);
სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია). ეს საყურადღებოა დიაბეტით
დაავადებული ადამიანებისათვის;
ფეხებში და ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
მხედველობისა ( ბუნდოვანი მხედველობა ) და სმენის (ხმაური ყურებში) პრობლემები;
გულის ცემის გახშირება (ტაქიკარდია) ან დაბალი წნევა ( ჰიპოტენზია);
კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისით (ნერვული სისტემის
იშვიათი დაავადება) დაავადებული ადამიანებისათვის;
თირკმლების მუშაობის ცვლილება და ზოგიერთ შემთხვევებში თირკმლის უკმარისობა, რაც
გამოწვეულია თირკმლის ალერგიული რეაქციით ე.წ . ინტერსტიციური ნეფრიტით;
ციებ - ცხელება;
მკვეთრად განსაზღვრული, ერითემატოზული ლაქები ბუშტუკებით ან მათ გარეშე, რომლებიც
ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში, აგრეთვე ანთების
შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია. იგი, როგორც წესი, მეორდება კანის ან ლორწოვანი
გარსის იმავე ადგილზე ლევოფლოქსაცინის შემდგომი მოქმედებისას.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ
დგინდება არსებული მონაცემებით):
ერითროციტების შემცირება (ანემია), აღნიშნული იწვევს კანის გაფერმკრთალებას ან
გაყვითლებას, ერითროციტების დაზიანების გამო. სისხლის ყველა ტიპის უჯრედის
რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია);
ციებ - ცხელება, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, რაც გამოწვეულია სისხლის თეთრი
უჯრედების შემცირებით (აგრანულოციტოზი);
ცირკულაციის დაკარგვა (ანაფილაქსიური შოკი);
სისხლში შაქრის დონის მატება (ჰიპერგლიკემია) ან შემცირება, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს კომა (ჰიპოგლიკემიური კომა). აღნიშნული საყურადღებოა დიაბეტით
დაავადებული პაციენტებისათვის;
სუნის და გემოს აღქმის უნარის დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია);
გადაადგილებისა და სიარულის გაძნელება (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული
დარღვევები);
გონების დროებითი დაკარგვა (სინკოპე);
მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალების ანთება;
სმენის დაქვეითება ან დაკარგვა;
აჩქარებული გულისცემა, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ
შორის გულის გაჩერება, გულის რიტმის ცვლილება (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ეკგ
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.
5. ლეფლოგარდის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ლეფლოგარდის ტაბლეტები შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომების გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლეფლოგარდი
აქტიური ინგრედიენტი არის ლევოფლოქსაცინი. თითოეული ლეფლოგარდის 500მგ
შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 500 მგ ლევოფლოქსაცინ (512.46 მგ
ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტი).
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალინის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა,
კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: Opadry orange OY-S-33016 [ჰიპრომელოზა (E464); FD & C Blue #2/indigo carmine aluminum-based pigment (E132); FD & C Yellow #6/sunset yellow aluminum-based pigment (E110); რკინის ოქსიდი წითელი (E172); მაკროგოლი 4000; ტიტანის დიოქსიდი (E171)], რკინის ოქსიდი ყვითელი.
ლეფლოგარდის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ლეფლოგარდის 500მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, ოვალური, ამობურცული გამყოფი ხაზით.
შეფუთვაში მოთავსებულია 10-ტაბლეტიანი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით