ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
კაპრიფლოქსი 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი
CAPRIFLOX 500MG film coated tablet
კაპრიფლოქსი 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
პრეპარატის ნივთიერება: 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატი ექვივალენტური 500მგ ლევოფლოქსაცინის, მათ შორის გარსით დაფარულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური (E460), ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა (E464), კროსპოვიდონი, სილიციუმი, კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოლივინილის სპირტი , ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენ გლიკოლი (E1521), ლეციტინი (სოიო) (E322), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ფრთხილად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი პრეპარატის გამოყენებამდე. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტის დროს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
დაიცავით მოცემულ ფურცელ-ჩანართში მითითებული დირექტივები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვისაა რეკომენდებული.
აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის კაპრიფლოქსი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ კაპრიფლოქსის მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ კაპრიფლოქსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ უნდა შეინახოთ კაპრიფლოქსი
სათაურები მოცემულია.
**1.**რა არის კაპრიფლოქსი და რისთვის გამოიყენება ის
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. მოცემულია 7 გარსით დაფარული ტაბლეტი ყუთში, თითოეული შეიცავს 500გ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტები გაყოფილია ხაზით დოზის ადვილად კორექციისთვის. კაპრიფლოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია ბაქტერიის მიმართ. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელად ფტორქინოლონები. იგი ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და რეპროდუქციას და შლის მას. კაპრიფლოქსი გამოიყენება ინფექციების მკურნალობაში, რომელიც გამოწვეულია მოცემული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კაპრიფლოქსი, ვინაიდან გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
სახის ძვლებში ჰაერით შევსებული სივრცეების მწვავე ანთება, გამოწვეული ბაქტერიებით (სინუსიტი)
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
თირკმლის და საშარდე გზების გართულებული იფნექციები, მათ შორის საშარდე გზების და თირკმელების (პიელონეფრიტი)
*პროსტატის ინფექცია
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: აბსცესი, ცელულიტი, იმპეტიგო (თანდაყოლილი, ზედაპირული, მიკრობული ინფექცია კანის), პიოდემა (კანის პიოგენური ინფექცია) და კანის და კანის დანამატების ინფექციები გართულებების გარეშე, გამოწვეული ჭრილობის დაინფიცირებით
ციმბირის წყლულის მიმართ ექსპოზიცია ჰაერწვეთოვანი გზით.
**2.**რა უნდა იცოდეთ კაპრიფლოქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი შემდეგ მდგომარეობებში
ალერიგული სიმპტომები: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
თუ გაქვთ ეპილეფსია,
თუ გაქვთ მყესების (სახსრებსა და კუნთებს შორის ) დაჭიმულობა (ტენდონიტი) ქინოლონური ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენების გამო,
თუ ხართ ორსულად* თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში* ბავშვებში და მოზარდებში
დაუშვებელია მისი გამოყენება ბავშვებში, როსულობის და ლაქტაციის დროს.
კაპრიფლოქსი გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ მდგომარეობებში:
თუ გაქვთ ფილტვის ძალიან მწვავე ინფექცია ან მწვავე ჰოსპიტალური ინფექცია (სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება მეტად იყოს შესაბამისი),
თუ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა და გაქვთ უნებლიე სპაზმების კრუნჩხვები ,
თუ გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო,
სისხლიანი ენტერიტის, თხიერი დიარეას დროს გამოწვეული ანტიბიოტიკის ხანგრძლივი მიღებით: მწვავე, მდგრადი და/ან სისხლიანი დიარეას დროს კაპრიფლოქსით მკურნალობისას ან მის შემდეგ, კაპრიფლოქსით მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს და დაინიშნოს შემანარჩუნებელი და/ან სპეციფიური მკურნალობა დაუყოვნებლივ. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენთვის შესაფერისი მკურნალობა.
ტკივილის, სიწითლის, მოძრაობის შეზღუდვა მყესებში, რაც იწვევს ანთებას და გაწყვეტას ხანდაზმულებში, კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, იზრდება მყესების გაწყვეტის რისკი. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო გამოკვლევა.
თუ გაქვთ თიკრმლის უკმარისობა: ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია,
იშვიათად, შეინიშნება სინათლის მიმართ მგრძნობელობა პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღებისას. კაპრიფლოქსის მიღების დროს ან მისი მიღების შეწყვეტიდან 48 სთ განმავლობაში დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე და ხელოვნურ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ ექსპოზიცია, როგორიცაა სოლარიუმი.
სუპერინფექცია (მეორადი ინფექციის განვითარება დასუსტებულ ორგანიზმში ინფექციის გამო): სვხა ანტიბიოტიკების მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არარეზისტენტული ორგანიზმების ზრდა. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო მონიტორინგი ამის პრევენციისთვის. სუპერინფექციის განვითარებისას, გამოიყენებს მკურნალობის შესაბამის მეთოდებს.
თუ გავქთ QT ინტრევალის გახანგრძლივება (მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზულ არითმიას გულზე და უეცარ სიკვდილს): QT ინტერვალის გახანგეძლივება ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა პაციენტებში ფტორქინიოლების მიღებისას, მათ შორის ლევოფლოქსაცინის. სიფრთხილეა საჭირო შემდეგი სახის რისკ -ჯგუფებში:
- თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი (>65 წლის) ან ხართ ქალი
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემა,
- თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს,
- არანამკურნალები ელექტროლიტების დისბალანსი (მაგ. კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონეების სისხლში),
- თანდაყოლილი QT სინდრომი (მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმია გულზე და უეცარი სიკვდილი),
- გულის მდგომარეობა (გულის უკმარისობა, გულის შეტევის ისტორია, გულის ნელი ცემა),
- პრეპარატების ერთდროული მიღება, ცნობილი როგორც QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი (მაგ. კლასი IA და III რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, ზოგიერთი დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატი, მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები და ანტიფსიქოზურები),
თუ გაქვთ ფერმენტის თანდაყოლილი დეფიციტი, როგორიცაა გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზა,
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის შემცირებული დონე) და ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მომატებული დონეები): თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ ინსულინს ან პერორალურად მისაღებ პრეპარატებს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს და განვითარდეს კომა ან სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ამის გამო (ექიმმა შეიძლება შეგიმოწმოთ სისხლში შაქრის დონე რეგულარულად),
თუ გაქვთ პერიფერული ნეიროპათია (ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები - მგრძნობელობის დაკარგვა),
მიასთენიის გამწვავება (კუნთების სისუსტე):
ფტორქინოლონებს აქვთ მოქმედება, რაც ხელს უშლის ნერვ-კუნთოვან გადაცემას და შეიძლება გაამწვავონ კ უნთების სისუსტე მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში. მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში ფტორქინოლონების გამოყენება, ფილტვის უკმარისობა, რაც საჭიროებს ვენტილირებას და პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სიკვდილი ასოცირდებოდა ფტორქინოლონებთან. მიასთენიით დავადებულ პაციენტებში დაუშვებელია ფტორქინოლონების მიღება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება შეინიშნებოდეს პირველი დოზის მიღების შემდგ, რაც იშვიათად პოტენციურად ლეტალურია (სახის და ყელის შეშუპება). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს გადაუდებელი დახმარებისთვის.
მწვავე დაავადებები კანზე წყლულებით: კაპრიფლოქსს შეუძლია გამოიწვიოს კანის მწვავე რეაქციები , როგორიცაა სტევენს-ჯონსონის სინდრომი (სისხლიანი წყლულები კანზე და თვალებში, ანთება შეშუპებით და სიწითლით) და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რაც იწვევს კანის დაწყლულებას). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მკურანლობის გაგრძელებამდე.
სუიციდური ფიქრები და საშიში საქციელი ძალიან იშვიათად შესაძლებელია ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ მკურნალობა და დაგინიშნოთ სთანადო მკურნალობა.
თუ გაქვთ ფიზიოლოგიური დარღვევები ან ფსიქოზური დარღვევების ისტორია, გამოიყენეთ კაპრიფლოქსი სიფრთხილით
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ განვითარდება მადის დაქვეითება, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მგრძნობელობა მუცელზე მკურნალობის დროს. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაფერისი მკურანლობა.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ასეთი გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში.
კაპრიფლოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაპრიფლოქსის აბსორბცია არ ირღვევა საკვებით. შეიძლება მიიღოთ ტაბლეტი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.
თუ გჭირდებათ მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ანტაციდები, რაც აკონტროლებს კუჭის მჟავიანობას ან სუკრალფატის, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის ან რეფლუქსისთვის ან დიდანოზინს (დიდანოზისნის ფორმულა რომელსაც აქვს ბუფერული ნივთიერებები მოიცავს მაგნიუმს ან ალუმინს მხოლოდ), კაპრიფლოქსი მიიღეთ ორი საათით ადრე მკურნალობამდე ან მკურნალობის შემდეგ, ვინაიდან მოცემულ პროდუქტებს შეუძლიათ დაარღვიონ კაპრიფლოქსის აბსორბცია).
ორსულობა
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარტის მიღებამდე.
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ორსულებში.
ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ორსულებში, ვინაიდან მონაცემები არასაკმარისია და ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით ნაჩვენებია წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომ ხართ ორსულად მკურნალობის დროს.
ლაქტაცია
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე.
არასაკმარისი/შეზღუდული ინფორმაცია არსებობს ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ ადამიანის ან ცხოველის რძეში. ფსიქოქიმიური და მოქმედი ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ რძეში, შეუძლებელია გამოირიცხოს ჩვილებში რისკი. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ნაჩვენებია ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით, რომ არსებობს წონამატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში .
ავტოტრანსპროტის და მექანიზმების მართვა.
კაპრიფლოქსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები როგორიცაა ძილიანობა/თავრუსხვევა, მხედველობის დარღვევა. ლეთარგია, რამაც შეიძლება იმოქმედოს პაციენტის კონცენტრაციასა და პასუხის უნარზე. მსგავსი უნარების შესუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი მდგომარეობებში, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპრიფლოქსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
კაპრიფლოქსი შეიცავს სოიოს ზეთს. თუ გაქვთ ალერგია მიწის თხილის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი.
გამოყენება სხვა პრეპრატებთან ერთად
- თეოფილინი, პრეპარატი, რომელიც ახდენს ბრონქების დილატაციას სუნთქვის გასაადვილებლად: კაპრიფლოქსთან ერთად გამოყენებისას მცირდება კრუნჩხვების ზღურბლი თავის ტვინში.
- ფენბუფენის, კეტოპროფენის, იბუპროფენის, ასპირინის და ინდომეტაცინის ან მსგავსი არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას კაპრიფლოქსთან ერთად, მცირდება ტვინში კრუნჩხვების ზღურბლი.
- პოდაგრაში გამოყენებული პრობენეციდი ან ციმეტიდინი კუჭის წყლულის დროს: კაპრიფლოქსის ექსკრეცია ორგანიზმიდან მცირდება.
- სუკრალფატი (კუჭის წყლულის დროს) ამცირებს კაპრიფლოქსის აბსორბციას.
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც არის იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი, შეიძლება გაიზარდოს.
- K ვიტამინის ანტაგონისტები სისხლის კოაგულაციის პრევენციისთვის (მაგ. ვარფარინი) (მისი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს, შესაძლებელია სისხლდენის რისკი). ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის კოაგულაციის ტესტები.
გულშზე QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები (შეიძლება გამოწივიოს გულის სერიოზული არითმიები)
კლასი I ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი) და კლასი III ანტიარითმიული საშუალებები (ამიოდარონი)
დეპრესიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი)
მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი)
ანტიფსიქოზური საშუალებები (გონებრივი დაავადების დროს)
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმის და ანთების დროს)
- შარდის ანალიზში, რომელიც ტარდება ოპიატებზე (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი), შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები,
კაპრიფლოქსის მიღებისას.
სხვა პრეპარატები: დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი არ ცვლიან კაპრიფლოქსის ეფექტს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს.
**3.**როგორ გამოვიყენოთ კაპრიფლოქსი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/დოზირების ინტერვალების შესახებ:
ექიმი გაცნობებთ როგორ და რა დოზებით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი.
კაპრიფლოქსი გამოიყენება მოზრდილებში.
კაპრიფლოქსი ინიშნება დღეში ორჯერ ან ერთხელ. დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმწვავეზე და გამომწვევი ბაქტერიის მგრძნობელობაზე.
კაპრიფლოქსის მიღება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით:
შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ | დღიური დოზა ინექციის სიმწვავის მიხედვით) | მკურნალობის პერიოდი
---|---|---
მწვავე სინუსიტი (ჰაერით სავსე სივრცეების ანთება სახის ძვლებში) | 500 მგ დღეში ერთხელ | 10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ბრონქების ანთება ) | 250 მგ - 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია | 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ | 7-14 დღე
პიელონეფრიტი (საშარდე გზების და თირკმელების ანეთება) __ __ __ __ | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე
საშარდე გზების გართულებული ინფექციები | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-14 დღე
კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები | 250 მგ დღეში ერთხელ ან 500მგ __დღეში ერთხელ ან ორჯერ | 7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი (პროსტატის ანთება) | 500 მგ დღეში ერთხელ | 28 დღე
ჰაერ-წვეთოვანი გზით ციმბირული წყლულთის მიმართ ექსპოზიცია | 500 მგ დღეში ერთხელ | 8 კვირა
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ცხრილი ზემოთ). ზოგადად ყველა ანტიბიოტიკის მსგავსად, კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა გაგრძელდეს 48-72 სთ პაციენტში ცხელების შემცირების შემდეგ და მას შემდეგ, რაც მიღებულია ინფექციის განკურნების შესახებ დასტური.
მიღების გზა და მეთოდი
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ სითხის სათანადო რაოდენობის მიყოლებით გარსით დაფარული ტაბლეტის გატეხვის გარეშე. ტაბლეტი შეგიძლიათ გადატეხოთ გამყოფ ხაზზე დოზის კორექციისთვის. კაპრიფლოქსის გამოყენება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან ორ კვებას შორის შუალედში.
კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა მოხდეს რკინის მარილების, ანტაციდების ან სუკრალფატის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან შემდეგ, ვინაიდან მისი აბსორბცია შეიძლება შემცირდეს.
მზის სხივებისგან დაცვა
დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე ექსპოზიცია პრეპარატის გამოყენების დროს. კანი შეიძლება მეტად იყოს მგრძნობიარე მზის მიმართ და გამოიწვიოს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან წყლულების გაჩენა. გამოიყენეთ მზისგან დამცავი მაღალი დაცვის დონით. მზეზე ყოფნისას, დაიხურეთ ქუდი და ატარეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს მკლავებს და ფეხებს. მოერიდეთ გარუჯვას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება პედიატრიაში:
კაპრიფლოქსი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება გერიატრიაში:
არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება ხანდაზმულებში თუ არ არსებობს თირკმლის უკმარისობა.
განსაკუთრებული გამოყენების მდგომარეობა:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობისას, ექიმმა შეიძლება შეამციროს კაპრიფლოქსის დოზა და ჩაატაროს სათანადო მონიტორინგი.
დოზირება პაციენტებში ≤ 50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით (ინფექციის სიმწვავის მიხედვით) განისაზღვრება ექიმის მიერ.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება.
ექიმი შეგატყობინებთ კაპრიფლოქსის თერაპიის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კაპრიფლოქსის ეფქტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს, აცნოეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები არის ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, ძილიანობა და უნებლიე კონვულსიები კუნთებში, ეკგ-ზე QT გახანგრძლივება და გულისრევა.
თუ დაგავიწყდათ კაპრიფლოქსის მიღება
დოზის გამოტოვებისას, მიიღეთ დავიწყებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები კაპრიფლოქსის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
არ შეწყვიტოთ კაპრიფლოქსით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და განვითარდეს რეზისტენტობა ბაქტერიის მიმართ.
**4.**შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიძლება შეინიშნებოდეს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კაპრიფლოქსის რომელიმე ნივთიერების მიმართ.
შეწყვიტეთ კაპრიფლოქსის მიღება თუ განვითარდება ქვემოთ მოცემული მდგომარეობა და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი (შეიძლება შეინიშნებოდეს <1/10000 პაციენტში):
უცნობი:
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გევრდითი ეფექტები.
რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს რომ გაქვთ სერიოზული ალერგია კაპრიფლოქსის მიამართ.
რომელიმე შემდეგი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი(<1/1000, მაგრამ შეიძლება ეფექტები შეინიშნებოდეს >1/1000 პაციენტში)
მყესების ტკივილი და ანთება. აქილევსის მყესი არის ყველაზე ხშირად დაზიანებული მყესი. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა.
კუნთებში უნებლიე კრუნჩხვები (კონვულსიები)
უცნობი:
მადის დაკარგვა, თვალის კაკლის და კანის გაყვითლება, შარდის გამუქება, ქავილი, მუცლის მგრძნობელობა. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების სიმპტომი, რაც შეიძლება ზოგჯერ იყოს ფატალური.* მიასთენიის გამწვავება (კუნთები სისუსტის ტიპი)* არითმია, პალპიტაციები
ცხელება, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს ნეიროპათიის სიმპტომები.
კუჭის ძლიერი ტკივილი, როოგრიცაა სპაზმები და მაღალი ტემპერატურა მდგრადი, ძლიერი, სისხლიანი დიარეით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული პრობლემების სიმპტომები.
სახსრების და კუნთების გაწყვეტა, სახსრების ანთება
მოცემული ეფექტები სერიოზულია. შეიძლებ საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგი სახის მოვლენას, აცნობეთ ექიმს:
ხშირი (შეიძლება შეინიშნებოდეს 1/10- პაციენტში):
გულისრევა, ღებინება, დიარეა სისხლძარღვებში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება* თავის ტკივილი, ძილიანობა* უძილობა
არახშირი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/100 პაციენტში):
სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების რეზისტენტობის განვითარება* ქავილი და გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ძლიერი ოფლიანობა* კუჭის ტკივილი, მოუნელებლობა, მადის დაქვეითება, აირები, ყაბზობა* თავბრუსხვევა (ვერტიგო)* შფოთვა, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა* ძილიანობა, კანკალი, გემოს შეგრძნების დაკარგვა* ქოშინი (დისპნოე)* ტკივილი სახსრებში ან კუნთებში* მოულოდნელი შედეგები შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლის ანალიზებში ღვიძლის და თირკმლის პრობლემის გამო (იზრდება ბილირუბინი, კრეატინინი). მცირდება სისხლის თეთრი ურჯრედების რაოდენობა (ლეიკოპენია).
ძლიერი დაღლილობა
იშვიათი(ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/1000 პაციენტში):
გონებრივი დაავადება, მოუსვენრობა, დეპრესია, რასაც შეიძლება თან ახლდეს მხედველობის და სმენის ჰალუცინაციები, პარანოია* უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარები* მხედველობის პრობლემები, მათ შორის მხედველობის ბუნდოვანება* ტინიტუსი* კუნთების სისუსტე. მოცემული სიტუაცია მნიშვნელოვანია მიასთენიით დაავადებულებში (იშვიათი მდგომარეობა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით).
დაბალი არტერიული წნევა* სწრაფი გულსიცემა, პალპიტაციები
ადვილად სისლხდენა ან სისხლჩაქცევა სისხლში თრომბოციტების შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია)
ცხელება * თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის უკმარისობვა თირკმლის ალერგიული რეაქციების გამო, როგორიცაა ინტერსტიციული ნეფრიტი
ძალიან იშვიათი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდა 1/10000 პაციენტში):
უცნობი:
კომა სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის გამო* სისხლში შაქრის შემცველობის მომატება
თვითდაზიანება, მათ შორის სუიციდური ფიქრები და სუიციდის მცდელობა
გემოს შეგრძნების დაკარგვა* ყნოსვის დარღვევა, მათ შორის ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა
გულის წასვლა (სინკოპე), ბენინგის ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (წნევის მომატება თავში)
სმენის დარღვევა, სმენის დაკარგვა* მხედველობის გარდამავალი დაკარგვა
კანის მომატებული მგრძნობელობა მზის ან ულტრაიისფერი სიხვების მიმართ (სინათლის მიმართ მგრძნობელობა)
სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია) ან სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია)
კანი შეიძლება გახდეს ფერმკრთალი და ყვითელი სისხლის წითელი უჯრედების დაიზანების გამო და შემცირდეს სისხლის ნებისმიერი უჯრედი. ცხელება, ყელი ს ტკივილი და ზოგადად ცუდად ყოფნა შეიძლება შეინიშნებოდეს.
პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
შეიძლება განვითარდეს იმუნიტეტის ძლიერი პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
პრობლემები მოძრაობის და სიარულის დროს (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
პნევმონია ალერგიული რეაქციების გამო* ვენებში კოაგულაცია ალერგიული რეაქციების გამო
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)* ტკივილი (ზურგის, გლუმკერდის, მკლავების და ფეხების).
ესენია კაპრიფლოქსის გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რაც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეატყობინეთ განვითარებული გვერდითი ეფექტის შესახებ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრს (TUFAM) “წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება”-ზე დაჭერით www.titck.gov.tr -ზე ან შეტყობინების ხაზზე 08003140008 დარეკვით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფრომაციის მოპოვებას.
გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
**5.**როგორ შევინახოთ კაპრიფლოქსი
კაპრიფლოქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25℃-ზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
პროდქტში და/ან შეფუთვაზე წუნის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი შეგროვებით სისტემას, რომელიც დადგენილია ურბანიზმის და განვითარების სამინისტროს მიერ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
ბიოფარმა ილაჯ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბული
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
მწარმოებელი:
ბიოფარმა ილაჯ სან. ვე ტიქ. ა.შ.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად N: 156
სანჯაკტეპე/სტამბული
ტელ.: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
შემადგენლობა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით მისაღები (პერორალური გამოყენებისთვის): ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: 500მგ ლევოფლოქსაცინი
ჩვენება:სინუსების; ფილტვების, ადამიანებში სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემებით ან პნევმონიით; საშარდე ტრაქტის, თირკმელების ან შარდის ბუშტის ჩათვლით; პროსტატის ჯირკვალის, როდესაც პაციენტს აქვს ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია; კანის და კანქვეშა ქსოვილის, კუნთების ჩათვლით. ზოგჯერ უწოდებენ ,,რბილ ქსოვილებს”. ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციაში, კაპოქსინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფილტვის დაავადების (რომელსაც ეწოდება ციმბირის წყლული) განვითარების შანსების შესამცირებლად, ან დაავადების გამწვავების შესამცირებლად იმის შემდეგ რაც პაციენტს აღენიშნება ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების ზემოქმედება.
ტაბლეტები ინიშნება შიგნით ანუ პერორალურად. დოზის კორექტირებისთვის შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ზოლზე.
უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიც არის მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის სიმპტომები მოიცავს: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება; თუ მხედველობა გაუარესდა ან თუ პაციენტს ეჩვენება, რომ მის თვალებზე სხვაგვარად მოქმედებს, დაუყოვნებლივ საჭიროა კონსულტაციის გავლა თვალის სპეციალისტთან. თუ ოდესმე ჰქონიათ ეპილეფსია; თუ ოდესმე ჰქონიათ მყესების პრობლემა, როგორიც არის ტენდინიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ,,ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან“. თუ პაციენტი არის ბავშვი ან მოზარდი; თუ არის ორსულად, შესაძლოა იყოს ორსულად, ან ფიქრობს, რომ დაორსულდა; იმყოფება ლაქტაციის პერიოდში. აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება, თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, კაპოქსინის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25C.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.შემადგენლობა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით მისაღები (პერორალური გამოყენებისთვის): ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: 500მგ ლევოფლოქსაცინი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კაპრიფლოქსი – ფართო სპექტრის ანტიმიკრობული, ბაქტერიციდული საშუალებაა
ფტორქინოლონების ჯგუფიდან..
ლევოფლოქსაცინი, წარმოადგენს ოფლოქსაცინის მარცხნივ მბრუნავ იზომერს.
ოფლოქსაცინთან შედარებით გააჩნია გვერდითი რეაქციების განვითარების ნაკლები
სიხშირე, უკეთესი ფარმაკოლოგიური პროფილი და ამტანობა.
ლევოფლოქსაცინი აბლოკირებს დნმ-ჰირაზას (ტოპოიზომერაზა II-ს) და ტოპოიზომერაზა
IV-ს, არღვევს სუპერსპირალიზაციას და დნმ-ის წყვეტის ადგილების შეერთებას,
თრგუნავს დნმ-ის სინთეზს, იწვევს ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში,
უჯრედის კედელსა და მემბრანებში. მოქმედების მექანიზმის უნიკალურობა უზრუნველყოფს
მის აქტივობას გამომწვევთა იმ შტამების მიმართ, რომლებიც მდგრადია სხვა ჯგუფების
ანტიბაქტერიული პრეპარატების მოქმედებისადმი.
ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების უმრავლესი შტამების მიმართ როგორც in
vitro, ასევე in vivo პირობებში:
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium diphtheriae,
Enterococcus spp. (მ.შ. Enterococcus faecalis), Listeria monocytogenes,
Staphylococcus spp., Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, C და G
jgufis Streptococcus spp. (მ.შ. Streptococcus agalactiae, Streptococcus
pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans);
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii,
Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter
freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter
agglomerans, Enterobacter spp. (მ.შ. Enterobacter cloacae), Escherichia coli,
Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae,
Haemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მ.შ.
Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis, Morganella
morganii, Neisseria gonnorrhoeae, Neisseria meningitidis, Patseurella spp.
(მ.შ. Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus
mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მ.შ. Providencia rettgeri,
Providencia sruartii), Pseudomonas spp. (მ.შ. Pseudomonas aeruginosa),
Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);
- ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp.,
Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp.,
Propionibacterum spp., Veilonella spp.;
- სხვა მიკროორგანიზმები: Bartonella spp., Chlamydia pneumoniae, Chlamydia
psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legionella spp.,
Mycobacterium spp. (მ.შ. Mycobacterium leprae, Mycobacterium tuberculosis),
Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma
urealyticum.
ფარმაკოკინეტიკა
ლევოფლოქსაცინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებისას.
500მგ ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 99%–ს. პლაზმის ცილებს
უკავშირდება 30–40%. ლევოფლოქსაცინი ორგანიზმში პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება და
87% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 48სთ–ში. 4%–ზე ნაკლები 72 სთ–ში
განავალთან ერთად. Cmax 6,1±1,0 მკგ/მლ, Tmax 1,0±0,1 ს, T1/2=6,4±0,7 ს.
იგი კარგად აღწევს შემდეგ ორგანოებსა და ქსოვილებში: ფილტვებში, ბრონქების
ლორწოვანის გარსში, შარდ–სასქესო ორგანოებში, ძვლის ქსოვილში, ზურგის ტვინის
სითხეში, ალვეოლალარულ მაკროფაგებში, წინამდებარე ჯირკვალში.
ჩვენებები
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება,
პნევმონია);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, შუა ოტიტი.);
- შარდგამომყოფი გზების და თირკმლის ინფექციები (მათ შორის, მწვავე
პიელონეფრიტი);
– საშარდე გზების გაურთულებული ინფექციები;
- სასქესო ორგანოების ინფექციები (ცერვიციტი, სალპინგოოოფორიტი, ენდომეტრიტი,
უროგენიტალური ქლამიდიოზი);
– აბორტის შემდგომი პროფილაქტიკა;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, ჩირქოვანი ათერომები,
აბსცესები, ფურუნკულები).
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- სეპტიცემია/ბაქტერიემია
- ინტრააბდომინალური ინფექციები (ქოლეცისტიტი, ენტეროკოლიტი და სხვა)
- ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპია.
მიღების წესები და დოზები
ინსტრააბდომინალური ინფექციები 500 მგ 1 ჯერ დღეში 7–14 დღე
ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპიის
შემადგენლობაში, ლევომაკი ინიშნება 500–1000მგ 1–2ჯერ დღეში, 3 თვე
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები კანზე, ტავის ტკივილი, ტავბრუსხვევა, ღებინება, ფაღარათი,
ძილიანობა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ფტორქინოლონების მიმართ.
ეპილეფსია, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა და ლაქტაცია,
ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების
მიღებასთან.
განსაკუთრებული მითითებები
დიაბეტიან პაციენტებში ფტორქინოლონების მიღება იწვევს ჰიპოგლიკემიას.
ფტორქინოლონებით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება უნდა შეიზღუდოს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომური, დიალიზი არაეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კაპრიფლოქსის მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან მაგნიუმის ან
ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, ასევე რკინის მარილებთაან ერთდროული
გამოყენებისას. სხვა ქინოლონების მსგავსად, ლევოფლოქსაცინსაც შეუზლია გააძიეროს
პრეპარატების (ასსს, თეოფილინი) უნარი – დააქვეითონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით