ლევო-დენკ 500 - Levo-Denk 500
ლევო-დენკ 500 - Levo-Denk 500

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - levofloxacin
შემადგენლობა:
250 მგ ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც შეესაბამება 256.23 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს.
500 მგ ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც შეესაბამება 512,46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს.

ჩვენება:
მოზრდილების საშუალო და ზომიერი სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ:მწვავე სინუსიტი;ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;არაჰოსპიტალურიპნევმონია;საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის პიელ,ნეფრიტი;კანისა და რბილის ქსოვილების ინფექციები.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება 1-2-ჯერ დღეში. დოზა დამოკიდებულია როგორც ინფექციის ტიპზე და სიმწვავეზე, ასევე გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს. სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 48-72 საათი, მას შემდეგ რაც პაციენტი გახდება აფებრილური (აღარ ექნება ცხელება) ან მოხდება ბაქტერიის ერადიკაცია.

ჩვენება დოზირების რეჟიმი
(სიმწვავის მიხედვით) მკურნალობის ხანგრძლივობა
მწვავე სინუსიტი 500 მგ ერთჯერ დღეში 10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება 250-500 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღე
არა-ჰოსპიტალური პნევმონია 500 მგ 1-2-ჯერ დღეში 7-14 დღე
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია 250 მგ ერთჯერ დღეში 3 დღე
საშარდე გზების გართულუბელი ინფექცია,
მათ შორის პიელონეფრიტი 250 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღე
კანის და რბილი ქსოვილების ინფექცია 250 მგ ერთჯერ დღეში ან 500 მგ 1-2-ჯერ დღეში 7-14 დღე

გვერდითი ეფექტი :
ალერგიული რეაქციები
არახშირად ქავილი, გამონაყარი.
იშვიათად ურტიკარია, ბრონქოსპაზმი/ ქოშინი
ძალიან იშვიათად ანგიოედემა, ჰიპოტენზია, ანაფილაქსიის მსგავსი შოკი, ფოტოსენსიტიურობა, მძიმე სახის ბუშტუკოვანი გამონაყარი როგორიც არის სტივენ- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა
კანისა და ლორწოვანის, ასევე ანაფილაქსიის მაგვარი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის შეყვანის შემდეგ.
ნევროლოგიური ჩივილები
არახშირად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა.
იშვიათად კანის ქავილი, კანკალი, შფოთვა, დეპრესია, ფიქოზური რეაქციები, აჟიტირება, დაბნეულობა, გულყრა.
ძალიან ხშირად ჰიპოესთეზია, მხედველობისა და სმენის დარღვევები, გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევები, ჰალუცინაციები.

უკუჩვენება :
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია. სხვა ქინოლონების მსგავსად იგი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან გულყრებისკენ, მაგალითად პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, კომბინირებულად მკურნალობენ ფენბუფენით ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც ამცირებენ გულყრების ზღურბლს, მაგალითად თეოფილინით.

საერთაშორისო დასახელება - levofloxacin
შემადგენლობა:
250 მგ ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც შეესაბამება 256.23 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს.
500 მგ ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც შეესაბამება 512,46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს.

ჩვენება:
მოზრდილების საშუალო და ზომიერი სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ:მწვავე სინუსიტი;ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;არაჰოსპიტალურიპნევმონია;საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის პიელ,ნეფრიტი;კანისა და რბილის ქსოვილების ინფექციები.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება 1-2-ჯერ დღეში. დოზა დამოკიდებულია როგორც ინფექციის ტიპზე და სიმწვავეზე, ასევე გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს. სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 48-72 საათი, მას შემდეგ რაც პაციენტი გახდება აფებრილური (აღარ ექნება ცხელება) ან მოხდება ბაქტერიის ერადიკაცია.

ჩვენება დოზირების რეჟიმი
(სიმწვავის მიხედვით) მკურნალობის ხანგრძლივობა
მწვავე სინუსიტი 500 მგ ერთჯერ დღეში 10-14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება 250-500 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღე
არა-ჰოსპიტალური პნევმონია 500 მგ 1-2-ჯერ დღეში 7-14 დღე
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია 250 მგ ერთჯერ დღეში 3 დღე
საშარდე გზების გართულუბელი ინფექცია,
მათ შორის პიელონეფრიტი 250 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღე
კანის და რბილი ქსოვილების ინფექცია 250 მგ ერთჯერ დღეში ან 500 მგ 1-2-ჯერ დღეში 7-14 დღე

გვერდითი ეფექტი :
ალერგიული რეაქციები
არახშირად ქავილი, გამონაყარი.
იშვიათად ურტიკარია, ბრონქოსპაზმი/ ქოშინი
ძალიან იშვიათად ანგიოედემა, ჰიპოტენზია, ანაფილაქსიის მსგავსი შოკი, ფოტოსენსიტიურობა, მძიმე სახის ბუშტუკოვანი გამონაყარი როგორიც არის სტივენ- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა
კანისა და ლორწოვანის, ასევე ანაფილაქსიის მაგვარი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის შეყვანის შემდეგ.
ნევროლოგიური ჩივილები
არახშირად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა.
იშვიათად კანის ქავილი, კანკალი, შფოთვა, დეპრესია, ფიქოზური რეაქციები, აჟიტირება, დაბნეულობა, გულყრა.
ძალიან ხშირად ჰიპოესთეზია, მხედველობისა და სმენის დარღვევები, გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევები, ჰალუცინაციები.

უკუჩვენება :
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია. სხვა ქინოლონების მსგავსად იგი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან გულყრებისკენ, მაგალითად პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, კომბინირებულად მკურნალობენ ფენბუფენით ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც ამცირებენ გულყრების ზღურბლს, მაგალითად თეოფილინით.

გამაოყენების ინსტრუქცია

ლევო-დენკ 500

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი – ორალურად მისაღები
ქინოლონის კლასის ანტიბიოტიკი
აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი
წამლის ანოტაცია: ინფორმაცია მომხარებლისათვის
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა, რადგან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
- თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისათვის მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.
- თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4

აღნიშნულ ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რა არის ლევო-დენკ 500 და რისთვის გამოიყენება
2. რა არის გასათვალისწინებელი ლევო-დენკ 500-ის მიღებამდე
3. ლევო-დენკ 500-ის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ლევო-დენკ 500-ის შენახვის წესი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ლევო-დენკ 500 და რისთვის გამოიყენება
მედიკამენტის დასახელება არის ლევო-დენკ 500. ლევო-დენკ 500-ის ტაბლეტები შეიცავს მედიკამენტს სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამეტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანტიბიოტიკებად. ლევოფლოქსაცინი ‘ქინოლონის’ ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი კლავს მრავალი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ადამიანის ორგანიზმში.
ლევო-დენკ 500-ის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- სინუსიტი,
- ფილტვები, იმ პაციენტებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ სუნთქვის მხრივ პრობლემები ან პნევმონია
- საშარდე გზები, მათ შორის თირკმელი და საშარდე ბუშტი,
- პროსტატის ჯირკვალი, როდესაც პაციენტს აწუხებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის “კუნთების”. რაც ასევე იწოდება ‘რბილ ქსოვილებად’.
ზოგიერთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში ლევო-დენკ 500 შეიძლება გამოყენებული იყოს პულმონალური დაავადების, ე/წ ციმბირის წყლულის გამოვლენის, ან ისეთი დაავადების გამწვავების რისკის შესამცირებლად, რომლის შემდეგ პაციენტი დაუცველია ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიისადმი.

2. რა არის გასათვალისწინებელი ლევო-დენკ 500-ის მიღებამდე
ლევო-დენკ 500 არ მიიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ:
- პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის, ან ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიც არის მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
ალერგიული ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.
- პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ან აღენიშნებოდა ეპილეფსია.
- პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მყესების მხრივ პრობლემა, მაგალითად ტენდონიტის, რაც დაკავშირებული იყო “ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკის” გამოყენებასთან. მყესები არის კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი საშუალება.
- ბავშვებსა და მოზარდ “თინეიჯერებში”
- პაციენტი არის ორსულად, შეიძლება დაფეხმძიმდეს ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ
- ლაქტაციის დროს
ეს პრეპარატი არ მიიღება თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ლევო-დენკ 50-ის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლევო-დენკ 500-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
- პაციენტი არის 60 წლის ან მეტი ასაკის,
- პაციენტი ღებულობს კორტიკოსტეროიდებს, ე.წ სტეროიდებს (იხილეთ პუნქტი “სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკ 500”),
- თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ტრანსპლანტაცია,
- ანამნეზში აღენიშნება კრუნჩხვა,
- პაციენტს დარტყმისგან დაზიანებული აქვს ტვინი ან ტვინის მხრივ აღენიშნება სხვა სახის ტრავმა,
- პაციენტს აქვს თირკმელის მხრივ პრობლემები,
- პაციენტს აქვს გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენეზის დეფიციტი. პაციენტს ამ პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია ჰქონდეს სერიოზული პრობლემები სისხლის მხრივ.
- თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა მენტალური პრობლემები,
- თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა გულის მხრივ პრობლემები: ამ ტიპის მედიკამენტი მიიღება სიფრთხილით. თუ პაციენტი დაიბადა ან ოჯახში ანამნეზში აღენიშნებოდათ ინტერვალის გახანგრძლივება (გამოხატული ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტრულ ჩანაწერებში), აქვს სისხლში მარილის დონის დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე); ძალიან აქვს შემცირებული გულის რითმი (ბრადიკარდია); აქვს სუსტი გული (გულის უკმარისობა), ანამნეზში აღინიშნება ინფარქტი (მიოკარდიუმის ინფარქტი); თუ პაციეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ან ასაკოვანია, ან ღებულობს ისეთ პრეპარატს, რომელიც იწვევს კარდიოგრამის არანორმალურ ცვლილებებს (იხილეთ პუნქტი “სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკ 500”).
- პაციენტს აქვს დიაბეტი
- პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მხრივ დარღვევები,
- თუ პაციენტს აქვს “მიასთენია გრავისი”,
- თუ პაციენტს აქვს ნერვული პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია),
- პაციენტს აქვს დასმული სისხლძარღვის გაფართოების დიაგნოზი ან “ბულგე” (აორტის ან გადიდებული სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა),
- პაციენტს აქვს აორტის დისექციის წინა ეპიზოდები (აორტის კედლის დაზიანება),
- თუ პაციენტს დაუსვეს გულის სარქველების გაჟონვის დიაგნოზი (გულის სარქველის რეგურგიტაცია),
- პაციენტს აღენიშნება მემკვიდრეობითი აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის ან სხვა რისკ ფაქტორები ან წინამდებარე პირობები (მაგ. შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოს სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება] ან სისხლძარღვთა მხრივ ისეთი დარღვევები როგორიცაა: ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტური უჯრედების არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ცნობილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების მხრივ დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის მხრივ ინფექცია],
- თუ ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ პაციენტს განუვითარდა ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუში წყლულები.

სერიოზული რეაქციები კანის მხრივ
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის მხრივ სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
- სტივენ-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო სამიზნის-მსგავსი ლაქების სახით ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკებით ღეროებზე. ასევე შესაძლოა განვითარდეს, პირის, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანობის და თვალების წყლულები (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის მხრივ ამ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის ფართო მასშტაბიან აქერცვლამდე და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებამდე ან შეიძლება დასრულდეს ფატალურად.
- DRESS თავდაპირველად ვლინდება როგორც გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ გახანგრძლივებული გამონაყარით სხეულის მაღალი ტემპერატურით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით სისხლის ანალიზში და სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და გაფართოებული ლიმფური კვანძების გაზრდით.
თუ გამოვლინდა სერიოზული გამონაყარი ან კანის სხვა აღნიშნული სიმპტომები, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.
პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ფტორქინოლონი/ქინოლონი ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის ლევო-დენკ 500, თუ წარსულში აღენიშნებოდა რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას. ასეთ დროს, რაც შეიძლება მალე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. ლევო-დენკ 500-ის მიღებამდე თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რომელიმე ზემოთაღნიშნული ეხება თუარა მას, ასეთ დროს რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფტორქინოლონების მიღების დროს უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ პაციენტმა იგრძნო უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის და დისექციის სიმპტომები, დაუყონებლივ უნდა მიემართოს სასწრაფო დახმარების პუნქტს. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობს სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
თუ აღინიშნა სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წევხართ, ან შეამჩნიეთ კოჭების, ტერფების, მუცლის შეშუპება, ან გულის პალპიტაციის დაწყება (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი, შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა. აღნიშნულის გამოვლენის რისკი განსაკუთრებით იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელს და უფროსი ასაკის), ან პაციენტებში, რომლებიც გადანერგილი აქვთ ორგანოები, აქვთ თირკმლის პრობლემები, ან თუ პაციენტი მკურნალობს კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შესაძლებელია მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და ლევო-დენკ 500 თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე (მაგალითად: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება და მტკივნეული ადგილის დასვენება. თავიდან უნდა იქნას აცილებული ზედმეტი დატვირთვა, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიმპტომები ნერვული სისტემის დაზიანების მხრივ (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. თუ ეს მოხდა, უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება და დაუყონებლივ ეცნობოს ექიმს, რათა მოხდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან აცილება.

მედიკამენტის გახანგრძლივებული, არასრულყოფილი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები
ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, მათ შორის ლევო-დენკ 500, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, თუმცა სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარების რისკთან, ზოგჯერ ხანგრძლივი მიმდინარეობით (თვეების ან წლების განმავლობაში), შეზღუდვით ან პოტენციურად შეუქცევადათ. აღნიშნული მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გართულება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიც არის ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნება, დაბუჟება ან წვის შეგრძნება (პარაესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის დაქვეითება გემოვნების, და ყნოსვის, ან სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების მხრივ დარღვევა, დაღლილობის მწვავე შეგრძნება და ძილის მხრივ მწვავე დარღვევები.
თუ პაციენტს ლევო-დენკ 500-ით მკურალობის დროს განუვითარდა ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე, მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა მიემართოს ექიმს დაუყონებლივ. პაციენტი და მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას, ასევე განხილული იქნება მკურნალობა სხვა კლასის ანტიბიოტიკებით.

სხვა მედიკამენტები და ლევო-დენკ 500
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, უახლოეს პერიოდში ღებულობდა ან აპირებს რომ მიიღოს სხვა მედიკამენტები. აღნიშნული საჭიროა რადგან ლევო-დენკ 500-მა შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების მოქმედების ეფექტზე, ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედოს ლევო-დენკ 500-ის მოქმედებაზე.
კერძოდ, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებიდან რომელიმეს. რადგან მან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტის გამოვლენის რისკი ლევო-დენკ 500-თან კომბინირებული მიღების დროს:
- კორტიკოსტეროიდები, ე.წ სტეროიდები – ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს ანთების ნიშნები და/ან მყესების გაწყვეტა.
- ვარფარინი – სისხლის გამათხელებელი. შესაძლებელია დაიწყოს სისხლდენა. შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმის მიერ სისხლის მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი, რათა შეამოწმოს სისხლის შედედების უნარი.
- თეოფილინი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლევო- დენკ 500-თან კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს კრუნჩხვა.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NშAIDშ) – ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცინის მჟავა, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლევო-დენკ 500-თან კომბინირებული მიღების დროს შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს კრუნჩხვა.
- ციკლოსპორინი – გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ. შესაძლებელია პაციენტს გამოუვლინდეს ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტები.
- მედიკამეტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე. რაც მოიცავს, ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის არანორმალურ რითმზე (ანტიარითმიული პრეპარატები როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი და იბუტილიდი), დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიატრიული დარღვევების დროს (ანტიფსიქოტროპული) და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიც არის ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).
- პრობენეციდი – პოდაგრის სამკურნალოდ. თუ პაციენტს აქვს თირკმელის მხრივ პრობლემები, ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
- ციმეტიდინი – წყლულის და გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები. თუ პაციენტს აქვს თირკმელის მხრივ პრობლემები, ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს რომელიმე ზემოთ აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში.
არ შეიძლება ლევო-დენკ 500-ის შემდეგ მედიკამენტებთან ერთდროული მიღება, რადგან იგი მოქმედებს ლევო-დენკ 500-ის მუშაობაზე:
- რკინის შემცველი ტაბლეტები (ანემიის სამკურნალო), თუთიის დანამატები, მაგნიუმისა და ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობისათვის და გულძმარვისათვის), დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულისათვის). ქვემოთ იხილეთ პუნქტი 3 “თუ პაციენტი ღებულობს რკინს შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატებს”.

შარდში ოპიატის დონის შესამოწმებელი ტესტები
შარდის შესამოწმებელმა ტესტებმა შესაძლებელია აჩვენოს “ცრუ-დადებითი” შედეგი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე ე.წ. “ოპიატებზე”, იმ ადამიანებში, რომლებიც ღებულობენ ლევო-დენკ 500-ს. თუ მკურნალმა ექიმმა დანიშნა შარდის ანალიზი, მას უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი ღებულობს ლევო-დენკ 500-ს.

ტუბერკულოზის ტესტები
ამ პრეპარატმა შეიძლება აჩვენოს “ცრუ-უარყოფითი” შედეგი ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტზე, რომელიც გამოიყენება ტუბერკულიოზის ბაქტერიის აღმოსაჩენად.

ორსულობა და ლაქტაცია
არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება თუ:
- პაციენტი არის ფეხმძიმედ, აპირებს დაფეხმძიმებას ან ფიქრობს, რომ არის ორსულად.
- ლაქტაციის დროს, ან თუ იგეგმება ლაქტაცია.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან მხედველობის მხრივ ცვლილებები. ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა შესაძლებელია იმოქმედოს კონცენტრაციასა და რეაქციის სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოერიდოს ისეთ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ლევო-დენკ 500 შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ლევო-დენკ 500 შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც საშუალებას იძლევა ითქვას, რომ “ნატრიუმისგან- თავისუფალია”.

3. ლევო-დენკ 500-ის მიღების წესი
ეს მედიკამენტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღების წესი
- პრეპარატი მიიღება ორალურად.
- ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
- ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან სხვა ნებისმიერ დროს კვებათა შორის.
თუ პაციენტი უკვე ღებულობს რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატებს
- არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატების ლევო-დენკ 500-თან ერთად მიღება. ეს პრეპარატები მიიღება ლევო-დენკ 500-ის მიღებიდან 2 საათით ადრე ან მის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა
- მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენი ტაბლეტი ლევო-დენკ 500-ის მიღებაა საჭირო.
- დოზა დამოკიდებულია იმ ინფექციის ტიპზე და ორგანიზმში მის მდებარეობაზე.
- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ინფექცია.
- თუ პაციენტი გრძნობს, რომ მედიკამენტის ეფექტი არის ძალიან სუსტი ან ძლიერი, არ უნდა მოხდეს დოზის თვითნებური დაკორექტირება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მოზრდილები და უფროსები
სინუსის ინფექცია
ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ.

ფილტვების ინფექციები, იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ სუნთქვის მხრივ პრობლემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში
ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ.

პნევმონია
ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ან ორჯერ.

საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის თირკმლები და საშარდე ბუშტი
ლევო-დენკ 500-ის 1/2 ან 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ.

პროსტატის ჯირკვლის ინფექციები
ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ.

კანის და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები, მათ შორის კუნთები
ლევო-დენკ 500-ის 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ ან ორჯერ.

თირკმელის უკმარისობის მქონე მოზრდილები და ხანდაზმულები
ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები
ეს მედიკამენტი არ მიიღება ბავშვებსა და მოზარდებში.
კანი დაცული უნდა იყოს მზის სინათლისგან
პაციენტი უნდა მოერიდოს მზის პირდაპირ სინათლეს პრეპარატის მიღების პერიოდში და მისი მიღების დასრულების შემდეგ 2 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში, კანი ხდება ძალიან მგრძნობიარე მზის მიმართ და შესაძლებელია დაიწვას, გაჩნდეს ჩხვლეტის შეგრძნება ან მწვავე ბუშტუკოვანი გამონაყარი, თუ არ იქნება დაცული შემდეგი ზომები:
• დარწმუნდით, რომ იყენებთ მაღალი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავ კრემს.
• პაციენტმა უნდა ატაროს მზის ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს მხრებს და ფეხებს.
• მოერიდეთ ხელოვნურ ულტრაიისფერ გამოსხივებას (სოლარიუმს).
ლევო-დენკ 500-ის დოზის გადაჭარბება
თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო უფრო მეტი ტაბლეტი, ვიდრე დანიშნული დოზა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან სხვა სამედიცინო მრჩეველს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა, რადგან ექიმმა ნახოს თუ რა მიიღო. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: კონვულსიური კრუნჩხვა, დაბნეულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება, კანკალი და გულის მხრივ პრობლემები – არაერთგვაროვანი გულის რითმი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ან გულძმარვა.

ლევო-დენკ 500-ის დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული გამოტოვებული დოზა, თუ არ არის მოახლოვებული მომდოვნო დოზის მიღების დრო. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ლევო-დენკ 500-ით მკურნალობის შეწყვეტა
არ შეიძლება ლევო-დენკ 500-ის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული კურსი. თუ პაციენტმა შეწყვიტა ტაბლეტების მიღება ძალიან ადრე, ინფექცია შესაძლებელია განმეორდეს, და მდგომარეობა უფრო გართულდეს, ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მედიკამენტის მიმართ.
ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება. ეს გვერდითი ეფექტები არის სუსტი ან საშუალო სიმძიმის და ხშირად ქრება ხანმოკლე დროის შემდეგ.

უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს ან საავადმყოფოს შემდეგი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისთანავე:
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გართულებას, ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპებას.

უნდა შეწყდეს ლევო-დენკ 500-ის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს დაუყონებლივ თუ პაციენტი შენიშნავს სერიოზულ გვერდით ეფექტებს – შესაძლებელია საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- წყლიანი დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს, შესაძლებელია კოლიკა და მაღალი სიცხე, რაც შეიძლება იყოს ნაწლავების მხრივ მწვავე პრობლემების ნიშნები.
- მყესების ან შემაერთებელი ქსოვილების ტკივილი და ანთება, რაც შეიძლება იყოს მოტეხილობის გამომწვევი. ყველაზე ხშირად ვლინდება აქილევსის მყესი;
- კრუნჩხვები
- იმის დანახვა ან მოსმენა რაც არ არსებობს (ჰალუცინაციები, პარანოია), აზრის და ფიქრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები), სუიციდური აზრების ან მოქმედების გაჩენის რისკით.
- დეპრესიის განცდა, ფსიქიკური პრობლემები, მოუსვენრობა (აგიტაცია), უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები.
- გამონაყარი ფართო ადგილას, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტის მომატება, სისხლის მხრივ დარღვევები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DღEშშ სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). იხ. პუნქტი 2.
- სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის ექსკრეციის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (შIADH).
- სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითებით გამოწვეული კომა (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს ე/წ “ნეიროპათიის” ნიშნები.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დგინდება)
- სერიოზული კანის სიწითლე სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო სამიზნის-მსგავსი მოწითალო ლაქების სახით ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკებით ღეროებზე, კანის აქერცვლა, პირის, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანობის და თვალების წყლულები, რომელსაც წინ უძღვის ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხ. ასევე პუნქტი 2.
 მადის დაკარგვა, კანი და თვალები ხდება ყვითელი ფერის, მუქი შეფერილობის შარდი, ქავილი, ან მუცლის ღრუ ხდება მგრძნობიარე. ეს ღვიძლის მხრივ პრობლემების ნიშნებია, რაც შეიძლება ღვიძლისთვის ფატალური შედეგის მომტანი იყოს.
თუ პაციენტს განუვითარდა თვალის მხრივ პრობლემები, ლევო-დენკ 500-ით მკურნალობის პერიოდში, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ოფთალმოლოგს
ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული მედიკამენტები, ზოგიერთ შემთხვევაში მიუხედავად არსებული რისკ-ფაქტორებისა, რომელიც ასიცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მიმდინარეობს ხანგრძლივად (გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაში), არასრულყოფილი ან პოტენციურად შეუქცევადი. აღნიშნული მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გართულება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიც არის ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნება, წვის შეგრძნება დაბუჟება ან ტკივილი (ნეუროფათია), დეპრესია, დაბნეულობა, ძილის მხრივ დარღვევები, მეხსიერების მხრივ დარღვევა, ასევე ყნოსვის, სმენის, გემოვნების მხრივ დარღვევები.
აორტის კედლის გადიდების და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შემთხვევები (ანევრიზმები და დისექცია), რომელიც შეიძლება დაირღვეს და იყოს ფატალური, და გულის სარქველების უკმარისობა, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს. ასევე იხ. ნაწილი 2.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღის მანძილზე:
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- ძილის მხრივ პრობლემები
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება
- ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება) და დიარეა
- სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება
შედარებით იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- სხვა ბაქტერიების ან სოკოს ბაქტერიების რაოდენობის ცვლილება, სოკოვანი ინფექცია ე.წ კანდიდა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რაც ვლინდება სისხლის ანალიზებში (ლეუკოპენია, ეოზინოფილია)
- სტრესის შეგრძნება (შფოთვა), დაბნეულობა, ნერვული აღგზნებულობა, ძილიანობა, კანკალი, ვერტიგო
- ქოშინი (დისპონეა)
- გემოვნების ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან დისპეპსია, მუცლის ღრუს ტკივილი, მეტეორიზმი ან ყაბზობა
- ქავილი და კანის გამონაყარი, მწვავე ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბოფლოანობა (ჰიპერჰიდროზი)
- სახსრების ან კუნთების ტკივილი
- სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს არარეალური შედეგები: ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელის (კრეატინინის მომატება) მხრივ პრობლემები
- ზოგადი სისუსტე
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
- სისხლჩაქცევები და მარტივი სისხლდენა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით (თრომბოციტოპენია)
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეუტროპენია)
- გადაჭარბებული იმუნური სისტემის პასუხი (ჰიპერსენსიტიურობა)
- ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია)
- სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (ბუნდოვანი მხედველობა) მხრივ პრობლემები
- გულის რითმის უჩვეულოდ მომატება (ტაქიკარდია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
- კუნთების სისუსტე: რაც მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისით დაავადებული პაციენტებისათვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება)
- თირკმელის მუშაობის მხრივ დარღვევები, განსაკუთრებით თირკმელის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელის მხრივ ალერგიული რეაქციით, ე.წ შუალედური ნეფრიტი
- ცხელება
- მკვეთრად დაყოფილი ერითემატოზული ლაქები ბუშტუკებით ან მის გარეშე, რომლებიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და მკურნალობს პოსტ ანთებით ნარჩენ ჰიპერპიგმენტაციას.ჩვეულებრივ მეორდება კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ადგილას ლევოფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედების შემდეგ.
- მეხსიერების დაქვეითება
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დგინდება)

- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს ან სიყვითლეს, რაც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებით; სისხლის ყველა სახის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია)
- ცხელება, ფარინგიტი, და ზოგადი სისუსტის შეგრძნება, რაც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით (აგრანულოციტოზი)
- ცირკულაციური დარღვევა (ანაფილაქტიური შოკის მსგავსი)
- სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპოგლიკემია) ან დაცემა, რაც გამოიწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის
- ყნოსვის შეგრძნების ცვლილება, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია)
- მოძრაობის და გადაადგილების მხრივ პრობლემები (დისკინეიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
- ცნობიერების ან პოზის დროებითი დაკარგვა (სინკოპე)
- მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება
- სმენის მხრივ პრობლემები ან სმენის დაკარგვა
- გულის არანორმალურად მომატებული რითმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის რითმის გაჩერება (ე.წ Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, იხილეთ ელექტრო კარდიოგრამაზე გულის ელექტრული მუშაობა)
- სუნთქვის გაძნელება ან ხრიალი (ბრონქოსპაზმი)
- ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტოსენსიტიურობა)
- ალერგიით გამოწვეული სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)
- პირის ღრუს ქსოვილის ანთება (სტომატიტი)
- კუნთის რღვევა და კუნთის განადგურება (რაბდომიოლიზი)
- სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)
- ტკივილი, მათ შორის ზურგის, გულ-მკერდის და კიდურების
- პორფირიის გამწვავება იმ პაციენტებში, რომელთაც მანამდე სჭირდათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
- თავის მუდმივი ტკივილი, დაბინდულ მხედველობასთან ერთად ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია)

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე უნდა მიემართოს იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი გვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

5. ლევო-დენკ 500-ის შენახვის წესი
აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება კოლოფზე და ბლისტერზე „Eხპ“-ის შემდეგ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი
ინახება 250 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
არ შეიძლება რომელიმე პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების მიღება საჭიროა გარემოს დასაცავად.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
ლევო-დენკ 500-ის შემადგენლობა
• აქტიური ნივთიერება არის ლევოფლოქსაცინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატის.
• დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზა ფხვნილის სახით, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K25, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.

ლევო-დენკ 500 აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ლევო - დენკ 500 არის ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.
აპკიანი გარსით შემოგარსული ტაბლეტი იყოფა თანაბარ ნაწილებად.
ლევო-დენკ 500 ხელმისაწვდომია PVჩ/PVDჩ ალუმინის ბლისტერზე.
შეფუთვის ზომა: აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლევო-დენკი 500მგ #10ტ
  • სახელი: ლევო-დენკი 500მგ #10ტ
  • მწარმოებელი: Rottendorf Pharma GmbH, (Am Fleigendahl 3) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rottendorf Pharma GmbH (Ostenfelder Strabe 51-61)(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
Aversi 42.85 ლ
ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #10
  • სახელი: ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #10
  • შეფუთვა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
Pharmadepot 42.87 ლ
ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #5
  • სახელი: ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #5
Pharmadepot 13.71 ლ
ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #10
  • სახელი: ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #10
  • შეფუთვა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
GPC 42.87 ლ
ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #5
  • სახელი: ლევო-დენკი ტაბლეტი 500მგ #5
GPC 9.88 ლ
Levo-denk - ლევო-დენკი 500მგ 10 ტაბლეტი
  • სახელი: Levo-denk - ლევო-დენკი 500მგ 10 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
PSP 42.87 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით