ლევოფლოქს-დენკი 5მგ/მლ - Levoflox-Denk 5mg/ml

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Levofloxacinun
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ
1 მლ
ლევოფლოქსაცინი.......5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, მწველი ნატრიუმი, წყალი ინექციისათვის (Na-ის იონების კონცენტრაცია 154 მმოლი/ლ).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

ჩვენებები
მედიკამენტი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, თუ ამ ინფექციათა გამომწვევები არიან ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები.
- მწვავე სინუსიტი;
- ქვემო სასუნთქი გზების ანთებები, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება ან არაჰოსპიტალური პნევმონიები;
- შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (თირკმლების ჩათვლით);
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.

საინფუზიო ხსნარი
ლევოფლოქსაცინი 500 მლ საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ დღეში ერთხელ ან ორჯერ. დოზირება განისაზღვრება ინფექციის ხასიათითა და სიმძიმით და აგრეთვე მგრძნობელობით სავარაუდო გამომწვევისადმი. ავადმყოფებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ) პრეპარატი შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზირების შემდეგი რეჟიმით:
- ფილტვების ანთება: 500 მგ ლევოფლოქსაცინი 1-2-ჯერ დღეში;
- საშარდე გზების ინფექციები: 250 მგ ლევოფლოქსაცინი ერთხელ დღეში (მძიმე ინფექციის დროს შესაძლებელია დოზის მომატება);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია: 500 მგ ლევოფლოქსაცინი დღეში ორჯერ.
ლევოფლოქსაცინი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეყავთ ვენაში წვეთოვანი სახით ნელა. ლევოფლოქსაცინის ერთი ფლაკონის 500 მგ (100 მლ ინფუზიური ხსნადი 500 მგ ლევოფლოქსაცინით) შეყვანის ხანრძლივობა უნდა შეადგინდეს არანაკლებ 60 წუთს
ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება გადასვლა ინტრავენური წვეთოვანი შეყვანიდან იმავე დოზის ტაბლეტების მიღებაზე.
ლევოფლოქსაცინი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან ერთად: 0.9% ნატრიუმის ქლორიდთან, 5%- დექსტროზასთან, 2.5% რინგერის ხსნართან დექსტროზასთან ერთად, კომბინირებული ხსნარებთან პარენტერული კვებისათვის (ამინომჟავები, ნახშირწყლები, ელექტროლიტები).
500 მგ ლევოფლოქსაცინის შერევა არ შეიძლება ჰეპარინთან ან ხსნარებთან, რომელთაც გააჩნიათ ტუტე რეაქცია (მაგალითად, ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი).
მკურნალობის ხანგრძლივობა, ორიენტირებული დაავადების ხანგძლივობაზე, უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 14 დღეს. ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას პრეპარატ ლევოფლოქსაცინით მკურნალობა (საინფუზიო ხსნარი ან ტაბლეტები) რეკომენდებულია ორგანიზმის ტემპერატურის ნორმალიზებიდან ან გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან მინიმუმ 48-78 საათის შემდეგ.
მედიკამენტით მკურნალობისას (ტაბლეტებით ან საინფუზიო ხსნარით) ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, რის გამოც თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფების მკურნალობის დროს აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება.
ჰემოდიალიზისა და ხაპდ-ს შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი დოზების შეყვანა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს არ არის აუცილებელი დოზის სპეციალური შერჩევა იმდენად, რამდენადაც მედიკამენტი მეტაბოლიზდება ღვიძლში მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით.
პრეპარატ ლევოფლოქსაცინით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ვადაზე ადრე ექიმის მითითების გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით