ადიფლოქსი - Adiflox
ადიფლოქსი - Adiflox

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ადიფლოქსი 500მგ #7****ტ

ინფორმაცია****მომხმარებლისთვის

ადიფლოქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

1.ადიფლოქსის დახასიათებადაგამოყენება

ადიფლოქსის აქტიური ინგრედიენტია ლევოფლოქსაცინი, ფართო სპექტრის ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალება. მას გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი ორგანიზმში ინფექციების გამომწვევი სხვადასხვა სახეობის ბაქტერიების მიმართ, კერძოდ, ბაქტერიული ზრდის შეჩერების საშუალებით.

ლევოფლოქსაცინი გამოიყენება ზოგიერთი შემდეგი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ:

- სინუსების ინფექციები;

- ფილტვების, სასუნთქი გზების ინფექციები და პნევმონია;

- საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით;

- პროსტატის ინფექციები;

- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

2.ადიფლოქსისმიღებამდე****გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ მიიღოთ ადიფლოქსი და აცნობეთ ექიმს:

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ლევოფლოქსაცინის ან ამ პრეპატატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში), ან თუ ხართ ალერგიული სხვა ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ (ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი);

ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გამონაყარი, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.

- თუ გაქვთ ეპილეფსია;

- თუ ოდესმე გქონიათ მყესების პრობლემები და მკურნალობდით ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებით;

- თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას;

- თუ ხართ მეძუძური, ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს;

- ეს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მოზრდილებისათვის, დაუშვებელია მისი მიცემა ბავშვებისა და მოზარდებისათვის ზრდის პერიოდის განმავლობაში (18 წლამდე), რადგანაც არსებობს სახსრების დაზიანების რისკი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ადიფლოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებებიდასიფრთხილის****ზომები

არ მიიღოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ფტორქინოლონებს/ქინოლონებს, ადიფლოქსის ჩათვლით, თუ წარსულში გქონიათ რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას. ამ შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

ადიფლოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

- ხართ 60 წლის ან უფროსი ასაკის;

- იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო პრეპარატები და ადიფლოქსი);

- ოდესმე გქონიათ კრუნჩხვა;

- ადრე გქონიათ ტვინის დაზიანება (მაგ. ინსულტი ან ტვინის მძიმე დაზიანება);

- გქონიათ ან გაქვთ თირკმელების პრობლემები;

- გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი - ამ პრეპარატის მიღებისას სავარაუდოა განვითარდეს სისხლის სერიოზული პრობლემები;

- გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;

- როდესმე გქონიათ გულის პრობლემები, ამ პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. რისკი იზრდება, თუ გაქვთ თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ჩანს ეკგ-ზე), თუ გაქვთ სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონეები), თუ გაქვთ ძალიან ნელი გულისცემის სიხშირე (ბრადიკარდია), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გქონიათ გულის შეტევა, ან თუ ხართ ქალი ან ხართ ხანდაზმული, ან იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევს ეკგ-ს ცვლილებებს (იხილეთ „სხვა პრეპარატები და ადიფლოქსი“);

- გაქვთ დიაბეტი;

- გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ღვიძლის დაავადება:

- გაქვთ მიასთენია გრავის;

- თუ დაგისვეს მსხვილი სისხლძარღვის დილატაციის ანუ „გაფართოების“ დიაგნოზი (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა);

- თუ ადრე გქონიათ აორტის დისექციის ეპიზოდი (აორტის კედლის გასკდომა);

- თუ დაგისვეს გულის სარქვლის პროლაფსის დიაგნოზი (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);

- თუ გაქვთ აორტის ანევრიზმა ან აორტის დისექცია ან თანდაყოლილი გულის მანკი ოჯახურ ანამნეზში, ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანწყობითი დაავადებები (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს- დანლოსის სისხლძარღვოვანი სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შაგრენის სინდრომი, [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიიტი, ბეჩეტის დაავადება, მაღალი სისხლის წნევა ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის შიდა გარსის ანთება].

ადიფლოქსის****მიღებისას

- თუ განგივითარდათ მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ძლიერი ტკივილი, რაც ანევრიზმისა და აორტის დისექციის სიმპტომებია, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

- თუ მოულოდნელად განგივითარდათ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში ზურგზე წოლისას, ან შეამჩნიეთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება, და მყესების ანთება ან გაწყვეტა. მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე უფროსი ასაკის), გაქვთ გადანერგილი ორგანო, გაქვთ თირკმელების პრობლემები ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება მოხდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და ადიფლოქსით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეშიც კი. მყესის (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხარის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გაჩენისას, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება, დაუკავშირდით თქვენ ექიმს და მოსვენებულ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ არასაჭირო ფიზიკურ დატვირთვას, რადგანაც ამან შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განიცადოთ ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში, ან ხელისგულებში და ხელებში. თუ ეს მოხდა, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი დაავადების განვითარება.

გახანგრძლივებული**,დამაუძლურებელიდაპოტენციურადშეუქცევადისერიოზულიგვერდითი****ეფექტები**

ფტორქინოლონების/ქინოლონების შემცველი ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ადიფლოქსის გამოყენება, ასოცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივია (თვეები ან წლები), დამაუძლურებელია ან პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ტკივილს ზედა და ქვედა კიდურების მყესებში, კუნთებსა და სახსრებში, სიარულის გაძნელებას, უჩვეულო შეგრძნებებს, როგორიცაა დასუსხვის, ჩხვლეტის, პწკენის ან წვის შეგრძნება (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს, სუნის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.

თუ ადიფლოქსის მიღების შემდეგ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე. ექიმთან ერთად უნდა გადაწყდეს, გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა სხვა კლასის ანტიბიოტიკების შესაძლო გამოყენების განხილვის საშუალებით.

თუ არა ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე, ადიფლოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვაწამლებიდა****ადიფლოქსი

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატები.

ეს აუცილებელია, რადგანაც ადიფლოქსმა შეიძლება გაახანგრძლივოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება და სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადიფლოქსის მოქმედებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან გასაუბრება, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

კორტიკოსტეროიდები - შესაძლოა უფრო მეტი ალბათობით განგივითარდეთ მყესების ანთება და/ან გაწყვეტა;

თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ადიფლოქსთან კომბინაციაში მიღების შემთხვევაში, პრობლემები შეიძლება გაუარესდეს, უფრო მეტი ალბათობით ვითარდება კრუნჩხვა;

ვარფარინი (K ვიტამინის ანტაგონისტები) - გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად. ადიფლოქსთან კომბინირებისას, სისხლდენა შეიძლება გაიზარდოს, ექიმი დანიშნავს სისხლის სპეციფიკურ ტესტებს;

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას-ები), როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს. ადიფლოქსთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების რისკს; ციკლოსპორინი - იმუნოსუპრესორული სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ. შეიძლება განვითარდეს უფრო მეტი გვერდითი ეფექტები ციკლოსპორინისგან, ხოლო ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გაახანგრძლივოს ციკლოსპორის მოქმედება.

პრობენეციდი - (პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი) და ციმეტიდინი (წყლულის და გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატი) ამცირებენ თირკმელების მიერ ადიფლოქსის ელიმინაციის უნარს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

წამლები, რომლის საშუალებით მკურნალობენ გულის აქტივობას და გულის რითმის დარღვევებს - (ანტიარითმული პრეპარატები - ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ამიოდარონი).

ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - ამიტრიპტილინი და იმიპრამინი). ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო - მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი). იხილეთ პუნქტი „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ადიფლოქსის გამოყენებისას”.

არგამოიყენოთადიფლოქსიშემდეგპრეპარატებთანერთად:

რკინის შემცველი პრეპარატები (ანემიის საწინააღმდეგო), თუთიის შემცველი დიეტური დანამატები, ანტაციდები (მედიკამენტები გულძმარვისა და კუჭის ტკივილის საწინააღმდეგოდ), მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი პრეპარატები, დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი პრეპარატები).

შარდისტესტებიოპიატებზე

ოპიატებზე შარდის გამოკვლევისას შესაძლებელია ადიფლოქსის ტკივილგამაყუჩებელთან ერთად მიღებისას ცრუ „დადებითი" შედეგის მიღება. თუ საჭიროა ოპიატებზე შარდის ტესტი, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ადიფლოქსს.

ადიფლოქსისმიღებასაკვებთანდასასმელებთან****ერთად

ადიფლოქსის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის. არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ადიფლოქსით მკურნალობის განმავლობაში.

ორსულობადაძუძუთი****კვება

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის, სანამ მიიღებთ რაიმე პრეპარატს.

არ მიიღოთ ადიფლოქსი თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად. არ მიიღოთ ადიფლოქსი ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილებისმართვადამექანიზმებისგამოყენება

ადიფლოქსის მიღების შემდეგ, თქვენ შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, მაგალითად, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, მხედველობის ცვლილებები და ა.შ. გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის უნარისა და რეაქციის სიჩქარის კონტროლის შეცვლა. ამ მიზეზით, უკუნაჩვენებია ავტომობილის მართვა ან ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს, თუ ადიფლოქსის მიღებისას განიცადეთ რომელიმე ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტი.

ადიფლოქსი შეიცავს საღებავებს: ტარტრაზინს (E 102) და „სანსეთ იელოუს“ (E110), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

3.ადიფლოქსის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ადიფლოქსი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არა ხართ, უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გარსით დაფარული ტაბლეტები ადიფლოქსი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით. დანიშნული დოზა უნდა იქნას მიღებული 12 ან 24 საათიანი რეგულარული ინტერვალებით. ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის.

დაიცავით თავი პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან

ადიფლოქსის მიღების დროს და მკურნალობის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ მოერიდეთ მზის ზემოქმედებას და მიიღეთ ზომები თავის დასაცავად - ატარეთ ქუდი, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, რადგანაც არსებობს კანის გაწითლებისა და გამონაყარის გაჩენის მომატებული რისკი.

თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდნოზინს ან სუკრალფატს - არ მიიღოთ ეს პრეპარატები ადიფლოქსთან ერთდროულად. მიიღეთ ადიფლოქსი ამ პრეპარატების მიღებიდან მინიმუმ 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ლევოფლოქსაცინის მოქმედების შემცირების შესაძლებლობა.

ადიფლოქსისტაბლეტისრაოდენობისმიღებათასაჭიროება

- ექიმი განსაზღვრავს ადიფლოქსის ზუსტ დოზას;

- დოზა განისაზღვრება ინფექციის ადგილისა და ტიპის მიხედვით;

- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სირთულეზე;

- თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ამ პრეპარატის მოქმედება ძალიან სუსტი ან ზედმეტად ძლიერია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, და არ შეცვალოთ დოზა თქვენ თვითონ.

მოზრდილებიდახანდაზმულები

სინუსის მწვავე ინფექცია - 500 მგ დღეში ერთხელ.

ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში - 500 მგ დღეში ერთჯერ.

პნევმონია - 500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დღეში

საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით - 250 მგ ან 500 მგ დღეში.

პროსტატის ინფექცია - 500 მგ ერთჯერ დღეში.

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები - 500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ.

მოზრდილებიდახანდაზმულებითირკმელებისფუნქციის****დარღვევით

რადგანაც ადიფლოქსი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, შეიძლება ექიმს დასჭირდეს უფრო დაბალი დოზის მოცემა. დაიცავით ექიმის ინსტრუქციები.

ბავშვებიდამოზარდები

ადიფლოქსი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.

თუმიიღეთსაჭიროზე****უფრომეტიადიფლოქსი

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ პრეპარატის პაკეტი ექიმისთვის საჩვენებლად. შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ცნობიერების არევა, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კრუნჩხვები, გულისრევა, გულის ფრიალი.

თუდაგავიწყდათადიფლოქსის****მიღება

თუ დაგავიწყდათ ადიფლოქსის ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. ამ შემთხვევაში, უბრალოდ გააგრძელეთ ადიფლოქსის მიღება ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა ადიფლოქსის დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუთქვენშეწყვიტეთადიფლოქსისმიღება

არ შეწყვიტოთ ადიფლოქსის მიღება იმიტომ რომ თავს უკეთესად გრძნობთ. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი უნდა დასრულდეს, რათა არ დაირღვეს მისი ეფექტურობა. თუ მკურნალობას ძალიან მალე შეწყვიტეთ, დიდი შანსია რომ ინფექცია დაბრუნდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერიები გახდეს რეზისტენტული პრეპარატის მიმართ.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ადიფლოქსის გამოყენების შესახებ, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლოგვერდითი****ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ადიფლოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა პაციენტში არ ვლინდება. ეს რეაქციები ჩვეულებრივ მსუბუქია და ქრება მოკლე დროში.

გვერდითირეაქციებისსიხშირეკატეგორიზებულიაშემდეგნაირად**:**

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1/10-ზე მეტ ლევოფლოქსაცინით ნამკურნალევ პაციენტში); ხშირი (უვითარდება 1/10-მდე პაციენტს), არახშირი (უვითარდება1/100 -მდე პაციენტს), იშვიათი (უვითარდება1/1000- მდე პაციენტს), ძალიან იშვიათი (უვითარდება 1/10000-მდე პაციენტს), უცნობია ( არ შეიძლება გამოითვალოს არსებული მონაცემებიდან).

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან წადით უახლოეს საავადმყოფოში და თან წაიღეთ პრეპარატი:

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- სახის ან ტუჩების შეშუპება, ყელის შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან წადით უახლოეს საავადმყოფოში და თან წაიღეთ პრეპარატი:

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

მძიმე წყალ-წყალა დიარეა, სისხლნარევი, ზოგჯერ მუცლის ტკივილით და სპაზმებით, და ცხელებით. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ნაწლავის ანთებითი დაავადებით.

- მყესებისა და იოგების ტკივილი, შეშუპება და/ან სიწითლე, ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი.

- გულის წასვლა, კრუნჩხვები.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- კიდურების წვა, ჩხვლეტა, სუსხვა, სიმაგრე - ნეიროპათიის ნიშნები.

სხვა გვერდითი ეფექტები:

- კანის მძიმე, ქავილიანმა გამონაყარმა შეიძლება დააზიანოს პირის ღრუს, ცხვირის, თვალების ან სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსები, შესაძლოა წარმოიქმნას ბუშტუკები და აქერცვლა პირისა და ცხვირის გარშემო.

- მადის დაკარგვა, კანისა ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), შარდის გამუქება, ქავილი, მტკივნეული მუცელი (ღვიძლის პრობლემების სიმპტომები).

თუ მხედველობა დაქვეითდა ან გაგიჩნდათ თვალის სხვა პრობლემები ადიფლოქსით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოჩნდება და გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ან გახდება სერიოზული:

ხშირი გვერდითი ეფექტები:

- ძილის პრობლემები;

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

- გულისრევა, ღებინება, დიარეა;

- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტების მაღალი დონე სისხლში.

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- სოკოების (სოკოვანი ინფექცია) და / ან სხვა რეზისტენტული ბაქტერიების ზრდა;

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები სისხლის ზოგიერთ ტესტში;

- შფოთვა, ცნობიერების არევა, ნერვული დაძაბულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანკალი;

- ქოშინი (დისპნოე);

- გემოვნების შეცვლა, მადის დაკარგვა, ფაღარათი, საჭმლის მოუნელებლობა (დისპეფსია), მუცლის ტკივილი, შებერვა და გაზები (მეტეორიზმი) ან ყაბზობა;

- ქავილი და გამონაყარი კანზე, მძიმე ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ზედმეტი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);

- სახსრების ან კუნთების ტკივილი;

- სისხლის ტესტებში ცვლილებები ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) ფუნქციის დარღვევის გამო;

- ზოგადი დაღლილობა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტები) - სისხლჩაქცევებისა და სისხლდენის გაადვილებისკენ ტენდენცია (თრომბოციტოპენია);

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ვარდნა (ნეიტროპენია);

- ჰიპერსენსიტიურობა (მწვავე და გადაჭარბებული იმუნური პასუხი);

- დიაბეტით დაავადებულებში - სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია);

- ფსიქოზური რეაქციები (აზრის ან / და ფიქრების შეცვლა), ჰალუცინაციები და დევნის გრძნობები (პარანოია) და სუიციდური აზრებისა და მოქმედებების შესაძლებლობა;

- დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები, შფოთვის და მღელვარების შეგრძნება (აგზნება), რეალისტური სიზმრები და კოშმარები;

- ტკივილი სახსრებში და კუნთებში, გულმკერდში, კიდურებში;

- ხელებში და ფეხებში კანკალი/ჩხვლეტა (პარესთეზია);

- სმენის (ტინიტუსი) და მხედველობის (ბუნდოვანი მხედველობა) პრობლემები;

- აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა (ტაქიკარდია) ან სისხლის წნევის პათოლოგიური დაწევა (ჰიპოტენზია);

- მიასთენია გრავის მქონე პირებში (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება) - კუნთების სისუსტე;

- თირკმელების ფუნქციის გაუარესება, იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა თირკმლის ალერგიული რეაქციის გამო (ინტერსტიციული ნეფრიტი);

- ცხელება.

სხვაშესაძლოგვერდითიეფექტები:

- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, გაყვითლება, სისუსტე, ქოშინი (ანემია) ან ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია);

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (აგრანულოციტოზი), რომელიც იწვევს ცხელების მუდმივ რეციდივებს: ცხელება, მტკივნეული ყლაპვა, საერთო სისუსტე, ყელის გაწითლება, რომლებიც გრძელდება;

- სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი შოკი);

- დიაბეტის მქონე პირებში სისხლში შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის შემცირება (ჰიპოგლიკემია);

- მოძრაობისა და სიარულის, კუნთების კოორდინაციის დარღვევები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები);

- ყნოსვის დარღვევა, ყნოსვის ან გემოვნების გრძნობის დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია);

- გონების დროებითი დაკარგვა ან გულის წასვლა (სინკოპე);

- მხედველობის დროებითი დაკარგვა;

- სმენის გაუარესება ან დაკარგვა;

- პათოლოგიურად სწრაფი, არარეგულარული, სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმი (გულის ფუნქციის დარღვევა), გულის გაჩერების, გულის რითმის პათოლოგიების ჩათვლით (ეკგ-ზე ჩანს ეგრეთ წოდებული QT გახანგრძლივება, გულის ელექტრული აქტივობა);

- სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი (ბრონქოსპაზმი);

- ფილტვის ალერგიული რეაქციები - ანთება, ცხელება, ქოშინი, ხველა;

- პანკრეატიტი;

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

- კანის ჰიპერსენსიტიურობა მზის ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ (ფოტოსენსიტიურობა);

- მცირე სისხლძარღვების ალერგიული ანთება (ალერგიული ვასკულიტი);

- პირის ღრუს ქსოვილების ანთება (სტომატიტი);

- კუნთის გაწყვეტა ან დაშლა, გამოიხატება კუნთების ძლიერი ტკივილით, დაჭიმულობით, სისუსტით ან კრუნჩხვით (რაბდომიოლიზი);

- სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი);

- ტკივილი, ზურგში, გულმკერდში ან კიდურებში ტკივილის ჩათვლით;

- პორფირიის გამწვავება პორფირიით დაავადებულ ადამიანებში (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება);

- გახანგრძლივებული თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).

გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლებამდე) ან მუდმივი გვერდითი ეფექტების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, უჩვეულო შეგრძნებები, მაგალითად, დასუსხვის, ჩხვლეტის, პწკენის ან წვის შეგრძნება (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების გაუარესება, და სმენის, მხედველობის, გემოსა და სუნის დაქვეითება დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების შემცველი საშუალებების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მანამდე არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირებულია აორტის კედლის დილატაციის და შესუსტების ან აორტის კედელში ნახეთქის წარმოქმნის შემთხვევები (ანევრიზმები და დისექციები), რომლებიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, აგრეთვე დაფიქსირებულია გულის სარქვლის პროლაფსის შემთხვევები. იხილეთ აგრეთვე პუნქტი 2.

თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.

ინფორმაციისმიწოდებასაეჭვოგვერდითიმოვლენების****შესახებ

თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5.ადიფლოქსის შენახვის წესი

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ადიფლოქსი ბლისტერზე და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაიყაროს მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.შეფუთვისშემადგენლობადადამატებითი****ინფორმაცია

ადიფლოქსის შემადგენლობა

აქტიური****ნივთიერება - ლევოფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.

სხვაინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, სილიციფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო.

გარსის საფარი: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (El 71), მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, „სანსეთ იელოუ“ (El 10), ტარტრაზინი (El 02), სოიოს ლეციტინი.

ადიფლოქსის გარეგნული იერსახედაშეფუთვისშემადგენლობა

ადიფლოქსი არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პერორალური გამოყენებისათვის.

მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნარინჯისფერი.

აპკიანი გარსით დაფარული 7 ტაბლეტი შეფუთულია პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი შეფუთულია ერთად მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგისავტორიზაციისმფლობელიდამწარმოებელი

„ადიფარმ ეად“

ADIPHARM EAD

სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130

სოფია 1700 ბულგარეთი.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება-ლევოფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500მგ ლევოფლოქსაცინს.ჩვენება: სინუსების ინფექციები; ფილტვების, სასუნთქი გზების ინფექციები და პნევმონია; საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით; პროსტატის ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ლევოფლოქსაცინის ან ამ პრეპატატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ან თუ არის ალერგიული სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ (ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი);
ადიფლოქსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად: ადიფლოქსის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის. ალკოჰოლი არ მიიღება ადიფლოქსით მკურნალობის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღება ადიფლოქსი თუ პაციენტი არის ორსულად ან ცდილობს დაორსულებას ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად. არ მდოზირება: მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტის ადიფლოქსის ზუსტ დოზას; დოზა განისაზღვრება ინფექციის ადგილისა და ტიპის მიხედვით; მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სირთულეზე; თუ პაციენტს აქვს შთაბეჭდილება, რომ ამ პრეპარატის მოქმედება ძალიან სუსტი ან ზედმეტად ძლიერია, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, და არ უნდა შეცვალონ დოზა თვითნებურად.
მოზრდილები და მოხუცები: სინუსის მწვავე ინფექცია-500მგ დღეში ერთხელ; ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში-500მგ დღეში ერთჯერ; პნევმონია-500მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დღეში; საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით-250მგ ან 500მგ დღეში; პროსტატის ინფექცია-500მგ ერთჯერ დღეში; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები-500მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დღეში; მოზრდილები და მოხუცები თირკმელების დისფუნქციით: რადგანაც ადიფლოქსი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, შეიძლება ექიმს დასჭირდეს პაციენტისათვის უფრო დაბალი დოზის მოცემა. პაციენტმა უნდა დაიცვას მკურნალ ექიმის ინსტრუქციები.ბავშვები და მოზარდები:
ადიფლოქსი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვა: ადიფლოქსი არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით ანუ პერორალურად მისაღები. მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნარინჯისფერი. 7 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთულია პვდქ- ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი შეფუთულია ერთად მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი: „ადიფარმ ეად“ (ADIPHARM EAD), ბულგარეთი.

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ადიფლოქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

(ლევოფლოქსაცინი)

ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

- შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

-თუ რაიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ადიფლოქსი

2. ადიფლოქსის მიღებამდე

3. როგორ მიიიღება ადიფლოქსი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ადიფლოქსი

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ადიფლოქსი

თქვენი პრეპარატის დასახელებაა ადიფლოქსი და მისი აქტიური ინგრედიენტია ლევოფლოქსაცინი, ფართო სპექტრის ქინოლონური ანტიბიოტიკი. მას გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი თქვენს ორგანიზმში ინფექციების გამომწვევი სხვადასხვა სახეობის ბაქტერიების ბაქტერიული ზრდის შეჩერების საშუალებით.

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ლევოფლოქსაცინი ზოგიერთი შემდეგი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ:

- სინუსების ინფექციები;

- ფილტვების, სასუნთქი გზების ინფექციები და პნევმონია;

- საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით;

- პროსტატის ინფექციები;

- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

2. რა უნდა იცოდეთ ადიფლოქსის მიღებამდე

არ მიიღოთ ადიფლოქსი და უთხარით თქვენს ექიმს:

- თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ლევოფლოქსაცინის ან ამ პრეპატატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში), ან თუ ხართ ალერგიული სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ (ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი);

ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გამონაყარი, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.

-თუ გაქვთ ეპილეფსია;

-თუ როდესმე გქონიათ მყესების პრობლემები და მკურნალობდით ქინოლონური ანტიბიოტიკით;

-თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას

-თუ ხართ მეძუძური, ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს;

- ეს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მოზრდილებისათვის, დაუშვებელია მისი მიცემა ბავშვებისა და მოზარდებისათვის ზრდის პერიოდის განმავლობაში (18 წლამდე), რადგანაც არსებობს სახსრების დაზიანების რისკი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ადიფლოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თქვენ არ უნდა მიიღოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ფტორქინოლონებს/ქინოლონებს, ადიფლოქსის ჩათვლით, თუ წარსულში გქონიათ რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას. ამ შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

ადიფლოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

- თქვენ ხართ 60 წლის ან უფროსი ასაკის;

- იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო პრეპარატები და ადიფლოქსი);

- თქვენ როდესმე გქონიათ კრუნჩხვა;

- თქვენ ადრე გქონიათ ტვინის დაზიანება (მაგ. ინსულტი ან ტვინის მძიმე დაზიანება);

- თქვენ გქონიათ ან გაქვთ თირკმელების პრობლემები;

- თქვენ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი - ამ პრეპარატის მიღებისას თქვენ სავარაუდოდ განგივითარდებათ სისხლის სერიოზული პრობლემები;

- გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;

- თქვენ როდესმე გქონიათ გულის პრობლემები, ამ პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. რისკი იზრდება, თუ თქვენ გაქვთ თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ჩანს ეკგ-ზე), თუ გაქვთ სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონეები), თუ გაქვთ ძალიან ნელი გულისცემის სიხშირე (ბრადიკარდია), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), თქვენ გქონიათ გულის შეტევა, ან თუ ხართ ქალი ან ხართ ხანდაზმული, ან იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ს ცვლილებებს (იხილეთ „სხვა პრეპარატები და ადიფლოქსი“);

- გაქვთ დიაბეტი;

- თქვენ გაქვთ ან როდესმე გქონიათ ღვიძლის დაავადება:

- გაქვთ მიასთენია გრავის;

- თუ თქვენ დაგისვეს მსხვილი სისხლძარღვის დილატაციის ანუ „გაფართოების“ დიაგნოზი (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა);

- თუ თქვენ ადრე გქონიათ აორტის დისექციის ეპიზოდი (აორტის კედლის გასკდომა);

- თუ თქვენ დაგისვეს გულის სარქვლის პროლაფსის დიაგნოზი (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);

- თუ თქვენ გაქვთ აორტის ანევრიზმა ან აორტის დისექცია ან თანდაყოლილი გულის მანკი ოჯახურ ანამნეზში, ან სხვა რისკფაქტორები ან წინასწარგანმაწყობელი დაავადებები (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სისხლძარღვოვანი სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი, [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურ- უჯრედოვანი არტერიიტი, ბეჩეტის დაავადება, მაღალი სისხლის წნევა ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის შიდა გარსის ანთება].

ადიფლოქსის მიღებისას

- თუ თქვენ განგივითარდათ მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ძლიერი ტკივილი, რაც ანევრიზმისა და აორტის დისექციის სიმპტომებია, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ თქვენ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

- თუ მოულოდნელად განგივითარდათ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში ზურგზე წოლისას, ან შეამჩნიეთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების ტკივილი და შეშუპება, და მყესების ანთება ან გაწყვეტა. თქვენ მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე უფროსი ასაკის), გაქვთ გადანერგილი ორგანო, გაქვთ თირკმელების პრობლემები ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება მოხდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და ადიფლოქსით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეშიც კი. მყესის (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხარის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გაჩენისას, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება, დაუკავშირდით თქვენ ექიმს და მოსვენებულ მდგომარეობაში ამყოფეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ არასაჭირო ფიზიკურ დატვირთვას, რადგანაც ამან შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განიცადოთ ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში, ან ხელისგულებში და ხელებში. თუ ეს მოხდა, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი დაავადების განვითარება.

გახანგრძლივებული, დამაუძლურებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები

ფტორქინოლონების / ქინოლონების შემცველი ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ადიფლოქსის გამოყენება, ასოცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივია (თვეები ან წლები), დამაუძლურებელია ან პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ტკივილს ზედა და ქვედა კიდურების მყესებში, კუნთებსა და სახსრებში, სიარულის გაძნელებას, უჩვეულო შეგრძნებებს, როგორიცაა დასუსხვის, ჩხვლეტის, ღუტუნის ან წვის შეგრძნება (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს, სუნის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.

თუ ადიფლოქსის მიღების შემდეგ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ, გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა, სხვა კლასის ანტიბიოტიკების შესაძლო გამოყენების განხილვის საშუალებით.

თუ არა ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე, ადიფლოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლები და ადიფლოქსი

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატები.

ეს აუცილებელია, რადგანაც ადიფლოქსმა შეიძლება გაახანგრძლივოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება და სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ადიფლოქსის მოქმედებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენს ექიმთან გასაუბრება, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

კორტიკოსტეროიდები - თქვენ შესაძლოა უფრო მეტი ალბათობით განგივითარდეთ მყესების ანთება და/ან გაწყვეტა;

თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ადიფლოქსთან კომბინაციაში მიღების შემთხვევაში, პრობლემები შეიძლება გაუარესდეს, თქვენ უფრო მეტი ალბათობით განგივითარდებათ კრუნჩხვა;

ვარფარინი (K ვიტამინის ანტაგონისტები) - გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად. ადიფლოქსთან კომბინირებისას, სისხლდენა შეიძლება გაიზარდოს, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლის სპეციფიკურ ტესტებს;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ადიფლოქსთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების რისკს; ციკლოსპორინი - იმუნოსუპრესორული სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ. თქვენ შეიძლება განგივითარდეთ უფრო მეტი გვერდითი ეფექტები ციკლოსპორინისგან, ხოლო ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გაახანგრძლივოს ციკლოსპორის მოქმედება.

პრობენეციდი - (პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი) და ციმეტიდინი (წყლულის და გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატი) ამცირებენ თირკმელების მიერ ადიფლოქსის ელიმინაციის უნარს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

წამლები, რომლის საშუალებით მკურნალობენ გულის აქტივობას და გულის რითმის დარღვევებს - (ანტიარითმული პრეპარატები - ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ამიოდარონი).

ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - ამიტრიპტილინი და იმიპრამინი). ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო - მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი). იხილეთ პუნქტი: ”გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ადიფლოქსის გამოყენებისას”.

არ გამოიყენოთ ადიფლოქსი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

რკინის შემცველი პრეპარატები (ანემიის საწინააღმდეგო), თუთიის შემცველი დიეტური დანამატები, ანტაციდები (მედიკამენტები გულძმარვისა და კუჭის ტკივილის საწინააღმდეგოდ), მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი პრეპარატები, დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი პრეპარატები).

შარდის ტესტები ოპიატებზე

ოპიატებზე შარდის გამოკვლევისას შესაძლებელია ადიფლოქსის ტკივილგამაყუჩებელთან ერთად მიღებისას ცრუ "დადებითი" შედეგის მიღება. თუ საჭიროა ოპიატებზე შარდის ტესტი, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ადიფლოქსს.

ადიფლოქსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ადიფლოქსის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის. არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ადიფლოქსით მკურნალობის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის, სანამ მიიღებთ რაიმე პრეპარატს.

არ მიიღოთ ადიფლოქსი თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად. არ მიიღოთ ადიფლოქსი ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ადიფლოქსის მიღების შემდეგ, თქვენ შეიძლება განგივითარდეთ გვერდითი ეფექტები, მაგალითად, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, მხედველობის ცვლილებები და ა.შ. გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიონ თქვენი ყურადღების კონცენტრაციის უნარისა და თქვენი რეაქციის სიჩქარის კონტროლის შეცვლა. ამ მიზეზით, უკუნაჩვენებია ავტომობილის მართვა ან ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს, თუ ადიფლოქსის მიღებისას განიცადეთ რომელიმე ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტი.

ადიფლოქსი შეიცავს საღებავებს: ტარტრაზინს (E 102) და „სანსეთ იელოუს“ (E1 10), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

3. როგორ მიიღება ადიფლოქსი

ყოველთვის მიიღეთ ადიფლოქსი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არა ხართ, უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გარსით დაფარული ტაბლეტები ადიფლოქსი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით. დანიშნული დოზა უნდა იქნას მიღებული 12 ან 24 საათიანი რეგულარული ინტერვალებით. ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის.

დაიცავით თავი პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან

ადიფლოქსის მიღების დროს და მკურნალობის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ მოერიდეთ მზის ზემოქმედებას და მიიღეთ ზომები თქვენი თავის დასაცავად - ატარეთ ქუდი, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, რადგანაც არსებობს კანის გაწითლებისა და გამონაყარის გაჩენის მომატებული რისკი.

თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდნოზინს ან სუკრალფატს

არ მიიღოთ ეს პრეპარატები ადიფლოქსთან ერთდროულად. მიიღეთ ადიფლოქსი ამ პრეპარატების მიღებიდან მინიმუმ 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ლევოფლოქსაცინის მოქმედების შემცირების შესაძლებლობა.

ადიფლოქსის რამდენი ტაბლეტის მიღებაა საჭირო

- ექიმი განსაზღვრავს თქვენს ადიფლოქსის ზუსტ დოზას;

- დოზა განისაზღვრება ინფექციის ადგილისა და ტიპის მიხედვით;

- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სირთულეზე;

- თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ამ პრეპარატის მოქმედება ძალიან სუსტი ან ზედმეტად ძლიერია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, და არ შეცვალოთ დოზა თქვენ თვითონ.

მოზრდილები და მოხუცები

სინუსის მწვავე ინფექცია - 500 მგ დღეში ერთხელ

ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში - 500 მგ დღეში ერთჯერ

პნევმონია - 500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დღეში

საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტისა და თირკმელების ჩათვლით - 250 მგ ან 500 მგ დღეში

პროსტატის ინფექცია - 500 მგ ერთჯერ დღეში

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები - 500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დღეში მოზრდილები და მოხუცები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

რადგანაც ადიფლოქსი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, შეიძლება ექიმს დასჭირდეს თქვენთვის უფრო დაბალი დოზის მოცემა. დაიცავით თქვენი ექიმის ინსტრუქციები.

ბავშვები და მოზარდები

ადიფლოქსი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე უფრო მეტი ადიფლოქსი

თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. წაიღეთ პრეპარატის პაკეტი ექიმისთვის საჩვენებლად. თქვენ შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი ეფექტები: ცნობიერების აბნევა, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კრუნჩხვები, გულისრევა, გულის ფრიალი.

თუ დაგავიწყდათ ადიფლოქსის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ადიფლოქსის ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო. ამ შემთხვევაში, უბრალოდ გააგრძელეთ ადიფლოქსის მიღება ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა ადიფლოქსის დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება

არ შეწყვიტოთ ადიფლოქსის მიღება იმიტომ რომ თავს უკეთესად გრძნობთ. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი უნდა დასრულდეს ისე, რომ არ დაირღვეს მისი ეფექტურობა. თუ მკურნალობას ძალიან მალე შეწყვიტეთ, დიდი შანსია რომ ინფექცია დაბრუნდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერიები გახდეს რეზისტენტული პრეპარატის მიმართ.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ადიფლოქსის გამოყენების შესახებ, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ადიფლოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი. ეს რეაქციები ჩვეულებრივ მსუბუქია და ქრება მოკლე დროში.

გვერდითი რეაქციების სიხშირე კატეგორიზებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1/10-ზე მეტ ლევოფლოქსაცინით ნამკურნალევ პაციენტში); ხშირი (უვითარდება 1/10-მდე პაციენტს), არა-ხშირი (უვითარდება1/100 -მდე პაციენტს), იშვიათი (უვითარდება1/1000- მდე პაციენტს), ძალიან იშვიათი (უვითარდება 1/10000-მდე პაციენტს), უცნობია ( არ შეიძლება გამოითვალოს არსებული მონაცემებიდან).

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოჩამოთვლილი, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან წადით უახლოეს საავადმყოფოში და თან წაიღეთ პრეპარატი:

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- სახის ან ტუჩების შეშუპება, ყელის შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოჩამოთვლილი, შეწყვიტეთ ადიფლოქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან წადით უახლოეს საავადმყოფოში და თან წაიღეთ პრეპარატი:

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

მძიმე წყლიანი დიარეა, სისხლნარევი, ზოგჯერ მუცლის ტკივილით და სპაზმებით, და ცხელებით. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ნაწლავის ანთებითი დაავადებით.

- მყესებისა და იოგების ტკივილი, შეშუპება და/ან სიწითლე, ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი.

- გულის წასვლა, კრუნჩხვები.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- კიდურების წვა, ჩხვლეტა, სუსხვა, სიმაგრე - ნეიროპათიის ნიშნები.

სხვა გვერდითი ეფექტები:

- კანის მძიმე, ქავანა გამონაყარმა შეიძლება დააზიანოს პირის ღრუს, ცხვირის, თვალების ან სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსები, შესაძლოა წარმოიქმნას ბუშტუკები და აქერცვლა პირისა და ცხვირის გარშემო.

- მადის დაკარგვა, კანისა ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), შარდის გამუქება, ქავილი, მტკივნეული მუცელი (ღვიძლის პრობლემების სიმპტომები).

თუ თქვენი მხედველობა დაქვეითდა ან გაგიჩნდათ სხვა თვალის პრობლემები ადიფლოქსით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოჩნდება და გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ან გახდება სერიოზული:

ხშირი გვერდითი ეფექტები:

- ძილის პრობლემები;

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

- გულისრევა, ღებინება, დიარეა;

- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტების მაღალი დონეები სისხლში.

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- სოკოების (სოკოვანი ინფექცია) და / ან სხვა რეზისტენტული ბაქტერიების ზრდა;

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები სისხლის ზოგიერთ ტესტში;

- შფოთვა, ცნობიერების აბნევა, ნერვული დაძაბულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანკალი;

- ქოშინი (დისპნოე);

- გემოვნების შეცვლა, მადის დაკარგვა, კუჭის აშლა, საჭმლის მოუნელებლობა (დისპეფსია), მუცლის ტკივილი, შებერვა და გაზები (მეტეორიზმი) ან ყაბზობა;

- ქავილი და გამონაყარი კანზე, მძიმე ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ზედმეტი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);

- სახსრების ან კუნთების ტკივილი;

- სისხლის ტესტებში ცვლილებები ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) ფუნქციის დარღვევის გამო;

- ზოგადი დაღლილობა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

- სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტები) - სისხლჩაქცევებისა და სისხლდენის გაადვილებისკენ ტენდენცია (თრომბოციტოპენია);

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ვარდნა (ნეიტროპენია);

- ჰიპერსენსიტიურობა (მწვავე და გადაჭარბებული იმუნური პასუხი);

- დიაბეტით დაავადებულებში - სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია);

- ფსიქოზური რეაქციები (აზრის ან / და ფიქრების შეცვლა), ჰალუცინაციები და დევნის გრძნობები (პარანოია) და სუიციდური აზრებისა და მოქმედებების შესაძლებლობა

- დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები, შფოთვის და მღელვარების შეგრძნება (აგზნება), რეალისტური სიზმრები და კოშმარები;

- ტკივილი სახსრებში და კუნთებში, გულმკერდში, კიდურებში;

- ხელებში და ფეხებში კანკალი / ჩხვლეტა (პარესთეზია);

- სმენის (ტინიტუსი) და მხედველობის (ბუნდოვანი მხედველობა) პრობლემები;

- აჩქარებული და არარეგულარული გულისცემა (ტაქიკარდია) ან სისხლის წნევის პათოლოგიური დაწევა (ჰიპოტენზია);

- მიასთენია გრავის მქონე პირებში (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება) - კუნთების სისუსტე;

- თირკმელების ფუნქციის გაუარესება, იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა თირკმლის ალერგიული რეაქციის გამო (ინტერსტიციული ნეფრიტი);

- ცხელება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, გაყვითლება, სისუსტე, ქოშინი (ანემია) ან ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია);

- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (აგრანულოციტოზი), რომელიც იწვევს ცხელების მუდმივ რეციდივებს: ცხელება, მტკივნეული ყლაპვა, საერთო სისუსტე, ყელის გაწითლება, რომლებიც გრძელდება;

- სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი შოკი);

- დიაბეტის მქონე პირებში სისხლში შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის შემცირება (ჰიპოგლიკემია);

- მოძრაობისა და სიარულის, კუნთების კოორდინაციის დარღვევები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები);

- ყნოსვის დარღვევა, ყნოსვის ან გემოვნების გრძნობის დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია);

- გონების დროებითი დაკარგვა ან გულის წასვლა (სინკოპე);

- მხედველობის დროებითი დაკარგვა;

- სმენის გაუარესება ან დაკარგვა;

-პათოლოგიურად სწრაფი, არარეგულარული, სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმი (გულის ფუნქციის დარღვევა), გულის გაჩერების, გულის რითმის პათოლოგიების ჩათვლით (ე.კ.გ. – ზე ჩანს ეგრეთ წოდებული QT გახანგრძლივება, გულის ელექტრული აქტივობა);

- სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი (ბრონქოსპაზმი);

- ფილტვის ალერგიული რეაქციები - ანთება, ცხელება, ქოშინი, ხველა;

- პანკრეატიტი;

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

- კანის ჰიპერსენსიტიურობა მზის ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ (ფოტოსენსიტიურობა);

- მცირე სისხლძარღვების ალერგიული ანთება (ალერგიული ვასკულიტი);

- პირის ღრუს ქსოვილების ანთება (სტომატიტი);

- კუნთის გაწყვეტა ან დაშლა, გამოიხატება კუნთების ძლიერი ტკივილით, დაჭიმულობით, სისუსტით ან კრუნჩხვით (რაბდომიოლიზი);

- სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი);

- ტკივილი, ზურგში, გულმკერდში ან კიდურებში ტკივილის ჩათვლით;

- პორფირიის გამწვავება პორფირიით დაავადებულ ადამიანებში (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება);

- გახანგრძლივებული თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).

გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლებამდე) ან მუდმივი გვერდითი ეფექტების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, უჩვეულო შეგრძნებები, მაგალითად, დასუსხვის, ჩხვლეტის, ღუტუნის ან წვის შეგრძნება (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების გაუარესება, და სმენის, მხედველობის, გემოსა და სუნის დაქვეითება დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების შემცველი ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მანამდე არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირებულია აორტის კედლის დილატაციის და შესუსტების ან აორტის კედელში ნახეთქის წარმოქმნის შემთხვევები (ანევრიზმები და დისექციები), რომლებიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, აგრეთვე დაფიქსირებულია გულის სარქვლის პროლაფსის შემთხვევები. იხილეთ აგრეთვე პუნქტი 2.

თუ თქვენ განგივითარდებათ რომელიმე გვერდითი ეფექტები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.

ინფორმაციის მიწოდება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რომელიმე გვერდითი ეფექტები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება ადიფლოქსი

არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ადიფლოქსი ბლისტერზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაიყაროს მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ადიფლოქსი

აქტიური ნივთიერება - ლევოფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, სილიციფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო.

გარსის საფარი: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (El 71), მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, „სანსეთ იელოუ“ (El 10), ტარტრაზინი (El 02), სოიოს ლეციტინი.

როგორ გამოიყურება ადიფლოქსი და შეფუთვის შემადგენლობა:

ადიფლოქსი არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პერორალური გამოყენებისათვის.

მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნარინჯისფერი.

7 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთულია პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი შეფუთულია ერთად მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

„ადიფარმ ეად“ (ADIPHARM EAD)

სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130

სოფია 1700 ბულგარეთი

ბოლო გადახედვის თარიღი:

2020 წლის ნოემბერი

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით