იბუპროფენი ნორმონი 400მგ - Ibuprofeno NORMON 400mg
იბუპროფენი ნორმონი 400მგ - Ibuprofeno NORMON 400mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

ჩვენებები: მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილის მოსახსნელად, მათ შორის შაკიკის, ცხელების, ართრიტის, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის, ართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, არა-რევმატოიდული ანთებისა და პირველადი დისმენორეის სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად. კუჭის გაღიზიანების შემთხვევაში რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება კვების ან რძის მიღების დროს ან საკვების მიღების შემდგომ დაუყოვნებლივ. იბუპროფენის მიღების ხანგრძლივობას და დოზირებას განსაზღვრავს ექიმი. მნიშვნელოვანია მინიმალური დოზა ტკივილის მოსახსნელად. მოზრდილები: თითო ტაბლეტი ყოველ 6-8 საათში. ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ დღიური რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ მოზრდილებისთვის ან 1600 მგ 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკში ან 40 კგ-ზე ნაკლები წონის პოპულაციაში გამოსაყენებლად. თუ პაციენტის ასაკი აღემატება 60 წელს, ექიმის მიერ მოხდება უფრო მცირე დოზის დანიშვნა. პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით: ექიმის მიერ შეირჩევა უმცირესი დოზა. თუ პაციენტი გრძნობს, რომ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, ასპირინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება, პეპტიური წყლული, კუჭიდან ან 12-გოჯა ნაწლავიდან სისხლდენა, ან წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია. სისხლიანი პირღებინება, ფაღარათი სისხლის მინარევით განავალში ან შავი განავლოვანი მასებით. სისხლის შედედების დარღვევები ან სისხლმდენი დაავადება ანამნეზში, ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღება. მძიმე გულის უკმარისობა. ორსულობის ბოლო სამი თვე.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

ჩვენებები: მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილის მოსახსნელად, მათ შორის შაკიკის, ცხელების, ართრიტის, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის, ართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, არა-რევმატოიდული ანთებისა და პირველადი დისმენორეის სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად. კუჭის გაღიზიანების შემთხვევაში რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება კვების ან რძის მიღების დროს ან საკვების მიღების შემდგომ დაუყოვნებლივ. იბუპროფენის მიღების ხანგრძლივობას და დოზირებას განსაზღვრავს ექიმი. მნიშვნელოვანია მინიმალური დოზა ტკივილის მოსახსნელად. მოზრდილები: თითო ტაბლეტი ყოველ 6-8 საათში. ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ დღიური რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ მოზრდილებისთვის ან 1600 მგ 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკში ან 40 კგ-ზე ნაკლები წონის პოპულაციაში გამოსაყენებლად. თუ პაციენტის ასაკი აღემატება 60 წელს, ექიმის მიერ მოხდება უფრო მცირე დოზის დანიშვნა. პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით: ექიმის მიერ შეირჩევა უმცირესი დოზა. თუ პაციენტი გრძნობს, რომ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, ასპირინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება, პეპტიური წყლული, კუჭიდან ან 12-გოჯა ნაწლავიდან სისხლდენა, ან წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია. სისხლიანი პირღებინება, ფაღარათი სისხლის მინარევით განავალში ან შავი განავლოვანი მასებით. სისხლის შედედების დარღვევები ან სისხლმდენი დაავადება ანამნეზში, ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღება. მძიმე გულის უკმარისობა. ორსულობის ბოლო სამი თვე.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

იბუპროფენი ნორმონი 400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

- დამატებითი კითხვების არსებობისას, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვებისთვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.

- თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის იგულისხმება ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს იბუპროფენი ნორმონი და რისთვის გამოიყენება იგი?

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე?

**3. იბუპროფენი ნორმონის მიღების წესი **

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. იბუპროფენი ნორმონის შენახვის წესი

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს იბუპროფენი ნორმონი და რისთვის გამოიყენება იგი?

იბუპროფენი ნორმონი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილის მოსახსნელად, მათ შორის შაკიკის, ცხელების, ართრიტის (სახსრების ანთება, რომელიც უპირატესად აზიანებს ხელებსა და ფეხებს და შედეგად იწვევს ტკივილს და შეშუპებას), იუვენილური რევმატოიდული ართრიტის, ართროზის (ქრონიკული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სახსრების ხრტილის დაზიანებასთან), მაანკილოზებელი სპონდილიტის (ხერხემლის სვეტის სახსრების ანთებითი დაავადება), არა-რევმატოიდული ანთებისა და პირველადი დისმენორეის (მენსტრუალური სპაზმები) სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე?

იბუპროფენი ნორმონი არ მიიღება:

- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე) იბუპროფენის ან ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს), ასპირინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. რეაქციები, რომლებიც მიუთითებს ამ ალერგიას შეიძლება მოიცავდეს: კანის ქავილი, გამონაყარი, ტუჩების, სახის ან ენის შეშუპება, ცხვირიდან გამონადენი, ასთმა და სუნთქვის გაძნელება.

- თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება

- თუ პაციენტს აქვს წყლული, კუჭიდან ან 12-გოჯა ნაწლავიდან სისხლდენა, ან წარსულში ჰქონდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია.

- თუ პაციენტს აქვს სისხლიანი პირღებინება

- თუ პაციენტს აქვს დიარეა სისხლის მინარევით განავალში ან შავი განავლოვანი მასებით.

- თუ პაციენტს აქვს სისხლის შედედების ან სისხლმდენი დაავადება ან ღებულობს ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები). თუ პაციენტს ესაჭიროება ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება, ექიმის მიერ მოხდება სისხლის შედედების მონიტორინგისთვის გარკვეული ანალიზების დაგეგმვა.

- თუ პაციენტს აქვს მძიმე გულის უკმარისობა.

- ორსულობის ბოლო სამი თვე

სპეციალური სიფრთხილის ზომები იბუპროფენი ნორმონთან დაკავშირებით:

უნდა ეთქვას ექიმს

- თუ პაციენტს აქვს შეშუპება (წყლის შეკავება).

- თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა რომელიმე გულის დაავადება ან მაღალი არტერიული წნევა.

- თუ პაციენტს აქვს ასთმა ან რაიმე სხვა სუნთქვის პრობლემა.

- თუ პაციენტი მკურნალობს იბუპროფენით, გამომდინარე იქიდან, რომ იბუპროფენმა შესაძლოა შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის მნიშვნელოვან სიმპტომს, შეიძლება ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას.

- თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირა), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს რამოდენიმე ანალიზის რეგულარული ჩატარება პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის. ექიმის მიერ პაციენტს მიეცემა რჩევა საკონტროლო მონიტორინგის რეგულარობის შესახებ.

- თუ პაციენტს აქვს დეჰიდრატაციის სიმპტომები, მაგალითად აღენიშნება ძლიერი დიარეა ან აღებინებს, უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დაუყოვნებლივ ექიმთან დაკავშირება, ვინაიდან ამ სპეციფიკურ შემთხვევაში იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაციის მეორადად თირკმლის დაზიანება.

- თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა წყლული, სისხლდენა ან კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია, რაც იწვევს მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავლოვანი მასების გაჩენას ან არ ახლავს საგანგაშო სიმპტომები.

- რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივი მკურნალობა, მით უფრო მათალია რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში პეპტიური წყლულის ანამნეზით ან მოხუცებულებში. ამ შემთხვევებში ექიმის მიერ განიხილება კუჭის დამცავი პრეპარატების ერთდროული ჩართვა მკურნალობაში.

- თუ პაციენტს პარალელურად დაენიშნა რომელიმე ისეთი მედიკამენტი, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები, მსგავსი აცეტილსალიცილის მჟავასი. პაციენტმა უნდა უთხრას მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ რომელსაც ის ღებულობს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, მაგალითად კორტიკოსტეროიდები და სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები.

- თუ პაციენტს აქვს კრონის დაავადება (ქრონიკული ნაწლავის აუტოიმუნური ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ანთებასა და სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს მდგომარეობები.

- თუ პაციენტი გადის მკურნალობის კურსს შარდმდენებით (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას), ვინაიდან ექიმის მიერ უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

- თუ პაციენტს აქვს სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და მრავლობით სასიცოცხლო ორგანოებს, ნერვულ სისტემას, სისხლძარღვებს, კანსა და სახსრებს), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური, თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება, რომელსაც არ იწვევს ბაქტერია).

- თუ პაციენტს აქვს მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლი შარდში ან ღვიძლის დაავადება), რის გამოც უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის შესაძლებლობა.

- თუ პაციენტს აქვს თავის ტკივილები ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, არ უნდა მოხდეს ამ სამედიცინო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება.

- შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები ამ პრეპარატის მიმართ.

- პაციენტი შესაძლოა განსაკუთრებით მკაცრად გაკონტროლდეს ექიმის მიერ დიდი ქირურგიული ჩარევის შემდგომ იბუპროფენის მიღებისას.

- არ უნდა მოხდეს ამ პრეპარატის მითება ჩუტყვავილას დროს.

მნიშვნელოვანია მინიმალური დოზის მიღება ტკივილის კონტროლისათვის/მოხსნისთვის; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რაც საჭიროა სიმპტომების საკონტროლოდ.

გაფრთხილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ

მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მცირედ მომატებულ გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტი”) ან ინსულტის განვითარების რისკთან. რისკი განსაკუთრებით მაღალია პრეპარატის დიდი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდით მიღებისას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.

თუ პაციენტს აქვს გულის პრობლემები, ინსულტის ანამნეზი ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ამ დაავადებების რისკის ქვეშ (მაგ. თუ აქვს მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან მწეველია), უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის განსახილველად.

ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით და/ან მაღალი არტერიული წნევით (ჰიპერტენზია).

გაფრთხილებები ორსულობისა და ნაყოფიერების შესახებ:

ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა იბუპროფენი, დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მომატებულ რისკთან, აქედან გამომდინარე, ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამისთვის განსაზღვრული აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე.

მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.

რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა იყვნენ გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაორსულების დაქვეითებულ შესაძლებლობასთან.

სხვა მედიკამენტების გამოყენება:

უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან ბოლო დროს იღებდა ნებისმიერ, მათ შორის რეცეპტის გარეშე ხელმისაწვდომ მედიკამენტებს.

მედიკამენტები, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ, შეიძლება ურთიერთქმედებდნენ, აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს დანიშნული იბუპროფენთან კომბინაციაში სამედიცინო რჩევის გარეშე:

- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

- თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები (ისინი ახდენენ თრომბის წარმოქმნის პრევენციას სისხლძარღვში), როგორიცაა ტიკლოპიდინი.

- ანტიკოაგულანტები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი).

- ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ექიმის მიერ შესაძლოა მოხდეს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია.

- მეთოტრექსატი (სიმსივნის ან ანთებითი დაავადების სამკურნალოდ). ექიმის მიერ მოხდება ამ სამედიცინო პროდუქტის დოზის კორექცია.

- მიფეპრისტონი (ორსულობის შესაწყვეტად)

- დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).

- ჰიდანტოინი, როგორიცაა ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ)

- სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ).

- კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი.

- შარდმდენები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას).

- პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ).

- პრობენეციდი (პოდაგრის ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ).

- ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი

- სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალოდ)

- სულფონილურეა, როგორიცაა ტოლბუტამიდი (დიაბეტის სამკურნალოდ).

- ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის).

- ზიდოვუდინი (ანტიბირუსული საშუალება შიდსის სამკურნალოდ).

- ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, მაგ. კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები).

- თრომბოლიტიკები (თრომბის დასაშლელი პრეპარატები).

- ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი

- მცენარეული ექსტრაქტები: გინგკო ბილობას ხე.

ურთიერთქმედება საანალიზო ტესტებზე

იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს შემდეგი ლაბორატორიული ტესტები:

- სისხლდენის დრო (შესაძლოა გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 დღე).

- სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დააქვეითოს)

- კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დააქვეითოს)

- ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დააქვეითოს)

- სისხლის შარდმჟავას დონე, კრეატინინის ან კალიუმის მაჩვენებელი შრატში (შეიძლება დააქვეითოს).

- ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში: ტრანსამინაზების დონის მომატება.

უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება თუ პაციენტს უტარდება რაიმე სამედიცინო ტესტირება და ბოლო დროს მიღებული აქვს იბუპროფენი.

იბუპროფენი ნორმონი საკვებთან და სასმელთან ერთად:

შესაძლებელია მისი მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოგადად, რეკომენდებულია მისი მიღება კვების დროს, ან კვების შემდეგ დაუყოვნებლივ, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო კუჭის გაღიზიანება.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

იბუპროფენი არ მიიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. ნაწილი გაფრთხილებები ორსულობისა და ნაყოფიერების შესახებ).

მიუხედავად იმისა, რომ იბუპროფენის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხვდება რძეში, მისი მიღება ხანგრძლივად არ არის რეკომენდებული.

აქედან გამომდინარე, უნდა ეთქვას ექიმს თუ პაციენტი ორსულადაა ან მეძუძური.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

თუ პაციენტს აღენიშნა გაბრუება, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში, არ უნდა მოხდეს მანქანისა და სხვა საშიში მექანიზმების მართვა.

თუ მიიღება იბუპროფენის მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების დაცვა.

3. იბუპროფენი ნორმონის მიღების წესი

იბუპროფენი მიიღება ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან გადამოწმება.

ექიმი ეტყვის პაციენტს იბუპროფენით მკურნალობის ხანგრძლივობაზე. არ უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა სანამ არ ეტყვის ამის შესახებ, ვინაიდან არ იქნება მიღწეული მოსალოდნელი შედეგი. ამასთან, არ უნდა მოხდეს იბუპროფენის მიღება იმაზე ხანგრძლივად, რასაც იტყვის ექიმი.

მნიშვნელოვანია მინიმალური დოზა ტკივილის საკონტროლოდ/მოსახსნელად. იბუპროფენი არ მიიღება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე საჭიროა სიმტრომების საკონტროლოდ.

ეს სამედიცინო პროდუქტი მოწოდებულია შიგნით მისაღებად.

პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ კუჭის გაღიზიანება, ეს პრეპარატი უნდა მიიღონ საკვებთან ან რძესთან ერთად.

მოზრდილები:

კლინიკური სურათის სიმძიმისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, მოზრდილებსა და მოზარდებში 12-დან 18 წლამდე, ტაბლეტი ინიშნება ყოველ 6-8 საათში.

ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ დღიური რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ მოზრდილებისთვის ან 1600 მგ 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ბავშვები:

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 40 კგ-ზე ნაკლები წონის ან 12 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის, ვინაიდან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულ დოზას.

მოხუცებულები:

თუ პაციენტის ასაკი აღემატება 60 წელს, ექიმის მიერ მოხდება უფრო მცირე დოზის დანიშვნა. თუ ასეა, დოზის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ ამ მედიკამენტზე პაციენტის კარგი ამტანობის გადამოწმების შემდეგ.

პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებებით:

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება, ექიმის მიერ მას დაენიშნება უმცირესი დოზა. თუ ასეა, პაციენტის მიერ უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მიერ დანიშნული დოზის მიღება.

თუ პაციენტი გრძნობს, რომ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება.

თუ პაციენტმა მიიღო იბუპროფენი ნორმონის დასაშვებზე მეტი რაოდენობა:

თუ პაციენტმა მიიღო დასაშვებზე მეტი რაოდენობით იბუპროფენი ან შემთხვევით გადაყლაპა ამ შეფუთვის შემცველობა, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება ან დაირეკოს ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში (ტელეფონის ნომერი.: +34 91 562 04 20), მედიკამენტისა და გადაყლაპული რაოდენობის მითითებით. სამედიცინო პროვაიდერთან კონსულტაციისთვის რეკომენდებულია შეფუთვისა და გამოყენების ინსტრუქციის თან ქონა. ჭარბი დოზირების მსუბუქი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ინდიფერენტული განწყობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, თვალის უნებლიე, სწრაფი მოძრაობები, ხმაური ყურებში და კუნთების კოორდინირებული მოძრაობის დარღვევა.

უფრო მძიმე სიმპტომები არ არის ხშირი: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, არტერიული წნევის ან სხეულის ტემპერატურის დაცემა, მეტაბოლური აციდოზი, გულყრები, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კომა, სუნთქვითი დისტრესი მოზრდილებში და სუნთქვის გაჩერება ბავშვებში (დიდი რაოდენობით მიღებისას).

მძიმე ტოქსიკურობის შემთხვევაში ექიმის მიერ მოხდება სათანადო ზომების მიღება.

მნიშვნელოვნად დიდი დოზით პრეპარატის მიღების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს აქტივირებული ნახშირი. კუჭის ლავაჟი განიხილება დიდი რაოდენობით მიღების შემდგომ 60 წუთის განმავლობაში.

იბუპროფენი ნორმონის მიღების შესახებ დავიწყების შემთხვევაში:

არ უნდა მოხდეს გამოტოვებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

დოზის დავიწყების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი მიღება გახსენებისთანავე. თუმცა, თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, უნდა მოხდეს მისი გამოტოვება და მომდევნო დოზის მიღება ჩვეულ დროს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენი ნორმონს ასევე ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები იბუროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღების ფონზე უფრო ხშირია 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში.

გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.

აღწერილი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (სულ მცირე 1 პაციენტში 10-დან); ხშირი (სულ მცირე 1 პაციენტში 100-დან); არახშირი (სულ მცირე 1 პაციენტში 1,000-დან); იშვიათი (სულ მცირე 1 პაციენტში 10,000-დან); ძალიან იშვიათი (1 პაციენტზე ნაკლები შემთხვევა 10,000-დან).

აღწერილია შემდგომი გვერდითი მოვლენები:

ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

იბუპროფენთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:: პეპტიკური წყლული, კუჭიდან სისხლდენა, პერფორაცია (ზოგჯერ ფატალური), განსაკუთრებით მოხუცებულებში. ასევე აღწერილია გულისრევა, პირღებინება, დიარეა, შებერილობა, ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლის არსებობა განავალში, პირის ღრუს აფთები, წყლულოოვანი კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირია გასტრიტის შემთხვევა.

სხვა გვერდითი ეფექტები: არახშირი: პირის ღრუს ლორწოვანის ანთება დაწყლულებით. იშვიათი: საყლაპავის ანთება, შევიწროვება (საყლაპავის სტენოზი), დივერტიკულური დაავადების, არასპეციფიკური ჰემორაგიული კოლიტის (გასტროენტერიტი სისხლიანი დიარეით) გამწვავება. ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი.

გულ-სისხლძარღვოვანი:

იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება შესაძლა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტი”) ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.

აღწერილია შეშუპება (სითხის შეკავება), მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა იბუპროფენით მკურნალობასთან დაკავშირებით.

გვერდითი ეფექტები კანის მხრივ:

იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტები ძალიან იშვიათად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნამდვილად სერიოზულ ბულოზურ რეაქციებთან, როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი (ცალკეული წარმონაქმნები კანსა და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და მეწამული ფერის წარმონაქმნები, ჩვეულებრივ ტანზე) და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლორწოვანის დაზიანება, მტკივნეული ნეკროზული წარმონაქმნები და ეპიდერმისის აშრევება). სხვა გვერდითი ეფექტები: ხშირი: კანის გამონაყარი. არახშირი: კანის სიწითლე,ქავილი ან შეშუპება, პურპურა (მეწამული ფერის ლაქები). ძალიან იშვიათი: თმის ცვენა, მრავლობითი ერითემა (კანის დაავადება), კანის რეაქცია სინათლის სხივის გამო, კანის სისხლძარღვების ანთება. გამონაკლის შემთხვევაში, სერიოზული კანის ინფექციაბი და რბილი ქსოვილების მხრივ გართულებები, რომელიც ვითარდება ჩუტყვავილას დროს.

გვერდითი ეფექტები იმუნური სისტემის მხრივ:

არახშირი: კანის, ლორწოვანი გარსებისა ან ლორწქვეშა ქსოვილის გარდამავალი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ცხვირის ლორწოვანის ანთება, ბრონქოსპაზმი (ბრონქული სპაზმი, რომელიც აფერხებს ფილტვებისკენ ჰაერის დინებას). იშვიათი: სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი). ზოგადი მძიმე მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შესაძლოა იყოს სახის, ენის და ხახის შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ასთმა, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია ან შოკი.

ძალიან იშვიათი: სახსრების ტკივილი და ცხელება (წითელი მგლურა).

ცენტრალური ნერვული სისტემა:

ხშირი: დაღლილობა ან ძილიანობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ან არასტაბილურობის შეგრძნება. იშვიათი: პარესთეზია (ძილიანობა, წიწკნის, ღიტინის, ჩხვლეტის და ა.შ. შეგრძნება უფრო ხშირად მტევნებზე, ტერფებზე, მკლავებსა და ფეხებზე). ძალიან იშვიათი: ასეპტიური მენინგიტი. აღწერილ ასეპტიური მენინგიტის შემთხვევებში პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ იბუპროფენს აღენიშნებოდა აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, ან სხვა კოლაგენური დაავადება) რაც წარმოადგენდა რისკ ფაქტორს. განვითარებული ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, რაც აღწერილა, შემდეგია: კისრის დაჭიმულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია.

ფსიქიატრიული გვერდითი ეფექტები:

არახშირი: უძილობა, აგზნება, მოუსვენრობა. იშვიათი: დეზორიენტაცია ან კონფუზია, ნევროტულობა, გაღიზიანება, დეპრესია, ფსიქოზური რეაქციები.

სმენითი გვერდითი ეფექტები:

ხშირი: ვერტიგო. არახშირი: ყურებში ხმაური ან ვიზინგი. იშვიათი: სმენის დარღვევები.

მხედველობითი გვერდითი ეფექტები:

არახშირი: მხედველობის ცვლილებები. იშვიათი: პათოლოგიური ან გაბუნდოვნებული მხედველობა.

გვერდითი ეფექტები სისხლის მხრივ:

იშვიათი: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის დაქვეითება (ეჭვის მიტანა შესაძლებელია ხშირი ინფექციებით, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით, შემცივნებით ან ყელის ტკივილით), ერითროციტების დონის დაქვეითება (სუნთქვის გაძნელება და კანის სიფერმკრთალე), გრანულოციტების დონის დაქვეითება (ლეიკოციტების ტიპი, განაპირობებს ინფექციების განვითარებისკენ მიდრეკილებას). პანციტოპენია (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დეფიციტი), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების დონის ძლიერი დაქვეითება), აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის უკმარისობა, რომელიც აწარმოებს სისხლის სამივე უჯრედს) ან ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, ლორწოვანის ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გადაღლა, ცხვირიდან და კანიდან სისხლდენა. ძალიან იშვიათი: გახანგრძლივებული სისხლდენის დრო.

თირკმლისმიერი გვერდითი ეფექტები:

აასს-თან დაკავშირებული ზოგადი გამოცდილების მიხედვით არ არის გამორიცხული ინტერსტიციული ნეფრიტის (თირკმლის დაავადება), ნეფროზული სინდრომისა (ხასიათდება პროტეინურიითა და შეშუპებით) და თირკმლის უკმარისობის (ნორმალური თირკმლის ფუნქციის უეცარი უკმარისობა) განვითარება.

ღვიძლისმიერი გვერდითი ეფექტები:

იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება ძალიან იშვიათად შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღვიძლის დაზიანებასთან. სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტებია: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია და სიყვითლე (კანისა და თვალების ყვითელი პიგმენტაცია). უცნობი: ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ძლიერი დისფუნქცია).

ზოგადი:

ინფექციების არსებობისას მდგომარეობის გაუარესება.

აქამდე იბუპროფენის მიღების გამო არ დაფიქსირებულა სერიოზული ალერგიული რეაქციები, თუმცა არ უნდა იქნეს ამის შესახებ დავიწყებული. რეაქციების ეს ტიპი მოიცავს ცხელებას, კანის გამონაყარს, მუცლის ტკივილს, ინტენსიურ ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილს, გულისრევას, პირღებინებას, სახის, ენისა და ყელის შეშუპებას; სუნთქვის გაძნელებას, ასთმას, გულის ფრიალს, ჰიპოტენზიას (დაბალი არტერიული წნევა) ან შოკს.

თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს:

- ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, გულმკერდის ვიზინგი ან სუნთქვის გაძნელება.

- სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით პირღებინება

- სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა.

- ინტენსიური კუჭის ტკივილი

- კანის ბულები ან მნიშვნელოვანი აქერცვლა.

- ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი

- სიყვითლე (კანის ყვითელი პიგმენტაცია)

- სერიოზული მომატებული მგრძნობელობის (ალერგია) ნიშნები (იხ. ამავე ნაწილში ზემოთ).

- კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება ხელებსა და ფეხებში.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან პაციენტმა შენიშნა რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. იბუპროფენი ნორმონის შენახვის წესი:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

ეს პრეპარატი არ ინახება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადის დასასრულად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

იბუპროფენი ნორმონი 400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტების შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. თითოეული ტასბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრიკალციუმ ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სტეარის მჟავა, ტალკი. გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და მაკროგოლი, ტალკი.

გარეგნული სახე და შეფუთვა:

იბუპროფენი ნორმონი 400 მგ გამოდის გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. ტაბლეტებს აქვს ორმხრივ ამოზნექილი, წაგრძელებული ფორმა, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის. თითოეულ შეფუთვაშია 30 ტაბლეტი და ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 500 ტაბლეტს, პვც- ალუმინის ბლისტერიან შეფუთვაზე.

**გაცემის წესი: **

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
იბუპროფენი ნორმონი ტაბლეტი 400მგ #30
  • სახელი: იბუპროფენი ნორმონი ტაბლეტი 400მგ #30
  • მწარმოებელი: Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Pharmadepot 6.65 ლ
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 400მგ პაკეტი #30
  • სახელი: იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 400მგ პაკეტი #30
  • მწარმოებელი: Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Pharmadepot 5.7 ლ
იბუპროფენი ნორმონი ტაბლეტი 400მგ #30
  • სახელი: იბუპროფენი ნორმონი ტაბლეტი 400მგ #30
  • მწარმოებელი: Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
GPC 6.65 ლ
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 400მგ პაკეტი #30
  • სახელი: იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 400მგ პაკეტი #30
  • მწარმოებელი: Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
GPC 5.7 ლ
Ibuprofen - იბუპროფენი 400მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Ibuprofen - იბუპროფენი 400მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
PSP 6.65 ლ
იბუპროფენი ნორმონი 400მგ#30ტ
  • სახელი: იბუპროფენი ნორმონი 400მგ#30ტ
  • მწარმოებელი: Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Aversi 6.65 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით