იბულეკი ბავშვებისთვის - Ibulek children
იბულეკი ბავშვებისთვის - Ibulek children

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი.

5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს; სხვა ნივთიერებები: თხევადი მალტიტოლი, გლიცეროლი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საქარინის ნატრიუმი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანთანის ფისი, მარწყვის არომატი (არომატული ნივთიერებებისა და გლუკოზის ნარევი).

**გარეგნული იერსახე **

იბულეკი ბავშვებისთვისპერორალური სუსპენზია თეთრი ფერის ბლანტი ხსნარია. სუსპენზიას აქვს მარწყვის არომატი და ტკბილი გემო.

გამოყენება

იბულეკი ბავშვებისთვის შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს. იბუპროფენს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება.

იბულეკი ბავშვებისთვის გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობის მიზნით, ვაქცინაციის შემდგომი ცხელების ჩათვლით. იგი ეფექტურია კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის ტკივილის, ყელისა და ყურის ანთებასთან დაკავშირებული ტკივილის, თავის ტკივილის, ტრავმით და დაზიანებებით გამოწვეული მსუბუქი ტკივილის შესამსუბუქებლად.

უკუჩვენება

იბულეკი ბავშვებისთვის არ გამოიყენება:

- იბუპროფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში;

- თუ ბავშვს იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მიღების შემდეგ როდესმე ჰქონდა ალერგიული რეაქცია, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება;

- 3 თვემდე ასაკის ჩვილებში;

- 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში;

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა საშუალებებით, ანალგეტიკებით, სიცხის დამწევი საშუალებებით, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით მკურნალობის შემთხვევაში;

- თუ აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლულის, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

- გულის, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებებისას;

- ფრუქტოზის (ხილის შაქრის) მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობისას.

პრეპარატი არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ჩვილებში, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

გაფრთხილებები** და სიფრთხილის ზომები**

ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ ბავშვს:

- აქვს სისხლის მაღალი წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგანაც იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;

- აქვს დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;

- აწუხებს ასთმა ან რაიმე ალერგიული დაავადება;

- აქვს ან ჰქონდა თირკმელების, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგანაც დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი;

- აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური წითელი მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;

- აწუხებს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავების სხვა ანთებითი დაავადება.

იმ შემთხვევაში თუ პრეპარატის გამოყენება ხდება მოზრდილის მიერ გასათვალისწინებელია, რომ გაფრთხილებებისა და სიფრთხილის ზომების ინფორმაცია ასევე ეხებათ მოზრდილებსაც, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი:

*** **გულის პრობლემების, გადატანილი ინსულტის, მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის, ქოლესტერინის მომატებული დონის ან მწეველობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

*** **იბუპროფენის გამოყენება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მსგავსად, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის მხრივ გვერდითი მოვლენის (გულის შეტევის) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო მაღალია, თუ პაციენტი იღებს მაღალ დოზებს ან უტარდება ხანგრძლივი მკურნალობა. ამიტომ რეკომენდებული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.

*** ** 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღების მიზანშეწონილობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

არსებობს მტკიცებულება, თუმცა შეზღუდული, რომლის თანახმადაც იბუპროფენი ძალიან დაბალი ხარისხით გადადის დედის რძეში, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მავნე ზემოქმედება მოახდინოს ჩვილზე.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გამოიყენება შემდეგი პრეპარატები:

  • სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა საშუალებებს, არარეცეპტურული პრეპარატების ჩათვლით, რადგანაც იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების რისკი;

  • აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): ეფექტის შესაძლო ცვლილება;

  • შარდმდენი მედიკამენტები (დიურეტიკები): თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი;

  • სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, როგორიცაა დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): სისხლდენის რისკის გაზრდა;

  • არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): მათი ეფექტის პოტენციური შემცირება;

  • ლითიუმი (განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

  • მეტოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალო პრეპარატები): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

  • ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი): სახსრებსა და კანზე სისხლდენის პოტენციური რისკი;

*კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის და ა.შ. სამკურნალოდ): კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების გაზრდილი რისკი;

  • საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

  • ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის შემდეგ): თირკმელების პოტენციური დაზიანება;

  • მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის);

  • ქინოლონური ანტიმიკრობული საშუალებები: კრუნჩხვების გაზრდილი რისკი.

საკვებისა და სასმელის გავლენა

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, შეიძლება შეაფერხოს მისი ეფექტი. მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ შეიძლება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება.

ძუძუთი კვება

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს ხანმოკლე დროის განმავლობაში, რადგანაც იბუპროფენი დედის რძეში მცირე რაოდენობით გადადის. თუ საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, მიმართეთ ექიმს.

ფერტილობა

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა, მათ შორის იბუპროფენმაც, შეიძლება გააუარესოს ფერტილობა (დაორსულების უნარი) ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია იბულეკი ბავშვებისათვის შეწყვეტის შემდეგ. არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატმა იმოქმედოს დაორსულების ალბათობაზე. მიუხედავად ამისა, თუ დაორსულებას აპირებთ, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მოსალოდნელი არ არის, რომ იბულეკი ბავშვებისთვის, რეკომენდებული დოზებით და მკურნალობის ხანგრძლივობით გამოყენებისას, ზეგავლენას მოახდენს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისუნარზე.

მალტიტოლის შემცველობა

იბულეკი საბავშვო შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, ამ პროდუქტის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულებაა 2,3 კკალ/გ.

გამოყენების წესი

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ რამეში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების გამარტივებისთვის, შეფუთვა შეიცავს 5 მლ შპრიცს, რომელიც პრეპარატის მისაღებად გამოიყენება.

** 5 მლ შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია**

1. მოათავსეთ დოზირების შპრიცი ბოთლის ყელში.

2. შპრიცის შესავსებად ფრთხილად ამოწიეთ დგუში შპრიცზე მონიშნული სუსპენზიის საჭირო რაოდენობის ამოღებამდე.

3. შპრიცის ბოლო ჩაუდეთ ბავშვს პირში. დააწექით დგუშს ქვევით, რათა სუსპენზია ნელა და ფრთხილად ჩაასხათ.

4. გამოყენების შემდეგ, ბოთლს დაახურეთ თავსახური. შპრიცი გარეცხეთ თბილი წყლით და გააშრეთ.

დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. ეფექტის მისაღწევად იბულეკი ბავშვებისთვის გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება დაბალი დოზით. სიმარტივისათვის რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ასაკობრივი ჯგუფი | სხეულის წონა (კგ) | რეკომენდებული დღიური დოზა
---|---|---
3-6 თვის ასაკის და 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები | 5-7,6 | 2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
6-12 თვის ასაკის ჩვილები | 7,7-9 | 2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ-მდე დღეში
1- 3 წლის ასაკის ბავშვები | 10-16 | 5 მლ (100 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
4- 6 წლის ასაკის ბავშვები | 17-20 | 7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
7- 9 წლის ასაკის ბავშვები | 21-30 | 10 მლ (200 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
10-12 წლის ასაკის ბავშვები | 31-40 | 15 მლ (300 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში

_* ერთჯერადი დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში._დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.

* პრეპარატი გათვალისწინებულია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.

* არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ვაქცინაციის შემდგომი ცხელებისთვის (2-6 თვის ასაკის ბავშვებში) რეკომენდებული დოზაა 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს 6 საათიანი ინტერვალის შემდეგ. 24 საათის განმავლობაში, ერთჯერადი დოზა 2,5 მლ (50 მგ) ორზე მეტ ჯერზე არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ სიცხის დამწევი ეფექტი არ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

იბულეკი ბავშვებისთვის შეიძლება მიეცეს 3 თვემდე ასაკის ჩვილებს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატი არ გამოიყენება 5 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ჩვილებში.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რჩევის გარეშე > 6 თვიდან 12 წლამდე ჩვილებისა და ბავშვებისთვის და 12-18 წლის მოზარდებისთვის არ უნდა იყოს 3 დღეზე მეტი. თუ სიმპტომები გაუარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

3 თვიდან < 5 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის 5 კგ-ზე მეტი წონით, თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს. _ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!_

თუ დარწმუნებული არ ხართ რაიმეში ბავშვის ავადმყოფობის შესახებ ან თუ აღენიშნება გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

თუ იბულეკი ბავშვებისთვის საჭიროზე მეტი დოზით მიიღეთ, ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღეს ბავშვებმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რათა მათგან მიიღოთ რისკის შესახებ განმარტება და რჩევა, თუ რა მოქმედებები უნდა განახორციელოთ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (სისხლნარევს), თავის ტკივილს, ყურებში ხმაურს, ცნობიერების დარღვევას და თვალების სწრაფ და უნებლიე მოძრაობებს. ზედოზირებისას დაფიქსირებულია ძილიანობა, გულ-მკერდში ტკივილი, გულის ფრიალი, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიეცით შემდეგი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი მორიგი დოზის დრო თითქმის უკვე მოსულია, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა პაციენტს არ განუვითარდება.

ამ პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:

  • ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება და ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება,არტერიული წნევის დაქვეითება;

  • კუჭ-ნაწლავის მხრივ გართულებები, მათ შორის, პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ღებინება სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი მუქი ნაწილაკებით, განავლის ფერის შეცვლა (ღია წითელი ან შავი კუპრისფერი);

  • კანის სიწითლე, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის ან ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის მძიმე დაზიანების სიმპტომებით;

  • კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ცნობიერების დარღვევა.

პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და აცნობოთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში:

  • აუხსნელი კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;

  • თვალების გაყვითლება, ღია ფერის განავალი, მუქი შარდი;

  • ძლიერი ყელის ტკივილი მაღალი ცხელებით;

  • აუხსნელი სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან ინფექციების, როგორიცაა გაციება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გამოვლინება.

სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, შემდეგია:

არახშირი: თავის ტკივილი

იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;

ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის მცირედ მომატებული რისკი; რეკომენდებული დოზების შემთხვევაში, ეს ნაკლებად სავარაუდოა ბავშვებში; კოლიტის და კრონის დაავადების გაუარესება, სისხლის მაღალი წნევა.

_უცნობია _- შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება.

შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ: 6 თვე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. მსგავსი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვა

120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის მინის ბოთლებში.

დოზირების მოწყობილობა: 5 მლ პერორალური დოზირების შპრიცი 0,5 მილილიტრიანი ნიშნულებით 5 მლ-მდე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი** -**** **III , გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დასახელება - იბულეკი ბავშ100მგ/5მლ120მლ სუს

გამოყენება

იბულეკი ბავშვებისთვის შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს. იბუპროფენს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება.

იბულეკი ბავშვებისთვის გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობის მიზნით, ვაქცინაციის შემდგომი ცხელების ჩათვლით. იგი ეფექტურია კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის ტკივილის, ყელისა და ყურის ანთებასთან დაკავშირებული ტკივილის, თავის ტკივილის, ტრავმით და დაზიანებებით გამოწვეული მსუბუქი ტკივილის შესამსუბუქებლად

დოზირება
3-6 თვის ასაკის და 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები (5-7,6 წონაზე ) - 2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
6-12 თვის ასაკის ჩვილები (7,7-9 წონა ) - 2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ-მდე დღეში
1- 3 წლის ასაკის ბავშვები (10-16 წონა ) - 5 მლ (100 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
4- 6 წლის ასაკის ბავშვები (17-20) - 7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
7- 9 წლის ასაკის ბავშვები (21-30 ) - 10 მლ (200 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში
10-12 წლის ასაკის ბავშვები (31-40) - 15 მლ (300 მგ) 3-ჯერ-მდე დღეში

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Ibulek - იბულეკი საბავშო სუსპენზია 100მგ/5მლ 120მლ
  • სახელი: Ibulek - იბულეკი საბავშო სუსპენზია 100მგ/5მლ 120მლ
  • მწარმოებელი: «Adipharm» EAD (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 120მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
PSP 11.96 ლ
იბულეკი ბავშ100მგ/5მლ120მლ სუსპ
  • სახელი: იბულეკი ბავშ100მგ/5მლ120მლ სუსპ
  • მწარმოებელი: «Adipharm» EAD (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 120მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
Aversi 8.7 ლ
იბულეკი საბავშვო სუსპენზია 100მგ/5მლ 120მლ #1
  • სახელი: იბულეკი საბავშვო სუსპენზია 100მგ/5მლ 120მლ #1
  • მწარმოებელი: «Adipharm» EAD (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 120მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
Pharmadepot 10.58 ლ

GPC 10.73 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით