ნუროფენი საბავშვო - NUROFEN FOR CHILDREN
ნუროფენი საბავშვო - NUROFEN FOR CHILDREN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნუროფენის უსპენზიამარწყვის150მლ****საბავშვო

NUROFEN FOR CHILDREN

საერთაშორისო****დასახელება : იბუპროფენი (Ibuprofen).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებული, პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

შემადგენლობადაგამოშვების****ფორმა
100მგ/5მლ სუსპ.100 მლ

1მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს (აქტიური ინგრედიენტი) და დამხმარე ნივთიერებებს: მალტიტოლის სიროფი, წყალი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინატი, ფორთოხლის არომატიზატორი 2M16014 ან მარწყვის არომატიზატორი 500244E, ქსანტანის შემავსებელი, პოლისორბატი 80, დომიფენის ბრომიდი.

ფარმაკოლოგიური****თვისებები
პრეპარატი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტკივილისა და ანთების მედიატორების – პროსტალგანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვით. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 8 საათი.

ჩვენებები
ნუროფენი საბავშვო გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, როგორც სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, აცრის შემდგომი რეაქციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება. პრეპარატი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურებისა და ყელის ტკივილის, დაჭიმულობისას და სხვა სახის ტკივილების დროს.
ექიმს შეუძლია ამ პრეპარატის რეკომენდირება სხვა ჩვენებების დროსაც (ამ შემთხვევაში აუცილებელია დოზირებისა და გამოყენების სქემის შესახებ ექიმის რეკომენდაციების შესრულება).

მიღებისწესებიდა****დოზები
ნუროფენი საბავშვო – პრეპარატი სპეციალურად განკუთვნილია ბავშვებისათვის. პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
პრეპარატი მიიღება შიგნით.
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისათვის შეფუთვაში თან ახლავს დოზირებული შპრიცი 5 მლ ტევადობით.
5 მლ პრეპარატი შეიცავს 100 მგ იბუპროფენს.

დოზირებულიშპრიცისგამოყენება
1. შპრიცი ბოლომდე უნდა ჩავიდეს ფლაკონის ყელში;
2. სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს;
3. ფლაკონი უნდა ამობრუნდეს ფსკერით ზევით და შემდეგ შპრიცი ნელ-ნელა უნდა შეივსოს სუსპენზიით საჭირო ნიშნულამდე;
4. ფლაკონი უნდა დაბრუნდეს საწყის მდგომარეობაში და შპრიცი ამოიღება ფრთხილი შემოტრიალებით;
5. შპრიცი უნდა მოთავსდეს ბავშვის პირის ღრუში და მოხდეს სუსპენზიის ნელა გაშვება შპრიციდან.
გამოყენების შემდეგ შპრიცი კარგად უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და გაშრეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ცხელებადატკივილი

ბავშვებისათვის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის წონაზე. ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ-ზე ბავშვის სხეულის წონის მიხედვით, მიიღება 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ-ს ბავშვის სხეულის წონაზე გაანგარიშებით.

  • 3-6 თვის ბავშვები: (ბავშვის წონა 5 კგ-ზე მეტია) 2.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 150 მგ დღეში.
  • 6-12 თვის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 6-10 კგ) 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 200 მგ დღეში.
  • 1-3 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 10-15 კგ) 5.0 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 300 მგ დღეში.
  • 4-6 წლის ბავშვები:(ბავშვის საშუალო წონა 15-20 კგ) 7.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 450 მგ დღეში.
  • 7-9 წლის ბავშვები (ბავშვის საშუალო წონა 21-29 კგ) 10 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 600 მგ დღეში.
  • 10-12 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 30-40 კგ) 15 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 900 მგ დღეში.

მითითებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

იმუნიზაციისშემდგომიცხელება

1 წლამდე მიიღება 2.5 მლ, 1წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ერთი 2.5 მლ-ზე 6 საათის შემდეგ.
24 საათის განმავლობაში 5-მლ- ზე მეტის მიღება არ შეიძლება.

მკურნალობის****ხანგრძლივობა
მიიღება არაუმეტეს 3 დღისა, როგორც სიცხის დამწევი.
არაუმეტეს 5 დღისა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
ცხელების შენარჩუნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი****მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
უჭ _-_ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ღებინება, გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, ან ტკივილები ეპიგასტრიუმში, დიარეის ეფექტი, შესაძლებელია ეროზიულ- წყლულოვანი დაზიანებების, სისხლდენების განვითარება.
ალერგიული რეაქციები : გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმის გამწვავება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელას სინდრომი).
ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, უძილობა.
გულ _-_სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ : ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
საშარდე სისტემის მხრივ : თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ცისტიტი.

ჩამოთვლილი და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება
საბავშვო ნუროფენის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შეთხვევებში:
– იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ების, ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
– ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, რომლებიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატების) ან სხვა ასას-ის მიღებით;
– ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება;
– სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
– ნაწლავების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
– სისხლის დაავადებები: ჰიპოკოაგულაცია, ლეიკოპენია, ჰემოფილია;
– ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;
– სმენის დაქვეითება.

განსაკუთრებული****მითითებები
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში, იგი არ შეიცავს შაქარს და საღებავებს.

ჭარბი****დოზირება
ჭარბი დოზის პრობლემები ძალიან იშვიათად წარმოიქმნება, მაგრამ თუ შემთხვევით ჭარბი დოზის მიღება მოხდა, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზის სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მიღებიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში), გააქტივებული ნახშირი, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.

სხვაწამლებთანურთიერთქმედება
ანტიკოაგულანტებთან ერთად პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების გაძლიერება. ნუროფენი საბავშვო დიგოქსინთან, ფენიტოინთან, მეტოტრექსატთან, ლითიუმთან ერთად გამოყენებისას ზრდის ამ პრეპარატების კონცენტრაციას სისხლში. პრეპარატის კომბინირება დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ამცირებს მათ ეფექტურობას.
იგი აძლიერებს მინერალკორტიკოსტეროიდებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებს.

შენახვისპირობებიდა****ვადები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდანგაცემის****წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

**მწარმოებელიფირმა,**ქვეყანა
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს,

დიდი ბრიტანეთი.

საერთაშორისო დასახელება - ibuprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები
ნუროფენი® საბავშვო სუსპენზია გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესირატორული დაავადებების (მათ შორის, გრიპის), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.
პრეპარატი გამოიყენება როგორც სიმპტომატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: კბილის ტკივილის, თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურის ტკივილის, ყელის ტკივილის, მყესების დაჭიმვის, კუნთების ტკივილის, რევმატიული ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს.
პრეპარატი განკუთვნილია სიპტომატური თერაპიისათვის, ტკივილის და ანთების შემცირებისთვის გამოყენების მომენტისთვის, დაავადების პროგრესირებაზე არ მოქმედებს.

გამოყენების წესი და დოზირება.
ნუროფენი საბავშვო - სუსპენზია, სპეციალურად შემუშავებული ბავშვებისთვის. შიგნით მისაღებად. პაციენტებში კუჭის მომატებული მგრძნობელობით რეკომენდირებულია პრეპარატის ჭამის დროს მიღება.
მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების წინ.
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.
პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისთვის თან ახლავს მოსახერხებელი დოზირებული შპრიცი. პრეპარატის 5 მლ შეიცავს 100 მგ იბუპროფენს ან 20 მგ იბუპროფენს 1 მლ-ში.
დოზირებული შპრიცის გამოყენება:
შპრიცი კარგად უნდა მოტავსდეს ფლკონის ყელში.
ფლაკონი ამოატრიალეთ ფსკერით ზევით და დგუში ნელა ჩამოსწიეთ ქვევით, შპრიცში სუსპენზიის საჭირო ნიშნულამდე აღებით. ფლაკონი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში და ამოიღეთ შპრიცი, მისი ნელა შემობრუნებით. შპრიცი მოათევსეთ პირის ღრუში და ნელა დააჭირეთ დგუშს სუსპენზიის ნელა გაშვებით.
გამოყენების შემდეგ შპრიცი გაავლეთ თბილი წყლით და გააშრეთ იგი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ცხელება და ტკივილი:
დოზირება ბავშვებისთვის დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის მასაზე.
მაქსიმალირი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასაზე, პრეპარატის მიღებებს შორის 6-8 საათის ინტერვალებით.
ბავშვები 3-6 თვის ასაკში (ბავშვის წონა 5-დან 7,6 კგ-მდე):
2,5 მლ (50 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 7,5 მლ (150 მგ) დღეში.
ბავშვები 6-12 თვის ასაკში (ბავშვის წონა 7,7 - 9 კგ):
2,5 მლ (50 მგ) 3-4 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 10 მლ (200 მგ) დღეში.
ბავშვები 1-3 წლის ასაკში (ბავშვის წონა 10 - 16 კგ):
5,0 მლ (100 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 15 მლ (300 მგ) დღეში.
ბავშვები 4-6 წლის ასაკში (ბავშვის წონა 17 - 20 კგ):
7,5 მლ (150 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 22,5 მლ (450 მგ) დღეში.
ბავშვები 7-9 წლის ასაკში (ბავშვის წონა 21 - 30 კგ):
10 მლ (200 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 30 მლ (600 მგ) დღეში.
ბავშვები 10-12 წლის ასაკში (ბავშვის წონა 31 - 40 კგ):
15 მლ (300 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 45 მლ (900 მგ) დღეში.
მკურნლობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
თუ პრეპარატის მიღებისას 24 საათის განმავლობაში (3-5 თვის ასაკის ბავშვებში) ან 3 დღის განმავლობაში (6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში) სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება:
6 თვემდე ასაკის ბავშვებში: პრეპარატის 2,5 მლ (50 მგ). საჭიროების შემთვევაში, კიდევ 2,5 მლ (50 მგ) 6 საათის შემდეგ. ნუ გამოიყენებთ 5 მლ-ზე (100 მგ) მეტს 24 საათის განმავლობაში.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება**:** ნუროფენი® საბავშვო

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება**:** იბუპროფენი

ქიმიური დასახელება**:** (RS)-2-(4-იზობუთილფენილი)-პროპიონის მჟავა

სამკურნალო ფორმა**:** შიგნით მისაღები სუსპენზია [ფორთოხლის]

შემადგენლობა**:**

5 მლ სუსპენზია ნუროფენი® საბავშვო შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებას: 100 მგ იბუპროფენს და

დამხმარე ნივთიერებებს: პოლისორბატს 80,5 მგ, გლიცეროლს 0,5 მლ, მალტიტოლის სიროფს 1,625, ნატრიუმის საქარინატს 10 მგ, ლიმონმჟავას 20 მგ, ნატრიუმის ციტრატს 25,45 მგ, ქსანტინის გუმფისს 37,5 მგ, ნატრიუმის ქლორიდს 5,5 მგ, დომიფენის ბრომიდს 0,5 მგ, ფორთოხლის არომატიზატორს 2M16014 ან მარწყვის არომატიზატორს 500244 E 12,5 მგ, გასუფთავებულ წყალს 5 მლ-მდე.

აღწერილობა

სიროფის მაგვარი კონსისტენციის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია ფორთოხლის ან მარწყვის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი**.** არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. (ასაპ)

ათქ კოდი**:** M01AE01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა**:**

იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (ასაპ) ჯგუფიდან, განპირობებულია პროსტოგლანდინების - ტკივილის, ანთების და ჰიპერთემიული რეაქციის მედიატორების სინთეზის ინჰიბირებით. არასელექტიურად ახდენს ციკლოოქსიგენაზა 1 (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზა 2-ის (ცოგ-2) ბლოკირებას, რის შედეგადაც ახდენს პროსტოგლანდინების სინთეზის შეფერხებას. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აინჰიბირენს თრომბოციტების აგრეგაციას.

ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მაანალგეზირებელი მოქმედება უფრო გამოხატულია ანთებითი ხასიათის ტკივილის დროს. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 8 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკა**:**** **

აბსორბცია - მაღალი, სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ) (სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 90%). უზმოზე პრეპარატის მიღების შემდეგ მოზრდილებში იბუპროფენი აღინიშნება სისხლის პლაზმაში 15 წუთის შემდეგ, იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 60 წუთის შემდეგ. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მაქსიმალური კონცენტაციის მიღწევის დრო (თჩ მახ) 1-2 საათამდე. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) - 2 სთ. ნელა აღწევს სახსრების ღღუში, მისი შეკავება ხდება სინოვიალურ ქსოვილში, ქმნის რა მასში უფრო მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის პლაზმაში. აბსორბციის შემდეგ ფარმაკოლოგიურად არააქტიური ღ-ფორმის დაახლოებით 60% ნელა ტრანსფორმირდება აქტიურ შ-ფორმაში. ექვემდებარენა მეტაბოლიზმს ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელებითY (უცვლელი სახით არაუმეტეს 1%) და, ნაკლები ხარისხით, ნაღველით.

შეზღუდულ კვლევებში იბუპროფენი აღინიშნებიდა დედის რძეში ძალიან დაბალ კონცენტრაციებში.

გამოყენების ჩვენებები

ნუროფენი® საბავშვო სუსპენზია გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესირატორული დაავადებების (მათ შორის, გრიპის), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.

პრეპარატი გამოიყენება როგორც სიმპტომატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: კბილის ტკივილის, თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურის ტკივილის, ყელის ტკივილის, მყესების დაჭიმვის, კუნთების ტკივილის, რევმატიული ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს.

პრეპარატი განკუთვნილია სიპტომატური თერაპიისათვის, ტკივილის და ანთების შემცირებისთვის გამოყენების მომენტისთვის, დაავადების პროგრესირებაზე არ მოქმედებს.

უკუჩვენებები**.**

  • ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
  • ბრონქიალური ასთმის, ცხვირის და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლინოზის, და აცეტილალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასაპ) აუტანლობის სრული ან არასრული კომბინაცია (მათ შორის ანამნეზში).
  • სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის პერფორაცია ანამნეზში, პროვოცირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ასაპ)
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულიდან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში.
  • თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), დადასტურებული ჰიპერკალიემია.
  • დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგ.
  • ცერებროვასკულარული ან სხვაგვარი სისხლდენა.
  • ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია), ჰემორაგიული დიათეზი.
  • ორსულობა (III ტრიმესტრი);
  • ფრუქტოზას აუტანლობა.
  • 5 კგ-მდე ბავშვის სხეულის მასა.

სიფრთხილით

ამ ნაწილში მითითებული მდგომარეობების არსებობისას, პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღება, ანამნეზში კუჭის წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წყლულოვანი სისხლდენის ერთჯერადი ეპიზოდის არსებობა, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქიალური ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან ანამნეზში - შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება; მძიმე სომატური დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (შარპის სინდრომი) - მომატებულია ასეპტიური მენინგიტის რისკი; თირკმელების უკმარისობა, მათ შორის გაუწყლოვანების დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), სითხის შეკავება და შეშუპებები, ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა, ცერებროვასკულარული დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, გაურკვეველი ეთიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია და ანემია); სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ წყლულების ან სისხლდენის გაჩენის რისკის გაზრდა, კერძოდ, პერორალური გლუკოკორტიკოიდების (მათ შორის, პრედნიზოლონის), ანტიკოაგულანტების (მათ შორის ვარფარინის), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (მათ შორის, ციტალოპრამის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის, სერტრალინის) ან ანტიაგრეგანტების (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავას, კლოპიდოგრელის); ორსულობის I-II ტრიმესტრი, ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის დროს**.**** **

უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში. ორსულობის I და II ტრიმესტრებში ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ იბუპროფენი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში რაიმე უარყოფითი შედეგების გარეშე მეძუძური ბავშვის ჯანმრთელობისათვის.

გამოყენების წესი და დოზირება**.**

ნუროფენი საბავშვო - სუსპენზია, სპეციალურად შემუშავებული ბავშვებისთვის. შიგნით მისაღებად. პაციენტებში კუჭის მომატებული მგრძნობელობით რეკომენდირებულია პრეპარატის ჭამის დროს მიღება.

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების წინ.

გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.

პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისთვის თან ახლავს მოსახერხებელი დოზირებული შპრიცი. პრეპარატის 5 მლ შეიცავს 100 მგ იბუპროფენს ან 20 მგ იბუპროფენს 1 მლ-ში.

დოზირებული შპრიცის გამოყენება:

შპრიცი კარგად უნდა მოტავსდეს ფლკონის ყელში.

ფლაკონი ამოატრიალეთ ფსკერით ზევით და დგუში ნელა ჩამოსწიეთ ქვევით, შპრიცში სუსპენზიის საჭირო ნიშნულამდე აღებით. ფლაკონი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში და ამოიღეთ შპრიცი, მისი ნელა შემობრუნებით. შპრიცი მოათევსეთ პირის ღრუში და ნელა დააჭირეთ დგუშს სუსპენზიის ნელა გაშვებით.

გამოყენების შემდეგ შპრიცი გაავლეთ თბილი წყლით და გააშრეთ იგი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ცხელება და ტკივილი:

დოზირება ბავშვებისთვის დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის მასაზე.

მაქსიმალირი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასაზე, პრეპარატის მიღებებს შორის 6-8 საათის ინტერვალებით.

ბავშვები 3-6 თვის ასაკში (ბავშვის წონა 5-დან 7,6 კგ-მდე):

2,5 მლ (50 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 7,5 მლ (150 მგ) დღეში.

ბავშვები 6-12 თვის ასაკში (ბავშვის წონა 7,7 - 9 კგ):

2,5 მლ (50 მგ) 3-4 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 10 მლ (200 მგ) დღეში.

ბავშვები 1-3 წლის ასაკში (ბავშვის წონა 10 - 16 კგ):

5,0 მლ (100 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 15 მლ (300 მგ) დღეში.

ბავშვები 4-6 წლის ასაკში (ბავშვის წონა 17 - 20 კგ):

7,5 მლ (150 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 22,5 მლ (450 მგ) დღეში.

ბავშვები 7-9 წლის ასაკში (ბავშვის წონა 21 - 30 კგ):

10 მლ (200 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 30 მლ (600 მგ) დღეში.

ბავშვები 10-12 წლის ასაკში (ბავშვის წონა 31 - 40 კგ):

15 მლ (300 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 45 მლ (900 მგ) დღეში.

მკურნლობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

თუ პრეპარატის მიღებისას 24 საათის განმავლობაში (3-5 თვის ასაკის ბავშვებში) ან 3 დღის განმავლობაში (6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში) სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

იმუნიზაციის შემდგომი ცხელება:

6 თვემდე ასაკის ბავშვებში: პრეპარატის 2,5 მლ (50 მგ). საჭიროების შემთვევაში, კიდევ 2,5 მლ (50 მგ) 6 საათის შემდეგ. ნუ გამოიყენებთ 5 მლ-ზე (100 მგ) მეტს 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების გაჩენის რისკის დაყვანა მინიმუმამდე შეიძლება, თუ პრეპარატს მივიღებთ მოკლე კურსით, მინიმალური ეფეტქური დოზით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

გვერდითი ეფექტები უპირატესად დოზადამოკიდებულია.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა იბუპროფენის ხანმოკლე მიღებისას დოზებით, რომლებიც არ აღემატებოდნენ 1200 მგ/დღეში. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის დროს და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხვა გვერდითი რეაქციების გაჩენა.

გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირის შეფასება განხორციელებულია შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ძალიან ხშირად (³1/10); ხშირად (³ 1/100-დან და <1/10-მდე); არახშირად (³1/1000-დან და <1/100-მდე); იშვიათად (³1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასების მონაცემები არ არსებობს).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

  • ძალიან იშვიათად: სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). ასეთი დარღვევების პირველი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული წყლულები პირის ღრუში, გრიპის მაგვარი სიმპტომები, გამოხატული სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები, უცნობი ეთიოლოგიის სისლხდენები და სისხლჩაქცევები.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

  • არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური რეაქციები, რეაქციები სასუნთი გზების მხრივ (ბრონქიალური ასთმა, მათ შორის მისი გამწვავება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, დისპნოე), კანის რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ექსფოლიატიური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიმორფული ერითემა), ალერგიული რინიტი ეოზინოფილია.
  • ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, მათ შორის სახის, ენის და ხახის შეშუპება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება ან მძიმე ანაფილაქსიური შოკი).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

  • არახშირად: აბდომინალური ტკივილები, გულისრევა, დისპეპსია.
  • იშვიათად: დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა და ღებინება.
  • ძალიან იშვიათად: პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მელენა, ღებინება სისხლით, წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი.
  • სიხშირე უცნობია: კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

  • ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

  • ძალიან იშვიათად: თირკმელების მწვავე უკმარისობა (კომპენსირებული და დეკომპენსირებული), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, სისხლის პლაზმაში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებასთან და შეშუპებების გაჩენასთან კომბინაციაში, პაპილარული ნეკროზი.

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

  • არახშირად: თავის ტკივილი.
  • ძალიან იშვიათად: ასეპტიური მენინგიტი (პაციენტებში აუტოიმუნური დაავადებებით).

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპებები, ხანგრძლივი გამოყენებისას მომატებულია თრომბოზული გართულებების რისკი (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი), არტერიული წნევის მომატება.

დარღვევები სასუნთქი სისტემის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ბრონქიალური ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.

სხვა

  • ძალიან იშვიათად: შეშუპებები, მათ შორის პერიფერიული.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

  • ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს)
  • სისხლდენის დრო (შეიძლება გაიზარდოს)
  • სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაცია (შეიძლება შემცირდეს)
  • კრეატინინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს)
  • კრეატინინის პლაზმური კონცენტრაცია (შეიძლება გაიზარდოს)
  • ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს).

გვერდითი ეფექტების გაჩენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზირება**.**

ბავშვებში ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს დოზის მიღების შემდეგ, რომელიც აღემატება 400 მგ/კგ სხეულის მასაზე. მოზრდილებში ჭარბი დოზირების დოზადამოკიდებული ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული. პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ჭარბი დოზირების დროს შეადგენს 1,5-3 საათს.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში ან, უფრო იშვიათად, დიარეა, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი და სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება გამოვლინებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, იშვიათად - აგზნებადობა, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია, კომა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება, თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. პაციენტებში ბრონქიალური ასთმით შესაძლებელია ამ დაავადების გამწვავება.

მკურნალობა: სიმპტომატური, სასუნთქი გზების განვლადობის სავალდებულო უზრუნველყოფით, ეკგ-ს და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით პაციენტის მდგომარეობის ნორმალიზებამდე. რეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის პერორალური გამოყენება ან კუჭის ამორეცხვა იბუპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. თუ იბუპროფენი უკვე აბსორბირებულია, შეიძლება დაინიშნოს ტუტე სასმელი თირკმელებით იბუპროფენის მჟავე წარმოებულის გამოყოფის მიზნით, ფორსირებული დიურეზი. ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვები კუპირებული უნდა იქნას დიაზეპამის ან ლორაზეპამის ინტრავენური შეყვანით. ბრონქიალური ასთმის გაუარესებისას რეკომენდირებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თავი უნდა ავარიდოთ იბუპროფენის ერთდროულად გამოყენებას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:

  • აცეტილსალიცილის მჟავა: გარდა ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზებისა (არაუმეტეს 75 მგ დღეში), რადგანაც ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების გაჩენის რისკი. ერთდროულად დანიშვნისას იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავის ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ მოქმედებას (შესაძლებელია მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების სიხშირის მომატება ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ანტიაგრეგანტული საშუალების სახით აცეტილსალიცილის მჟავის მცირე დოზებს, იბუპროფენის მიღების დაწყების შემდეგ).
  • სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის, ციკლოოგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები: თავი უნდა ავარიდოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან ორი ან მეტი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებას, გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკის შესაძლო გაზრდის გამო.

სიფრთხილით გამოიყენება ერთდროულად შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:

  • ანტიკოაგულანტები და ტრომბოლიზური პრეპარატები: არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლია ანტიკოაგულანტების ეფექტის გაძლიერება, კერძოდ, ვარფარინის და თრომბოლიზური პრეპარატების.
  • ჰიპოტენზიული საშუალებები (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოთენზინ II-ის ანტაგონისტები) და დიურეტიკები: არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობის შემცირება. დიურეტიკებს და ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს შეუძლიათ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის გაზრდა.
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების წარმოქმნის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების აღნიშვნის მომატებული რისკი.
  • ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუ მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის აღნიშვნის მომატებული რისკი.
  • გულის გლიკოზიდები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და გულის გლიკოზიდების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაძლიერება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება და სისხლის პლაზმაში გულის გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება.
  • ლითიუმის პრეპარატები: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.
  • მეტოტრექსატი: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდის ალბათობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.
  • ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ციკლოსპორინის ერთდროულად დანიშვნისას.
  • მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება დაწყებული უნდა იქნას მიფეპრისტონის მიღებიდან არაუადრეს 8-12 დღის შემდეგ, რადგანაც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ მიფეპრისტონის ეფექტის შემცირება.
  • ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა.
  • ზიდოვუდინი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ზიდოვუდინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემატოტოქსიკურობა. არსებობს მონაცემები ჰემართროზის და ჰემატომების აღნიშვნის მომატებული რისკის შესახებ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ჰემოფილიით, ზიდოვუდინით და იბუპროფენით ერთდროულად მკურნალობისას.
  • ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები: პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკებით, შესაძლებელია კრუნჩხვების გაჩენის რისკის გაზრდა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია მაქსიალურად შესაძლო მოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საჭიროა სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის და თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების გაჩენისას ნაჩვენებია სათანადო კონტროლი, რომელიც შეიცავს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარებას, სისხლის საერთო ანალიზი (ჰემოგლობინის განსაზღვრა), განავალის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე. 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას გამოკვლევამდე 48 საათით ადრე. მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ეთანოლის მიღება. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ფრუქტოზას აუტანლობით, რადგანაც შეიცავს მალტიტოლს.

ნუროფენი® საბავშვო შეიძლება გამოყენებული იქნას ბავშვებში შაქრიანი დიაბეტით, რადგანაც პრეპარატი არ შეიცავს შაქარს. არ შეიცავს საღებავებს.

პაციენტებმა თირკმელების უკმარისობით აუცილებლად უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის მიღების წინ, რადგანაც არსებობს თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის გაუარესების რისკი.

პაციენტებისთვის ჰიპერტონიით, მათ შორის ანამნეზში და/ან ქრონიკული გულის უკმარისობით, აუცილებელია ექიმთამ კონსულტაცია პრეპარატის გამოყენების წინ, რადგანაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება და შეშუპებები.

ზემოქმედება ტრანსპორტის და სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, შენელებული რეაქციები ან მხედველობის დარღვევა იბუპროფენის მიღების დროს, თავი უნდა აარიდონ ავტოტრანსპორტის ტარებას ან მექანიზმების მართვას.

გამოშვების ფორმა

შიგნით მისაღები სუსპენზია [ფორთოხლის, მარწყვის] 100 მგ/5 მლ.

პოლიეთილენტერეფტალატის ფლაკონი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ან საფენით პოლიპროპილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს 100 მლ, 150 მლ ან 200 მლ სუსპენზიას.

თითოეული ფლაკონი შპრიც-დოზატორთან კომპლექტში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს გასული ვარგისიანობის ვადით.

აფთიაქიდან გაცემის კატეგორია**.**** **

რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნუროფენი 100მგ/5მლ150მლ მარწ/ს
  • სახელი: ნუროფენი 100მგ/5მლ150მლ მარწ/ს
  • მწარმოებელი: Reckitt Benckiser Healthcare (United Kingdom) Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან პეტ-ის ფლაკონი №1 შეფუთვაში შპრიც-დოზატორთან ერთად
Aversi 10.59 ლ
ნუროფენი 100მგ/5მლ150მლ ფორთ
  • სახელი: ნუროფენი 100მგ/5მლ150მლ ფორთ
  • მწარმოებელი: Reckitt Benckiser Healthcare India Private Limited (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან პეტ-ის ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ შპრიცთან ერთად
Aversi 10.59 ლ
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1

Pharmadepot 10.59 ლ
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Reckitt Benckiser Healthcare India Private Limited (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან პეტ-ის ფლაკონი №1 შეფუთვაში შპრიც-დოზატორთან ერთად
Pharmadepot 10.59 ლ
ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 150მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Reckitt Benckiser Healthcare India Private Limited (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან პეტ-ის ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ შპრიცთან ერთად
GPC 10.59 ლ

Nurofen - ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ფორთოხლის 150მლ
  • სახელი: Nurofen - ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ფორთოხლის 150მლ
  • მწარმოებელი: Reckitt Benckiser Healthcare India Private Limited (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან პეტ-ის ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ შპრიცთან ერთად
PSP 9 ლ
Nurofen - ნუროფენი სუსპენზია მარწყვით 200 მლ.
  • სახელი: Nurofen - ნუროფენი სუსპენზია მარწყვით 200 მლ.
  • შეფუთვა: 100მგ/5მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან პეტ-ის ფლაკონი №1 შეფუთვაში შპრიც-დოზატორთან ერთად
PSP 13.72 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით