იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად EFG - Ibuprofeno (Arginina) NORMON 600mg granulado para solucin oral EFG
იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად EFG - Ibuprofeno (Arginina) NORMON 600mg granulado para solucin oral EFG

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: თითოეული საშეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 600მგ იბუპროფენს. დამხმარე ნივთიერებები: არგინინი, ასპარტამი (E-951), საქაროზა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ლაურელ სულფატი, მენთოლის არომატი (10.86.4580), პიტნის არომატი (506041 TP0504), რომელიც შეიცავს სიმინდის სახამებელს, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

ჩვენებები: თავის, კბილის, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, მენსტრუალური სპაზმები და ცხელება. რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ართროზი და მწვავე ან ქრონიკული რევმატიული დაავადებები, კუნთების დაჭიმულობა ან დაჟეჟილობა და ძვლის დაავადებები, რომელთაც ახასიათებს ტკივილი და ანთება.

დოზირება და მიღების წესი: იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი მიიღება ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მოწოდებულია შიგნით მისაღებად. საშეტის შიგთავსი უნდა ჩაიყაროს ნახევარ ჭიქა წყალში და მოერიოს. მნიშვნელოვანია მიღებულ იქნეს მინიმალური დოზა ტკივილის კონტროლისთვის. არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, ვიდრე საჭიროა სიმპტომების საკონტროლოდ. მოზრდილები: საშუალო რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი ყოველ 8 საათში. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გადაყლაპვის შემდგომ კუჭის წვის შეგრძნება, ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს რძესთან ერთად ან კვების დროს. მაქსიმალური დღიური დოზაა 1,200 მგ - 3 გრანულებიანი საშეტი - გაყოფილი 3 მიღებაზე. რევმატოიდული ართრიტისთვის, შესაძლოა საჭირო იყოს მაღალი დოზებით მიღება, მაგრამ არ არის რეკომენდებული იბუპროფენის 2,400 მგ-ზე მაღალი დღიური დოზის მიღება არც ერთ შემთხვევაში. თუ პაციენტი 65 წელს ზევითაა, ან აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, ექიმის მიერ მას დაენიშნება უმცირესი დოზა. არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის 40 კგ-ზე ნაკლები წონით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, ასპირინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება, პეპტიური წყლული, კუჭიდან ან 12-გოჯა ნაწლავიდან სისხლდენა, ან წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია. მძიმე გულის უკმარისობა. ორსულობის ბოლო სამი თვე.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, სინათლისა და ტენისაგან დასაცავად ორიგინალ შეფუთვაში. არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების დაცვას. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით