იბუ-ბეიბი - IBU-BABY
იბუ-ბეიბი - IBU-BABY

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება -

იბუ-ბეიბი, მსუბუქი და საშუალო ხარისხის ტკივილების (კბილის ტკივილის, ყურის ტკივილის, უცნობი მიზეზის მქონე თავის ტკივილის, მსუბუქი კუნთოვანი ტკივილის, ყელის ტკივილის, ღრძობასთან-დაჭიმვასთან დაკავშირებული ტკივილების და ა.შ.) და სიცხის დაწევის მიზნით გამოიყენება.
იბუ-ბეიბის სწორი ნაწლავიდან გამოიყენებისას, შეწოვის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე პირის გზით მიღებული პრეპარატების გამოყენებისას. პრეპარატი გამოიყენება მაშინ, როცა პირის გზით წამლის მიღება შეუძლებელია ანდა ღებინების მდგომარეობა არსებობს, სანთლის რექტალური გამოყენება ალტერნატიული ვარიანტია.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

იბუპროფენის დღიური მაქსიმალური დოზა, 3-4 დოზის სახით და სხეულის წონის მიხედვით გამოითვლება, დღიური მაქსიმალური დოზა: 20-30 მგ უნდა იყოს. 6 საათზე უფრო ნაკლები ინტერვალით არ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენების გზა და მეთოდი:

სანთელი, ხელების გულდასმით დაბანის და დამშრალების შემდეგ სწორ ნაწლავში შეიტანება.
ლუბრიულობის მომატების მიზნით, სანთელი გამოყენებამდე ხელში გაათბეთ ანდა მოკლე დროით ცხელ წყალში ჩააგდეთ და მაშინვე ამოიღეთ.

აღნიშნული წამალი, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ დროის განმავლობაში: თუ, ბავშვთან ტკივილი და ცხელება უფრო მოიმატა ანდა დაავადების ახალი სიმპტომები გაჩნდა, მკურნალობა მაშინვე შეაჩერეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ბავშვებში გამოყენება: იბუ-ბეიბი, 6 თვის და მეტი ასაკის და მინიმუმ 6,0 კგ სხეულის წონის მქონე ბავშვებში გამოიყენება.
იბუ-ბეიბის შენახვა

იბუ-ბეიბი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

დასახელება -

იბუ-ბეიბი, მსუბუქი და საშუალო ხარისხის ტკივილების (კბილის ტკივილის, ყურის ტკივილის, უცნობი მიზეზის მქონე თავის ტკივილის, მსუბუქი კუნთოვანი ტკივილის, ყელის ტკივილის, ღრძობასთან-დაჭიმვასთან დაკავშირებული ტკივილების და ა.შ.) და სიცხის დაწევის მიზნით გამოიყენება.
იბუ-ბეიბის სწორი ნაწლავიდან გამოიყენებისას, შეწოვის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე პირის გზით მიღებული პრეპარატების გამოყენებისას. პრეპარატი გამოიყენება მაშინ, როცა პირის გზით წამლის მიღება შეუძლებელია ანდა ღებინების მდგომარეობა არსებობს, სანთლის რექტალური გამოყენება ალტერნატიული ვარიანტია.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

იბუპროფენის დღიური მაქსიმალური დოზა, 3-4 დოზის სახით და სხეულის წონის მიხედვით გამოითვლება, დღიური მაქსიმალური დოზა: 20-30 მგ უნდა იყოს. 6 საათზე უფრო ნაკლები ინტერვალით არ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენების გზა და მეთოდი:

სანთელი, ხელების გულდასმით დაბანის და დამშრალების შემდეგ სწორ ნაწლავში შეიტანება.
ლუბრიულობის მომატების მიზნით, სანთელი გამოყენებამდე ხელში გაათბეთ ანდა მოკლე დროით ცხელ წყალში ჩააგდეთ და მაშინვე ამოიღეთ.

აღნიშნული წამალი, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ დროის განმავლობაში: თუ, ბავშვთან ტკივილი და ცხელება უფრო მოიმატა ანდა დაავადების ახალი სიმპტომები გაჩნდა, მკურნალობა მაშინვე შეაჩერეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ბავშვებში გამოყენება: იბუ-ბეიბი, 6 თვის და მეტი ასაკის და მინიმუმ 6,0 კგ სხეულის წონის მქონე ბავშვებში გამოიყენება.
იბუ-ბეიბის შენახვა

იბუ-ბეიბი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

იბუ-ბეიბიR60 მგ სანთელი

განკუთვნილია რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: თითოეული სანთელი (სუპპოზიტორია) 60 მგ იბუპროფენს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ვიტეპსოლ H5, პოლისორბატ 80 შეიცავს.

რა არის და რისთვის გამოიყენება იბუ-ბეიბი ?

იბუ-ბეიბი, თითქმის თეთრი ფერის, ერთგვაროვანი გარეგანი სტრუქტურის მქონე სანთლის სახით წარმოდგენილი პრეპარატია.

იბუ-ბეიბი, 6 და 10 ცალი სანთლის შემცველ მუყაოს კოლოფებშია წარმოდგენილი.

თითოეული სანთელი მოქმედი ნივთიერების სახით 60 მგ იბუპროფენს შეიცავს. იბუპროფენი, არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლის ჯგუფში შედის.

იბუ-ბეიბი, მსუბუქი და საშუალო ხარისხის ტკივილების (კბილის ტკივილის, ყურის ტკივილის, უცნობი მიზეზის მქონე თავის ტკივილის, მსუბუქი კუნთოვანი ტკივილის, ყელის ტკივილის, ღრძობასთან-დაჭიმვასთან დაკავშირებული ტკივილების და ა.შ.) და სიცხის დაწევის მიზნით გამოიყენება.

იბუ-ბეიბის სწორი ნაწლავიდან გამოიყენებისას, შეწოვის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე პირის გზით მიღებული პრეპარატების გამოყენებისას. პრეპარატი გამოიყენება მაშინ, როცა პირის გზით წამლის მიღება შეუძლებელია ანდა ღებინების მდგომარეობა არსებობს, სანთლის რექტალური გამოყენება ალტერნატიული ვარიანტია.

იბუ-ბეიბის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

იბუ-ბეიბი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

იბუპროფენის ანდა განსაკუთრებით სხვა არასტეროიდების, ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ,

წარსულში; იბუპროფენის, ასპირინის ანდა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აას)მიღების შემდეგ ბრონქების სპაზმი, ასთმის შეტევები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, კანის რეაქციები (სახის, ენის, ტუჩების და ხახის შეშუპება) გქონდათ,

წარსულში; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლებით მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ანდა პერფორაცია (გახვრეტა) გაქვთ ანდა ადრე გქონდათ,

რეციდივული კუჭის ანდა თორმეტგოჯა ნაწალვის წყლულოვანი დაავადებები, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთებადი დავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მსგავსი დავაებები გაქვთ ანდა ადრე გადაიტანეთ,

თუ, სსიხლდენისკენ მიდრეკილი ხართ (ადვილად სისხლდენის გამომწვევი მდგომარეობების არსებობისას),

ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ,

თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ,

გულის მძიმე უკმარისობა გქვთ (NYHA , კლასი- IV),

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ხართ,

კორონარული არტერიების შუნტირებამდე ანდა შუნტირების შემდგომი პერიოდი გაქვთ,

ბავშვის სხეულის წონა 6 კგ-ზე ნაკლებია ანდა ასაკი ნაკლებია 6 თვეზე.

იბუ-ბეიბი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

გულ-სიხლძარღვა სისტემასთან დაკავშირებული რისკები

- არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლებმა შეიძლება კარდიო- ვასკულარული სისტემის სასისკვდილოდ საშიში თრომბული მოვლენების (შედედებასთან დაკავშირებული), მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკის მომატება გამოიწვიოს. ეს რისკი, აას წამლების გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ანდა გულ- სისხლძარღვთა დაავადების რისკ ფაქტორების მატარებელ ავადმყოფებში რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

-იბუ-ბეიბი, კორონარულ შუნტირებამდე ტკივილის სამკურნალოდ უკუნაჩვენებია.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდულმა ანთების საწინაღმდეგო (აას) წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ულცერაცია, კუჭის ანდა ნაწლავების პერფორაციის (გახვრეტა) მსგავსი, გასტრო-ინტესიტნალური სისტემის მხრივ სასიკვდილოდ სერიოზული გვერდით ეფექტების განვითარება. აღნიშნული გვერდით ეფექტების გამოვლინებამდე, გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს ანდა არ აღინიშნოს. ხანდაზმული ავადმყოფები, გასტროინტესტინალური სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკის მატარებელნი არიან. სავარაუდოდ, სწორი ნაწლავის გზით გამოყენებული იბუპროფენის სისხლში გადასვლა უფრო ნაკლებია, ვიდრე პირის გზით მიღებულ წამლებისა.

იბუპროფენის სანთლის გამოყენების პერიოდებს შორის არსებობს სწორი ნაწლავის პერფორაციის (გახვრეტის) ალბათობა.

თუ;

სისტემური წითელი მგლურა (უცნობი მიზეზის მქონე კანის, სახსრების, თირკმლების, გულის გარსების (პერიკარდიუმის), ფილტვების მფარავი გარსის (პლევრის) და ბევრი ქსოვილის და ორგანოს ანთებისთვის დამახასიათებელი, სხვადასხვა მიმდინარეობის მაჩვენებელი და იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოვლენილი დაავადება) ანდა შერეული შემაერთებელის ქსოვილის დაავადების მსგავსი იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევით განვითარებული დაავადება გაქვთ,

შემცივნება, კანკალი, ტემპერატურის უცებ მომატება, ორიენტაციის დაკარგვის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება ანდა კეფის კუნთების რიგიდობა გამოვლინდება, მაშინვე ექიმს მიმართეთ. აღნიშნული, თავის ტვინის გარსის ანთების (ასეპტიკური მენინგიტი)ნიშნები შეიძლება იყოს,

კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები, ნაწლავების ქრონიკული ანთება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), სწორი ნაწლავის და ანუსის დაავადებები გაქვთ,

მაღალი არტერიული წნევა და/ანდა გულის უკმარისობა გაქვთ,

წარსულში იბუპროფენის გამოყენების შემდეგ კუჭ-ნაწლავის სისტემიდან სისხლდენა ანდა პერფორაცია(გახვრეტა) გადაიტანეთ,

ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ,

ალერგიული ასთმა, ქრონიკული რინიტი (გახანგრძლივებული სურდო), სინუსიტი, ცხვირის პოლიპი ანდა ალერეგიული პრობლემები გაქვთ ანდა გადაიტანეთ,

სითხის დაკარგვის შემთხვევში, საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის მიღების უზრუნველყოფა, მაგ.დიარეის შედეგად სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა, აღნიშნული მდგომარეობა ბავშვებში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სითხის დაკარგვამ შეიძლება უეცრად განვითარებული თირკმლების უკმარისობა გამოიწვიოს.

თირკმლების, გულის, ნაწლავების და ღვიძლის დაავადებები გაქვთ,

მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდში) გაქვთ ანდა ადრე მიოკარდიუმის ინფარქტი, შუნტირების ოპერაცია (გულის სისხლძარღვების დახშობის სამკურნალო ქირურგიული ჩარევა), პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება (სტენოზირებული ან დახშული სისხლძარღვების გამო ფეხსა ანდა კიდურში სისხლის მიმოქცევის შენელება) ანდა ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევის ჩათვლით) გადაიტანეთ,

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო (აას) წამალს ანდა ტკივილგამაყუჩებელს ღებულობთ, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შეიძლება გამოვლინდეს გვერდით ეფექტები კუჭ- ნაწლავის სისტემის მხრივ, სისხლდენის ანდა პერფორაციის (გახვრეტა) სახით, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო,

კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევით, შეშუპებით და სიწითლით მიმდინარე კანის ანთებითი დაავადება (სტევენს-ჯონსონის სინდრომი), კანზე სითხოვანი ბუშტუკებით, აშრევებით და ქსოვილების სიკვდილით მიმდინარე სერიოზული დაავადება (ტოქსკიური ეპიდერმალური ნეკროლიზი) ანდა ხელებზე, სახესა და ფეხებზე აჭრელებული სიწითლე, რომელიც ძირითადად თავისით გადადის-მომატებული მგრძნობელობის მდგომარეობის (მულრტიფორმული ერითემა) მსგავსი კანის ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ორსულობის პირველი 6 თვის ვადზე ხართ,

იბუ-ბეიბის ჩათვლით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლის მომხამარებელ ავადმყოფებში ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს სისხლნაკლებობა (ანემია). იბუპროფენის ჩათვლით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლების ხანგრძლივად მომხმარებელ ავადმყოფებში, თუ სისხლნაკლებობასთან დაკაშირებული სიმპტომები ანდა ნიშნები ვლინდება, საჭიროა სისხლის ანალიზით მაჩვენებლების (ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი) დონის განსაზღვრა,

ანტიკოაგულანტების ჯგუფის (სისხლის შედედების საწინააღმდეგო) წამლს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

აუხსნელი წონის მომატება და სითხის შეკავება (ედემა)გამოვლინდება,

ღებინებისას გადმოსულ მასაში სისხლი ანდა განავალში სისხლი ანდა შავი ფერის განავალი გამოვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. იბუპროფენი და მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლების ხანგრძლივი გამოყენებისას, წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არ მქონე ავადმყოფებშიც შეიძლება გამოვლინდეს წყლულები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ანდა პერფორაცია (გახვრეტა). მსგავსი არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი უფრო მაღალია იმ ავადმყოფებში, რომელთაც ადრე გადატანილი აქვთ ზემოთ აღნიშნული დაავადებები, ასევე ხანდაზმულებშიც, წამლის მაღალი დოზის გამოყენებისას, ხანგრძლივი მკურნალობისას, გართულებების გამოვლინების რისკი მატულობს.

დიარეა და მსგავსი მიზეზით გამოწვეული სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა(დეჰიდრატაცია) გაქვთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ დროს ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

იბუ-ბეიბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს იბუ-ბეიბი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე გამოიყენეთ. ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, ბავშვის და დედის მხრივ მოსალოდნელი რისკების გამო, იბუ-ბეიბი არ უნდა იქნას გამოყენებული.

იბუ-ბეიბის, ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებზე ზემოქმედების საკითხი უცნობია. ცნობილია, რომ იბუპროფენის გამოყენება შობადობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, გარდა ამისა, თუ ორსულობას არ გეგმავთ, მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

იბუპროფენის პერიოდული გამოყენება, დაორსულობის ალბათობაზე გავლენას არ ახდენს, უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. თუმცა, თუ ორსულობასთან დაკაშირებით პრობლემები გაქვთ, ამ წამლის გამოყენებამდე ინფორმაცია თქვენ ექიმს მიაწოდეთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ამ წამლის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ბევრი წამალი დედის რძეში გადადის და იბუ-ბეიბის მომხმარებელი დედების მიერ ახალშობილების ძუძუთი კვებისას, არსებობს სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლინების პოტენციური რისკი, ამიტომ ექიმი მიიღებს გადაწყვეტლებას ან ძუძუთი კვების შეჩერების ანდა აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

იბუ-ბეიბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, მოთენთილობა, დაღლილობა და მხედველობის დარღვევა. თუ, აღნიშნული გვერდით ეფექტები თქვენთან გამოვლინდება, ავადმყოფები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ ასეთ მდგომარეობაში ავტომობილი და მექანიზმები არ მართონ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

იბუპროფენის შემცველი წამლები, ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები (აას)

შეშუპების საწინააღმედგო წამლები (დიურეტიკები)

წნევის დამწევი წამლები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოსარტანი და მსგავსი)

ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები)(ვარფარინი, ჰეპაროინის მსგავსი)

ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო წამლები)

მეტოტრექსატი (ფსორიაზის, რევმატიული დაავადებების და სიმსივნური დაავადებების სამკურნალო წამალი)

ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება)

კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო) და იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება)

პრობენესიდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)

ამინოგლიკოზიდები (შაქრიანი დიაბეტის დროს პირის გზით მისაღები წამლები)

ორალური ჰიპოგლიკემიური აგენტები (სისხლში შაქრის დამაქვეითებელი წამლები)

საგულე გლიკოზიდები (გულის უკმარისობის დროს გამოიყენება)

ციკლოსპორინი ანდა ტაკროლიმუსი (ორგანოთა გადანერგვის ანდა იმუნური სისტემის განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება)

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინის მსგავსი)

სერატონინის უკუქცევის ინჰიბიტორები (სუქი)ანტიდეპრესიული წამლები

ანტითრომბოციტური (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დამაქვეითებელი) წამლები (დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი)

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლებმა, აგფ ინჰიბიტორების, ბეტა- ბლოკერების და დიურეტიკების (შარდმდენები) მსგავსი მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს. დიურეტიკებმა (შარდმდენებმა), შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლების ნეფროტოქსიურობის (თირკმლებზე მავნე ეფექტი) რისკის გააზრდოს.

ქოლესტირამინის (ქოლესტერინის დამაქვეითებელი წამალი) იბუპროფენთან ერთად გამოყენებისას, იბუპროფენის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვა შეიძლება შეამციროს. თუმცა, კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

სულფანილშარდოვანას (შაქრის დამაქვეითებელი წამალი) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლებთან ერთად გამოყენებისას, სულფანილშრდოვანას მკურნალობის ეფექტი შეიძლება გაზარდოს. სულფანილშარდოვანას მკურნალობის ქვეშ მყოფი ავადმყოფებში იბუპროფენის გამოყენებიასას, იშვიათად დაფიქსირბულია სისხლში შაქრის დონის დაცემა.

მიფეპრისტონმა (ორსულობის დასრულების მიზნით გამოყენებული წამალი) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლების პროსტაგლანდინების ეფექტი შეიძლება გააუკუღმართოს, თეორიულად, წამლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. მწირი მტკიცებულებებით, პროსტაგლანდინების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლების ერთად ერთსადაიმავე დღეს გამოყენებისას, მიფეპრისტონი ანდა პროსტაგლანდინი საშვილოსნოს ყელში მომწიფებასა ანდა საშვილოსნოს შეკუმშვაზე უაროფითად არ მოქმედებს და ორსულობის მედიკამენტოზური ტერმინაციის (ორსულობის მედიკამენტოზური დასრულება) კლინიკურ ეფექტურობას არ აქვეითებს.

CYP2C9 ინჰიბიტორების (ღვიძლში წამლების დეაქტივაციაში მონაწილე პროტეინების შემაფრხებელი წამლის ჯგუფი) იბუპროფენთან ერთად გამოყენებამ, იბუპროფენის (CYP2C9 ფერმენტებზე მოქმედი ნივთიერება) ზემოქმედება შეიძლება გაზარდოს. ვორიკონაზოლით და ფლუკონაზოლით (სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულოი წამლები, CYP2C9 ინჰიბიტორებთან) ჩატარებული კვლევისას, დაახლოებით 80-100% გამოვლინდა (S)+ იბუპროფენის მომატებული ზემოქმედება. განსაკუთრებით, იბუპროფენის მაღალი დოზით ვორიკონაზოლის ანდა ფლუკონაზოლის მსგავს ძლიერ CYP2C9 ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას, შეიძლება საჭირო გახდეს იბუპროფენის დოზის შემცირება.

სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლებმა (მაგ. ვარფარინის) შეიძლება შედედების საწინააღმდეგო ეფექტი გაზარდოს.

გინკობილობას მცენარეული პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.

იბუპროფენი, ტიკლოპიდინთან (სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამალი) ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული.

სხვა დანარჩენი ტკივილგამაყუჩებლების (COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლების, მაგ: ასპირინი, ნაპტოქსენი, ცელეკოქსიი, ნიმესულიდი), ორი ანდა უფრო მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (ასს) წამლის ერთად გამოყენებას მოერიდეთ.

ერთდროულად ზიდოვუდინის (ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით (HIV) გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) და იბუპროფენის მკურნალობის ქვეშ მყოფ HIV (+) ჰემოფილიით (სისხლის შეჩერების პრობლემით ვლინდება) დაავადებული ავადმყოფებში, სისხლჩაქცევებსა და სასახსრე სივრცეებში სისხლი დაგროვების რისკთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არსებობს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

როგორ გამოიყენება იბუ-ბეიბი**?**

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

იბუპროფენის დღიური მაქსიმალური დოზა, 3-4 დოზის სახით და სხეულის წონის მიხედვით გამოითვლება, დღიური მაქსიმალური დოზა: 20-30 მგ უნდა იყოს. 6 საათზე უფრო ნაკლები ინტერვალით არ უნდა იქნას გამოყენებული.

6,00-8,00 კგ შორის სხეულის წონის მქონე ბავშვებში:

მკურნალობის დასაწყისში 1 ცალი სანთელი გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში 6-8 საათის შემდეგაც შეიძლება 1 სანთლის გამოყენება. 24 საათის განმავლობაში მაქსიმუმ 3 ცალი სანთელი შეიძლება იქნას გამოყენებული.

8,00-12,5 კგ შორის სხეულის წონის მქონე ბავშვებში:

მკურნალობის დასაწყისში 1 ცალი სანთელი გამოიყენება.საჭიროების შემთხვევაში 6 საათის შემდეგაც შეიძლება 1 სანთლის გამოყენება. 24 საათის განმავლობაში მაქსიმუმ 4 ცალი სანთელი შეიძლება იქნას გამოყენებული.

იბუ-ბეიბი, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში შეიძლება იქნას გამოყენებული.

ამ დროის განმავლობაში სიმპტომების (ნიშნების) არ ალაგების ანდა უფრო გართულების შემთხვევაში, თქვენს ექიმს მიმართეთ.

განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის.

არასასურველი ეფექტების და დაავადების ნიშნების მართვის მიზნით, საჭირო მინიმალური ეფექტური დოზის უმოკლეს დროში გამოყენებით, მინიმუმამდე შეიძლება იქნას დაყვანილი.

გამოყენების გზა და მეთოდი:

სანთელი, ხელების გულდასმით დაბანის და დამშრალების შემდეგ სწორ ნაწლავში შეიტანება.

ლუბრიულობის მომატების მიზნით, სანთელი გამოყენებამდე ხელში გაათბეთ ანდა მოკლე დროით ცხელ წყალში ჩააგდეთ და მაშინვე ამოიღეთ.

აღნიშნული წამალი, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ დროის განმავლობაში: თუ, ბავშვთან ტკივილი და ცხელება უფრო მოიმატა ანდა დაავადების ახალი სიმპტომები გაჩნდა, მკურნალობა მაშინვე შეაჩერეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

იბუ-ბეიბი, 6 წლის და მეტი ასაკის და მინიმუმ 6,0 კგ სხეულის წონის მქონე ბავშვებში გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, განსაკუთღებით მაღალია წამლის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების სასიკვდილო ზემოქმედება, რომელიც ძირითადად ვლინდება კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ სისხლდენებითა და პერფორაციით. ამიტომ, თუ ხანდაზმულ ავადმყოფებში გამოყენების აუცილებლობა იქნება, საჭიროა ყველაზე მინიმალური დოზის ხანმოკლე დროით გამოყენება.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების /ღვიძლის/გულის უკმარისობა:

თირკმლების ანდა ღვიძლის ანდა გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც იბუპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციების დარღვევა. ასეთ ავადმყოფებში შეძლებისდაგვარად მინიმალური დოზა უნდა იქნას გამოყენებული, პარალელურად საჭიროა თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული კონტროლი.

ღვიძლის მძიმე უკმარსობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება სედაცია (ძილიანობა) გამოიწვიოს.

იბუ-ბეიბი, ღვიძლის უკმარისობის დროს არ გამოიყენოთ.

თუ, ფიქრობთ, რომ იბუ-ბეიბის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, იბუ-ბეიბის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ

თუ, იბუ-ბეიბის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ ანდა ბავშვები შემთვევით გადაყლაპავენ, საჭირო ზომების მისაღებად , რეკომენდაციებისა და რისკების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმციისთვის, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ნიშნები: გულიევა, მუცლის ტკივილი, ღებინება (შეიძლება იყოს სისხლიანი ზოლები), თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების შემღვრევა და თვალის მთრთოლვარე მოძრაობები. ასევე- ძილიანობა, ტკივილი მკერდში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, შარდში სისხლი, შემცივნების შეგრძნება, სუნთქვის პრობლემები.

გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის დაცემა და თირკმლების უკმარისობა.

თუ, იბუ-ბეიბის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, იბუ-ბეიბის გამოყენება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზის აღგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ წამალი გამოიყენეთ. მაგრამ თუ მომდევნო დოზის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

მოვლენები, რომელიც იბუ-ბეიბით****მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

არ არსებობს.

რა****შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, იბუ-ბეიბის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, იბუ-ბეიბის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, თვალის ქუთუთოების, ენის და ხახის შეშუპება. კანის ძლიერი ქავილი და გამონაყარი, წნევის დაცემასთან დაკაშირებული გულის ფრიალი და თავბრუსხვევა (მომატებული მგრძნობელობის რეაქცია)

ხმაურიანი ანდა გაძნელებული სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება(ასთმის შეტევა)

სისხლის არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია)

გულისცემის რითმის დარღვევა, გულის ფრიალი, ტკივილი მკერდში

ძლიერი მუცლის ტკივილი (კუჭის წყლული ანდა პანკრეატიტი)

თვალის და კანის სიყვითლე (ღვიძლის ფუნქციების დარღვევა)

განავალში ანდა ამოღებინებულ მასაში სისხლი ანდა ყავის ნალექის მსგავსი შავი ფერის მასა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა)

კანზე სისხლჩაქცევები, დალურჯებები, ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენა, ინფექციური დაავადებების ავადობის სიხშირის მატება, სიფერმკრთალე და სისუსტე ( ძვლის ტვინის დათრგუნვა)

კაზე, პირის ღრუში, თვალებში,სასქესო ორგანოების ირგვლივ კანის აშრევება, შეშუპება, ბუშტუკების გაჩენით და ცხელებით მიმდინარე სერიოზული დაავადება (სტევენს-ჯონსონის სინდრომი)

პირის ღრუში და სხეულის ხვა ნაწილებში სითხის შეკავება ანდა სხვადასხვა ზომის წითელი გამონაყარით მიმდინარე დაავადება (მულტიფორმული ერითემა)

კანში სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა და კანის აშრევება, აცლით მიმდინარე სერიოზული დაავადება (ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი)

კუნთებში ძალის უეცარი დაკარგვა, მგრძნობელობის დაკარგვა, მხედველობის დარღვევა (ინსულტი)

ძლიერი თავის ტკივილი, კეფის გაშეშება, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ცნობიერების არევა (ასეპტიკური მენინგიტი)

რეალობაში არ არსებულის ხედვა და გაგონება(ჰალუციანაციები)

დრესს სინდრომის სახელით ცნობილი ძლიერი კანის რეაქცია შეიძლება გმოვლინდეს, დრესს სინდრომის ნიშნებია: გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძები შესივება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) მომატება.

ყველა ჩამოთვლილი, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ იბუ- ბეიბის მიმართ ძლიერი ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

გავრცელებული:

კუჭის არეში დისკომფორტი

მუცლის ტკივილი

გულისრევა

ნაკლებად გავრცელებული:

ასთმა (ხიხინით და სუნთქვის გაძნელებით მიმდინარე სასუნთქი გზების დაავადება

ბრონქოსკოპაზმი (ფილტვებში ბრონქების სახელით წოდებული სასუნთქი გზების შევიწროება)

დისპნე (სუნთქვის გაძნელება)

დიარეა

შებერილობა

ყაბზობა

ღებინება

კუჭის წყლული, პერფორაცია ანდა სისხლდენა

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პერფორაცია ანდა სისხლდენა

შავი ფერის განავალი

სისხლიანი ღებინება

პირის ღრუს ლორწოვანის ჩირქოვანი ანთება და წყლულების განვითარება

ნაწლავის არსებული დაავადებების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) გამწვავება

ანუსის (სწორი ნაწლავის) გაღიზიანება

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

გაბრუება

უძილობა

ყურებში ხმაური (ტინიტუსი)

დაღლილობა, სისუსტე

ჭინჭრის ციება(ურტიკარია) და ქავილის მსგავსი ალერგიული რეაქიები

იშვიათი:

ოპტიკური ნევრიტი (მხედველობის ნერვის ანეთება)

ძალიან იშვიათი:

თირკმლების უკმარისობა, (შარდის შემცირება, სხეულში სითხის შეკავება (ედემა) და განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობისას თირკმლის ქსოვილის დაზიანება, სისხლში შარდოვანას ინტენსიური მომატება)

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

სისხლთან დაკაშირებული დარღევები (პირველი ნიშნებია: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში ზედაპირული იარების გაჩენა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა და კანზე სისხლჩაქცევები)

კანის რეაქციები (მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტევენს-ჯონსონის სინდრომი)

ჩუტყვავილას დაავადებასთან დაკაშირებით განვითარებული კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები

იმუნური სისტემის დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა და შერეული შემაერთებელი ქსოვილოვანი დაავადებები) მქონე ავადმყოფებში იბუპროფენით მკურნალობისას ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ორიენტაციის დაკარგვის მსგავსი თავის ტვინის გარსების ანთება- ასეპტიკური მენინგიტის ნიშნები.

ძლიერი მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება, რომლის სიმპტომები შეიძლება იყოს: სახის, ენის და ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის გახშირება, სისხლის წნევის დაცემა (ანაფილაქსია, ანგიოედემა) ანდა მძიმე შოკის განვითარება.

ასთმა და ბრონქოსპაზმი (ფილტვებში ბრონქების სახელით ცნობილი სასუნთქი გზების მკვეთრი შევიწროება)

ღვიძლის დაავადებები (ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, სისხლში ფერმენტების დონის მომატება)

გულის უკმარისობა

დაფიქსირებულია, რომ იბუ-ბეიბის მსგავსი წამლები, განსაკუთრებით დიდი დოზებით გამოყენებისას, ზოგჯერ დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულიტის განვითარების რისკის მცირე ზრდასთან.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია და შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

იბუ-ბეიბის შენახვა

იბუ-ბეიბი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ იბუ-ბეიბი არ გამოიყენოთ.

თუ, შეფუთვაზე ანდა პროდუქტზე დაზიანებას შენიშნავთ, იბუ-ბეიბი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
იბუ-ბეიბი 60მგ #10სუპ(თურქ)
  • სახელი: იბუ-ბეიბი 60მგ #10სუპ(თურქ)
  • შეფუთვა: 60მგ სუპოზიტორია ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან (არანაკლები 6კგ წონით) №10
Aversi 4.15 ლ
იბუ-ბეიბი საბავშვო სანთელი რექტალური 60მგ #10
  • სახელი: იბუ-ბეიბი საბავშვო სანთელი რექტალური 60მგ #10
  • შეფუთვა: 60მგ სუპოზიტორია ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან (არანაკლები 6კგ წონით) №10
Pharmadepot 4.17 ლ
იბუ-ბეიბი საბავშვო სანთელი რექტალური 60მგ #10
  • სახელი: იბუ-ბეიბი საბავშვო სანთელი რექტალური 60მგ #10
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 60მგ სუპოზიტორია ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან (არანაკლები 6კგ წონით) №10
GPC 4.17 ლ
Ibu-Baby - იბუ-ბეიბი 60მგ 10 სუპოზიტორია
  • სახელი: Ibu-Baby - იბუ-ბეიბი 60მგ 10 სუპოზიტორია
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 60მგ სუპოზიტორია ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან (არანაკლები 6კგ წონით) №10
PSP 4.17 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით