მილოფენ ქიდსი - MILOFEN KIDS
მილოფენ ქიდსი - MILOFEN KIDS

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - მილოფენ ქიდსი სუსპენზია 20მგ/მლ 100მლ

რას წარმოადგენს მილოფენ ქიდსი და რისთვის გამოიყენება
მილოფენ ქიდსი შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). პრეპარატის მოქმედება გამოიხატება ტკივილის, შეშუპების (ანთების) მოხსნით და მაღალი ტემპერატურის დაწევით.

მილოფენ ქიდსის გამოყენება შეიძლება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის შემსუბუქების მიზნით, როგორიცაა ყელის ტკივილი, ტკივილი კბილის ამოჭრისას, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი, მსუბუქი ტრავმები და დაჭიმულობა. პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება 3 თვიდან ასაკის ბავშვებში გაციებისა და გრიპის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით, ასევე ცხელების, მათ შორის იმუნიზაციის შემდგომი ცხელების შესამცირებლად.
რეკომენდებული დოზა:
მაღალი ტემპერატურა იმუნიზაციის შემდეგ
ასაკი / წონა (კგ) რეკომენდებული დოზა, მლ მიღების სიხშირე 24 საათში*
5 კგ-ზე მეტი (3 თვის და მეტის) 2.5 მლ 2-ჯერ 24 საათში*

  • თუ საჭიროა, მეორე დოზის მიცემა შეიძლება პირველი დოზის მიცემიდან 6 საათში.
    • არ შეიძლება 2 დოზაზე მეტის მიცემა 24 საათის განმავლობაში.
    • ორჯერ 2.5 მლ-ის მიცემის შემდეგ პრეპარატი აღარ გამოიყენოთ. ცხელების შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
    მაღალი ტემპერატურა, ტკივილი და გაციებისა და გრიპის სიმპტომები
    5 კგ-ზე მეტი (3-6 თვის) 2.5 მლ 3-ჯერ**
    არ გამოიყენოთ 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში
    7-10 კგ (6-12 თვის) 2.5 მლ 3-4-ჯერ**
    10-15 კგ (1-4 წლის) 5 მლ 3-ჯერ**
    15-20 კგ (4-7 წლის) 7.5 მლ (5 მლ + 2.5 მლ) 3-ჯერ**
    20-30 კგ (7-10 წლის) 10 მლ (5 მლ + 5 მლ) 3-ჯერ**
    30-40 კგ (10 წლის და უფროსი ასაკის) 15 მლ (5 მლ + 5 მლ + 5 მლ) 3-ჯერ**
    ** დოზები გამოიყენება 6-8 საათიანი ინტერვალით. დოზებს შორის დაიცავით სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალი.
    თქვენი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის:
• 3-6 თვის ასაკის ბავშვებში პრეპარატით მკურნალობის კურსი არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი.
• 6 თვიდან ასაკის ბავშვებში პრეპარატით მკურნალობის კურსი არ უნდა იყოს 3 დღეზე მეტი.
მილოფენ ქიდსის შენახვის პირობები
არაუმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 6 თვე.

მილოფენ ქიდსი 20 მგ/მლ პერორალური სუსპენზია
იბუპროფენი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- თუ თქვენი ბავშვი არ გრძნობს თავს უკეთ ან მისი მდგომარეობა გაუარესდა, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის:
- 24 საათის შემდეგ, თუ თქვენი ბავშვი 6 თვემდე ასაკისაა;
- 3 დღის შემდეგ, თუ თქვენი ბავშვი 6 თვეზე უფროსი ასაკისაა.

1. რას წარმოადგენს მილოფენ ქიდსი და რისთვის გამოიყენება
მილოფენ ქიდსი შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). პრეპარატის მოქმედება გამოიხატება ტკივილის, შეშუპების (ანთების) მოხსნით და მაღალი ტემპერატურის დაწევით.

მილოფენ ქიდსის გამოყენება შეიძლება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის შემსუბუქების მიზნით, როგორიცაა ყელის ტკივილი, ტკივილი კბილის ამოჭრისას, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი, მსუბუქი ტრავმები და დაჭიმულობა. პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება 3 თვიდან ასაკის ბავშვებში გაციებისა და გრიპის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით, ასევე ცხელების, მათ შორის იმუნიზაციის შემდგომი ცხელების შესამცირებლად.
2. რა უნდა იცოდეთ მილოფენ ქიდსის გამოყენებამდე
უმრავლეს შემთხვევაში მოცემული პრეპარატის გამოყენება ნებადართულია, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის მისი გამოყენება არ შეიძლება. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ მისცეთ თქვენს ბავშვს, თუ:
 ის ალერგიულია იბუპროფენის ან მოცემული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);
 წარსულში ჰქონდა რეაქცია (მაგალითად, ასთმა, სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება) იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის) ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების (აასს) მიღებაზე;
 ის არის 5 კგ-ზე ნაკლები წონის ან 3 თვემდე ასაკის;
 იღებს სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ან აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინს) დღიური დოზით 75მგ-ზე მეტი (როგორც წესი, აცეტილსალიცილის მჟავა არ უნდა დაენიშნოთ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ ზოგჯერ ის ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად);
 მას აქვს კუჭის წყლული, პერფორაციით ან სისხლდენით, ან წარსულში ჰქონდა ამ მოვლენების ერთი, ორი ან მეტი ეპიზოდი;
 წარსულში ჰქონდა წყლულის პერფორაცია ან წყლულიდან სისხლდენა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღების შემდეგ (თუ ბავშვს ჰქონდა ღებინება სისხლით ან ყავის ნალექსის მსგავსი მუქი ნაწილაკებით, სისხლი განავალში ან კუპრისებრი განავალი);
 აქვს თირკმელების, გულის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
 აქვს დაავადებები, რომლებიც ზრდის სისხლდენისადმი მიდრეკილებას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
თქვენი ბავშვისთვის მილოფენ ქიდსის მიცემამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:
 თქვენს ბავშვს აქვს ან წარსულში ჰქონდა ასთმა ან სხვა ალერგიული დაავადება;
 თქვენს ბავშვს აქვს ან წარსულში ჰქონდა თირკმელების, ღვიძლის და გულის პრობლემები;
 თქვენს ბავშვს აქვს გაუწყლოება, რადგან არსებობს თირკმელებთან დაკავშირბეული პრობლემების განვითარების რისკი;
 თქვენს ბავშვს აქვს შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, როგორიცაა სწმ (სისტემური წითელი მგლურა);
 თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავის ქრონიკული ანთება, როგორიცაა კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი;
 თქვენს ბავშვს აქვს ჩუტყვავილა.

როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მილოფენ ქიდსმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები.
ისეთი ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ან ინსულტის რისკის მცირედით გაზრდასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
თქვენი ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, მილოფენ ქიდსის მიცემამდე, თუ თქვენს ბავშვს აქვს:
 გულის დაავადებები, გულის უკმარისობის ჩათვლით, სტენოკარდია (ტკივილი გულ- მკერდის არეში), ან გადატანილი აქვს გულის შეტევა, ჩატარებული აქვს შუნტირება, აქვს პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხებსა და ტერფებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა არტერიის შევიწროების ან დაცობის შედეგად), ან გადატანილი აქვს ინსულტი (მიკროინსულტის ან ტრანზიტორული იშემიური შეტევის ჩათვლით);
 სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან გულის დაავადება ან ინსულტი ოჯახის ანამნეზში.

სხვა პრეპარატები და მილოფენ ქიდსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს სხვა პრეპარატები.
მილოფენ ქიდსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების მოქმედებაზე, ან ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებას შეუძლია გავლენა მოახდინოს მილოფენ ქიდსის მოქმედებაზე. მაგალითად:
 სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს ან სხვა აასს, მათ შოროს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები;
 აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი);
 ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი/სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);
 ანტითრომბოზული საშუალებები (მაგალითად, დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი);
 მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის);
 ზიდოვუდინი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ);
 სულფონილშარდოვანას პრეპარატები, როგორიცაა გლიბენკლამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ);
 მეტოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის და ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ);
 საგულე გლიკოზიდები (მაგალითად, დიგოქსინი, გამოიყენება გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ);
 დიურეზულები (შარდმდენი საშუალებები);
 მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკერები, როგორიცაა ატენოლოლი, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორიცაა ლოზარტანი);
 კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები);
 სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალოდ);
 ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალოდ);
 ლითიუმი (გუნება-განწყობის ცვალებადობის სამკურნალოდ);
 ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტირებული ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის) (გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად);
 ვორიკონაზოლი ან ფლუკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები).

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს.

ზოგიერთ სხვა პრეპარატს შეუძლია გავლენა იქონიოს მილოფენ ქიდსით მკურნალობაზე, ან მილოფენ ქიდსს შეუძლია გავლენა იქონიოს მათ მოქმედებაზე. ამიტომ, მილოფენ ქიდსის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებამდე ყოველთვის მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ არ ხართ დარწმუნებული რომელ პრეპარატს იღებს თქვენი ბავშვი, აჩვენეთ პრეპარატი თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ მოზრდილი ადამიანი და გეგმავთ ამ პრეპარატის მიღებას:
ამ ჩანართში მოყვანილი სრული ინფორმაცია თქვენც გეხებათ:
გარდა ამისა:
 თუ ხართ ხანდაზმული პირი, უფრო მაღალია ჩანართში ქვემოთ მითითებული ზოგიერთი შესაძლო არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციის განვითარების რისკი. ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
 თუ ეწევით, მილოფენ ქიდსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შეიძლება რაც შეიძლება დაბალი ეფექტიანი დოზის გამოყენებით ხანმოკლე დროის განმავლობაში, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მოცემული პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

არ მიიღოთ მილოფენ ქიდსი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.

ძუძუთი კვება
მცირე რაოდენობის კვლევებში იბუპროფენი უმნიშვნელო რაოდენობით გამოვლინდა დედის რძეში და ნაკლებსავარაუდოა მისი არასასიკეთი ზემოქმედება ჩვილზე.

ფერტილობა
იბუპროფენი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (აასს), რომლებსაც შეუძლია დაარღვიოს ქალის ფერტილობა. ეს ეფექტი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტისას. ეპიზოდური გამოყენების შემთხვევაში ნაკლებსავარაუდოა მისი გავლენა დაორსულების შანსზე, მიუხედავად ამისა, ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მილოფენ ქიდსის რეკომენდებული დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში ის არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. როგორ გამოიყენება მიკლოფენ ქიდსი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში აღწერილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
გამოყენებამდე ყოველთვის კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
ყოველთვის გამოიყენეთ შპრიცი, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაში. შპრიცი გამოიყენება სუსპენზიის 2.5 მლ ან 5 მლ–ის გასაზომად, შპრიცზე დატანილი ზუსტი ნიშნულების საშუალებით.

რეკომენდებული დოზა:
მაღალი ტემპერატურა იმუნიზაციის შემდეგ
ასაკი / წონა (კგ) რეკომენდებული დოზა, მლ მიღების სიხშირე 24 საათში*
5 კგ-ზე მეტი (3 თვის და მეტის) 2.5 მლ 2-ჯერ 24 საათში*

  • თუ საჭიროა, მეორე დოზის მიცემა შეიძლება პირველი დოზის მიცემიდან 6 საათში.
    • არ შეიძლება 2 დოზაზე მეტის მიცემა 24 საათის განმავლობაში.
    • ორჯერ 2.5 მლ-ის მიცემის შემდეგ პრეპარატი აღარ გამოიყენოთ. ცხელების შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
    მაღალი ტემპერატურა, ტკივილი და გაციებისა და გრიპის სიმპტომები
    5 კგ-ზე მეტი (3-6 თვის) 2.5 მლ 3-ჯერ**
    არ გამოიყენოთ 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში
    7-10 კგ (6-12 თვის) 2.5 მლ 3-4-ჯერ**
    10-15 კგ (1-4 წლის) 5 მლ 3-ჯერ**
    15-20 კგ (4-7 წლის) 7.5 მლ (5 მლ + 2.5 მლ) 3-ჯერ**
    20-30 კგ (7-10 წლის) 10 მლ (5 მლ + 5 მლ) 3-ჯერ**
    30-40 კგ (10 წლის და უფროსი ასაკის) 15 მლ (5 მლ + 5 მლ + 5 მლ) 3-ჯერ**
    ** დოზები გამოიყენება 6-8 საათიანი ინტერვალით. დოზებს შორის დაიცავით სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალი.
    თქვენი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის:
• 3-6 თვის ასაკის ბავშვებში პრეპარატით მკურნალობის კურსი არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი.
• 6 თვიდან ასაკის ბავშვებში პრეპარატით მკურნალობის კურსი არ უნდა იყოს 3 დღეზე მეტი.

სიმპტომების დამძიმების ან შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიმპტომების შემსუბუქებისთვის გამოიყენეთ უმცირესი დოზა რაც შეიძლება მოკლე პერიოდში.

არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზა.

თუ გამოიყენეთ მილოფენ ქიდსის საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით მიეცით ბავშვს ან მიიღეთ მილოფენ ქიდსის რეკომენდებულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გამოტოვეთ მილოფენ ქიდსის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა აუცილებლობის მიხედვით, ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 საათის შემდეგ.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

4. შესაძლო არასასურველი რეაქცია
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მილოფენ ქიდსი, დაკავშირებულია გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის მცირედით მომატებასთან.

აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით ცნობილია სითხის შეკავების (შეშუპება), მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის შემთხვევების შესახებ.

თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა ქვემოთ მითითებული რომელიმე სერიოზული არასასურველი რეაქცია, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:

ძალიან იშვიათად (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)
 ღებინება სისხლით ან ყავის ნალექსის მსგავსი მუქი ნაწილაკებით;
 მძიმე ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს სახის, ენის, კისრის ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, გახშირებულ გულისცემას, სისუსტის შეგრძნებას, თავბრუსხვევას ან კოლაფსს;
 დაუდგენელი ხიხინი (ასთმა), ასთმის დამძიმე, გაძნელებული სუნთქვა;
 კანის მხრივ მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება ითვალისწინებდეს აქერცვლას, ბუშტუკების წარმოქმნას და კანის დაზიანებას;
 კანის არსებული ინფექციების გამწვავება (შესაძლებელია გამონაყარი, ბუშტუკები და კანის ფერის შეცვლა, ცხელება, ძილიანობა, დიარეა და გულისრევა);
 მენინგიტის სიმპტომები, როგორიცაა კეფის კუნთების რიგიდობა, ცხელება, დეზორიენტაცია. პაციენტები ადრე არსებული აუტოიმუნური დაავადებებით, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის კომბინირებული დაავადებები, როგორც ჩანს წარმოადგენენ უფრო მაღალი რისკის ჯგუფს;
 მუცლის შებერვა ან კუჭის წყლული;
 თირკმელების დაავადებები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს თირკმელების უკმარისობას (შეიძლება თქვენს ბავშვს გაუხშირდეს ან შეუმცირდეს შარდვა, აღენიშნოს სისხლი შარდში ან შარდის გამუქება, ქოშინი, ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე, უმადობა ან კოჭების შეშუპება).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
 კანის მძიმე ინფექციები და გართულებები რბილი ქსოვილების მხრივ ჩუტყვავილას ან სარტყლისებრი ლიქენის დროს;
 გულის უკმარისობა (თქვენს ბავშვს შეიძლება აღენიშნოს დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და ფეხების შეშუპება).

არც ისე ხშირად (აღენიშნება 1 000 პაციენტიდან 1-10-ს)
 კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გაწითლება, გამონაყარი.
 დაუდგენელი ტკივილი კუჭის არეში, კუჭის აშლა, გულძმარვა ან გულისრევა.

იშვიათი (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-10-ს)
 აუხსნელი ღებინება

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)
 კანის ან თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, განავლის გაუფერულება ან ტკივილი მუცლის ზედა არეში (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების ნიშანი);
 დაღლილობა ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, უჩვეული სისხლჩაქცევები ან დაუდგენელი სისხლდენა და უფრო ხშირი ინფექციები (მაგალითად, ყელის ტკივილი, სტომატიტი, გრიპის მსგავსი სიმპტომების, მაღალი ტემპერატურის ჩათვლით). ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის ცვლილებებთან.

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს:
არც ისე ხშირად (აღენიშნება 1 000 პაციენტიდან 1-10-ს)
 თავის ტკივილი.

იშვიათი (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-10-ს)
 დიარეა, შეკრულობა და მეტეორიზმი. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ეს სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღე ან გაწუხებთ.

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)
 კოლიტის გამწვავება ან კრონის დაავადება;
 შეშუპება ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
 სითხის შეკავება, რაც შეიძლება იწვევდეს კიდურების შეშუპებას;
 მაღალი არტერიული წნევა;
 შესაძლებელია გულის შეტევის ან ინსულტის რისკის მცირედით გაზრდა, იბუპროფენის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში. ეს ნაკლებსავარაუდოა ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას.

5. მილოფენ ქიდსის შენახვის პირობები
არაუმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 6 თვე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტზე ან მუყაოს შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია..............-მდე~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება.
არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მილოფენ ქიდსი
 მოქმედი ნივთიერება არის იბუპროფენი. 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს.
 სხვა ინგრედიენტები: პოლისორბატი 80, გლიცეროლი, თხევადი მალტიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ქლორიდი, დომიფენის ბრომიდი, ტუტი-ფრუტის არომატი, გასუფთავებული წყალი.

მილოფენ ქიდსის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მილოფენ ქიდსი არის თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ბლანტი სუსპენზია ტუტი-ფრუტის არომატით.

მილოფენ ქიდსი გამოდის პეთ მუქ ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 100 მლ პერორალურად მისაღებ სუსპენზიას. ფლაკონი დახურულია ხრახნიანი თავსახურით, რომელიც იცავს ბავშვების მიერ გახსნისგან.

თითოეულ შეფუთვაში წარმოდგენილია 0.5 მლ-ით გრადუირებული 5 მლ შპრიცი-დოზატორი. თითოეული შპრიცი შედგება შპრიცის კორპუსისა და დგუშისგან.

შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია:
1. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
2. მჭიდროდ დაამაგრეთ შპრიცი ფლაკონის თავზე (ხვრელში).
3. შპრიცის შესავსებად გადააბრუნეთ ფლაკონით. მყარად დაიჭირეთ შპრიცი და გამოწიეთ დგუში, შპრიცზე ზუსტ ნიშნულამდე პრეპარატის აღებამდე (2.5 მლ ან 5 მლ).
4. დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურად, შემდეგ ფრთხილად დაატრიალეთ შპრიცი და მოხსენით ფლაკონის თავიდან.
5. მოათავსეთ შპრიცის თავი ბავშვის პირში, ჩვეულებრივ, როგორც წესი, ღრძილებსა და ლოყას შორის. ბოლომდე ნელა და ფრთხილად დააჭირეთ დგუშზე, რომ გადმოვიდეს პრეპარატი.
6. თუ ზემოთ მითითებულ ცხრილში რეკომენდებულია პრეპარატის 5 მლ-ზე მეტი დოზით მიცემა, გაიმეორეთ მე-2-5 ეტაპები ბავშვისთვის პრეპარატის სწორი დოზის მისაცემად. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. გაავლეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშვრეთ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მილოფენ ქიდსი სუსპენზია ორალური 20მგ/1მლ 100მლ ფლაკონი დოზატორით #1
  • სახელი: მილოფენ ქიდსი სუსპენზია ორალური 20მგ/1მლ 100მლ ფლაკონი დოზატორით #1
  • მწარმოებელი: VETPROM AD (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
Pharmadepot 7.64 ლ

GPC 7.64 ლ
მილოფენ ქიდსი სუსპენზია 20მგ/მლ 100მლ
  • სახელი: მილოფენ ქიდსი სუსპენზია 20მგ/მლ 100მლ
  • მწარმოებელი: VETPROM AD (ბულგარეთი)
  • შეფუთვა: 20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
PSP 7.64 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით