ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
**ფლუზამედი
(FLUZAMED)
თვალისწვეთები 0,3%
**
**
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება**
ფლუკონაზოლი, Fluconazole
წამლის ფორმა
0,3%-იანი თვალის წვეთები
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის
დიჰიდროფოსფატი მონოჰიდრატი, პროპილენგლიკოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი,
გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01A
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ტრიაზოლის წარმოებულთა ჯგუფიდან.
ახდენს ციტოქრომ P450-დამოკიდებული ფერმენტების ბლოკირებას და მაღალსელექტიურად
აინჰიბირებს სტეროლების სინთეზს სოკოების უჯრედულ მემბრანებში. ფლუკონაზოლი
ეფექტურია იმ სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევებია: Candida
spp., Cryptococcus neoformans, Epidermophyton spp, Microsporum spp.,
Trichophiton spp., და ასევე იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევებია
Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis და Histoplasma capsulatum.
ერთჯერადი გამოყენებისას, ფლუკონაზოლი 15 წუთში აღწევს თვალის ქსოვილებში იმ
კონცენტრაციით, რომელიც აჭარბებს ისეთი მიკროორგანიზმების ელიმინაციისათვის
საჭირო კონცენტრაციას, როგორიცაა: C. albicans და C. parapsilosis, ხოლო
მრავალჯერადი შეყვანისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია აჭარბებს C.tropicalis
ელიმინაციისათვის საჭირო კონცენტრაციას, რის გამოც ფლუკონაზოლი წარმოადგენს
ამფოტერიცინ B-ს კარგ ალტერნატივას Candida-ს ჯგუფის სოკოებით გამოწვეული
კერატიტების სამკურნალოდ.
**
ფარმაკოკინეტიკა**
კარგად აღწევს ყველა ბიოლოგიურ სითხეში.
გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, ფლუკონაზოლის 80% ექსკრეტირდება
უცვლელი სახით, დაახლოებით 11%-მდე – მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის
პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს (20-50 სთ-ის დიაპაზონში).
გამოყენების ჩვენებები
თვალის სოკოვანი დაზიანებები:
- სკლერიტები;
- ენდოფთალმიტები;
- კერატიტები (კერატომიკოზები);
- კანალიკულიტები და სხვა
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის მიმართ (მათ შორის სხვა აზალური ნაერთების
მიმართ).
გვერდითი მოქმედება
იშვიათად ვლინდება თვალების გაღიზიანება და შეწითლება.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ინიშნება 1-2 წვეთი დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 3 კვირისა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.
გაფრთხილება
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა პრეპარატის შეწოვა სისხლში.
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში,
დაქვეითებული იმუნიტეტის დროს (ახალშობილობის პერიოდი, შიდსი და სხვა).
პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშნის
გამოვლინების შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა
თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების
ტარება.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს 7-10 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ
აღინიშნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაავადება გამოწვეულია პრეპარატის მიმართ
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმით.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი დედისათვის
აღემატება ნაყოფზე პოტენციურ რისკს. მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა
შეწყდეს.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ზემოქმედება ავტომობილების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ფლუზამედის ინსტილაციის შემდეგ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს მხედველობის
სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის
მართვა, ასევე ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც
მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.
გამოშვების ფორმა
ფლუზამედი თვალის წვეთები 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი
დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან
ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ექიმის რეცეპტით).
მწარმოებელი
ფლუზამედი არის პროდუქტი და სავაჭრო მარკა კომპანია “World Medicine”, დიდი
ბრიტანეთი
დამზადებულია “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა, რუმინეთი
საერთაშორისო დასახელება - Fluconazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
აქტიური ნივთიერება : ფლუკონაზოლი 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი
.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება .
გამოყენების ჩვენება
კრიპტოკოკოზი ;გენერალიზებული კანდიდოზი , მათ შორის კანდიდემია , დისემინირებული
კანდიდოზი ( მათ შორის იმ პაციენტებში , რომლებიც იტარებენიმუნოსუპრესიული
თერაპიის კურსს );ლორწოვანი გარსების კანდიდოზი ( მათ შორის პირის ღრუს , ხახის ,
საყლაპავის , და არაინვაზიური ბრონქული და პულმონალური ინფექციები );შიდსით
დაავადებულთა პირის ღრუს კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა ;ვაგინალური
კანდიდოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ( მწვავე ან მორეციდივე );კანდიდოზური
ბალანიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ;სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმ
პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და მიდრეკილნი
არიან ასეთიინფექციებისადმი ციტოსტატიკური და სხივური თერაპიის შედეგად ;კანის
მიკოზები ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის );
მკრეჭველი სირსველი ;ონიქომიკოზი ;კანის კანდიდოზური დაზიანება ;ღრმა ენდემური
მიკოზები .
სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნებაზე და სიმძიმეზე .
მოზრდილთათვის კრიპტოკოკული ინფექციების დროს ფლუკონაზოლის საშუალო სადღეღამისო
დოზაშეადგენს 400 მგ 1- ჯერ დღეში მკურნალობის პირველ დღეს , შემდეგ – 200-400 მგ
1- ჯერ დღეში .მკურნალობის ხანგრძლივობა კრიპტოკოკული ინფექციების დროს ,
განისაზღვრება კლინიკურიეფექტურობით , რომელიც დადასტურებულია მიკოლოგიური
გამოკვლევით და მოიცავს საშუალოდ 6-8კვირას .
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შეძენილი იმუნოდეფიციტის
მქონეპაციენტებს , პირველადი ( ძირითადი ) თერაპიული სრული კურსის ჩათავების
შემდეგ უნიშნავენპრეპარატს 200 მგ / დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში .
დისემინირებული კანდიდოზის ან სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს
პრეპარატიინიშნება 400 მგ დოზით პირველ დღეებში , ხოლო შემდეგ უკვე – 200-400 მგ
. თერაპიის კურსისხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური ეფექტურობით .
კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული ოროფარინგიალური კანდიდოზის დროს ,
პრეპარატსნიშნავენ 50 მგ 1- ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში . პირის ღრუსა და
ხახის ლორწოვანი გარსებისკანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკისათვის შეძენილი
იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფებშიინიშნება 150 მგ 1- ჯერ დღეში .
ვაგინალური კანდიდოზისა და ბალანტინის დროს ფლუკონაზოლი ინიშნება 150 მგ
დოზირებითერთჯერადად . რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება პრეპარატის
დანიშვნა 1- ჯერ თვეში150 მგ დოზით . თერაპიის ხანგრძლივობას ადგენენ
ინდივიდუალურად და შეიძლება მოიცავდეს 4-12თვეს .
ონკოლოგიურ ავდმყოფებში კანდიდოზების პროფილაქტიკის მიზნით ციტოსტატიკური და
სხივურითერაპიის დროს ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ - ს 1-
ჯერ დღეში .გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის შემთხვევაში , რეკომენდებული
დოზა შეადგენს 400 მგ - ს 1-ჯერ დღეში რამდენიმე დღის განმავლობაში ნეიტროპენიის
მოსალოდნელ გამოვლინებამდე .ნეიტროფილების რიცხვის 1000/ მკლ - მდე მომატების
შემდეგ ფლუკონაზოლით მკურნალობას განაგრძობენკიდევ 7 დღის განმავლობაში .
კანის მიკოზების დროს ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის და
კანდიდოზურიინფექციების ) დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში ან 50 მგ 1-
ჯერ დღეში . თერაპიის ხანგრძლივობაა– 2_4 კვირა , ტერფის მიკოზების დროს – 6
კვირამდე .
მკრეჭველი სირსველის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ - ს 1- ჯერ დღეში
2_4 კვირისგანმავლობაში .
ონიქომიკოზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში .
მკურნალობისკურსი უნდა გაგრძელდეს არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე . ხელის და
ფეხის თითებზეფრჩხილების ხელახალი ზრდისთვის ნორმაში საჭიროა შესაბამისად 3-6 და
6-12 თვე .
ღრმა ენდემიური მიკოზების დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენება 200-400 მგ დოზით 2
წლამდე .თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და კოკციდომიკოზის
დროს შეადგენს – 11-24თვეს , პარაკოკციდომიკოზის დროს - 2-17 თვეს ,
სპოროტრიქოზის დროს – 1-16 თვეს დაჰისტოპლაზმოზის დროს – 3-17 თვეს .

შემცველობა: თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
**
ფარმაკოლოგიური თვისებები:** ფლუკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლის რიგის სოკოს
საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ზედაპირული და სისტემური სოკოვანი
ინფექციების სამკურნალოდ.
ფლუკონაზოლი მაღალსელექტიური პრეპარატია, რომელიც აინჰიბირებს ერგოსტეროლის
სინთეზს ლევერგოსტეროლიდან. იგი ეფექტურია იმ სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ,
რომელთა გამომწვევებია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum
spp., Epidermophyton spp, Trichophiton spp., Blastomyces dermatitidis,
Coccidiodes immitis, Paracoccidioides brasiliensis და Histoplasma capsulatum.
ფლუკონაზოლი პერორალური გამოყენებისას ადვილად შეიწოვება და მისი ბიოშეღწევადობა
90%-ზე მეტია. მისი შეწოვა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. მაქსიმალურ
პლაზმურ კონცენტრაციას 0.5-1.5 საათის განმავლობაში აღწევს და ნახევარგამოყოფის
პერიოდი 30 სთ-ის ტოლია. ფლუკონაზოლის პენეტრაცია ქსოვილებსა და ქსოვილოვან
სითხეებში მაღალია, ხოლო მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალი
(12%).
ფლუკონაზოლი ორგანიზმიდან ძირითადად შეუცვლელი სახით შარდთან ერთად (დაახლოებით
80%) გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
**
ჩვენებები:** ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და
ინიშნება შემდეგი ინფექციების დროს: პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზური სტომატიტი
და რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია); ფილტვების, საშარდე სისტემისა და კანის
კანდიდოზური ინფექციები; პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები, რომლებიც
დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან. ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი
ინფექციების რეციდივების პრევენციისათვის. ფლუზამედი ასევე ინიშნება შემდეგი
სოკოვანი ინფექციებისას: კანის ინფექციები, მაგალითად, ტერფების მიკოზები,
დერმატომიკოზები, ფრჩხილების მიკოზები; კანდიდათი გამოწვეული შინაგანი ორგანოების
სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგალითად, სისხლის (კანდიდემია), საშარდე
გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები; ინტენსიური თერაპიის
განყოფილებაში მყოფი დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პაციენტების სოკოვანი
ინფექციები; შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, გამოწვეული
კრიპტოკოკით, მაგალითად, კრიპტოკოკური მენინგიტი ან სხვა ლოკალიზაციის
ინფექციები, კერძოდ, ფილტვებისა და კანის;
ფლუზამედი გამოიყენება სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციების, კერძოდ,
მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ.
ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკისათვის (თუ
იმუნური სისტემის ფუნქცია დარღვეულია).
ფლუზამედი ასევე განკუთვნილია იშვიათი სოკოვანი ინფექციების, კერძოდ,
კოკციდიომიკოზების, პარაკოკციდიომიკოზების, სპოროტრიქოზებისა და ჰისტოპლაზმოზების
სამკურნალოდ.
**
უკუჩვენებები:** ფლუზამედი უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის მიმართ
ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
**
უსაფრთხოების ზომები:** ორსულებში ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები
მცირეა, ამიტომ ამ ავადმყოფებში უსაფრთხოების დონე დადგენილი არაა. ფლუზამედის
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ფლუკონაზოლი
მაღალი კონცენტრაციით სეკრეტირდება რძეში.
**
გვერდითი ეფექტები:** ჩვეულებრივ, ავადმყოფები ფლუზამედს კარგად იტანენ, მაგრამ,
ფლუზამედმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი რეაქციები: ღებინება,
გულისრევა, აბდომინალური დისკომფორტი, ფაღარათი, მეტეორიზმი, აგრეთვე გამონაყარი.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფლუზამედს, ძალიან იშვიათად აღენიშნებათ ღვიძლის
ტოქსიური დაზიანების ნიშნები. როგორც წესი, აღნიშნული მოვლენები გვხვდება მძიმე
სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებში და ჩვეულებრივ ისინი მკურნალობის
შეწყვეტის შემდეგ ქრება. ფლუზამედის გამოყენებისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს
ცვლილებები სისხლის, ღვიძლის ფუნქციური სინჯების, შარდისა და ბიოქიმიური
მაჩვენებლების მხრივ. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში დადასტურდა მსგავსი ცვლილებების
კავშირი ფლუზამედის მიღებასთან.
**
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:** ფლუზამედის გამოყენება
შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად. ის მაღალსელექტიურია სოკოების ენზიმების
მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ციტოქრომ P450-თან. ფლუზამედი არ ცვლის
ანტიპირინისა და ორალური კონტრაცეპტივების მოქმედებას.
**
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:** ფლუზამედის კაფსულები განკუთვნილია მხოლოდ
per os მიღებისათვის. ფლუზამედის გამოყენება შეიძლება, როგორც ჭამის დროს, ასევე,
საკვების მიღებათა შორის ინტერვალებში.
მოზრდილებში _
პირისა და ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზი - 50-100 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 7-14
დღისა და მეტი ხნის განმავლობაში.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები კბილის პროთეზის მომხმარებელ
ავადმყოფებში - 50 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის
დეზინფექციასთან ერთად).
საყლაპავის, ფილტვების, საშარდე სისტემის კანდიდოზური ინფექციები და ასევე,
კანისა და ლორწოვანების კანდიდოზები - 50-100 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14-30 დღის
განმავლობაში.
პირის ღრუსა და ხახის მორეციდივე კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა შიდსით
დაავადებულებში - 150 მგ კვირაში ერთჯერ.
სასქესო ორგანოების მწვავე კანდიდოზური ინფექციების მკურნალობა - 150 მგ ერთხელ
კვირაში.
მორეციდივე (3 და მეტჯერ წელიწადში) ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა - 150
მგ ერთხელ თვეში 4-12 თვის ან საჭიროების შემთხვევაში, მეტი ხნის განმავლობაში.
კანის სოკოვანი ინფექციები - 50 მგ ერთჯერ დღე-ღამეში ან 150 მგ კვირაში ერთხელ
2-4 კვირის განმავლობაში.
ტერფების დერმატომიკოზებისას მკურნალობის ხანგრძლივობამ შესაძლოა 6 კვირას
მიაღწიოს.
ქატოსებური ლიქენი - 300 მგ კვირაში ერთჯერ 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთი
ავადმყოფისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მესამე დოზა 300 მგ კვირაში, იმ დროს,
როდესაც სხვებისათვის საკმარისი შეიძლება იყოს 300-400 მგ ფლუზამედის ერთჯერადი
მიღება. მკურნალობის სხვა სქემაა - 50 მგ ფლუზამედი ერთჯერ დღე-ღამეში 2-4 კვირის
განმავლობაში.
ფრჩხილების მიკოზები - 150 მგ კვირაში ერთჯერ, ჩვეულებრივ 3-6 თვის განმავლობაში
(ხელებზე) და 6-დან 12 თვემდე (ფეხებზე).
შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციები - 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ
200-400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში. სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების
შემთხვევაში ფლუზამედის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე დღე-ღამეში.
მორეციდივე კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის - 50-400 მგ ერთხელ დღე-
ღამეში ინფექციის განვითარების მაღალი რისკის პერიოდში.
შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკური ინფექციებისას _ 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ
200-400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 6-8 კვირის და მეტი ხნის განმავლობაში.
სიცოცხლისათვის საშიში კრიპტოკოკური ინფექციებისას, ფლუზამედის დოზის გაზრდა
შეიძლება 800 მგ-მდე დღე-ღამეში.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში - 200 მგ
ერთჯერ დღე-ღამეში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
კოკციდიომიკოზების, პარაკოკციდიომიკოზების, სპოროტრიქოზებისა და ჰისტოპლაზმოზების
დროს _ 200-400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 2 წლის და მეტი ხნის განმავლობაში.
4 კვირიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში _ ლორწოვანი გარსის კანდიდოზური
ინფექციები - 3 მგ/კგ ერთჯერ დღე-ღამეში პირველ დღეს, შემდეგ 6 მგ/კგ დღე-
ღამეში.
შინაგანი ორგანოების კანდიდოზური და კრიპტოკოკური ინფექციები - 6-12 მგ/კგ ერთხელ
დღე-ღამეში.
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა მათი განვითარების მაღალი რისკის დროს _ 3-12
მგ/კგ ერთჯერ დღე-ღამეში.
3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში _ იგივე დოზას იღებენ ერთჯერ 48 სთ-ში.
2 კვირამდე ასაკის ბავშვებში - იგივე დოზას იღებენ ერთჯერ 72 სთ-ში.
ხანდაზმულ ადამიანებში _ თირკმელების დაავადების არარსებობისას, ფლუზამედს
ჩვეულებრივი დოზით ნიშნავენ.
ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით _ თირკმელების ფუნქციის მიხედვით ექიმს
შეუძლია დოზის შეცვლა.
იმ შემთხვევაში, თუ ფლუზამედის მიღება გამოტოვეთ, შემდეგ დოზა უნდა მიიღოთ
ჩვეულებრივ დროს.
**
ჭარბი დოზირება:** ძალიან დიდი რაოდენობით ფლუზამედის ერთჯერადმა მიღებამ
შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. დაუყოვნებლივ მიმარ¬თეთ ექიმს ან
უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.
**
შენახვის პირობები:** ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას.
**
გამოშვების ფორმა:** კოლოფი, რომელიც შეიცავს ერთ 150 მგ-იან კაფსულას.
**
ვარგისიანობის ვადა:** 3 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით