მიკოფლუ - MICOFLU
მიკოფლუ - MICOFLU

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მიკოფლუ 150მგ
(FLUCONAZOLE)

შემადგენლობა
მიკოფლუს ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ფლუკონაზოლის 50 მგ-ს ან 150 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
მიკოფლუ აზოლის ჯგუფის ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე.
მიკოფლუ აქტიურია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophyton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Histoplasma capsulatum მიკროორგანიზმებისადმი.
შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით სახეშეუცვლელი ფორმით. იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.

ჩვენება
_ კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში.
_ გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით.
_ ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში.
_ ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად.
_ სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო.
_ კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი.
_ ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.

უკუჩვენება
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისი.
ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას.
ჰიდროქლორთიაზიდისა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით. ხოლო ფენიტოინთან კომბინაციაში მიკოფლუ ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას. რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა მიკოფლუს დოზის მომატება.
ფლუკონაზოლის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება.
ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით სოკოვანი დაავადებების მძიმე ფორმების სამკურნალოდ. დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი
მიკოფლუს დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით.
ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით.
მოზრდილებში: კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი - 200-400 მგ ერთხელ დღეში.
ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს - 50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში.
პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს - 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. ვაგინალური კანდიდოზის დროს - ერთჯერადად 150 მგ.
კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებულია - 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა.
ბავშვებში: ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს - 3 მგ/კგ დღეში; გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს - 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად _ გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კანის ექსფოლიაციური დაავადებანი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

_გამოშვების ფორმა
_
კაფსულა 50 მგ, 7 კაფსულა ბლისტერში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში;
კაფსულა 150 მგ, 1 კაფსულა ბლისტერში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

საერთაშორისო დასახელება - Fluconazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
აქტიური ნივთიერება : ფლუკონაზოლი 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება .

გამოყენების ჩვენება
კრიპტოკოკოზი ;გენერალიზებული კანდიდოზი , მათ შორის კანდიდემია , დისემინირებული კანდიდოზი ( მათ შორის იმ პაციენტებში , რომლებიც იტარებენიმუნოსუპრესიული თერაპიის კურსს );ლორწოვანი გარსების კანდიდოზი ( მათ შორის პირის ღრუს , ხახის , საყლაპავის , და არაინვაზიური ბრონქული და პულმონალური ინფექციები );შიდსით დაავადებულთა პირის ღრუს კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა ;ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ( მწვავე ან მორეციდივე );კანდიდოზური ბალანიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ;სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმ პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და მიდრეკილნი არიან ასეთიინფექციებისადმი ციტოსტატიკური და სხივური თერაპიის შედეგად ;კანის მიკოზები ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის );
მკრეჭველი სირსველი ;ონიქომიკოზი ;კანის კანდიდოზური დაზიანება ;ღრმა ენდემური მიკოზები .

სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნებაზე და სიმძიმეზე .
მოზრდილთათვის კრიპტოკოკული ინფექციების დროს ფლუკონაზოლის საშუალო სადღეღამისო დოზაშეადგენს 400 მგ 1- ჯერ დღეში მკურნალობის პირველ დღეს , შემდეგ – 200-400 მგ 1- ჯერ დღეში .მკურნალობის ხანგრძლივობა კრიპტოკოკული ინფექციების დროს , განისაზღვრება კლინიკურიეფექტურობით , რომელიც დადასტურებულია მიკოლოგიური გამოკვლევით და მოიცავს საშუალოდ 6-8კვირას .
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონეპაციენტებს , პირველადი ( ძირითადი ) თერაპიული სრული კურსის ჩათავების შემდეგ უნიშნავენპრეპარატს 200 მგ / დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში .
დისემინირებული კანდიდოზის ან სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს პრეპარატიინიშნება 400 მგ დოზით პირველ დღეებში , ხოლო შემდეგ უკვე – 200-400 მგ . თერაპიის კურსისხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური ეფექტურობით .
კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული ოროფარინგიალური კანდიდოზის დროს , პრეპარატსნიშნავენ 50 მგ 1- ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში . პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსებისკანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკისათვის შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფებშიინიშნება 150 მგ 1- ჯერ დღეში .
ვაგინალური კანდიდოზისა და ბალანტინის დროს ფლუკონაზოლი ინიშნება 150 მგ დოზირებითერთჯერადად . რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება პრეპარატის დანიშვნა 1- ჯერ თვეში150 მგ დოზით . თერაპიის ხანგრძლივობას ადგენენ ინდივიდუალურად და შეიძლება მოიცავდეს 4-12თვეს .
ონკოლოგიურ ავდმყოფებში კანდიდოზების პროფილაქტიკის მიზნით ციტოსტატიკური და სხივურითერაპიის დროს ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ - ს 1- ჯერ დღეში .გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის შემთხვევაში , რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ - ს 1-ჯერ დღეში რამდენიმე დღის განმავლობაში ნეიტროპენიის მოსალოდნელ გამოვლინებამდე .ნეიტროფილების რიცხვის 1000/ მკლ - მდე მომატების შემდეგ ფლუკონაზოლით მკურნალობას განაგრძობენკიდევ 7 დღის განმავლობაში .
კანის მიკოზების დროს ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის და კანდიდოზურიინფექციების ) დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში ან 50 მგ 1- ჯერ დღეში . თერაპიის ხანგრძლივობაა– 2_4 კვირა , ტერფის მიკოზების დროს – 6 კვირამდე .
მკრეჭველი სირსველის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ - ს 1- ჯერ დღეში 2_4 კვირისგანმავლობაში .
ონიქომიკოზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში . მკურნალობისკურსი უნდა გაგრძელდეს არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე . ხელის და ფეხის თითებზეფრჩხილების ხელახალი ზრდისთვის ნორმაში საჭიროა შესაბამისად 3-6 და 6-12 თვე .
ღრმა ენდემიური მიკოზების დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენება 200-400 მგ დოზით 2 წლამდე .თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და კოკციდომიკოზის დროს შეადგენს – 11-24თვეს , პარაკოკციდომიკოზის დროს - 2-17 თვეს , სპოროტრიქოზის დროს – 1-16 თვეს დაჰისტოპლაზმოზის დროს – 3-17 თვეს .

მიკოფლუ აზოლის ჯგუფის ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე. მიკოფლუ აქტიურია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophyton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Histoplasma capsulatum მიკროორგანიზმებისადმი. შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით სახეშეუცვლელი ფორმით. იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.

ჩვენებები
- კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში.
- გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით.
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში.
- ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად.
- სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო.
- კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი.
- ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.

მიღების წესები და დოზები
მიკოფლუს დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით. ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით. მოზრდილებში: კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი - 200-400 მგ ერთხელ დღეში. ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს - 50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში. პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს - 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. ვაგინალური კანდიდოზის დროს - ერთჯერადად 150 მგ. კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებულია - 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა. ბავშვებში: ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს - 3 მგ/კგ დღეში; გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს - 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად - გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კანის ექსფოლიაციური დაავადებანი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.

უკუჩვენება
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით სოკოვანი დაავადებების მძიმე ფორმების სამკურნალოდ. დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა. ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს- ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისი. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას. ჰიდროქლორთიაზიდისა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით. ხოლო ფენიტოინთან კომბინაციაში მიკოფლუ ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას. რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა მიკოფლუს დოზის მომატება. ფლუკონაზოლის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით