ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - Fluconazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
აქტიური ნივთიერება : ფლუკონაზოლი 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი
.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება .
გამოყენების ჩვენება
კრიპტოკოკოზი ;გენერალიზებული კანდიდოზი , მათ შორის კანდიდემია , დისემინირებული
კანდიდოზი ( მათ შორის იმ პაციენტებში , რომლებიც იტარებენიმუნოსუპრესიული
თერაპიის კურსს );ლორწოვანი გარსების კანდიდოზი ( მათ შორის პირის ღრუს , ხახის ,
საყლაპავის , და არაინვაზიური ბრონქული და პულმონალური ინფექციები );შიდსით
დაავადებულთა პირის ღრუს კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა ;ვაგინალური
კანდიდოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ( მწვავე ან მორეციდივე );კანდიდოზური
ბალანიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ;სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმ
პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და მიდრეკილნი
არიან ასეთიინფექციებისადმი ციტოსტატიკური და სხივური თერაპიის შედეგად ;კანის
მიკოზები ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის );
მკრეჭველი სირსველი ;ონიქომიკოზი ;კანის კანდიდოზური დაზიანება ;ღრმა ენდემური
მიკოზები .
სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნებაზე და სიმძიმეზე .
მოზრდილთათვის კრიპტოკოკული ინფექციების დროს ფლუკონაზოლის საშუალო სადღეღამისო
დოზაშეადგენს 400 მგ 1- ჯერ დღეში მკურნალობის პირველ დღეს , შემდეგ – 200-400 მგ
1- ჯერ დღეში .მკურნალობის ხანგრძლივობა კრიპტოკოკული ინფექციების დროს ,
განისაზღვრება კლინიკურიეფექტურობით , რომელიც დადასტურებულია მიკოლოგიური
გამოკვლევით და მოიცავს საშუალოდ 6-8კვირას .
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შეძენილი იმუნოდეფიციტის
მქონეპაციენტებს , პირველადი ( ძირითადი ) თერაპიული სრული კურსის ჩათავების
შემდეგ უნიშნავენპრეპარატს 200 მგ / დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში .
დისემინირებული კანდიდოზის ან სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს
პრეპარატიინიშნება 400 მგ დოზით პირველ დღეებში , ხოლო შემდეგ უკვე – 200-400 მგ
. თერაპიის კურსისხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური ეფექტურობით .
კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული ოროფარინგიალური კანდიდოზის დროს ,
პრეპარატსნიშნავენ 50 მგ 1- ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში . პირის ღრუსა და
ხახის ლორწოვანი გარსებისკანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკისათვის შეძენილი
იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფებშიინიშნება 150 მგ 1- ჯერ დღეში .
ვაგინალური კანდიდოზისა და ბალანტინის დროს ფლუკონაზოლი ინიშნება 150 მგ
დოზირებითერთჯერადად . რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება პრეპარატის
დანიშვნა 1- ჯერ თვეში150 მგ დოზით . თერაპიის ხანგრძლივობას ადგენენ
ინდივიდუალურად და შეიძლება მოიცავდეს 4-12თვეს .
ონკოლოგიურ ავდმყოფებში კანდიდოზების პროფილაქტიკის მიზნით ციტოსტატიკური და
სხივურითერაპიის დროს ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ - ს 1-
ჯერ დღეში .გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის შემთხვევაში , რეკომენდებული
დოზა შეადგენს 400 მგ - ს 1-ჯერ დღეში რამდენიმე დღის განმავლობაში ნეიტროპენიის
მოსალოდნელ გამოვლინებამდე .ნეიტროფილების რიცხვის 1000/ მკლ - მდე მომატების
შემდეგ ფლუკონაზოლით მკურნალობას განაგრძობენკიდევ 7 დღის განმავლობაში .
კანის მიკოზების დროს ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის და
კანდიდოზურიინფექციების ) დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში ან 50 მგ 1-
ჯერ დღეში . თერაპიის ხანგრძლივობაა– 2_4 კვირა , ტერფის მიკოზების დროს – 6
კვირამდე .
მკრეჭველი სირსველის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ - ს 1- ჯერ დღეში
2_4 კვირისგანმავლობაში .
ონიქომიკოზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში .
მკურნალობისკურსი უნდა გაგრძელდეს არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე . ხელის და
ფეხის თითებზეფრჩხილების ხელახალი ზრდისთვის ნორმაში საჭიროა შესაბამისად 3-6 და
6-12 თვე .
ღრმა ენდემიური მიკოზების დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენება 200-400 მგ დოზით 2
წლამდე .თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და კოკციდომიკოზის
დროს შეადგენს – 11-24თვეს , პარაკოკციდომიკოზის დროს - 2-17 თვეს ,
სპოროტრიქოზის დროს – 1-16 თვეს დაჰისტოპლაზმოზის დროს – 3-17 თვეს .
საერთაშორისო დასახელება - Fluconazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
აქტიური ნივთიერება : ფლუკონაზოლი 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი
.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება .
გამოყენების ჩვენება
კრიპტოკოკოზი ;გენერალიზებული კანდიდოზი , მათ შორის კანდიდემია , დისემინირებული
კანდიდოზი ( მათ შორის იმ პაციენტებში , რომლებიც იტარებენიმუნოსუპრესიული
თერაპიის კურსს );ლორწოვანი გარსების კანდიდოზი ( მათ შორის პირის ღრუს , ხახის ,
საყლაპავის , და არაინვაზიური ბრონქული და პულმონალური ინფექციები );შიდსით
დაავადებულთა პირის ღრუს კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა ;ვაგინალური
კანდიდოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ( მწვავე ან მორეციდივე );კანდიდოზური
ბალანიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ;სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმ
პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და მიდრეკილნი
არიან ასეთიინფექციებისადმი ციტოსტატიკური და სხივური თერაპიის შედეგად ;კანის
მიკოზები ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის );
მკრეჭველი სირსველი ;ონიქომიკოზი ;კანის კანდიდოზური დაზიანება ;ღრმა ენდემური
მიკოზები .
სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნებაზე და სიმძიმეზე .
მოზრდილთათვის კრიპტოკოკული ინფექციების დროს ფლუკონაზოლის საშუალო სადღეღამისო
დოზაშეადგენს 400 მგ 1- ჯერ დღეში მკურნალობის პირველ დღეს , შემდეგ – 200-400 მგ
1- ჯერ დღეში .მკურნალობის ხანგრძლივობა კრიპტოკოკული ინფექციების დროს ,
განისაზღვრება კლინიკურიეფექტურობით , რომელიც დადასტურებულია მიკოლოგიური
გამოკვლევით და მოიცავს საშუალოდ 6-8კვირას .
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შეძენილი იმუნოდეფიციტის
მქონეპაციენტებს , პირველადი ( ძირითადი ) თერაპიული სრული კურსის ჩათავების
შემდეგ უნიშნავენპრეპარატს 200 მგ / დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში .
დისემინირებული კანდიდოზის ან სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს
პრეპარატიინიშნება 400 მგ დოზით პირველ დღეებში , ხოლო შემდეგ უკვე – 200-400 მგ
. თერაპიის კურსისხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური ეფექტურობით .
კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული ოროფარინგიალური კანდიდოზის დროს ,
პრეპარატსნიშნავენ 50 მგ 1- ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში . პირის ღრუსა და
ხახის ლორწოვანი გარსებისკანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკისათვის შეძენილი
იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფებშიინიშნება 150 მგ 1- ჯერ დღეში .
ვაგინალური კანდიდოზისა და ბალანტინის დროს ფლუკონაზოლი ინიშნება 150 მგ
დოზირებითერთჯერადად . რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება პრეპარატის
დანიშვნა 1- ჯერ თვეში150 მგ დოზით . თერაპიის ხანგრძლივობას ადგენენ
ინდივიდუალურად და შეიძლება მოიცავდეს 4-12თვეს .
ონკოლოგიურ ავდმყოფებში კანდიდოზების პროფილაქტიკის მიზნით ციტოსტატიკური და
სხივურითერაპიის დროს ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ - ს 1-
ჯერ დღეში .გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის შემთხვევაში , რეკომენდებული
დოზა შეადგენს 400 მგ - ს 1-ჯერ დღეში რამდენიმე დღის განმავლობაში ნეიტროპენიის
მოსალოდნელ გამოვლინებამდე .ნეიტროფილების რიცხვის 1000/ მკლ - მდე მომატების
შემდეგ ფლუკონაზოლით მკურნალობას განაგრძობენკიდევ 7 დღის განმავლობაში .
კანის მიკოზების დროს ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის და
კანდიდოზურიინფექციების ) დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში ან 50 მგ 1-
ჯერ დღეში . თერაპიის ხანგრძლივობაა– 2_4 კვირა , ტერფის მიკოზების დროს – 6
კვირამდე .
მკრეჭველი სირსველის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ - ს 1- ჯერ დღეში
2_4 კვირისგანმავლობაში .
ონიქომიკოზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში .
მკურნალობისკურსი უნდა გაგრძელდეს არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე . ხელის და
ფეხის თითებზეფრჩხილების ხელახალი ზრდისთვის ნორმაში საჭიროა შესაბამისად 3-6 და
6-12 თვე .
ღრმა ენდემიური მიკოზების დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენება 200-400 მგ დოზით 2
წლამდე .თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და კოკციდომიკოზის
დროს შეადგენს – 11-24თვეს , პარაკოკციდომიკოზის დროს - 2-17 თვეს ,
სპოროტრიქოზის დროს – 1-16 თვეს დაჰისტოპლაზმოზის დროს – 3-17 თვეს .
ფლუკონაზოლი
(FLUCONAZOLE)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: Fluconazole;
1 კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ინდიგოკარმინი ცისფერი (e132)
წამლის ფორმა: კაფსულები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მყარი ჟელატინის კაფსულები №1, ცილინდრული ფორმის და ნახევრადსფერული კიდეებით, კორპუსი- თეთრი ფერის, თავსახური- ცისფერი ან ლურჯი ფერის; კაფსულის შიფთავსი- თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი სუნის გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ტრიაზოლის წარმოებულები.
**ფარმაკოლოგიური თვისებები. **
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედების მექანიზმი.
ტრიაზოლის კლასის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ფლუკონაზოლი არის ერგოსტეროლის სინთეზისთვის საჭირო სოკოს ფერმენტების მძლავრი და სელექტიური ინჰიბიტორი. მისი მოქმედების პირვალადი მექანიზმი არის P450-ციტოქრომი P450 შუამავლური სოკოს 14 ალფა-ლანოსტეროლდემეთილირების დათრგუნვა, რაც წარმოადგენს სოკოს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის განუყრელ ეტაპს. 14 ალფა-მეთილ-სტეროლების აკუმულირება კორელირებს სოკოს უჯრედის მემბრანის მიერ ერგოსტეროლის მომდევნო დანაკრგთან და შეიძლება განაპირობებდეს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას. ფლუკონაზოლი უფრო სელექტიურია სოკოს ციტოქრომ P450 ფერმენტების მიმართ, ვიდრე ძუძუმწოვრების ციტოქრომი P450 ფერმენტების სხვადასხვა სისტემების მიმართ.
ფლუკონაზოლის გამოყენება სადღეღამისო დოზით 50 მგ 28 დღის განმავლობაში არ ახდენს გავლენას ტესტოსტერონის დონეზე სისხლის პლაზმაში მამაკაცებში ან ენდოგენური სტეროიდების დონეზე რეპროდუქტიული ასაკის ქალებში. ფლუკონაზოლი დოზით 200-400 მგ/ დღე-ღამეში არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ენდოგენური სტეროიდების დონეზე ან პასუხზე ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) სტიმულირებაზე მამრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეებში.
ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევამ გამოამჟღავნა, რომ 50 მგ ფლუკონაზოლის
ერთჯერადად ან მრავალჯერადად გამოყენება არ ახდენს გავლენას ანტიპირინის მეტაბოლიზმზე.
მგრძნობელობა in vitro.
ფლუკონაზოლი in vitro აჩვენებს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას Candida-ს სახეობების მიმართ, რომლებიც არიან ყველაზე ხშირად გავრცელებული (C.albicans, C.parapsilosis, C.tropicalis ჩათვლით). C.glabrata აჩვენებს დაბალ ამთვისებლობას ფლუკონაზოლის მიმართ, როდესაც C. krusei და C. auris მდგდრადია ფლუკონაზოლის მიმართ.
ფლუკონაზოლის in vitro აგრეთვე აჩვენებს აქტივობას როგორც Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii-ს წინააღმდეგ, ასევე ენდემური ობის სოკოს Blastomices dermatitidis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis წინააღმდეგ.
რეზისტენტობის მექანიზმი.
Candida-ს გვარის მიკროორგანიზმები ამჟღავნებენ მრავალრიცხოვან რეზისტენტობის მექანიზმებს აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ფლუკონაზოლი აჩვენებს მაღალ მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას სოკოს შტამების წინააღმდეგ, რომლებიც ფლობენ ერთს ან უფრო მეტ რეზისტენტობის მექანიზმს, რაც ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას in vivo ეფექტურობაზე და კლინიკურ პრაქტიკაზე. იყო მონაცემები Candida spp. სუპერინფექციის შემთხვევების განვითარების შესახებ, რომელიც იყო გამოწვეული С. Albicans-საგან განსხვავებული სახეობებით, რომლებსაც ხშირად აქვთ დაბალი ამთვისებლობა (C.glabrata) ან მდგდრადობა ფლუკონაზოლის მიმართ (მაგალითად, C. krusei, C. auris). ასეთი შემთხვევების სამკურნალოდ უნდა იქნას გამოყენებული ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.
**ფარმაკოკინეტიკა. **
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მსგავსია ინტრავენური და პერორაპური გამოყენების გამოყენებისას.
აბსორბცია.
ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება პერორალური გამოყენებისას, ხოლო პრეპარატის დონე სისხლის პლაზმაში და სისტემური ბიოშეღწევადობა აღემატება ფლუკონაზოლის დონის 90% სისხლის პლაზმაში, რაც მიიღწევა პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას. საკვების ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე მისი პერორალური გამოყენებისას. პიკური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0,5-1,5 საათის შემდეგ პრეპარატის მიღებიდან. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დოზის პროპორციულია. წონასწორული კონცენტრაცია დონეზე 90% მიიღწევა მკურნალობის მეორე დღეს, პირველ დღეს დატვირთვის დოზის მიღებისას, რომელიც ორჯერ აღემატება ჩვეულებრივ სადღეღამისო დოზას.
განაწილება.
განაწილების მოცულობა დაახლოებით უდრის სითხის საერთო შემცველობას ორგანიზმში. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლის კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა შესწავლილ სითხეში. ფლუკონაზოლის დონე ნერწყვში და ნახველში მსგავსია პრეპარატის კონცენტრასიისა სისხლის პლაზმაში. პაციენტებში სოკოვანი მენინგიტით ფლუკონაზოლის დონე ზურგის ტვინის სითხეში აღწევს 80% მისი კონცენტრაციისა სისხლის პლაზმაში.
კანში ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც აღემატება კონცენტრაციას შრატში, მიიღწევა რქოვან შრეში, ეპიდერმისში, დერმაში და ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვან შრეში. ფლუკონაზოლის გამოყენებისას სადღეღამისო დოზით 50მგ მისი კონცენტრაცია მკურნალობის 12 დღის შემდეგ შეადგენდა 73 მკგ/გ-ზე, ხოლო მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია კვლავ შეადგენდა 5,8 მკგ/გ-ზე. მისი გამოყენებისას დოზით 150 მგ კვირაში ერთხელ ფლუკონაზოლის კონცენტრაცია მკურნალობის მე-7 დღეს შეადგენდა 23,4 მკგ/გ-ზე, მომდევნო დოზის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია კვლავ შეადგენდა 7,1 მკგ/გ-ზე.
ფლუკონაზოლის კონაცენტრაცია ფრჩხილებში მისი გამოყენების შემდეგ 4 თვის განმავლობაში დოზით 150 მგ კვირაში ერთხელ შეადგენდა 4,05 მკგ/გ ჯანმრთელ მოხალისეებში და 1,8 მკგ/გ ფრჩხილების დაავადებებისას; ფლუკონაზოლის განსაზღვრა იყო შესაძლებელი ფრჩხილების ნიმუშებში თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია.
ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო წილად. რადიოქტიული იზოტოპებით მონიშნული დოზის შეყვანისას ფლუკონაზოლის მხოლოდ 11% ექსკრეტირდება შარდით შეცვლილი სახით. ფლუკონაზოლი წარმოადგენს СУР2С9 და СУР3А4 იზოფერმენტების სელექტიურ ინჰიბიტორს, აგრეთვე СУР2С19 იზოფერმენტის ინჰიბიტორს.
გამოყოფა.
სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. პრეპარატის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით, ამასთან ერთად შეყვანილი დოზის 80% ვლინდება შარდში უცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეტინინის კლირენსისა. ცირკულირებადი მეტაბოლიტები არ მჟღავნდება.
სისხლის პლაზმიდან პრეპარატის ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი გვაძლევს საშუალებას პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებისა ვაგინალური კანდიდოზის დროს, აგრეთვე პრეპარატის გამოყენებისა კვირაში ერთხელ სხვა ჩვენებების შემთხვევაში.
თირკმელების უკმარისობა.
პაციენტებში მძიმე ხარისხის თირკმელების უკმარისობით (მარყუჟოვანი ფილტრაცია ნაკლებია 20მლ/წთ) ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდება 30 სთ-დან 98 საათამდე. ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებისთვის საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით, და ნაკლებწილად- ინტრაპერიტონეალური დიალიზის გზით. ჰემოდიალიზის სეანსი ხანგრძლივობით 3 საათი ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50%-ით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციების პარამეტრებზე.
კლინიკური მახასიათებლები.
**ჩვენებები. **
მწვავე ვაგინალური კანდიდოზი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის მიზანშეწონილი.
კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის მიზანშეწონილი.
**უკუჩვენებები. **
· ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის, სხვა აზოლური ნაერთების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
· ფლუკონაზოლის და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ფლუკონაზოლს მრავალჯერადად დოზით 400 მგ/დღე-ღამეში და მეტი (მრავალჯერადი გამოყენების ურთიერთქმედების კვლევის შედეგების შესაბამისად).
· ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT- ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან СУР2А4 ფერმენტის მეშვეობით (მაგალითად, ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი).
**ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები. **
უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის და ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება:
ციზაპრიდი.
იყო მონაცემები გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ გულის მხრივ, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ფლუკონაზოლს და ციზაპრიდს. კონტროლირებადმა კვლევამ გამოამჟღავნა, რომ ერთდროული გამოყენება 200 მგ ფლუკონაზოლის დღე-ღამეში ერთხელ და 20 მგ ციზაპრიდის დღე-ღამეში 4-ჯერ იწვევდა ციზაპრიდის დონის მნიშვნელოვან მომატებას სისხლის პლაზმაში და QT- ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლის და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).
ტერფენადინი.
მძიმე გულის არითმიების შემთხვევების განვითარების გამო, რომლებიც იყო გამოწვეული QTc- ინტერვალის გახანგრძლივებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს ტერფენადინთან ერთდროულად, ჩატარდა ამ პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები. ერთერთი კვლევის მსვლელობისას ფლუკონაზოლის გამოყენებისას დოზით 200 მგ დღე-ღამეში QTc- ინტერვალის გახანგრძლივება არ იყო გამოვლენილი. სხვა კვლევამ, რომლის დროს ფლუკონაზოლი გამოიყენებოდა დოზით 400 მგ და 800 მგ დღე-ღამეში, გამოამჟღავნა რომ ფლუკონაზოლის გამოყენებისას დოზით 400 მგ დღე-ღამეში ან მეტი მნიშვნელოვნად იზრდება ტერფენადინის დონე სისხლის პლაზმაში აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ფლუკონაზოლის თანმხლები გამოყენება დოზით 400 მგ ან მეტი ტერფენადინთან უკუნაჩვენებია (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“). ფლუკონაზოლის გამოყენებისას დოზით, რომელიც ნაკლებია 400 მგ დღე-ღამეში ტერფენადინთან ერთდროულად, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ასტემიზოლი.
ფლუკონაზოლის და ასტემიზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ასტემიზოლის კლირენსი. ამით გამოწვეული ასტემიზოლის კონცენტრაციის მომატებამ სისხლის პლაზმაში შეიძლება გაახანგრძლივოს QT- ინტერვალი და იშვიათ შემთხვევებში- გამოიწვიოს „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ფლუკონაზოლის და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
პიმოზიდი და ქინიდინი. ფლუკონაზოლის და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის ან ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა, თუმცა შესაბამისი კვლევები in vitro და in vivo არ არის ჩატარებული. სისხლის პლაზმაში პიმოზიდის ან ქინიდინის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT-ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში- „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარება. ფლუკონაზოლის და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ერითრომიცინი.
ერითრომიცინის და ფლუკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების მომატებული რისკი (QT- ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, როგორც შედეგი, უეცარი გულისმიერი სიკვდილი. ამ პრეპარატების კომბინაციის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ამიოდარონი.
ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება ამიოდარონთან შეიძლება გამოიწვიოს ამიოდარონის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. იქნა გამოვლენილი კავშირი ამიოდარონის გამოყენებას და QT- ინტერვალის გახანგრძლივებას შორის. ფლუკონაზოლის და ამიოდარონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).
არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან:
გალოფანტრინი.
ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გალოფანტრინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში CYP3A4-ს დათრგუნვის ხარჯზე. აღნიშნული სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების მომატებული რისკი (QT- ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, როგორც შედეგი, უეცარი გულისმიერი სიკვდილი. საჭიროა თავის არიდება აღნიშნული სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენებისაგან.
ფლუკონაზოლის და ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთობლივი გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს და დოზის კორექციას.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ფლუკონაზოლზე.
ურთიერთქმედების კვლევებმა გამოამჟღავნა, რომ ფლუკონაზოლის პერორალური გამოყენება ერთდროულად საკვების მიღებასთან, ციმეტიდინის, ანტაციდების მიღებასთან, ან მთლიანი სხეულის მომდევნო დასხივებასთან ძვლის ტვინის გადანერგვის მიზნით არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ფლუკონაზოლის აბსორბციაზე.
რიფამპიცინი.
ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენება იწვევდა AUC-ს კლებას 25%-ით და ამცირებდა ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდს 20%-ით. ამიტომ, პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ რიფამპიცინს, უნდა იქნას განხილული ფლუკონაზოლის დოზის მომატების მიზანშეწონილობა.
ჰიდროქლორთიაზიდი.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ჰიდროქლორთიაზიდის მრავალჯერადი გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც ღებულობდნენ ფლუკონაზოლს, ზრდიდა ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 40%-ით. ურთიერთქმედების ასეთი პარამეტრები არ საჭიროებენ ცვლილებებს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმში პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ შარდმდენ საშუალებებს.
ფლუკონაზოლის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე.
ფლუკონაზოლი წარმოადგენს 2C9 იზოფერმენტის P450 (CYP) ციტოქრომის მძლავრ ინჰიბიტორს და CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი არის СУР2С19 იზოფერმენტის ინჰიბიტორი. დამატებით გამოვლენილთან/ დოკუმენტურად დადასტურებულ ურთიერთქმედებასთან, რომელიც აღწერილია ქვემოთ, ფლუკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს სისხლის პლაზმაში სხვა ნაერთების კონცენტრაციის მომატების რისკი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ით. ამიტომ, პრეპარატების ესეთი კომბინაციების გამოყენება უნდა ხდებოდეს სიფრთხილით; ამ დროს საჭიროა პაციენტების მდგომარეობის ზედმიწევნითი მეთვალყურეობა. ფლუკონაზოლის დამთრგუნველი მოქმედება ფერმენტებზე ნარჩუნდება მისი გამოყენებიდან 4-5 დღე-ღამის განმავლობაში, რაც დაკავშირებულია მის ხანგრძლივ ნახევრადგამოყოფის პერიოდთან.
ალფენტანილი.
ერთდროული გამოყენებისას ალფენტანილის დოზით 20 მკგ/კგ და
ფლუკონაზოლის დოზით 400 მგ ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლინდა AUC10 ორმაგი მომატება, შესაძლოა, CYP3A4 ინჰიბირების მეშვეობით. შეიძლება გახდეს საჭირო ალფენტანილის დოზის კორექტირება.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი.
ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის მოქმედებას. რეკომენდებულია 5-ნორტრიპტილინის კონცენტრაციის და/ან S-ამიტრიპტილინის კონცენტრაციის განსაზღვრა კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და 1 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება (კორექცია).
ამფოტერიცინი B.
ფლუკონაზოლის და ამფოტერიცინი B-ს ერთდროულმა გამოყენებამ ინფიცირებულ თაგვებში ნორმალური იმუნიტეტით და ინფიცირებულ თაგვებში დაქვეითებული იმუნიტეტით მოგვცა ასეთი შედეგები: მცირე ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი C. Albicans სისტემური ინფექციის დროს, ურთიერთქმედების არარსებობა Cryptococcus neoformans ქალასშიდა ინფექციისას და ორი პრეპარატის ანტაგონიზმი Aspergillus fumigatus სისტემური ინფექციისას. შედეგების კლინიკური მნიშვნელობა, რომლებიც მიღებულია აღნიშნული კვლევების მსვლელობისას, უცნობია. ანტიკოაგულანტები.
მსგავსად სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ფლუკონაზოლის და ვარფარინის ერთდროული გამოყენების დროს იყო ცნობები სისხლდენის განვითარების ( ჰემატომა, ნაზალური სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰემატურია და მელენა) შემთხვევების შესახებ, პროთრომბინის დროის გახანგრძლივების თანმხლებით. ფლუკონაზოლის და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას გამოვლენილ იქნა პროთრომბინის დროის ორმაგი მომატება, შესაძლოა, ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო СУР2С9 მეშვეობით. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს ან ინდანედიონს, საჭიროა პროთრომბინის დროის ზედმიწევნითი კონტროლი. შეიძლება გახდეს საჭირო ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.
ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები, მაგალითად მიდაზოლამი, ტრიაზოლამი. ფლუკონაზოლის დანიშვნა მიდაზოლამის პერორალური გამოყენების შემდეგ იწვევდა მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას და ფსიქომოტორული ეფექტების გაძლიერებას. ერთდროული გამოყენება ფლუკონაზოლის დოზით 200 მგ და მიდაზოლამის დოზით 7,5 მგ პერორალურად იწვევდა AUC-ს და ნახევრადგამოყოფის პერიოდის მომატებას 3,7-ჯერ და 2,2-ჯერ შესაბამისად. ფლუკონაზოლის გამოყენება დოზით 200 მგ/დღე- ღამეში და 0,25 მგ ტრიაზოლამის პერორალურად იწვევდა AUC-ს და ტრიაზოლამის ნახევრადგამოყოფის პერიოდის მომატებას 4,4-ჯერ და 2,3-ჯერ შესაბამისად. ფლუკონაზოლის და ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენებისას იყო გამოვლენილი ტრიაზოლამის ეფექტების პროლონგირება და პოტენცირება.
თუ პაციენტს, რომელიც გადის მკურნალობის კურსს ფლუკონაზოლით, ესაჭიროება ბენზოდიაზეპინებით ერთდროული ტერაპიის დანიშვნა, უკანასკნელის დოზა უნდა შემცირდეს და დაწესდეს სათანადო მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე.
კარბამაზეპინი.
ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და იწვევს კარბამაზეპინის დონის მომატებას სისხლის შრატში 30%-ით. კარბამაზეპინის მხრივ არსებობს ტოქსიკურობის გამოვლინებების განვითრების რისკი. შეიძლება გახდეს საჭირო კარბამაზეპინის დოზის კორექტირება, რაც დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციის დონეზე და პრეპარატის მოქმედებაზე.
კალციუმის არხის ბლოკერები.
კალციუმის ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით. პოტენციურად ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს კალციუმის არხების ბლოკერების სისტემური ექსპოზიცია. რეკომენდებულია გვერდითი რეაქციების განვითარების ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ცელეკოქსიბი.
ფლუკონაზოლის (200 მგ დღე-ღამეში) და ცელეკოქსიბის (200 მგ) ერთდროული გამოყენებისას ცელეკოქსიბის Cmax и AUC იზრდებოდა 68% და 134% შესაბამისად. ცელეკოქსიბის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გახდეს საჭირო ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.
ციკლოფოსფამიფი.
ციკლოფოსფამიდის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს ბილირუბინის და კრეატინინის დონის ზრდას სისხლის შრატში. შესაძლებელია ამ პრეპარატების გამოყენება ერთდროულად, სისხლის შრატში ბილირუბინის და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებული რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი.
იყო მონაცემები ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი ლეტალური შემთხვევის შესახებ, რაც სავარაუდოდ იყო ფენტანილის და ფლუკონაზოლის ურთიერთქმედების შედეგი. ამასთან ერთად, კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით გამოამჟღავნეს, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ანელებდა ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ზედმიწევნითი კონტროლი. შეიძლება გახდეს საჭირო ფენტანილის დოზის კორექცია.
გმგ-კოა- რედუქტაზის ინჰიბიტორები.
ერთდროული გამოყენება ფლუკონაზოლის და გმგ-კო ა- რედუქტაზის ინჰიბიტორების, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (ატორვასტატინი და სიმვასტატინი) ან
გმგ-კოა- რედუქტაზის ინჰიბიტორების, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (ფლუვასტატინი) ზრდის მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკს. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ზედმიწევნითი მეთვალყურეობა პაციენტზე, მიოპათიის და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლენის მიზნით და კრეატინკინაზის დონის მონიტორინგი. კრეატინკინაზის დონის მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში, აგრეთვე დიაგნოსტირებისას ან ეჭვისას მიოპათიაზე/ რაბდომიოლიზზე, საჭიროა გმგ-კოა- რედუქტაზის ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტა.
იმუნოსუპრესორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი)
ციკლოსპორინი.
ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ერთდროული გამოყენებისას ფლუკონაზოლის დოზით 200 მგ/დღე-ღამეში და ციკლოსპორინის დოზით 2,7 მგ/კგ/დღე-ღამეში გამოვლინდა ცისკლოსპორინის AUC-ს მომატება 1,8-ჯერ. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ციკლოსპორინის დოზა შემცირდება მისი კონცენტრაციის მიხედვით
ევეროლიმუსი.
მიუხედავად იმისა, რომ in vitro და in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ცნობილია, რომ ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ევეროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში СУР3А4 დათრგუნვის გამო.
სიროლიმუსი.
ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, სავარაუდოდ, სიროლიმუსის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით CYP3A4 ფერმენტით და P-გლიკოპროტეინით. შესაძლებელია ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება სიროლიმუსის დოზის კორექტირების პირობით, პრეპარატის კონცენტრაციის დონის და ეფექტების მიხედვით.
ტაკროლიმუსი.
ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში 5-ჯერამდე მისი პერორალური გამოყენებისას, ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით CYP3A4 ფერმენტით ნაწლავებში. ტაკროლიმუსის ინტრავენური შეყვანისას არ იქნა გამოვლენილი ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები. ტაკროლიმუსის მომატებული დონეები ასოციირდება ნეფროტოქსიურობასთან. ტაკროლიმუსის დოზა პერორალური გამოყენებისთვის უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მიხედვით.
ლოზარტანი.
ფლუკონაზოლის თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-31 74), რაც ლოზარტანის გამოყენების დროს იწვევს ანტაგონიზმის უმეტეს ნაწილს ანგიოტენზინ II რეცეპტორების მიმართ. რეკომენდებულია პაციენტების არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგი.
მეტადონი.
ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს მეტადონის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში. მეტადონის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გახდეს საჭირო მეტადონის დოზის კორექტირება.
არასტეროიუდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).
ფლუკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას ფლურბიპროფენის Cmax и AUC
იზრდებოდა 23% и 81%-ით შესაბამისად, მხოლოდ ფლურბიპროფენის გამოყენების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ანალოგიურად, ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას რაცემიულ იბუპროფენთან (400 მგ) ფარმაკოლოგიურად აქტიური იბუპროფენის იზომერის S-( + ) - Cmax და AUC იზრდებოდა 15%-ით და 82% შესაბამიისად, მხოლოდ რაცემიული იბუპროფენის გამოყენების იგივე მაჩვენებლებთან შედარებით,
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს სხვა აასს-ის სისტემური ექსპოზიცია სხვა აასს-ის, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდებულია აასს-თან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების და ტოქსიკური გამოვლინებების პერიოდული მონიტორინგი. შეიძლება გახდეს საჭირო აასს დოზის კორექტირება.
ფენიტოინი.
ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ერთდროული მრავალჯერადი გამოყენება 200 მგ ფლუკონაზოლის და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად იწვევს ფენიტოინის AUC24 მომატებას 75%-ით და Cmin 128%-ით. აღნიშნული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ფენიტოინის კონცენტრციის მონიტორინგი სისხლის შრატში, ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების განვითარებისაგან თავის არიდების მიზნით.
პრედნიზონი.
იყო მონაცემები შემთხვევის შესახებ, როდესაც პრედნიზონის გამოყენების ფონზე ღვიძლის გადანერგვის შემდეგ პაციენტს განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნა ფლუკონაზოლით მკურნალობის 3-თვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტამ, სავარაუდოდ, გამოიწვია CYP3A4 აქტივობის გაძლიერება, რის შედეგადაც აჩქარდა პრედნიზონის მეტაბოლიზმი. საჭიროა ზედმიწევნითი მეთვალყურეობა პაციენტებზე, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ ფლუკონაზოლს და პრედნიზონს, რათა ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ თავიდან იქნას აცილებული თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება.
რიფაბუტინი.
ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რაც იწვევს რიფაბუტინის AUС-ს მომატებას 80%-ით. ფლუკონაზოლის და რიფაბუტინის ერთდროული გამოყენებისას იყო მონაცემები უვეიტის შემთხვევების შესახებ. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული რიფაბუტინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომები.
საქვინავირი.
ფლუკონაზოლი ზრდის საქვინავირის AUC და Cmax დაახლოებით 50% და 55%-ით შესაბამისად, რაც გამოწვეულია საქვინავირის მეტაბოლიზმის დათრგუნვით ღვიძლში ფერმენტით CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების მეშვეობით. ფლუკონაზოლის და საქვინავირის/ რიტონავირის ურთიერთქმედება არ არის გამოკვლეული, ამიტომ ეს მოვლენები შეიძლება იყოს უფრო გამოხატული. შეიძლება გახდეს საჭირო საქვინავირის დოზის კორექტირება.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები.
ერთდროული გამოყენებისას ფლუკონაზოლის იწვევს პერორალური სულფონილშარდოვანას წარმოებულების ნახევრადგამოყოფის პერიოდის პროლონგირებას (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) მათი გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში. ფლუკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია შაქრის დონის ხშირი კონტროლი სისხლში და სულფონილშარდოვანას წარმოებულების დოზის შემცირება სათანადო წესით.
თეოფილინი.
პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევაში ფლუკონაზოლის გამოყენება დოზით 200 მგ 14 დღის განმავლობაში იწვევდა თეოფილინის საშუალო კლირენსის შემცირებას სისხლის პლაზმაში 18%-ით. საჭიროა მეთვალყურეობის დაწესება პაციენტებზე, რომლებიც ღებულობენ თეოფილინს მაღალი დოზებით ან პაციენტებზე, რომლებსაც სხვა მიზეზების გამო აქვთ თეოფილინის ტოქსიკური გამოვლინებების განვითარების მაღალი რისკი. თერაპია უნდა შეიცვალოს ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
გველის სუროს ალკალოიდები.
მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა, სავარაუდოდ, CYP3A4 ინჰიბირების გამო, შეიძლება გამოიწვიოს გველის სუროს ალკალოიდების კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში (მაგალითად, ვინკრისტინის და ვინბლასტინის), რის შედეგად ვითარდება ნეიროტოქსიკური ეფექტები.
A ვიტამინი.
იყო მონაცემები იმის შესახებ, რომ პაციენტს, რომელიც ერთდროულად ღებულობდა ტრანსრეტინოის მჟავას (A ვიტამინის მჟავური ფორმა) და ფლუკონაზოლს, აღენიშნებოდა გვერდითი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ თავის ტვინის ფსევდოტუმორის ფორმით; ეს ეფექტი გაქრა ფლუკონაზოლის შეწყვეტის შემდეგ. შესაძლებელია ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, მაგრამ უნდა გქონდეთ მხედველობაში ცნს სისტემის მხრივ გვერდითი რეაქციების წარმოქმნის რისკი.
ვორიკონაზოლი (СУР2С9, СУР2С19 და СУР3А4 ინჰიბიტორი).
ერთდროულმა გამოყენებამ ვორიკონაზოლის პერორალურად (400 მგ ყოველ 12 საათში 1 დღის განმავლობაში, შემდგომ 200 მგ ყოველ 12 საათში 2,5 დღის განმავლობაში) და ფლუკონაზოლის პერორალურად (400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200 მგ ყოველ 24 საათში 4 დღის განმავლობაში) 8 ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეში გამოიწვია ვორიკონაზოლის Сmax და AUC-ს მომატება საშუალოდ 57%-ით (90% სარწმუნო ინტერვალი: 20%, 107%) და 79%-ით (90 % სარწმუნო ინტერვალი: 40 %, 128%) შესაბამისად. უცნობია, იწვევს თუ არა დოზის შემცირება და/ან ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის გამოყენების სიხშირის შემცირება ესეთი ეფექტის თავიდან აცილებას. ვორიკონაზოლის გამოყენებისას ფლუკონაზოლის შემდეგ უნდა ჩატარდეს მეთველყურეობა გვერდითი ეფექტების განვითარებაზე, რომლებიც ასოციირებულია ვორიკონაზოლთან.
ზიდოვუდინი.
ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Сmax და AUC-ს 84%-ით და 74%-ით შესაბამისად, რაც განპირობებულია ზიდოვუდინის კლირენსის შემცირებით დაახლოებით 45%-ით მისი პერორალური გამოყენებისას. ფლუკონაზოლის და ზიდოვუდინის კომბინაციის გამოყენების შემდეგ ზიდოვუდინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ასევე იყო გახანგრძლივებული დაახლოებით 128%-ით. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებების ესეთ კომბინაციას, საჭიროებენ მეთვალყურეობას გვერდითი რეაქციების განვითარების მხრივ, რაც დაკავშირებულია ზიდოვუდინის გამოყენებასთან. შესაძლებელია ზიდოვუდინის დოზის შემცირების მიზანშეწონილობის განხილვა.
აზიტრომიცინი.
კვლევების მსვლელობისას იქნა შეფასებული აზიტრომიცინის და ფლუკონაზოლის ზეგავლენა ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე მათი ერთდროული პერორალური ერთჯერადი გამოყენებისას დოზით 1200 მგ და 800 მგ შესაბამისად. არანაირი ნიშნადი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ იყო გამოვლენილი.
პერორალური კონტრაცეპტივები.
ფლუკონაზოლის გამოყენებისას დოზით 50 მგ გავლენა ჰორმონების დონეზე არ აღინიშნებოდა, როდესაც ფლუკონაზოლის გამოყენებისას სადღეღამისო დოზით 200 მგ გამოვლინდა ეთინილესტრადიოლის АUС-ს ზრდა 40%-ით და ლევონოგესტრელის- 24%-ით. ეს ადასტურებს იმას, რომ ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენება მითითებული დოზებით საეჭვოა, რომ ახდენდეს გავლენას კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ეფექტურობაზე.
ივაკაფტორი.
თანმხლები გამოყენება ივაკაფტორთან, მუკოვისციდოზური ტრანსმემბრანული გამტარიანობის რეგულატორის გამაძლიერებელთან, ზრდის ივაკაფტორის ექსპოზიციას 3-ჯერ, ხოლო ჰიდროქსიმეთილივაკაფტორის (M1)- 1,9-ჯერ. პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ CYP3A ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი და ერითრომიცინი, რეკომენდებულია ივაკაფტორის დოზის შემცირება 150 მგ-დე ერთხელ დღე- ღამეში.
გამოყენების თავისებურებები.
დერმატოფიტია.
ფლუკონაზოლის კვლევის შედეგების მიხედვით, დერმატოფიტიის სამკურნალოდ ბავშვებში ფლუკონაზოლი ეფექტურობით არ აღემატება გრიზეოფულვინს, ხოლო ეფექტურობის საერთო მაჩვენებელი შეადგენს 20% ნაკლებს. ამიტომ ფლუკონაზოლი არ უნდა გამოიყენებოდეს დერმატოფიტიის სამკურნალოდ.
კრიპტოკოკოზი.
ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებები სხვა ლოკალიზაციების (მაგალითად, ფილტვის კრიპტოკოკოზი და კანის კრიპტოკოკოზი) კრიპტოკოკოზის მკურნალობისთვის არასაკმარისია, ამიტომ დოზირების რეჟიმის რეკომენდაცია ამ დაავადებების სამკურნალოდ არ არსებობს.
ღრმა ენდემური მიკოზები.
ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებები ენდემური მიკოზების სხვა ფორმების მკურნალობისთვის, როგორიცაა პარაკოქციდიოიდომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი და კანისა და ლიმფურის სისტემის სპოროტრიქოზი, არასაკმარისია, ამიტომ დოზირების რეჟიმის რეკომენდაცია ამ დაავადებების სამკურნალოდ არ არსებობს.
კანდიდოზი.
კვლევებმა აჩვენა Candida სხვა სახეობების, გარდა C. Albicans, ინფექციების გავრცელებულობის მომატება. Candida თავისი ბუნებით ხშირად მდგდრადია (მაგალითად, C. krusei და C. Auris) ან ავლენს დაბალ ამთვისებლობას ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია. ამიტომ ექიმებს, რომლებიც ნიშნავენ ფლუკონაზოლს, ეძლევათ რეკომენდაცია მხედველობაში იქონიონ Candida-ს სხვადასხვა სახეობის რეზისტენტობის გავრცელებულობა ფლუკონაზოლის მიმართ.
თირკმელები.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით (იხილეთ ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
კეტოკონაზოლი, როგორც ცნობილია, იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისოაბას, და ეს აგრეთვე შეიძლება ეხებოდეს ფლუკონაზოლსაც, თუმცა ვლინდება იშვიათად. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელიც დაკავშირებულია ერთდროულ მკურნალობასთან, აღწერილია ნაწილში „ფლუკონაზოლის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე“).
ჰეპატობილიარული სისტემა.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პრეპარატი უნდა გამოყენებოდეს სიფრთხილით. ფლუკონაზოლის გამოყენება ასოციირდებოდა მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების იშვიათ შემთხვევებთან, ლეტალური შედეგების ჩათვლით, ძირითადად პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰეპატოტოქსიკურობის განვითარება ასოციირდებოდა ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, არ იყო შემჩნეული მისი აშკარა დამოკიდებულება პრეპარატის სადღეღამისო დოზაზე, თერაპიის ხანგრძლივობაზე, სქესზე ან პაციენტის ასაკზე. ჩვეულებრივ ფლუკონაზოლით გამოწვეული ჰეპატოტოქსიკურობა შექცევადია, მისი გამოვლინებები ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
პაციენტებზე, რომლებსაც ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღენიშნებათ გადახრები ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში, უნდა დაწესდეს საგულდაგულო მეთვალყურეობა ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანების განვითარების მხრივ.
პაციენტებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმ სიმპტომებზე, რომლებიც ადასტურებენ სერიოზულ ზემოქმედებას ღვიძლზე (გამოხატული ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ამ შემთხვევაში ფლუკონაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და ჩატარდეს კონსულტაცია ექიმთან.
გულსისხლძარღვთა სისტემა.
ზოგიერთი აზოლი, მათ შორის ფლუკონაზოლი, ასოციირდება QТ- ინტერვალის გახანგრძლივებასთან ელექტროკარდიოგრამაზე. პრეპარატის გამოყენებისას იყო მონაცემები ძალიან იშვიათი შემთხვევების QТ- ინტერვალის გახანგრძლივების და „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შესახებ. ესეთი შეტყობინებები ეხებოდა პაციენტებს მძიმე დაავადებებით მრავალი რისკ-ფაქტორის თანხვედრისას, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიტური ცვლის დარღვევები და QТ- ინტერვალზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება
ფლუკონაზოლი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით პაციენტებში არითმიების განვითარების რისკით. ერთდროული გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ QTс- ინტერვალის პროლონგირებას და მეტაბოლიზდებიან СУР3А4 ფერმენტის და Р450 ციტოქრომის მეშვეობით, უკუნაჩვენებია.
გალოფანტრინი.
გალოფანტრინი წარმოადგენს СУР3А4 ფერმენტის სუბსტრატს და იწვევს QTс ინტერვალის პროლონგირებას მისი გამოყენებისას რეკომენდებული თერაპიული დოზებით. გალოფანტრინის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
**დერმატოლოგიური რეაქციები. **
იყო მონაცემები სამკურნალო საშუალებების მიმართ რეაქციის შესახებ ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS- სინდრომი). ფლუკონაზოლის გამოყენების დროს იყო იშვიათი შეტყობინებები ისეთი კანის ექსფოლიატიური რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი. პაციენტები შიდს-ით უფრო მეტად მიდრეკილები არიან კანის მძიმე რეაქციების განვითარებისაკენ მრავალი სამკურნალო საშუალების გამოყენებისას. თუ პაციენტს ზედაპირული სოკოვანი ინფექციით უჩნდება გამონაყარი, რომლის დაკავშირება შესაძლებელია ფლუკონაზოლთან, პრეპარატის შემდგომი გამოყენება უნდა შეწყდეს. თუ პაციენტს ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციით უჩნდება გამონაყარი კანზე, საჭიროა მისი მდგომარეობის საგულდაგულო მეთვალყურეობა, ხოლო ბულოზური გამონაყარის ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში ფლუკონაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ჰიპერმგრძნობელობა.
იშვიათ შემთხვევებში იყო მონაცემები ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შესახებ.
ციტოქრომი Р450.
ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 ფერმენტის მძლავრ ინჰიბიტორს და СУР3А4 ფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორს. აგრეთვე ფლუკონაზოლი არის CYP2C19 ფერმენტის ინჰიბიტორი. პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ, თუ მიიღება ერთდოულად ფლუკონაზოლი და ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 მონაწილეობით.
ტერფენადინი.
საჭიროა ზედმიწევნითი მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე, თუ ერთდრიულად გამოიყენება ტერფენადინი და ფლუკონაზოლი 400 მგ-ზე ნაკლები სადღეღამისო დოზით.
დამხმარე ნივთიერებები.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი თანდაყოლილი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაპპის ლაქტაზის უკმარისობა და გლუკოზა- გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
**გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. **
იყო მონაცემები მრავალრიცხოვანი თანდაყოლილი პათოლოგიების შესახებ ახალშობილებში (ბრაქიცეფალია, ყურის ნიჟარის დისპლაზია, თხემის წინა ნაწილის ზედმეტი გადიდება, ბარძაყის გამრუდება, მხარ-სხივის სინოსტოზი), რომლების დედები კოქციდიოიდოზის სამკურნალოდ ღებულობდნენ ფლუკონაზოლს მაღალი დოზებით (400-800 მგ/ 24სთ), როგორც მინიმუმი 3 ან მეტი თვის განმავლობაში. ლიტერატურაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება განვითარების თანდაყოლილ მანკებს, გარკვეულ წილად დროებით დაკავშირებულს PRAC ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, მიზეზ- შედეგობრივი კავშირი ფლუკონაზოლს და განვითარების თანდაყოლილ მანკებს შორის უნდა ჩაითვალოს როგორც სავარაუდო.
კვლევებმა ცხოველებზე გამოამჟღავნეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
მონაცემები, რომლებიც იქნა მიღებული ფლუკონაზოლის გამოყენებისას დოზით ≤ 150 მგ რამოდენიმე ათასი ორსული ქალის მიერ ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში, არ ადასტურებენ ნაყოფის განვითარების მანკების საერთო რისკის მომატებას.
ერთ დიდ ობსერვაციულ კოჰორტულ კვლევაში ფლუკონაზოლის პერორალური გამოყენება I ტრიმესტრში ასოციირდებოდა საყრდენ-მამოძრავებელი მანკების განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც ღებულობდნენ ერთობლივ თერაპიულ დოზას ≤450 მგ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ ადგილობრივ აზოლებს, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც ღებულობდნენ ერთობლივ თერაპიულ დოზას > 450 მგ. შეფარდებითმა რისკმა შეადგინა 1,29 (95% სარწმუნო ინტერვალი: 1,05-დან 1,58-მდე) 150 მგ ფლუკონაზოლის პერორალურად მიღებისას და 1,98 (95% სარწმუნო ინტერვალი: 1,23-დან 3,17-მდე) დოზებისთვის >450 მგ ფლუკონაზოლი.
არ უნდა გამოიყენოთ ფლუკონაზოლის ჩვეულებრივი დოზები და ფლუკონაზოლით მკურნალობის ხანმოკლე კურსები ორსულობის პერიოდში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა.
არ უნდა გამოიყენოთ ფლუკონაზოლის მაღალი დოზები და/ან მკურნალობის ხანგრძლივი კურსები ორსულობის პერიოდში, გარდა იმ ინფექციების მკურნალობისა, რომლებიც ქმნიან საფრთხეს სიცოცხლისთვის.
ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში და აღწევს უფრო დაბალ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ფლუკონაზოლის ერთჯერადი ჩვეულებრივი დოზის გამოყენების შემდეგ, რაც შეადგენს 200 მგ ან უფრო ნაკლებს.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენებისას ან ფლუკონაზოლის გამოყენებისას მაღალი დოზებით.
გავლენა რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
კვლევები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტროტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის შესახებ არ ჩატარებულა.
პრეპარატის გამოყენების დროს პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების შესაძლო განვითარების შესახებ. ესეთი სიმპტომების განვითარებისას, არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
**გამოყენების წესი და დოზირება. **
კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
მოზრდილები.
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად დოზით 150 მგ ერთჯერადად.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშნების არარსებობისას ამ კატეგორიის პაციენტებში გამოიყენება ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით, უცვლელი სახით. პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებისას მოცემული კატეგორიის პაციენტებში დოზის კორექტირება არ არის საჭირო.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფლუკონაზოლი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ვინაიდან ინფორმაცია ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ ამ კატეგორიის პაციენტებში არასაკმარისია.
ბავშვები.
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება გენიტალური კანდიდოზების სამკურნალოდ ბავშვებში არ არის დადგენილი, მიუხედავად ამომწურავი მონაცემების პრეპარატის გამოყენების შესახებ ბავშვებში. თუ არსებობს პრეპარატის გამოყენების დაჟინებითი საჭიროება მოზრდილებში (12-დან 17 წლამდე ასაკის), უნდა გამოიყენოთ ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებისთვის.
ჭარბი დოზირება
იყო მონაცემები ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ; ერთდროულად იყო შეტყობინებები ჰალუცინაციების და პარანოიდალური ქცევის შესახებ.
ჭარბი დოზირებისას საჭიროა სიმპტომური შემანარჩუენებელი თერაპიის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში- კუჭის გამორეცხვა.
ფლუკონაზოლი მნიშვნელოვანწილად ექსკრეტირდება შარდით; ფორსირებულმა დიურეზმა შეიძლება დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. ჰემოდიალიზის სეანსი ხანგრძლივობით 3 საათი ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50%.
**გვერდითი რეაქციები. **
ყველაზე ხშირად (>1/10) იყო მონაცემები ასეთ გვერდით რეაქციებზე: თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, ალანინამინოტრანსფერაზის (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზის (ასტ) და ტუტე ფოსფატაზის (ტფ) დონის მომატება სისხლში.
იყო შეტყობინებები რეაქციის შესახებ სამკურნალო საშუალებების მიმართ ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (Dress- სინდრომი), რომლებიც დაკავშირებულია ფლუკონაზოლით მკურნალობასთან (იხილეთ ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად ((≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100, < 1/10), არახშირად (≥ 1/1000, < 1/100), იშვიათად (≥ 1/10 000, < 1/1000), ძალიან იშვიათად (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
სისხლის სისტემის მხრივ: არახშირად- ანემია, იშვიათად- აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად- ანაფილაქსია.
მეტაბოლიზმის მხრივ: არახშირად- მადის დაქვეითება; იშვიათად- ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპოკალიემია.
ფსიქიკის მხრივ: არახშირად- უძილობა, ძილიანობა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად- თავის ტკივილი; არახშირად- კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, პარესთეზიები, გემოს დარღვევა; იშვიათად- ტრემორი.
სმენის ორგანოების მზრივ: არახშირად- ვერტიგო.
გულის მზრივ: იშვიათად- „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმალური პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT- ინტერვალის გახანგრძლივება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად- ტკივილი მუცლის ღრუში, დიარეა, გულისრევა, ღებინება; არახშირად- შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირად- ალტ, ასტ, ტფ დონის მომატება; არახშირად- ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათად- ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, ჰეპატიტები, ჰეპატოცელულარული დაზიანება.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად- გამონაყარი; არახშირად- ქავილი, მედიკამენტოზური დერმატიტი (ფიქსირებული მედიკამენტოზური დერმატიტის ჩათვლით), ჭინჭრის ციება, მომატებული ოფლდენა; იშვიათად- ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზირებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიატიური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია; სიხშირე უცნობია- რეაქცია სამკურნალო საშუალების მიმართ ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: არახშირად- მიალგია.
ზოგადი დარღვევები: არახშირად- მომატებული დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ციებ-ცხელება.
ბავშვები. გვერდითი რეაქციების და ლაბორატორიული ანალიზების ნორმიდან გადახრის სიხშირე და ხასიათი კლინიკური კვლევების მსვლელობისას ბავშვების მონაწილეობით მოზრდილებთან შედარებით.
**ანგარიში საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. **
სამკურნალო საშუალების რეგისრაციის შემდეგ ანგარიშს საეჭვო რეაქციების შესახებ აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ უწყვეტი მონიტორინგი
თანაფარდობის სარგებელს და რისკს შორის, რომელიც დაკავშირებულია მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან. სამედიცინო მუშაკებს სთხოვენ ანგარიშის მიწოდებას ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ვარგისობის ვადა : 5 წელი.
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
1 კაფსულა ბლისტერში; 1 ბლისტერი კოლოფში.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით