ჰელიოკანდიდონორმი - HELIOCANDIDONORM
ჰელიოკანდიდონორმი - HELIOCANDIDONORM

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - ჰელიოკანდიდონორმი კაფსულა 150მგ #1
რა არის ჰელიოკანდიდონორმი და რისთვის გამოიყენება
Hელიოკანდიდონორმი მიეკუთვნება “სოკოს საწინააღმდეგო” საშუალებებს. აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი.
ჰელიოკანდიდონორმი გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და შეიძლება თავიდან აგარიდოთ კანდიდათი გამოწვეული ინფექციები. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი მიზეზია საფუარა სახელად ჩანდიდა.
როგორ მიიღება ჰელიოკანდიდონორმი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით.
მდგომარეობა - ლორწოვანის კანდიდოზური ინფექციები და ყელის ინფექციები - მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და იმაზე თუ სად არის ინფექცია ლოკალიზებული - 3 მგ კილოგრამ სხეულის წონაზე (6 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე შეიძლება დაინიშნოს პირველ დღეს)
მდგომარეობა - კრიპტოკოკული მენინგიტი ან კანდიდათი გამოწვეული შინაგანი სოკოვანი ინფექციები - 6-12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე.
მდგომარეობა - კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენცია- 6 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე დღეში.
მდგომარეობა - ბავშვებში კანდიდათი გამოწვეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად (თუ მათი იმუნური სისტემა სუსტია ან კარგად არ მუშაობს)- 3-12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე.
12-17 წლის მოზარდები
ექიმის დანიშნულების მიხედვით (მოზრდილების ან ბავშვების დოზირება)
11 წლამდე ასაკის ბავშვები
ბავშვებში მაქსიმალური დოზა არის 400 მგ დღეში. დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე კილოგრამებში.
0-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება
3-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება:
ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე, ყოველ 48 საათში ერთხელ.
2 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება:
ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე, ყოველ 72 საათში ერთხელ.
როგორ ინახება ჰელიოკანდიდონორმი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის დაცულ და მიუწვდომელ ადგილზე.

დასახელება - ჰელიოკანდიდონორმი კაფსულა 150მგ #1
რა არის ჰელიოკანდიდონორმი და რისთვის გამოიყენება
Hელიოკანდიდონორმი მიეკუთვნება “სოკოს საწინააღმდეგო” საშუალებებს. აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი.
ჰელიოკანდიდონორმი გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და შეიძლება თავიდან აგარიდოთ კანდიდათი გამოწვეული ინფექციები. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი მიზეზია საფუარა სახელად ჩანდიდა.
როგორ მიიღება ჰელიოკანდიდონორმი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით.
მდგომარეობა - ლორწოვანის კანდიდოზური ინფექციები და ყელის ინფექციები - მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და იმაზე თუ სად არის ინფექცია ლოკალიზებული - 3 მგ კილოგრამ სხეულის წონაზე (6 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე შეიძლება დაინიშნოს პირველ დღეს)
მდგომარეობა - კრიპტოკოკული მენინგიტი ან კანდიდათი გამოწვეული შინაგანი სოკოვანი ინფექციები - 6-12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე.
მდგომარეობა - კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენცია- 6 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე დღეში.
მდგომარეობა - ბავშვებში კანდიდათი გამოწვეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად (თუ მათი იმუნური სისტემა სუსტია ან კარგად არ მუშაობს)- 3-12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე.
12-17 წლის მოზარდები
ექიმის დანიშნულების მიხედვით (მოზრდილების ან ბავშვების დოზირება)
11 წლამდე ასაკის ბავშვები
ბავშვებში მაქსიმალური დოზა არის 400 მგ დღეში. დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე კილოგრამებში.
0-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება
3-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება:
ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე, ყოველ 48 საათში ერთხელ.
2 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება:
ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე, ყოველ 72 საათში ერთხელ.
როგორ ინახება ჰელიოკანდიდონორმი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის დაცულ და მიუწვდომელ ადგილზე.

ჰელიოკანდიდონორმი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ დაავადების ნიშნებით თქვენსას გავს.

- გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი4.

ამ ფურცელ-ჩანართში

**1. რა არის ჰელიოკანდიდონორმი და რისთვის გამოიყენება **

2. რა უნდა იცოდეთ ჰელიოკანდიდონორმი-ს მიღებამდე

3. როგორ მიიღება ჰელიოკანდიდონორმი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ჰელიოკანდიდონორმი

**6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია **

1. რა არის ჰელიოკანდიდონორმი და რისთვის გამოიყენება

Hელიოკანდიდონორმი მიეკუთვნება “სოკოს საწინააღმდეგო” საშუალებებს. აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი.

ჰელიოკანდიდონორმი გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და შეიძლება თავიდან აგარიდოთ კანდიდათი გამოწვეული ინფექციები. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი მიზეზია საფუარა სახელად ჩანდიდა.

მოზრდილები

მედიკამენტი ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- კრიპტოკოკური მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია

- კოკციდიომიკოზი - ბრონქოპულმონური სისტემის დაავადება

- ჩანდიდა–ს მიერ გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აღინიშნება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგ., გული, ფილტვები) ან საშარდე ტრაქტში

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს ლორწოვანს, ყელს და ღრძილებს

- გენიტალური კანდიდოზი - საშოს ან პენისის ინფექცია

- კანის ინფექციები მაგ. ათლეტის ტერფი, მკრეჭველი სირსველი, გენიტალური მიდამოს ქავილი, ფრჩხილების ინფექციები.

ჰელიოკანდიდონორმი აგრეთვე შეიძლება დაგენიშნოთ:

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რეციდივის პრევენციისთვის

- ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის შემცირებისთვის

- ჩანდიდა-თი გამოწვეული ინფექციებისგან დასაცავად (თუ იმუნური სისტემა სუსტია ან სათანადოდ არ მუშაობს).

ბავშვები და მოზარდები (0-17 წლის)

ექიმის მიერ ეს მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი - ინფექცია რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვანს

- ჩანდიდა–თი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აღინიშნება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგ., გული, ფილტვები) ან საშარდე ტრაქტში

- კრიპტოკოკური მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია

ჰელიოკანდიდონორმი აგრეთვე შეიძლება დაგენიშნოთ:

- ჩანდიდა-თი გამოწვეული ინფექციებისგან დასაცავად (თუ იმუნური სისტემა სუსტია ან სათანადოდ არ მუშაობს).

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის

2. რა უნდა იცოდეთ ჰელიოკანდიდონორმის მიღებამდე

არ მიიღოთ ჰელიოკანდიდონორმი

- თუ ალერგიული ხართ ფლუკონაზოლის, სოკოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიმართ ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს და სუნთქვის გაძნელებას.

- თუ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური მედიკამენტები ალერგიის სამკურნალოდ)

- თუ იღებთ ციზაპრიდს (გულძმარვის სამკურნალოდ)

- თუ იღებთ პიმოზიდს (მენტალური დაავადების სამკურნალოდ)

- თუ იღებთ ქინიდინს (გულის არითმიის საკურნალოდ)

- თუ იღებთ ერითრომიცინს (ინფექიების სამკურნალო ანტიბიოტიკი).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ჰელიოკანდიდონორმი-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ გაგაჩნიათ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები

- თუ აღენიშნებათ გულის დაავადება, გულის რითმის პრობლემების ჩათვლით

- თუ გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნუმის ანომალური დონე სისხლში

- თუ აღენიშნებათ კანის მწვავე რეაქციები (ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება)

- თუ აღენიშნებათ “ადრენალური უკმარისობის” ნიშნები, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები აღარ წარმოქმნიან სტეროიდული ჰორმონების ადექვატურ რაოდენობას, როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობა, კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, წონაში კლება, აბდომინური ტკივილი).

- თუ ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ ოდესმე განვითარდა კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ) დაფიქსირდა ფლუკონაზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით. შეწყვიტეთ ჰელიოკანდიდონორმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია ამ სერიოზულ კანის რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ სოკოვანი ინფექცია არ გაუმჯობესდა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია.

სხვა მედიკამენტები და ჰელიოკანდიდონორმი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინი ალერგიის სამკურნალოდ) ან ციზაპრიდს (გულძმარვის სამკურნალოდ) ან პიმოზიდს (მენტალური დაავადების სამკურნალოდ), ან ქინიდინს (“არითმიის”, გულის რითმის სამკურანლოდ) ან ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი) რადგან, მათი მიღება არ შეიძლება ჰელიოკანდიდონორმთან ერთად (იხ. პარაგრაფი “არ მიიღოთ ჰელიოკანდიდონორმი”).

არსებობს მედიკამენტები, რომელბიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს ჰელიოკანდიდონორმთან.

დარწმუნდით რომ ექიმმა იცი, რომ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები ინფექციების სამკურნალოდ)

- ალფენტანილი, ფენტანილი (გამოიყენება ანესთეზიისთვის)

- ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (გამოიყენება ანტიდეპრესანტების სახით)

- ამფოტერიცინ B, ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო აგენტი)

- სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები თრომბების პრევენციისთვის (ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები)

- ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი მედიკამენტები) რომლებიც გამოიყენება საძილედ ან შფოთვის მოსახსნელად

- კარბამაზეპინი, ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ)

- ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი ან ლოზარტანი (ჰიპერტენზიისთვის - მაღალი არტერიული წნევისთვის)

- - ოლაპარიბი (გამოიყენება საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ)

- ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის უარყოფის პრევენციისთვის)

- ციკლოფოსფამიდი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან მსგავსი მედიკამენტები) გამოყენებული კიბოს სამკურანლოდ

- ჰალოფანტრინი (გამოყენებული მალარიის სამკურნალოდ)

- სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი ან ფლუვასტატინი და მსგავსი მედიკამენტები) გამოყენებული ქოლესტეროლის მაღალი დოზის შესამცირებლად.

- მეტადონი (გამოიყენება ტკივილის საკურნალოდ)

- ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (აასს))

- ორალური კონტრაცეპტივები

- პრედნიზონი (სტეროიდი)

- ზიდოვუდინი, აგრეთვე ცნობილი როგორც Aძთ; საქვინავირი (გამოიყენება აივ ინფიცირებული პაციენტების სამკურანლოდ)

- დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი

- თეოფილინი (გამოიყენება ასთმის კონტროლისთვის)

- ტოფაციტინიბი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)

- ტოლვაპტანი გამოიყენება ჰიპონატრიემიის სამკურნალოდ (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე) ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შესამცირებლად

- ვიტამინი A (საკვები დანამატი)

- ივაკაფტორი (გამოიყენება ცისტოზური ფიბროზის სამკურნალოდ)

- ამიოდარონი (გამოიყენება არათანაბარი გულისცემის "არითმიების" სამკურნალოდ)

- ჰიდროქლორთიაზიდი (შარდმდენი)

- იბრუტინიბი (გამოიყენება სისხლის კიბოს სამკურნალოდ)

ჰელიოკანდიდონორმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ჰელიოკანდიდონორმი, თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ცდილობთ დაორსულდეთ, თუ ექიმმა არ გითხრათ ამის შესახებ.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში მიღებულმა ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს სპონტანური აბორტის რისკი. ფლუკონაზოლმა დაბალ დოზებში პირველ ტრიმესტრში შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვის დეფექტებით დაბადების რისკი, რომლებიც აზიანებენ ძვლებს და/ან კუნთებს. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ძუძუთი კვება 150 მგ ჰელიოკანდიდონორმის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.

არ უნდა კვებოთ ძუძუთი, თუ იღებთ ჰელიოკანდიდონორმის განმეორებით დოზას.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისას, უნდა გაითვალისწინონ რომ ხანდახან შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები.

ჰელიოკანდიდონორმი შეიცავს ლაქტოზას

ჰელიოკანდიდონორმი 150მგ ყოველი მყარი კაფსულა შეიცავს 49,8 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ჰელიოკანდიდონორმი 150მგ ყოველი მყარი კაფსულა ასევე შეიცავს საღებავს შუნსეტ ყელლოწ (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

3. როგორ მიიღება ჰელიოკანდიდონორმი

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით.

გადაამოწმეთ ექიმთან და ფარმაცევტთან თუ დარწმუნებული არ ხართ.

კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად, ჭიქა წყლის დაყოლებით. უკეთესია კაფსულის დღის ერთი და იგივე დროს მიღება.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზები ინფექციის ტიპის მიხედვით შემდეგია:

მოზრდილები

მდგომარეობა | დოზა
---|---
კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობა | 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400მგ დღეში ერთხელ, 6-8 კვირის განმავლობაში ან ხანგრძლივად თუ საჭიროა. ხანდახან დოზები იზრდება 800 მგ-მდე.
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენცია | 200 მგ ყოველდღე სანამ არ შეგაწყვეტინებენ
კოკციდიოიდომიკოზის მკურნალობა | 200-400 მგ დღეში 11-24 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. ხანდახან დოზები იზრდება 800 მგ-მდე.
კანდიდათი გამოწვეული შინაგანი სოკოვანი ინფექციების მკურნალობა | 800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ დღეში ერთხელ სანამ არ შეგაწყვეტინებენ

ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა რომლებიც აზიანებენ პირის ღრუს, ყელს და კბილის პროთეზით გამოწვეულ ჭრილობებს | 200-400 მგ პირველ დღეს შემდეგ 100-200 მგ სანამ არ შეგაწყვეტინებენ.
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის სამკურნალოდ – დოზა დამოკიდებულია იმაზე სად არის ლოკალიზებული ინფექცია | 50-400 მგ პირველ დღეს 7-30 დღის განმალვლობაში სანამ არ შეგაწყვეტინებენ.
ლორწოვანი გარსის ინფექციების შეჩერება პირის ღრუს და ყელს | 100-200 მგ დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ სანამ ინფექციის რისკის ქვეშ ხართ.
გენიტალური კანდიდიზური ინფექციის მკურნალობა | 150 მგ ერთჯერადი დოზის სახით
ვაგინალური კანდიდოზური ინფექციის რეციდივის შემცირება | 150 მგ ყოველ მესამე დღეს სრული 3 დოზისთვის (1-ლი, მე-4 და მე-7 დღეები) და შემდეგ კვირში ერთხელ, 6 თვის განმავლობაში, სანამ ინფექციის რისკის ქვეშ ხართ.
კანის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ | ინფექციის მდებარეობის მიხედვით 50 მგ დღეში ერთხელ, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300-400 კვირაში ერთხელ 1-4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფი 6 კვირამდე, ფრჩხილის ინფექციის მკურნალობისთვის სანამ ინფიცირებული ფრჩხილი არ ჩანაცვლდება.
კანდიდათი გამოწვეული ინფექციის ასაცილებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია ან კარგად არ მუშაობს) | 200-400 მგ დღეში ერთხელ სანამ ინფექციის რისკის ქვეშ ხართ.

12-17 წლის მოზარდები

ექიმის დანიშნულების მიხედვით (მოზრდილების ან ბავშვების დოზირება)

11 წლამდე ასაკის ბავშვები

ბავშვებში მაქსიმალური დოზა არის 400 მგ დღეში. დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე კილოგრამებში.

მდგომარეობა | დღიური დოზა
---|---
ლორწოვანის კანდიდოზური ინფექციები და ყელის ინფექციები - მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და იმაზე თუ სად არის ინფექცია ლოკალიზებული | 3 მგ კილოგრამ სხეულის წონაზე (6 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე შეიძლება დაინიშნოს პირველ დღეს)
კრიპტოკოკული მენინგიტი ან კანდიდათი გამოწვეული შინაგანი სოკოვანი ინფექციები | 6-12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე.
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენცია | 6 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე დღეში.
ბავშვებში კანდიდათი გამოწვეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად (თუ მათი იმუნური სისტემა სუსტია ან კარგად არ მუშაობს) | 3-12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე.

**0-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება **

3-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება:

ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე, ყოველ 48 საათში ერთხელ.

**2 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება: **

ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე, ყოველ 72 საათში ერთხელ.

ხანდაზმულები

თუ არ არის თირკმლის პრობლემები, რეკომენდებულია მოზრდილის ჩვეულებრივი დოზა.

პაციენტები თირკმელების პრობლემებით

თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა თქვენი თირკმელების ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით.

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ჰელიოკანდიდონორმს ვიდრე დანიშნული გაქვთ

ერთდროულად ბევრი კაფსულების მიღებამ შეიძლება ცუდად გაგხადოთ. მაშინვე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოესი ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების დეპარტამენტს.

შესაძლო დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სმენით, მხედველობით, შეგრძნებით და ფიქრით არარეალურ შეგრძნებებს (ჰალუცინაციები და პარანოიდული მოვლენები). შეიძლება ადექვატური იყოს სიმპტომური მკურნალობა (შემანარჩუნებელი ღონისძიებები და თუ საჭიროა კუჭის ამორეცხვა).

თუ დაგავიწყდათ ჰელიოკანდიდონორმის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსაციისთვის. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მეორე დოზის მიღების დროა არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ გაგაჩნიათ რაიმე კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ჰელიოკანდიდონორმმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველაში.

შეწყვიტეთ ჰელიოკანდიდონორმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DღEშშ სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი.

ზოგიერთს აღენიშნება ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუ გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლეიმე, დაუყოვნებლივ მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- უცაბედი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.

- ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება.

- მთელი სხეულის ქავილი, კანის გაწითლება ამ ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები.

- კანის გამონაყარი.

- კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა ბუშტუკების გამომწვევი გამონაყარი (ამან შეიძლება დააზიანოს პირი და ენა)

ჰელიოკანდიდონორმმა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი: ღვიძლის დაზიანების ნიშნები მოიცავს:

- დაღლილობა

- მადის დაკარგვა

- ღებინება

- კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ჰელიოკანდიდონორმის მიღება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა გვერდითი ეფექტები:

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი გახდა სერიოზული ან შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი ეფექტი რომელიც არ არის მოცემული ჩანართში შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში):

- თავის ტკივილი

- დისკომფორტი კუჭის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება

- ღვიძლის ფუნქციის სისხლის ტესტების აწევა

- ქავილი

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100-დან 1 ადამიანში):

- სიხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება რაც აფერმკრთალებს კანს და იწვევს სისუსტეს

ან ქოშინს.

- მადის დაქვეითება

- უძილობა, თვლემა

- კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის გაქრობა, გემოვნების შეცვლა.

- ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, შებერილობა, პირის სიმშრალე

- კუნთების ტკივილი

- ღვიძლის დაზიანება და კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)

- ბებერები, ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი, ოფლიანობის გაძლიერება

- დაღლილობა, ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება, ცხელება

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1 ადამიანში):

- ნორმალურზე ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ეხმარება ინფექციის წინააღმდეგ

ბრძოლაში და ნაკლები სიხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას.

- კანის წითელი ან მეწამული ფერის გაუფერულება რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების

რაოდენობის შემცირებით და სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებებით.

- სისხლის ქიმიის ცვლილება (ქოლესტერინის, ცხიმების მაღალი დონეები სისხლში)

- სისხლში კალიუმის დაბალი დონე.

- კანკალი

- არანორმალური ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), გულის შეკუმშვების და რითმის ცვლილება.

- ღვიძლის უკმარისობა

- ალერგიული რეაქციები (ხანდახან მწვავე), მათ შორის ფართოდ გავრცელებული ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანის აქერცლვა, კანის მწვავე რეაქციები, ტუჩების და სახის შეშუპება.

- თმის ცვენა

სიხშირე უცნობია, მაგრამ შეიძლება გვხვდებოდეს (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია კანზე გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, ფილტვები, გული, თირკმელები და მსხვილი ნაწლავი) ანთება (წამლისმიერი რეაქცია ან გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით. (DღEშშ)).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტებს, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. როგორ ინახება ჰელიოკანდიდონორმი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის დაცულ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ,,EXP”-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს.

არ შეიძლება მედიკამენტების გადაგდება გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ პრეპარატი, რომლსაც აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰელიოკანდიდონორმი

ჰელიოკანდიდონორმის კაფსულები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 150მგ ფლუკონაზოლს. სხვა ექსციპიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილ სულფატი. კაფსულის გარსი შეიცავს: ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი ქინოლინი (E104) , ყვითელი სანსეტი (E110) და ჟელატინი.

როგორ გამოიყურება ჰელიოკანდიდონორმი კაფსულების და შეფუთვის შემცველობა

გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ბლისტერი.

**შეფუთვის ზომა: **

ჰელიოკანდიდონორმი 150მგ ყვითელი კაფსულები: 1, 2 და 4 კაფსულა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით