სტერინაზოლი - STERINAZOL
სტერინაზოლი - STERINAZOL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Fluconazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
აქტიური ნივთიერება : ფლუკონაზოლი 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება .

გამოყენების ჩვენება
კრიპტოკოკოზი ;გენერალიზებული კანდიდოზი , მათ შორის კანდიდემია , დისემინირებული კანდიდოზი ( მათ შორის იმ პაციენტებში , რომლებიც იტარებენიმუნოსუპრესიული თერაპიის კურსს );ლორწოვანი გარსების კანდიდოზი ( მათ შორის პირის ღრუს , ხახის , საყლაპავის , და არაინვაზიური ბრონქული და პულმონალური ინფექციები );შიდსით დაავადებულთა პირის ღრუს კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა ;ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ( მწვავე ან მორეციდივე );კანდიდოზური ბალანიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ;სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმ პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და მიდრეკილნი არიან ასეთიინფექციებისადმი ციტოსტატიკური და სხივური თერაპიის შედეგად ;კანის მიკოზები ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის );
მკრეჭველი სირსველი ;ონიქომიკოზი ;კანის კანდიდოზური დაზიანება ;ღრმა ენდემური მიკოზები .

სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნებაზე და სიმძიმეზე .
მოზრდილთათვის კრიპტოკოკული ინფექციების დროს ფლუკონაზოლის საშუალო სადღეღამისო დოზაშეადგენს 400 მგ 1- ჯერ დღეში მკურნალობის პირველ დღეს , შემდეგ – 200-400 მგ 1- ჯერ დღეში .მკურნალობის ხანგრძლივობა კრიპტოკოკული ინფექციების დროს , განისაზღვრება კლინიკურიეფექტურობით , რომელიც დადასტურებულია მიკოლოგიური გამოკვლევით და მოიცავს საშუალოდ 6-8კვირას .
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონეპაციენტებს , პირველადი ( ძირითადი ) თერაპიული სრული კურსის ჩათავების შემდეგ უნიშნავენპრეპარატს 200 მგ / დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში .
დისემინირებული კანდიდოზის ან სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს პრეპარატიინიშნება 400 მგ დოზით პირველ დღეებში , ხოლო შემდეგ უკვე – 200-400 მგ . თერაპიის კურსისხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური ეფექტურობით .
კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული ოროფარინგიალური კანდიდოზის დროს , პრეპარატსნიშნავენ 50 მგ 1- ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში . პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსებისკანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკისათვის შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფებშიინიშნება 150 მგ 1- ჯერ დღეში .
ვაგინალური კანდიდოზისა და ბალანტინის დროს ფლუკონაზოლი ინიშნება 150 მგ დოზირებითერთჯერადად . რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება პრეპარატის დანიშვნა 1- ჯერ თვეში150 მგ დოზით . თერაპიის ხანგრძლივობას ადგენენ ინდივიდუალურად და შეიძლება მოიცავდეს 4-12თვეს .
ონკოლოგიურ ავდმყოფებში კანდიდოზების პროფილაქტიკის მიზნით ციტოსტატიკური და სხივურითერაპიის დროს ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ - ს 1- ჯერ დღეში .გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის შემთხვევაში , რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ - ს 1-ჯერ დღეში რამდენიმე დღის განმავლობაში ნეიტროპენიის მოსალოდნელ გამოვლინებამდე .ნეიტროფილების რიცხვის 1000/ მკლ - მდე მომატების შემდეგ ფლუკონაზოლით მკურნალობას განაგრძობენკიდევ 7 დღის განმავლობაში .
კანის მიკოზების დროს ( მათ შორის ტერფის , ტანის , საზარდულის არის და კანდიდოზურიინფექციების ) დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში ან 50 მგ 1- ჯერ დღეში . თერაპიის ხანგრძლივობაა– 2_4 კვირა , ტერფის მიკოზების დროს – 6 კვირამდე .
მკრეჭველი სირსველის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ - ს 1- ჯერ დღეში 2_4 კვირისგანმავლობაში .
ონიქომიკოზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ - ს 1- ჯერ კვირაში . მკურნალობისკურსი უნდა გაგრძელდეს არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე . ხელის და ფეხის თითებზეფრჩხილების ხელახალი ზრდისთვის ნორმაში საჭიროა შესაბამისად 3-6 და 6-12 თვე .
ღრმა ენდემიური მიკოზების დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენება 200-400 მგ დოზით 2 წლამდე .თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და კოკციდომიკოზის დროს შეადგენს – 11-24თვეს , პარაკოკციდომიკოზის დროს - 2-17 თვეს , სპოროტრიქოზის დროს – 1-16 თვეს დაჰისტოპლაზმოზის დროს – 3-17 თვეს .

სტერინაზოლი

STERINAZOL

150 მგ – 4 კაფსულა;

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

- შეინახეთ ეს ფურცელი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

  • დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოცემული პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ შეიძლება მისი სხვისთვის გადაცემა. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს იმ ადამიანს, იმის მიუხედავად, რომ მას შესაძლებელია მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდეს.

  • სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარებისას, ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციაში მითითებულია:

1. რას წარმოადგენს სტერინაზოლი და რისთვის გამოიყენება იგი;

2. რა უნდა იცოდეთ სტერინაზოლის მიღებამდე;

3. როგორ მივიღოთ სტერინაზოლი;

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები;

5. სტერინაზოლის შენახვის პირობები;

6. დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის სტერინაზოლი და რისთვის გამოიყენება იგი:

სტერინაზოლი მიეკუთვნება “სოკოს საწინააღმდეგო” საშუალებების ჯგუფს. აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი. პრეპარატი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციის პრევენციისათვის. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი არის საფუარა სოკო ჩანდიდა.

მოზრდილები:

პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ექიმის მიერ შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- კრიპტოკოკული მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია;

- კოქციდიომიკოზი – ბრონქოპულმონური სისტემის დაავადება;

- ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლის მიმოქცევაში, სხვადასხვა ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი (კანდიდოზური სტომატიტი) – ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს და ხახას. სოკოვანი ინფექცია კბილების პროთეზის მქონე პაციენტებში.

- სასქესო ორგანოების კანდიდოზი – საშოს და ასოს ინფექცია.

- კანის ინფექციები – მაგ., ათლეტის ტერფი, დერმატომიკოზი, ეპიდერმოფიტია, ფრჩხილების ინფექცია.

სტერინაზოლი ასევე გამოიყენება:

- კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციისათვის,

- სასქესო ორგანოების კანდიდოზების რეციდივის შესამცირებლად,

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზების რეციდივის პრევენციისათვის,

- ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ინფექციების პრევენციისათვის (იმ შემთხვევაში, თუ იმუნური სისტემა სუსტია და კარგად არ ფუნქციონირებს).

ბავშვები და მოზარდები (0-17 წლამდე)

პრეპარატი გამოიყენება შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი - პირის ღრუსა და ხახის ინფექცია;

- ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლში, სხვადასხვა ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;

- კრიპტოკოკული მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია.

სტერინაზოლი ასევე გამოიყენება:

- ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ინფექციების პრევენციისათვის (იმ შემთხვევაში, თუ იმუნური სისტემა სუსტია და კარგად არ ფუნქციონირებს).

- კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციისათვის.

2. რა უნდა იცოდეთ სტერინაზოლის მიღებამდე:

არ მიიღოთ სტერინაზოლი,

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ფლუკონაზოლის, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო სხვა პრეპარატების, ან სტერინაზოლის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

- სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის გაწითლებას ან სუნთქვის გაძნელებას.

- თუ გამოიყენებთ ასთემიზოლს, ტერფენადინს (ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური პრეპარატი),

- თუ გამოიყენებთ ციზაპრიდს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს),

- თუ გამოიყენებთ პიმოზიდს (მენტალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი),

- თუ გამოიყენებთ ქინიდინს (არითმიის სამკურალო პრეპარატი),

- თუ გამოიყენებთ ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი).

განსაკუთრებული მითითებები: აცნობეთ ექიმს, თუ – გაქვთ პრობლემები ღვიძლის ან თირკმლების მხრივ, გაწუხებთ გულის დაავადებები, მათ შორის არითმია, სისხლში აგეღნიშნებათ კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დონის ცვლილება, თუ განვითარდა მძიმე რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, კანის გაწითლება ან სუნთქვის გართულება).

სხვა პრეპარატების მიღება:

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოიყენებთ ასთემიზოლს, ტერფენადინს (ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური საშუალება) ან ციზაპრიდს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების სამკურნალო საშუალება) ან პიმოზიდს (მენტალური დარღვევების სამკურნალო საშუალება) ან ქინიდინს (გულის არითმიის სამკურნალო საშუალება) ან ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი), ვინაიდან ამ პრეპარატების მიღება სტერინაზოლთან ერთად არ შეიძლება (იხ. “არ მიიღოთ სტერინაზოლი”). ზოგიერთი სამკურნალო საშუალება მოქმედებს სტერინაზოლზე.

დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის, რომ თქვენ გამოიყენებთ რომელიმე შემდეგ სამკურნალო საშუალებას:

- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი);

- ალფენტანილი, ფენტანილი (საანესთეზიო საშუალება);

- ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტი);

- ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება);

- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ათხელებს სისხლს და ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას (ვარფარინი ან მსგავსი პრეპარატები);

- ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი პრეპარატები), რომლებსაც აქვს საძილე და დამამშვიდებელი მოქმედება;

- კარბამაზეპინი, ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალო საშუალებები);

- ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ლოზარტანი (გამოიყენება ჰიპერტენზიის – მაღალი არტერიული წნევის დროს);

- ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისთვის);

- ციკლოფოსფამიდი, ვინკა ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან მსგავსი პრეპარატები) გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ;

- ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალო საშუალება);

- სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი და ფლუვასტატინი ან მსგავსი პრეპარატები), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად;

- მეტადონი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება);

- ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფეანაკი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები);

- პერორალური კონტრაცეპტივები;

- პრედნიზოლონი (სტეროიდი);

- ზიდოვუდინი, რომელიც ცნობილია, როგორც Aძთ;

- საკვინავირი (აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო საშუალება);

- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი;

- თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);

- A ვიტამინი (კვებითი დანამატი).

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა წამლის შესახებ, რომელსაც ამჟამად გამოიყენებთ ან გამოიყენებდით ცოტა ხნის წინ, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

სტერინაზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

წამლის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. სტერინაზოლის მიღება არ შეიძლება, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ნებისმიერი წამლის მიღებამდე, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელია თავბრუხვევის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტერინაზოლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

პრეპარატი მცირე რაოდენობით შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). ლაქტოზას აუტანლობისას პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

3. როგორ მივიღოთ სტერინაზოლი:

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. კაფსულა მთლიანად გადაყლაპეთ ჭიქა წყლის მიყოლებით. კაფსულის მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.

ქვემოთ მოცემულია პრეპარატის რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ინფექციების დროს:

მოზრდილები:

**რეკომენდებული დოზები: **

კრიპტოკოკული მენინგიტის სამკურნალოდ: 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200–400 მგ ერთხელ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება. ზოგჯერ შეიძლება დოზის გაზრდა 800 მგ-მდე. კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციისათვის _ 200 მგ ერთხელ დღეში ექიმის მიერ განსაზღვრული ხანგრძლივობით. კოქციდიომიკოზის სამკურნალოდ 200_400 მგ ერთხელ დღეში 11 თვიდან 24 თვემდე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება. ზოგჯერ დოზა იზრდება 800 მგ-მდე. ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება 800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ დღეში ერთხელ ექიმის მიერ განსაზღვრული ხანგრძლივობით. ლორწოვანის ინფექციების სამკურნალოდ (კანდიდოზური სტომატიტი), რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ხახას და კბილის პროთეზის ადგილს _ 200–400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100_200 მგ ექიმის მიერ განსაზღვრული ხანგრძლივობით. ლორწოვანი გარსის კანდიდოზის დროს – დოზა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე, ინიშნება 50_400 მგ ერთხელ დღეში 7_30 დღის განმავლობაში ექიმის მიერ განსაზღვრული ხანგრძლივობით. პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად ინიშნება 100_200 მგ ერთხელ დღეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში, სანამ არსებობს ინფექციის განვითარების რისკი. გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ _ 150 მგ ერთჯერადი დოზის სახით. ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის შესამცირებლად _ 150 მგ ყოველ მესამე დღეს, მთლიანობაში ინიშნება 3-ჯერ (პირველ, მე-4 და მე-7 დღეს) და შემდეგ კვირაში ერთხელ 6 თვის მანძილზე, სანამ არსებობს ინფექციის განვითარების რისკი. კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციის ადგილზე – 50 მგ ერთხელ დღეში, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300_400 მგ კვირაში ერთხელ 1_4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფის დროს 6 კვირამდე, ფრჩხილების ინფექციის მკურნალობის დროს ინფიცირებული ფრჩხილის შეცვლამდე). ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ინფექციის პრევენციისათვის (თუ იმუნური სისტემა სუსტია ან არ ფუნქციონირებს სათანადოდ) 200–400 მგ ერთხელ დღეში, ინფექციის განვითარების რისკის არსებობამდე.

12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები: დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზა (მოზრდილების ან ბავშვების დოზირების მიხედვით).

11 წლამდე ასაკის ბავშვები: მაქსიმალური დოზა ბავშვებისათვის არის 400 მგ დღეში. დოზა დამოკიდებულია ბავშვის სხეულის მასაზე კილოგრამებში.

სადღეღამისო დოზა: ლორწოვანი გარსის კანდიდოზი და ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ყელის ინფექციები დროს – დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ინფექციის ლოკალიზაციაზე, 3 მგ/კგ სხეულის მასაზე (პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს 6 მგ/კგ სხეულის მასაზე). კრიპტოკოკული მენინგიტის ან ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციების დროს – 6_12 მგ/კგ სხეულის მასაზე. ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ინფექციების პრევენციისათვის (თუ იმუნური ფუნქცია დარღვეულია) 3_12 მგ/კგ სხეულის მასაზე.

გამოყენება 0-4 კვირის ასაკის ჩვილებში. გამოყენება 3-4 კვირის ასაკის ბავშვებში: იგივე დოზა, რაც ზემოთ იყო აღწერილი, მხოლოდ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 48 საათში.

2 კვირამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება: იგივე დოზა, რაც ზემოთ იყო აღწერილი, მხოლოდ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ/კგ ყოველ 72 საათში.

ექიმმა ზოგჯერ შეიძლება განსხვავებული დოზა დანიშნოს. პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ხანდაზმულები: გამოიყენება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზები, თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეულია არ არის.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები: ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

სტერინაზოლის ჭარბი დოზირების დროს: ძალიან ბევრი კაფსულის ერთჯერადად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დარღვევები. სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს. ჭარბი დოზირების შესაძლო სიმტომებია: სმენის, მხედველობის, შეგრძნებების და აზროვნების დარღვევები (ჰალუცინაციები და პარანოიდალური ქცევები). გამოიყენება სიმპტომური მკუნალობა (საჭიროების შემთხვევაში კუჭის ამორეცხვით).

სტერინაზოლის დოზის გამოტოვება: ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა მოახლოვებული.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, სტერინაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, თუმცა მძიმე რეაქციები იშვიათია. ქვემოთ მოცემული რომელიმე სიმპტომის განვითარებისას სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ექიმს:

- უეცარი მსტვენავი სუნთქვა, სუნთვის გაძნელება ან მოჭერის შეგძნება გულმკერდში;

- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;

- ქავილი მთელს სხეულზე, კანის გაწითლება ან წითელი ლაქები კანზე;

- გამონაყარი კანზე;

- კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა ბუშტუკოვანი გამონაყარი (პირში ან ენაზე).

სტერინაზოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ღვიძლზე. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებია დაღლილობა, მადის დაქვეითება, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ამ მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ სტერინაზოლის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ხშირი გვერდითი მოვლენები (1_10 პაციენტში 100-დან):

თავის ტკივილი; დისკომფორტი კუჭის არეში, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დონის მომატება სისხლში, გამონაყარი.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (1_10 პაციენტში 1000-დან):

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს, სისუსტეს და სუნთქვის გაძნელებას; მადის დაქვეითება, უძილობა, თავბრუხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, გემოს შეცვლა; ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, კუნთების ტკივილი, ღვიძლის დაზიანება და კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ბუშტუკების წარმოქმნა (თივის ცხელება), ქავილი, მომატებული ოფლიანობა, ადვილად დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ცხელება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1_10 პაციენტში 10 000-დან): სისხლის თეთრი უჯრედების (რომლებიც ებრძვის ინფექციებს) და თრომბოციტების (ხელს უწყობს სისხლის შედედებას) რაოდენობის შემცირება, კანის გაწითლება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით, სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებები; სისხლში ბიოქიმიური ცვლილებები (ქოლესტერინის, ცხიმების დონის მომატება სისხლში); სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება; ტრემორ; ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), გულის რითმის დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა; ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე), ბუშტუკების წარმოქმნის და კანის აქერცვლის ჩათვლით, კანის მძიმე რეაქციები, ტუჩების ან სახის შეშუპება; თმის ცვენა. გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. სტრეინაზოლის შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მოიცავს თვის ბოლო დღეს. ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ შეიძლება წამლის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ექიმს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატი აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სტერინაზოლი

აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი. ერთი მყარი კაფსულა შეიცავს 100_150_200 მგ ფლუკონაზოლს. სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შემცველობა: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილსულფატი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით