ორტოფენი - ORTOPHEN
ორტოფენი - ORTOPHEN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - diclofenac
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ფენილძმარჟავას წარმოებულები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:^ნატრიუმის დიკლოფენაკი – 100 მგ/ 50მგ / 75მგ / 25მგ

ჩვენებები
საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანებები, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი). სუსტად და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, მიალგია, ლუმბო-იშალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, კბილის ტკივილი. კომპლექსურ თერაპიაში ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციურ- ანთებითი დაავადებების დროს, გამოხატული ტკივილის სინდრომით, (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი).

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, როგორც წესი ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

ორსულობა და ლაქტაცია
დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების, განავალში სისხლის არსებობის რეგულარული კონტროლი.
პაციენტებმა, პრეპარატის მიღების პერიოდში, თავი უნდა შეიკავონ იმ სახის მოქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს, ალკოჰოლის მიღებისაგან.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, გონების დაბინდვა, ბავშვებში – მიოკლონური კრუნჩხვა, გულისრევა, აბდომინალური ტკივილი, სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის შეყვანა, სიმპტომური თერაპია, ფორსირებული დიურეზი. ჰემოდიალიზი მცირედ ეფექტურია.

ორტოფენი - ORTOPHEN - ОРТОФЕН

საერთაშორისო დასახელება**:**

DICLOFENAC

მოქმედი ნივთიერება**: **დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი**:**

ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა** და გამოშვების ფორმა:**

შემოგარსული** ტაბლეტები:** შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკი ......... 25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები**:**

დიკლოფენაკი წარმოადგენს ფენილძმარჟმავას წარმოებულ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. ახასიათებს კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებაში.

პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიული (განპირობებულია პროსტაგლანდინების სითნეზის დათრგუნვით) და ცენტრალური (ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით). რევმატიული დაავადების დროს პრეპარატი ამცირებს ტკივილებს სახსრებში მოსვენებულ მდგომარეობაში და მოძრაობის პროცესში, აგრეთვე დილის შებოჭილობის შეზღუდვას და სახსრების შეშუპებას. იგი ხელს უწყობს მოძრაობის ფუნქციის გაძლიერებას.

ტრავმული და ოპერაციის შემდგომი ტკივილების დროს პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას მოსვენებულ მდგომარეობაში და მოძრაობის პროცესში, აგრეთვე ამცირებს ანთებით შეშუპებას, ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის პროცესის დათრგუნვას. ხანგრძლივი გამოყენების დროს ახასიათებს მასენსიბილიზირებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა**:**

პერორალურად მიღებისას იგი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ანელებს პრეპარატის შეწოვის პროცესს, თუმცა ამ დროს აბსორბიციის ხარისხი უცვლელია.

პრეპარატის აქტიური ნივთიერების 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში "პირველი გავლის"დროს. პერორალურად მიღებისას იგი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2-4 სთ-ში, აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია პლაზმაში პირადაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია მიღებული დოზის სიდიდესთან.

პრეპარატი არ ხასიათდება კუმულაციის თვისებებით. პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99.7% (ძირითადად ალბუმინებთან). იგი აღწევს სინოვილუარ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ით უფრო გვიან, ვიდრე პლაზმაში. დიკლაკი ძირითადად მეტაბოლიზდება რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთა შორის ორი ფარმაკოლოგიურად აქტიურია, მაგრამ შედარებით უფრო ნაკლები ხარისხით. ვიდრე დიკლოფენაკი.

აქტიური ნივთიერების სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 263 მლ/წთ-ში. პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდია 1-2 სთ, ხოლო სინოვიალური სითხიდან - 3-6 სთ.

დიკლოფენაკის დოზის დაახლოებით 60% ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების საშუალებით, 1%-ზე ნაკლები უცვლელი სახით ექსკრეტირდება შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი - ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები

  • რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზირებელი სპონდილიტის, პოდაგრის-სახსროვანი სინდრომი;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები);რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (დაჭიმულობა, დაჟეჟილობა) ტრავმისშემდგომი ანთებები;
  • ტკივილები ხერხემლის არხში, ნევრალგიები, მიალგიები, ართრალგიები;
  • ოპერაციიის და ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილის და ანთების სინდრომი;
  • ტკივილის სინდომი პოდაგრის დროს;
  • შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილი;
  • ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, ქოლელითიაზი და ნეფროლითიაზი, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციური ანთებითი დაავადებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი;
  • ადგილობრივად იყენებენ: კატარაქტას ოპერაციების, არაინფექციური წარმოშობის თვალის ანთებითი დაავადების დროს, აგრეთვე ბროლის იმპლანტაცის და მის შეცვლის პროცესთან დაკავშირებული ცისტოიდური მაკულარული შეშუპების პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზირება**:**

გამოყენების წინ გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას.

ტაბლეტები

დღიური დოზაა 100-150 მგ.

1 (50 მგ) ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.

1 (75 მგ) ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.

1 (150 მგ) ტაბლეტი 1 დღეში.

პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები**:**

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში - ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და პერფორაცია;

იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ : თავბრუსხვევა, თავის ტკვილი, აგზნება, უძილობა, გაღიზიანება, დაღლის შეგრძნება, იშვიათად - პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა), ყურებში შუილი, ძილის დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, ფსიქიური დარღვევები, დეპრესიები;

შარდ _-_გამომყოფი სისტემის მხრივ : იშვიათად - თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ზოგიერთ პაციენტებში - შეშუპების განვითარებისადმი მიდრეკილება, დერმატოლოგიური რეაქციები - თმის ცვენა;

ალერგიული რეაქციები : შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ქავილი;

გარეგანი მიღებისას - ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, წვა.

უკუჩვენებები**:**

*მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ;

*კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები _ გამწავების პროცესში;

*"ასპირინული ტრიადა";

*უცნობი ეტიოლოგიის სისხლის წარმოქმნის პროცესის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია**:**

გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო სამკურნალო ეფექტი ბევრად აღემატება ნაყოფზე ან ახალშობილზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები**:**

სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების, ანამნეზში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, დისპეფსიური მოვლენების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის დროს, ქირურგიული ოპერაციების შედგომ პერიოდში, აგრეთვე ხანშიშესულ ავადმყოფებში.

მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება. რადგან მკურნალობის დროს ადგილი აქვს ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითებას, პრეპარატის მიღება ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**:**

დიკლოფენაკის და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული დანიშვნით შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება.

დიკლოფენაკი, ლითიუმთან და დიგოქსინთან კომბინაციით იწვევს მათი კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები**:**

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ორტოფენი 0.025გ #30ტ
  • სახელი: ორტოფენი 0.025გ #30ტ
  • მწარმოებელი: «Technolog» CJSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Aversi 2.13 ლ
ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • სახელი: ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • შეფუთვა: 25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Pharmadepot 2.15 ლ
ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • სახელი: ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • შეფუთვა: 25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
GPC 2.15 ლ
ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • სახელი: ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • მწარმოებელი: «Vitaminy» JSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
GPC 2.15 ლ
Ortofen - ორტოფენი 25მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Ortofen - ორტოფენი 25მგ 30 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
PSP 2.25 ლ
Ortofen - ორტოფენი 0.25მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Ortofen - ორტოფენი 0.25მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: «Vitaminy» JSC (უკრაინა)
PSP 2.35 ლ
Ortophen - ორტოფენი 25მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Ortophen - ორტოფენი 25მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: «Vitaminy» JSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
PSP 2.13 ლ
ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • სახელი: ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30
  • მწარმოებელი: «Vitaminy» JSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Pharmadepot 2.15 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით