ვოლტარენი ემულგელი - VOLTAREN EMULGEL
ვოლტარენი ემულგელი - VOLTAREN EMULGEL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვოლტარენ ემულგელი
(Voltaren emulgel)

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება
ვოლტარენ ემულგელი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
დიკლოფენაკი

წამლის ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა
პრეპარატის 100 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 1,16 გ დიკლოფენაკის დიეთილამინი, რაც შეესაბამება 1გ დიკლოფენაკის ნატრიუმს.

დამხმარე ნივთიერებები: დიეთილამინი, კარბომერები (კარბოპოლი 974 P), მაკროგოლი ცეტოსტეარილის ეთერი (ცეტომაკროგოლი 1000), კოკოილ კაპრილოკაპრატი (ცეტიოლი LC), იზოპროპილის სპირტი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), არომატული მალამო 45, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

აღწერა
ერთგვაროვანი მალამოსმაგვარი გელი. ფერი: მოყვითალო თეთრი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი

ათქ კოდი: M02AA15

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. თრგუნავს რა I და II ტიპის ციკლოოქსიგენაზას, ის არღვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს.
ვოლტარენ ემულგელი გამოიყენება ტკივილის სინდრომის მოსახსნელად და შეშუპების შესამცირებლად, რაც დაკავშირებულია ანთებით პროცესთან.
პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%.

გამოყენების ჩვენებები
- რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები. (მაგ: დაჭიმულობის და დაშავების შედეგად განვითარებული);
- რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება);
- ტკივილის სინდრომი და შეშუპება, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილმჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, „ასპირინული“ ასთმა, ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (12 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხევებში: ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწალავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მწვავე მოშლა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ორსულობის I და II ტრიმესტრი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის III ტრიმესტრში. გამოცდილება ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.

გამოყენების წესი და დოზები
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატის წასმა ხდება კანზე დღეში 3-4-ჯერ. წასმის შემდეგ ხდება გელის ოდნავ შეზელვა. პრეპარატის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა ხდება მტკივნეული მიდამოს ზომის მიხედვით (რაც ზომით შეესაბამება ალუბლის ან კაკლის ზომას). პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 2-4გ-ს. პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და გამოვლენილ ეფექტზე (ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია გელის გამოყენება ვოლტარენის სხვა სამკურნალო ფორმებთან ერთან). პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, შეწითლება, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულომები, ვეზიკულები, კანის აქერცვლა).

სისტემური რეაქციები: გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპასტიკური რეაქციები), ფოტოსენსიბილიზაცია.

ჭარბი დოზირება
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატის აქტიური კომპონენტების ძალიან დაბალი სისტემური აბსორბცია პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ჭარბ დოზირებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვოლტარენ ემულგელმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც იწვვენ ფოტოსენსიბილიზაციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები
ვოლტარენ ემულგელის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ დაუზიანებელ კანზე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული გელის მოხვედრა ღია ჭრილობებზე. გელის წასმის შემდეგ არ უნდა გაკეთდეს ოკლუზიური სახვევი. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე.

გამოშვების ფორმა
20გ 1%-იანი გელი ალუმინის ტუბში დამცავი მემბრანითა და პლასტმასის ხუფით. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება 300C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი
ნოვარტის კონსიუმერ ჰელს CA, შვეიცარია
მისამართი: რიუ დე ლეტრაზი, ს/ყ 269, 1260 ნიონი, შვეიცარია.

ვოლტარენი ემულგელი 1% დიკლოფენაკის დიეთილამინი 50გრ
მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკის დიეთილამინი. მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო, არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს.
გამოყენება: ტკივილის, ანთების და შეშუპების სამკურნალოდ.
უკუჩვენება: პრეპარატის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე; არ არის რეკომენდული ვოლტარენ ემულგელის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში იხმარება 3 - 4-ჯერ დღეში კანში შესაზელად მტკივნეულ ადგილას. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირა.
შენახვა: 30ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

ვოლტარენი ემულგელი 1% დიკლოფენაკის დიეთილამინი 50გრ

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკის დიეთილამინი. მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო, არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს.
გამოყენება: ტკივილის, ანთების და შეშუპების სამკურნალოდ.
უკუჩვენება: პრეპარატის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე; არ არის რეკომენდული ვოლტარენ ემულგელის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში იხმარება 3 - 4-ჯერ დღეში კანში შესაზელად მტკივნეულ ადგილას. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირა.
შენახვა: 30ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
რეგისტრაციის მფლობელი Novartis Consumer Health GmbH
Zielstattstrasse 40, 81379 Munchen, გერმანია

განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: გელის ყოველი 1 გრ 10 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის ექვივალენტური რაოდენობით დიკლოფენაკის დიეთილამონიუმს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებებია: კარბომერი, მაკროგოლის კეტოსტეარილის ეთერი, კოკოილის კაპრილოკაპრატი, დიეთილამინი, იზოპროპილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, თხევადი პარაფინი, არომატული კრემი 45 (ბენზილ ბენზოატს შეიცავს), სუფთა წყალი.

რა არის და რისთვის გამოიყენება ვოლტარენის ემულგელი**?**
ვოლტარენის ემულგელი, მოქმედი ნივთიერების სახით დიკლოფენაკის დიეთილამონიუმს შეიცავს, პრეპარატი წარმოადგენს გელის ფორმის წამალს.
ვოლტარენის ემულგელი, ტოპიკალური (ადგილობრივი, ლოკალური) გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფში შედის. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
ვოლტარენის ემულგელი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 50გ-იანი და 100 გ-იანი ტუბების შეფუთვით.
ვოლტარენის ემულგელი, ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისას ტკივილგამაყუჩებელ (ანალგეზიური) და ანთების საწინააღმდეგო (ანტი-ინფლამატორული) ეფექტს ავლენს:
რბილი ქსოვილების დაზიანებები, ტრავმები: დაჭიმულობა, დაძაბულობა, დაზიანებასთან დაკაშირებული კუნთების ძვალთან დამაფიქსირებელი ქსოვილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმა და ზურგის ტკივილი (სპორტული ტრავმები)
რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებების ლოკალური ფორმები: ტენდონიტი (მაგ. ჩოგბურთელის იდაყვი), ძვლის ზედაპირის მფარავი რბილი ქსოვილის ანთება (ბურსიტი), მხარ-ხელის სინდრომი და სხვა სახსრების დაავადებები
მუხლისა და თითების რევმატიული დაავადების მსუბუქი ფორმის (ართრიტი) დროს ტკივილის შემსუბუქება
სახსრის კალციფიკაცია (ოსტეოართრიტი)
ვოლტარენის ემულგელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება**?**
ვოლტარენის ემულგელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

დიკლოფენაკის ანდა ვოლტარენის ემულგელის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ ნაწილი- დამხმარე ნივთიერებები) ალერგია გაქვთ,
აცეტილსალიცილის მჟავას (ტკივილგამაყუჩებელი წამალი) ანდა იბუპროფენის მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების მიღებისას ხიხინი და სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა), კანზე სითხის შემცველი ბუშტუკოვანი გამონაყარი ანდა ჭინჭრის ციება ანდა ცხვირიდან გამონადენის მსგავსი ჩივილები გაქვთ,
ორსულად ხართ (განსაკუთრებით, ბოლო 3 თვის პერიოდი), არ გამოიყენოთ,
14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ გამოიყენება.
ვოლტარენის ემულგელი**,ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:**

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, კანის ვრცელ მიდამოებში და ხანგრძლივი დროით არ უნდა იქნას გამოყენებული,
პრეპარატის გამოყენებისას კანი მზის სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ გარუჯვის დროს ანდა დასხივების ნათურების (სოლარიუმის) გამოყენების დროს ფრთხილად იყავით,
ვოლტარენის ემულგელი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. პირის ღრუში არ გამოიყენოთ. არ გადაყლაპოთ.
ვოლტარენის ემულგელის თვალებთან კონტაქტს მოერიდეთ. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, თვალი სუფთა წყლის ჩამოიბანეთ, თუ გაღიზიანება გაგრძელდება, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვოლტარენის ემულგელი, ღია ჭრილობებზე ანდა დაზიანებულ, გამონაყარის მქონე ანდა ეგზემით გაღიზიანებულ კანზე არ დაიტანოთ. კანზე გამონაყარის არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა შეაჩერეთ.
ვოლტარენის ემულგელი, შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი ბანდაჟის (სახვევის)ქვეშ, რომელიც ჰაერს ატარებს, მაგრამ არ შეიძლება მისი გამოყენება დახურული ბანდაჟის(სახვევი, რომელიც ჰაერს არ ატარებს) გამოყენებისას.
კუჭის და ნაწლავების დაზიანებების (წყლულების) არსებობისას ანდა აღნიშნული პრობლემის წარსულში არსებობისას, ვოლტარენის ემულგელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოგივლინდათ ანდა ამჟამად თქვენ გეხებათ, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ვოლტარენის ემულგელის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვოლტარენის ემულგელის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და საკვებთან ურთიერთქმედება არ აქვს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ვოლტარენის ემულგელი ორსულობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მესამე ტრიმესტრის ბოლო თვეებში (ბოლო 3 თვე) კატეგორიულად არ გამოიყენოთ.
ვოლტარენის ემულგელი, ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში შეიძლება გამოყენოთ. დოზა, შეძლებისდაგვარად, მინიმალური უნდა იყოს და მკურნალობის ხანგრძლივობაც, შეძლებისდაგვარად ხანმოკლე უნდა იყოს.
ორსულობის გეგმის მქონე ქალებისთვის, ორსულობამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ვოლტარენი ემულგელი, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ორსულობის პერიოდში კატეგორიულად არ გამოიყენოთ. თუ, ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენების ნებართვა მოგეცემათ, არავითარ შემთვევაში კანის ვრცელ მონაკვეთში არ გამოიყენოთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოიყენოთ და მკერდის ზედაპირზე არ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ვოლტარენის ემულგელი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.
ვოლტარენის ემულგელის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ვოლტარენის ემულგელი, პროპილენ გლიკოლს და ბენზილ ბენზოატს შეიცავს,რამაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

დიკლოფენაკის შემცველ ანდა სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო- ტკივილგამაყუჩებელ (ასპირინი ანდა იბუპროფენის მსგავსი) პროდუქტებთან ერთად არ გამოიყენოთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

როგორ გამოიყენება ვოლტარენის ემულგელი**?**
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზრდასრულები:

ვოლტარენის ემულგელი, კანის მტკივნეულ მიდამოში ნელი დაზელით, დღეში 3-4 ჯერ დაიტანება. პრეპარატის საჭირო რაოდენობა, მტკივნეული ადგილის ფართზეა დამოკიდებული. მაგ. მტკივნეული მიდამოს სიდიდის მიხედვით 2 გრამიდან (დაახლოებით ბალის სიდიდის) 4 გრამამდე (დაახლოებით კაკლის სიდიდის)- ვოლტარენის ემულგელი დაახლოებით 2.0.-2.5 სმ დიამეტრის ფართის სამკურნალოდ საკმარისია.

ვოლტარენის ემულგელი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კუნთების და სახსრების ტკივილის დროს (ღრძობა, დაწიმვა, გაჭყლეტვის მსგავსი) ანდა მყესების ანთების დროს 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, ართრიტით გამოწვეული ტკივილის დროს კი 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში არ გამოიყენოთ. თუ, 7 დღის განმავლობაში ტკივილი და შეშუპება არ ალაგდება ანდა არ შემცირდება ანდა მდგომარეობა გაუარესდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ვოლტარენის ემულგელი, კანის მტკივნეულ ანდა შეშუპებულ მიდამოში ნელი, ირგვლივი მოძრაობით დაიზილეთ. დაზელის დროს მსუბუქად გამაგრილებელ ეფექტს შეიგრძნობთ. გელის გამოყენებამდე ხელები დაიბანეთ (თუ, სამკურნალო მიდამო ხელები არ არის).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ვოლტარენის ემულგელის გამოყენება ბავშვებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდირებული. 14 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში- ტკივილის გაყუჩების მიზნით 7 დღეზე მეტი დროით გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თუ, ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, ვოლატრენის ემულგელის დოზები ზრდასრულებთან რეკომენდირებული დოზების ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ, ფიქრობთ, რომ ვოლტარენის ემულგელის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ვოლტარენის ემულგელის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, თქვენ ანდა თქვენი შვილი შემთხვევით ვოლტარენის ემულგელს გადაყლაპავთ/გადაეყლაპება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით ანდა სავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

თუ, ვოლატრენის ემულგელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ვოლტარენის ემულგელის გამოყენება დაგავიწყდებათ:

თუ, ვოლტარენის ემულგელის ერთი დოზის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი გამოიყენეთ და მომდევნო დოზის გამოყენება ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები**:**
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ვოლტარენის ემულგელის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ვოლტარენის ემულგელის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

პირის ღრუს, სახის, ენის და ხახის შეშუპება
კანზე სითხის შემცველი ბუშტუკოვანი გამონაყარი ანდა ჭინჭრის ციება
ხმაურიანი სუნთქვა ანდა სუნთქვის შეკვრა ანდა მკერდში მოჭერის შეგრძნება (ასთმა)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ვოლტარენის ემულგელის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

კანის დაავადება(ჩირქოვანი ანთება, ეგზემა)
გამონაყარი
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ.

სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ :

სინათლის მიმართ მგრძნობელობა
ქავილი
სიწითლე
აღნიშნული გვერდითი ეფექტები, ვოლტარენის ემულგელის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

შენახვა
ვოლტარენის ემულგელი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ეტიკეტზე ანდა შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვოლტარენის ემულგელი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ვოლატრენის ემულგელის არ გამოიყენოთ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვოლტარენი ემულგელი 1% 100გ
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი 1% 100გ
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
Aversi 20.79 ლ
ვოლტარენი ემულგელი 1% 20გ ტუბ
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი 1% 20გ ტუბ
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
Aversi 8.72 ლ
ვოლტარენი ემულგელი 1%50გ(შვეიც
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი 1%50გ(შვეიც
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Aversi 16.07 ლ
ვოლტარენი ემულგელი 1%50გ(თურქ)
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი 1%50გ(თურქ)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Aversi 8.21 ლ
ვოლტარენი ემულგელი 2% 50გ
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი 2% 50გ
  • შეფუთვა: 2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Aversi 21.79 ლ
ვოლტარენი ემულგელი 2% 100გ
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი 2% 100გ
  • შეფუთვა: 2% 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Aversi 27.95 ლ
პატადინ პლუსი2მგ/მლ 5მლ თვ/წვ
  • სახელი: პატადინ პლუსი2მგ/მლ 5მლ თვ/წვ
Aversi 32.97 ლ
მელატონინი ამვილაბი3მგ#30ტ საღ
  • სახელი: მელატონინი ამვილაბი3მგ#30ტ საღ
Aversi 35.99 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 10მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
Pharmadepot 6.85 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 20გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 20გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
Pharmadepot 8.57 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 100გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 100გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
Pharmadepot 20.78 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 50გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 50გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Pharmadepot 19.93 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Pharmadepot 15.93 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 100გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 100გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 2% 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Pharmadepot 26.34 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 100გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 100გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare S.A. (შვეიცარია)
  • შეფუთვა: 2% 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
GPC 26.34 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 100გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 100გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare S.A. (შვეიცარია)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
GPC 20.78 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
GPC 4.8 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 20გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 20გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare S.A. (შვეიცარია)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
GPC 8.57 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 50გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 2% 50გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare S.A. (შვეიცარია)
  • შეფუთვა: 2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
GPC 19.93 ლ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • სახელი: ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
GPC 15.93 ლ
Voltaren - ვოლტარენი ემულგელი 1% 50გ
  • სახელი: Voltaren - ვოლტარენი ემულგელი 1% 50გ
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
PSP 6.84 ლ
Voltaren emulgel - ვოლტარენი ემულგელი 2% 50გ
  • სახელი: Voltaren emulgel - ვოლტარენი ემულგელი 2% 50გ
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
PSP 18.53 ლ
Voltaren emulgel - ვოლტარენი ემულგელი 1%100გ
  • სახელი: Voltaren emulgel - ვოლტარენი ემულგელი 1%100გ
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
PSP 21.38 ლ
Voltaren - ვოლტარენი ემულგელი 1% 50გ
  • სახელი: Voltaren - ვოლტარენი ემულგელი 1% 50გ
  • მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare S.A. (შვეიცარია)
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
PSP 15.2 ლ
Voltaren emulgel - ვოლტარენი ემულგელი 2%100გ
  • სახელი: Voltaren emulgel - ვოლტარენი ემულგელი 2%100გ
  • მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare S.A. (შვეიცარია)
  • შეფუთვა: 2% 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
PSP 26.24 ლ
Voltaren emulgel -ვოლტარენი 1% 20გ ემულგელი
  • სახელი: Voltaren emulgel -ვოლტარენი 1% 20გ ემულგელი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ლამინირებული ტუბი №1
PSP 9.04 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით