ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დიკლოფენაკის ნატრიუმი ფარმაკოლოგიური თვისება: არასტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტირევმატული საშუალება.
ჩვენება : გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას;
რევმატიზმის სამკურნალოდ;
ტრამვის შემდგომი შეშუპება და ანთება.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აღენიშნება კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული ან სხვა სისტემის სისხლდენები; ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლამდე; რეკომდებულია მისი დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ დაუყონებლივი ეფექტი.
დოზირება და მიღების წესი: თერაპიისათვის გამოიყენება 1 ინექცია. ინექციის შემდეგ
1 საათის განმავლობაში პაციენტი
უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი
განსაზღვრავს მკურნალობის
ხანგრძლივობას.
გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაღიზიანება,
გულისრევა, ღებინება, დიარეა,
იშვიათ შემთხვევებში სისხდენები.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: კომბინირებული მიღებისას, მას შეუძლია
გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია, შეუძლია
შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტი.
ნატრიუმის დიკლოფენაკს შეუძლია შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი
საშუალებები) ეფექტურობა.
ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის
რისკი. კალიუმის დამზოგველ
პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით