ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დიკლაკი 150მგ
(Diclofenac)
_
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:_ ტაბლეტები, შეფუთვაში 10 ც. 1 ტაბლეტში
დიკლოფენაკ ნატრიუმი 150 მგ
** _
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:** არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ფენილძმარმჟავას წარმოებული
** _
ფარმაკოლოგიური თვისებები:** პრეპარატს ახასიათებს გამოხატული
ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება,
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რაც
იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ამის შედეგად ანთების და
შეშუპების შემცირებას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას სახსრებში.
_
ჩვენებები:_ რევმატიული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა,
ნევრალგია, მიალგია,
_
დოზირება:_ მოზრდილებში ერთჯერადი დოზაა 25-50 მგ 2-3-ჯერ დღეში. მიღების
სიხშირე დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. მაქსიმალური დოზა
მოზრდილებში დღე-ღამეში შეადგენს 150 მგ.
_
გვერდითი მოვლენები:_ ადგილობრივი გამოყენებისას გამოხატული არ არის, იშვიათად
ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, წვა)
_
უკუჩვენება:_ მომატებული მგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატების მიმართ
** _
შენახვის პირობები:** ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვადა 1 წელი
** _
მწარმოებელი:** გერმანია, HEXAL
შემადგენლობა: დიკლოფენაკის ნატრიუმი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ჩვენებები: გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური
მკურნალობისას, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: სახსრების მწვავე ანთებითი პროცესი
(ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები.; სახსრების ქრონიკული ანთებითი
პროცესი (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული
პოლიართრიტი); ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა
ანთებითი რევმატოიდული დაავადებები; სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული
დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები (ართროზი და
სპონდილართროზი); რბილი ქსოვილების რევმატიზმი; ტრავმის შემდგომი შეშუპება და
ანთება. მოცემულმა დოზირებამ შეიძლება შეაფერხოს აქტიური ნივთიერების
გამოთავისუფლება, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა პაციენტებში, ვისაც
ესაჭიროება დაუყოვნებლივი ეფექტი.
უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია დიკლოფენაკის ან ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნივთიერებისადმი; თუ პაციენტის ანამნეზში აღენიშნება ფილტვების კუნთის სპაზმი, ასთმური შეტევა, ცხვირის ლორწოვანი მემბრანის შეშუპება ან კანის რეაქცია, რომელიც დაკავშირებული იყო აცეტილსალიცინის მჟავის ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან; უცნობი მიზეზით გამოწვეული სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა; თუ პაციენტს აქვს აქტიური ან ანამნეზში ჰქონდა კუჭის და-ან დუოდენური წყლული (წყლულოვანი დაავადება) ან ჰემორაგიები (წყლულის ან სისხლდენის 2 ან მეტი შემთხვევა); კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომელიც დაკავშირებული იყო არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან; ცერებრალური (ცერებროვასკულარული სისხლდენა) ან სხვა აქტიური ჰემორაგიები; ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დისფუნქცია; გულის მწვავე დაავადება (კარდიალური უკმარისობა); თუ პაციენტს აღმოაჩნდა გულის ავადმყოფობა და- ან ცერებროვასკულარული დაავადება მაგალითად გულის შეტევა, ინფარქტი, მინი-ინფაქტი (TIA) ან გულის ან ტვინის სისძარღვების ბლოკირება ან ბლოკირებული არხების გაწმენდის ოპერაცია. სისხლის მიმოქცევის მხრივ პრობლემები (პერიფერიული არტერიული დაავადებები); თუ პაციენტი არის ბავშვი ან მოზარდი; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
რეკომენდებული დოზა შემდეგია: რევმატიული დაავადების მკურნალობა: დიკლოფენაკის
დოზა უნდა შეირჩეს
ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის შესაბამისად. მოზრდილებისათვის დღე-ღამის
რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-150მგ.
შენახვის წესები: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სამკურნალო ფორმა
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები.
აღწერა
ორშრიანი ტაბლეტები, თეთრი ფერის და ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი ნაზოლითა და
გლუვი ზედაპირით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი.
ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს და
125 მგ ნელი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსილპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი წითელი.
**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი **
არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, ძმარმჟავას
წარმოებულები და მონათესავე ნაერთები.
ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა
დიკლოფენაკი — არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატი,
რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. იგი ამცირებს ტკივილს, შეშუპებასა
და ცხელებას, რომლებიც ანთებით არის განპირობებული, და ასევე თრგუნავს
თრომბოციტების ადფ- და კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური დონის მიღწევის სიჩქარე დამოკიდებულია კუჭში
პასაჟის სიჩქარეზე და ვარირებს 1-დან 16 საათამდე, საშუალოდ შეადგენს 2-3 საათს.
პერორალური მიღებისას დიკლოფენაკი მნიშვნელოვანწილად ექვემდებარება ღვიძლში
პირველადი გავლის ეფექტს. შეწოვილი მოქმედი ნივთიერების მხოლოდ 35-70% უცვლელი
სახით ხვდება სისტემურ ცირკულაციაში. მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 30%
გამოიყოფა განავალთან ერთად და მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 70% გამოიყოფა
თირკმლების მიერ ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ღვიძლისა და
თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის მიუხედავად, ნახევრად გამოყოფის პერიოდი
შეადგენს დაახლოებით 2 საათს. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს
დაახლოებით 99%.
**გამოყენების ჩვენებები **
პრეპარატი განკუთვნილია ტკივლისა და ანთების სიმპტომატური მკურნალობისთვის მწვავე
ართრიტის (ნიკრისის ქარის შეტევების ჩათვლით), ქრონიკული ართრიტის, განსაკუთრებით
რევმატოიდული ართრიტის (ქრონიკული პოლიართტრიტის), მაანკილოზებელი
სპონდილოართრიტის (ბეხტერევის დაავადების) და სხვა ანთებით-რევმატული
სპონდილოპათიების დროს, ართროზისა და სპონდილოართროზისას ტკივილის მდგომარეობების
დროს, ანთებითი კუნთოვან-რევმატული დაავადებებისას, ტრავმების ან ოპერაციების
შემდგომ მტკივნეული შეშუპებების ან ანთებების დროს.
უკუჩვენებები
• ცნობილი გაზრდილი მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან დამხმარე
ნივთიერებების მიმართ;
• ნაწლავის ან კუჭის წყლული აქტიურ ფაზაში, ნაწლავის ან კუჭის სისხლდენა ან
პერფორაცია;
• ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
• ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა;
• გულის მძიმე უკმარისობა;
• ასთმის, ჭინჭრის ციების შეტევები ან მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია
აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატების (აასპ) გამოყენებით.
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, პრეპარატი დიკლაკი ID 150 არ გამოდგება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები ზეგავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე
(კნტ)
იყო შეტყობინებები კნტ-ში სისხლდენების, წყლულის და გახვრეტების შესახებ, ზოგჯერ
ლეტალური შედეგით, თერაპიის ნებისმიერ სტადიაზე, ანამნეზში მანამდე არსებული
სიმპტომების ან კნტ-ის მძიმე დაავადებების როგორც არსებობისას, ისე
არარსებობისას, უფრო მძიმე შედეგებით ხანდაზმულ პაციენტებში. კუჭ-ნაწლავის
სისხლდენების ან წყლულების წარმოშობისას ხდება პრეპარატის მოხსნა.
კნტ-ის მხრიდან დარღვევებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტებისთვის და ანამნეზში დარეგისტრირებული წყლულებით, სისხლდენებით ან კუჭის გახვრეტებით პაციენტებისთვის დიკლაკი ID-ის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვების დაწესება. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი იზრდება აასპ-ის დოზის მომატებასთან ერთად, იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში დარეგისიტრირებული აქვთ წყლული, რომელიც განსაკუთრებით გართულებულია სისხლდენით ან გახვრეტებით და ხანდაზმული ასაკის პირებში. კნტ-ზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკის შემცირებისთვის ასეთი პაციენტების მკურნალობას იწყებენ და აგრძელებენ მინიმალური ეფექტური დოზით.
მოცემული პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ აციტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების შემცველ პრეპარატებს, ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კნტ-ის მხრიდან გართულებების განვითარების რისკს, საჭიროა კომბინირებული თერაპია სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იცავენ კუჭის ლორწოვანს (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით).
მუცლის არეში უჩვეულო სიმპტომების (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების) შესახებ საჭიროა ექიმთან მიმართვა; ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს ეხება. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა იმ პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რომლებიც ზრდიან წყლულებისა და სისხლდენების განვითარების რისკს (სისტემური კორტიკოსტეროიდების, ანტიკოაგულანტების, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების) (იხ. ასევე „ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ვინაიდან წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს, საჭიროა სიფრთხილე და გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება.
ზეგავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე
აასპ-ის, დიკლოფენაკის ჩათვლით, მიღება, განსაკუთრებით მაღალ დოზებში და
ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს სერიოზული
გულსისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების განვითარების რისკის უმნიშვნელო
ამაღლებასთან (მიოკარდიუმის ინფარკტისა და ინსულტის ჩათვლით) (იხ. „დოზები და
გამოყენების წესი“). პაციენტები, რომლებსაც დადგენილი აქვთ გულსისხლძარღვთა
დაავადება ან მისი განვითარების მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები (ჰიპერტენზიით,
ჰიპერლიპიდემიით, შაქრიანი დიაბეტით, მწეველობისას) უნდა აცნობონ ექიმს ამ
მდგომარეობების არსებობის შესახებ დიკლოფენაკის მიღების ან გამოყენების
დაწყებამდე.
იმის გამო, რომ რისკი გულსისხლძაღვთა სისტემისთვის მატულობს დოზისა და ექსპოზიციის ხანგრძლივობის მომატებასთან ერთად, საჭიროა ყველაზე დაბალი ეფექტიანი დღიური დოზის გამოყენება მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში. საჭიროება სიმპტომატურ მკურნალობაში და თერაპიაზე პასუხი საჭიროა პერიოდულად გადაიხედოს, განსაკუთრებით თუ მკურნალობა 4 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.
სერიოზული არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგალითად, ტკივილი მკერდში, ქოშინი, სისუსტე, გაურკვეველი მეტყველება) ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
ჰემატოლოგიური ეფექტები
დიკლაკი ID-ით და სხვა აასპ-ით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდირებულია
სისხლის სურათის კონტროლი. შესაძლოა თრომბოციტების აგრეგაციის დროებითი
დათრგუნვა. პაციენტები ჰემოსთაზის დარღვევით უნდა იყვნენ გულმოდგინე დაკვირვების
ქვეშ.
ზეგავლენა სასუნთქ სისტემაზე (ბრონქული ასთმა ანამნეზში)
ბრონქული ასთმის, სეზონური ალერგიული რინიტის, ცხვირის ლორწოვანის შეშუპების
(ცხვირში პოლიპების), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან სასუნთქი
გზების ქრონიკული ინფექციების (განსაკუთრებით ალერგიული რინიტის მსგავსი
სიმპტომების), სხვა ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციების (კანზე გამონაყარის,
ქავილის ან ჭინჭრის ციების) მქონე პაციენტებს სხვებზე უფრო ხშირად აღენიშნება
ისეთი რეაქციები აასპ-ის გამოყენებაზე, როგორიც არის ბრონქული ასთმის გამწვავება
(ეგრედ წოდებული ანალგეტიკური საშუალებების აუტანლობა/ ანალგეტიკური ბრონქული
ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა
(გადაუდებელი დახმარების გაწევის მზაობა).
ზეგავლენა ღვიძლზე და ნაღვლის გამომყოფ გზებზე
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ესაჭიროება გულმოდგინე სამედიცინო
დაკვირვება, რადგან მათი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.
ერთი ან რამდენიმე ღვიძლის ფერმენტის მაჩვენებლები შესაძლოა გაიზარდოს. დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში ნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. თუ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები შენარჩუნებულია ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაავადების კლინიკური სურათი ან აღინიშნება სხვა გამოვლინებები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი), ხდება პრეპარატის მოხსნა. დიკლოფენაკის გამოყენებისას შესაძლოა ჰეპატიტის განვითარება პროდრომული სიმპტომების გარეშე.
მოცემული პრეპარატის მიღება შესაძლოა გახდეს ღვიძლის პორფირიის შეტევის გამშვები ფაქტორი, ამიტომ ასეთი დაავადების მქონე პაციენტებს სიფრთხილე ესაჭიროებათ.
რეაქციები კანის მხრიდან
ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები მძიმე კანის რეაქციების შესახებ, რომლებიც
ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით მთავრდებოდა (ექსფოლიატური დერმატიტი,
სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). მათი განვითარების
რისკი ყველაზე მაღალია თერაპიის დასაწყისში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი
გარსების დაზიანებისა და მომატებული მგრძნობელობის სხვა სიმპტომების პირველი
ნიშნების გაჩენისას ხდება პრეპარატის მოხსნა. იშვიათ შემთხვევებში მომატებული
მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიურის/ანაფილაქტოიდურის ჩათვლით) აღინიშნება
მაშინაც კი, თუ დიკლოფენაკი მანამდე არ გამოიყენებოდა.
ზეგავლენა თირკმლებზე
იყო შეტყობინებები სითხის შეკავების და შეშუპების შესახებ; განსაკუთრებული
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას გულის ან თირკმელების ფუნქციის
დარღვევების, ანამნეზში არტერიალური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ
პირებში, პაციენტებში, რომლებიც ათავსებენ მკურნალობას დიურეზული საშუალებებითა
ან სამკურნალო საშულაბებით, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თირკმლის
ფუნქციაზე, და ასევე, პაციენტებში უჯრედგარე სითხის მოცულობის მნიშვნელოვანი
შემცირებით მიზეზის მიუხედავად (მაგალითად, ფართო ქირურგიულ ჩარევამდე ან მას
შემდეგ) (იხ. „უკუჩვენებები“). მსგავს შემთხვევებში რეკომენდირებულია თირკმლების
ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის შეწყვეტისას ჩვეულებრივ აღინიშნება დაბრუნება
თერაპიის წინანდელ მდგომარეობაზე.
პრეპარატს გააჩნია ინფექციის კლინიკური სურათის შენიღბვის უნარი.
დიკლაკი ID შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ არის სასურველი მისი გამოყენება იმ
პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნია ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგია,
როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზის-გალაქტოზის
შეწოვის დარღვევა.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში დიკლოფენაკის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია.
ამიტომ საჭიროა დიკლაკი ID-ის გამოყენების თავიდან აცილება ორსულობის პირველ ორ
ტრიმესტრში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ნაყოფისთვის რისკს არ გადაწონის.
გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია საშვილოსნოს შეკუმშვითი
მოქმედების შესუსტების და/ან ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვის
შესაძლებლობასთან დაკავშირებით (იხ. „უკუჩვენებები“).
დიკლოფენაკი აღწევს დედის რძეში მცირე რაოდენობით. ამიტომ ბავშვთან არასასურველი ეფექტების განვითარების თავის აცილებისთვის მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების პერიოდში.
დიკლაკი ID შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქალის ფერტილობაზე, ამიტომ იგი არ არის რეკომენდირებული იმ ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ. ქალებში, რომლებიც განაყოფიერების სირთულეებს განიცდიან ან გადიან უნაყოფობასთან დაკავშირებულ გამოკვლევას, საჭიროა პრეპარატის მოხსნის განხილვა.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ ესადაგება.
**დოზები და გამოყენების წესი **
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით.
შესაძლოა არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა, თუ პრეპარატის მიღება
მოხდება ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში,
რომელიც საჭიროა სიმპტომების კუპირებისთვის.
მოზრდილებისთვის დოზების რეკომენდირებული დიაპაზონი შეადგენს ნატრიუმის
დიკლოფენაკის 50-დან 150 მგ დღე-ღამეში.
დიკლაკი ID 150: მოზრდილები იღებენ 1 ტაბლეტს (შეესაბამება ნატრიუმის
დიკლოფენაკის 150 მგ). არ შეიძლება 150 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკის ტოლი
მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადამეტება.
გამოყენების წესი და ხანგრძლივობა
მოცემულ ტაბლეტებს იღებენ დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხის დაყოლებით, ჭამის
დროს ან საკვების მიღებისთანავე, მაგრამ არა უზმოზე.
დიკლაკი ID 150 განკუთვნილია მოკლევადიანი თერაპიისთვის. დაუშვებელია მკურნალობის
მაქსიმალური ხანგრძლივობის გადაჭარბება, რომელიც ორკვირას შეადგენს.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები (65 და მეტი წლის)
პირველადი დოზის კორექცია არ არის საჭირო. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებით
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს. კერძოდ, ხანდაზმულ
ავადმყოფ პაციენტებში ან დაბალი წონის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია
ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზის გამოყენება.
დადგენილი გულსისხლძარღვთა დაავადების ან გულსისხლძარღვთა დაავადებების
განვითარების რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორების მქონე პაციენტები
ჩვეულებრივ დადგენილი გულსისხლძარღვთა დაავადების (გულის შეგუბებითი უკმარისობის, დამტკიცებული გულის იშემური დაავადების, პერიფერიული არტერიების დაავადების) ან არაკონტროლირებადი არტერიალური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების დიკლოფენაკით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული. საჭიროების შემთხვევაში ასეთი პაციენტების ან გულსისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის, შაქრიანი დიაბეტის, მწეველობისას) განვითარების რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორების მქონე პაციენტების მკურნალობას ატარებენ მხოლოდ გულმოდგინე განხილვის შემდეგ და მხოლოდ ≤100 მგ დოზებით დღე-ღამეში, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა აღემატება 4 კვირას (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პრეპარატი უკუნაჩვენებია მძიმე თირკმლების ან მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე
პაციენტებისთვის (იხ. „უკუჩვენებები“). სპეციპიკური კვლევები თირკმელების ან
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ არის ჩატარებული,
ამიტომ შეუძლებელია დოზის კორექციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიცემა.
თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე
პაციენტებისთვის დიკლოფენაკის დანიშვნისას რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა
(იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ბავშვები და მოზარდები
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის შედეგად პრეპარატი დიკლაკი ID 150 არ
გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გვერდითი მოქმედება
სიხშირის კატეგორიების მიხედვით გვერდითი ეფექტები განაწილებულია შემდეგი
კონვენციის თანახმად (CIOMS III): ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, <
1/10), არახშირი (≥ 1/1000, < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000, < 1/1000), ძალიან
იშვიათი (<1/10 000).
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიზურისა და
აპლასტიურის ჩათვლით), აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები
(ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიონერვოზული შეშუპება
(სახის შეშუპების ჩათვლით).
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები,
გაღიზიანებულობა, ფსიქიური აშლილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა . იშვიათი: ძილიანობა. ძალიან იშვიათი:
პარესთეზია, მეხსიერების აშლილობები, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური
მენინგიტი, დისგევზია, ინსულტი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ძალიან იშვიათი: მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდულობა, დიპლოპია.
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
ხშირი: ვესტიბულარული თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის
აშლილობა.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი*: მიოკარდიუმის ინფარკტი, გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, ტკივილი
მკერდში.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი.
დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
იშვიათი: ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: პნევმონიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი,
დაქვეითებული მადა. იშვიათი: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ღებინება
სისხლით, ფაღარათი სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენით, გახვრეტით
ან მათ გარეშე).
ძალიან იშვიათი: კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის
დაავადების გამწვავების ჩათვლით), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის
დაავადებები, ნაწლავის დიაფრაგმის მაგვარი სტრიკტურა, პანკრეატიტი.
დარღვევები ჰეპატობილიალური სისტემის მხრივ
ხშირი: ტრანსამინაზების დონის მომატება. იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის
ფუნქციის დარღვევა. ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი,
ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა უკრედისის მხრივ
ხშირი: გამონაყარი. იშვიათი: ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი,
ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური
ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია,
სინათლის მგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, შენლეინ-ჰენოხის პურპურა, ქავილი.
დარღვევები თირკმლების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: თირკმლების მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია,
ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული
ნეკროზი.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
იშვიათი: შეშუპება.
*სიხშირე ასახავს მაღალი დოზით (150 მგ/დღე-ღამეში) ხანგრძლივი მკურნალობით მიღებულ მონაცემებს.
**არტერიული თრომბოზული მოვლენები **
დიკლოფენაკის, განსაკუთრებით მაღალი დოზით (150 მგ დღე-ღამეში), მიღებას და
ხანგრძლივი მკურნალობის დროს, აკავშირებენ არტერიული თრომბოზული მოვლენების
(მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) განვითარების რისკის მცირე მომატებასთან (იხ.
„განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ჭარბი დოზირება
შეიძლება განვითარდეს ღებინება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა,
ხმაური ყურებში ან კრუნჩხვები; მნიშვნელოვანი ინტოქსიკაციის დროს - მწვავე
თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
ღონისძიებები მწვავე ინტოქსიკაციის დროს: მხარდამჭერი ზომები და სიმპტომური
თერაპია, განსაკუთრებით ისეთი გართულებების განვითარების დროს, როგორიც არის
ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის აშლილობები და
სუნთქვის დათრგუნვა.
ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია, სრული ალბათობით არაეფექტიანი
იქნება.
პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღების დროს რეკომენდირებულია აქტივირებული
ნახშირის მიღება, და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დოზის მიღების დროს, -
პრეპარატის მოშორება კუჭიდან (მაგალითად, ღებინების გამოწვევის, კუჭის ამორეცხვის
გზით).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
დიკლოფენაკთან ურთიერთქმდებები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ
CYP2C9-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ვორიკონაზოლი) ერთად დიკლოფენაკის
დანიშვნის დროს რეკომენდირებულია სიფრთხილე, რადგან შესაძლებელია დიკლოფენაკის
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის და ექსპოზიციის მომატება მისი მეტაბოლიზმის
დათრგუნვის გამო.
ლითიუმი, დიგოქსინი. შესაძლებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება.
რეკომენდირებულია შრატში ლითიუმის და დიგოქსინის დონის მონიტორინგი.
დიურეზული საშუალებები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები. შესაძლოა
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული
კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის
ადეკვატური რაოდენობა. შეთავსებული თერაპიის დასაწყისში და პერიოდულად შემდგომში,
საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
დიურეზული საშუალებების და აგფ-ის ინჰიბიტორების მიღების დროს ნეფროტოქსიკურობის
მომატებული რისკის გამო (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ციკლოსპორინი. შესაძლებელია ციკლოპორინის ნეფროტოქსიკურობის მომატება, რაც
თირკმლის პროსტაგლანდინებზე დიკლოფენაკის ზეგავლენასთან არის დაკავშირებული. იმ
პაციენტების, რომლებიც ციკლოსპორინს იღებენ, დიკლოფენაკი უნდა დაენიშნოთ უფრო
დაბალი დოზით.
ჰიპერკალიემიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები (კალიუმის დამზოგველი
დიურეზული საშუალებები, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან ტრიმეტოპრიმი).
შესაძლებელია შრატში კალიუმის დონის მომატება, რის გამოც საჭიროა მისი ხშირი
კონტროლი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ქინოლონური ანტიბიოტიკები: შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება.
დიკლოფენაკთან შესაძლო ურთიერთქმედებები
დიკლოფენაკის და სხვა სისტემური აასპ-ის ან კორტიკოსტეორიდების ერთობლივმა
გამოყენებამ შესაძლებელია კნტ-ის მხრიდან არასასურველი ეფექტების სიხშირე
გაზარდოს. ამიტომ საჭიროა დიკლოფენაკის და სხვა სისტემური აასპ-ის,
ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით, ერთობლივი გამოყენების
თავიდან აცილება.
ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები. შესაძლებელია სისხლდენის რისკის მომატება.
საჭიროა სიფრთხილე და გულმოდგინე დაკვირვება (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და
სიფრთხილის ზომები“).
სეროტინინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუმსი). შესაძლებელია კუჭ-
ნაწლავის სისხლდენის რისკის მომატება (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და
სიფრთხილის ზომები“).
დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები. დიკლოფენაკის გამოყენება შეიძლება პერორალურ
დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. თუმცა, რეკომენდირებულია სისხლში
გლუკოზის დონის კონტროლი.
ფენიტოინი. რეკომენდირებულია ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი,
რადგან შესაძლებელია მისი ექსპოზიციის მომატება.
მეტოტრექსატი. მეტოტრექსატით თერაპიამდე 24 საათის ნაკლები დროის მანძილზე ან
თერაპიის შემდეგ რეკომენდირებულია სიფრთხილე, ვინაიდან მეტოტრექსატის
კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს, რაც გააძლიერებს მოცემული ნივთიერების
ტოქსიკურობას.
შენახვა
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ.
გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით
შეფუთვა
20 ან 100 ტაბლეტი შეფუთვაში.
შემადგენლობა: დიკლოფენაკის ნატრიუმი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ჩვენებები: გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური
მკურნალობისას, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: სახსრების მწვავე ანთებითი პროცესი
(ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები.; სახსრების ქრონიკული ანთებითი
პროცესი (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული
პოლიართრიტი); ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა
ანთებითი რევმატოიდული დაავადებები; სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული
დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები (ართროზი და
სპონდილართროზი); რბილი ქსოვილების რევმატიზმი; ტრავმის შემდგომი შეშუპება და
ანთება. მოცემულმა დოზირებამ შეიძლება შეაფერხოს აქტიური ნივთიერების
გამოთავისუფლება, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა პაციენტებში, ვისაც
ესაჭიროება დაუყოვნებლივი ეფექტი.
უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია დიკლოფენაკის ან ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნივთიერებისადმი; თუ პაციენტის ანამნეზში აღენიშნება ფილტვების კუნთის სპაზმი, ასთმური შეტევა, ცხვირის ლორწოვანი მემბრანის შეშუპება ან კანის რეაქცია, რომელიც დაკავშირებული იყო აცეტილსალიცინის მჟავის ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან; უცნობი მიზეზით გამოწვეული სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა; თუ პაციენტს აქვს აქტიური ან ანამნეზში ჰქონდა კუჭის და-ან დუოდენური წყლული (წყლულოვანი დაავადება) ან ჰემორაგიები (წყლულის ან სისხლდენის 2 ან მეტი შემთხვევა); კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომელიც დაკავშირებული იყო არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან; ცერებრალური (ცერებროვასკულარული სისხლდენა) ან სხვა აქტიური ჰემორაგიები; ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დისფუნქცია; გულის მწვავე დაავადება (კარდიალური უკმარისობა); თუ პაციენტს აღმოაჩნდა გულის ავადმყოფობა და- ან ცერებროვასკულარული დაავადება მაგალითად გულის შეტევა, ინფარქტი, მინი-ინფაქტი (TIA) ან გულის ან ტვინის სისძარღვების ბლოკირება ან ბლოკირებული არხების გაწმენდის ოპერაცია. სისხლის მიმოქცევის მხრივ პრობლემები (პერიფერიული არტერიული დაავადებები); თუ პაციენტი არის ბავშვი ან მოზარდი; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
რეკომენდებული დოზა შემდეგია: რევმატიული დაავადების მკურნალობა: დიკლოფენაკის
დოზა უნდა შეირჩეს
ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის შესაბამისად. მოზრდილებისათვის დღე-ღამის
რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-150მგ.
შენახვის წესები: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით