ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, არასტეროიდები ადგილობრივი გამოყენებისათვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ორტოფენი 1% 40გ გელი
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 25მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს;
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, შაქარი, კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, სტეარინის მჟავა, აცეტილფატილილ ცელულოზა, ტიტანის ორჟანგი, ტროპეოლინი 0, აბუსალათინის ზეთი, ვაზელინის ზეთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება აღწერილობა: მოყვითალო- ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერი ტაბლეტები.
ფარმაკოდინამიკა:
ორტოფენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი მაინჰიბირებელი ზემოქმედებით პროსტაგლანდინების ბიოსინთეზზე, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ტკივილის და ცხელების განვითარების პათოგენეზში. სახსრების სინდრომის დროს ორტოფენი იწვევს ანთების და ტკივილის შემცირებას და მის კუპირებას მოსვენებით მდგომარეობაში და მოძრაობისას, ამცირებს სახსრების შეშუპებას და დილის შებოჭვას, ხელს უწყობს მოძრაობის გაადვილებას. ანთებითი პროცესების დროს, რომლებიც ვითარდება ოპერაციის და ტრავმების შემდეგ, ორტოფენი ხელს უწყობს როგორც სპონტანური ტკივილის, ასევე მოძრაობასთან დაკავშირებული ტკივილის შემსუბუქებას, ამასთანავე ამცირებს ანთებით შეშუპებას.
ჩვენება:
სახსრების ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, რევმატიზმი, მაალკილოზირებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი); _ სახსრების დეგენერაციული დაავადებები (მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი); _ ლუმბაგო, იშიაზი, ნევრალგია, მიალგია; _ ქსოვილების სახსარგარეშე დაავადებები, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, თანმხლები ანთებით, პოსტოპერაციული ტკივილები, პოდაგრის მწვავე შეტევა, პირველადი დისმენორეა, შაკიკის შეტევა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ. ("ასპირინული ასთმა"); - კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში; - ორსულობის III ტრიმესტრი;
გაფრთხილება:
ორტოფენის გამოყენება შესაძლებელია ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ მისი სარგებლიანობის და შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ: - ინდუცირებული პორფირია; - სისტემური წითელი მგლურა და შერეული კოლაგენოზები; - ორსულობის I და II ტრიმესტრი; - ლაქტაციის პერიოდი. ექიმის განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა: - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით-წყლულოვანი დაავადების დროს (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება); - თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა; - მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა; - ხანდაზმული ასაკი; -მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ბრონქული ასთმით, ალერგიული რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპების დროს, ასევე სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და ქრონიკული ინფექციების დროს, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს ბრონქული ასთმის შეტევა, კვინკეს შეშუპება ან ურტიკარია.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენების განვითარება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ამტანობაზე, პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ორტოფენის გამოყენებისას შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ასევე თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა; კანის ალერგიული რეაქციები და არტერიული წნევის მომატება. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ულცეროგენული მოქმედება. ამ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის დოზის შემცირების ან მოხსნის შესახებ.
მიღების წესი და დოზირება:
ორტოფენი 25მგ შემოგარსული ტაბლეტები ინიშნება პერორალურად დაუღეჭავად, სითხის დაყოლებით ჭამის ბოლოს ან მის შემდეგ. პრეპარატის დოზირებას და მის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით. რევმატული დაავადების დროს მკურნალობა ხანგრძლივია. მოზრდილებში ინიშნება 25-50მგ (1-2 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 150მგ-ს. ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით და მოზარდებში ინიშნება 1-2მგ/კგ სხეულის წონაზე, გაყოფილი 2-3 მიღებაზე.
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები თავბრუსხვევის, დაღლილობის სახით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს იმ სამუშაოს შესრულების გაძნელება, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტარაციას. აღნიშნული მოვლენები ძლიერდება ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აღინიშნება ცვლილებები ცენტრალური ნერლული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი მომატებული აგზნება, ჰიპერვენტილაცია კრუნჩხვების განვითარებით; ბავშვებში აღინიშნება მიოკლონური კრუნჩხვები და ცვლილებები კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება). შესაძლოა განვითარდეს სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდაბნ ან თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები. მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ორტოფენის ერთდროული გამოყენებისას: - დიგოქსინთან, ფენიტოინთან ან ლითიუმის პრეპარატებთან იწვევს მათი კონცენტრაციის მომატრებას სისხლის პლაზმაში; - დიურეზულ და ჰიპოტენზიურ საშუალებებთან მცირდება მათი მოქმედების ეფექტი; - კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან იზრდება ჰიპერკალემია; - სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან გლუკოკორტიკოიდებთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; - აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინირებისას მცირდება დიკლოფენაკის კონცენტრაცია სისხლის შრატში და მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი; ციკლოსპორინთან ერთდროულად დანიშვნისას მატულობს ამ უკანასკნელის ტოქსიური ზემოქმედება თირკმელებზე; - ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინირებისას შეიძლება გამოიწვიოს ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია. ასეთი კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა სისხლში შაქრის კონცენტრაციის მონიტორინგი; -მეტოტრექსატთან 24 საათის განმავლობაში ან მისი მიღების შემდეგ იზრდება მეტოტრექსატის კონცენტრაცია და ძლიერდება მისი ტოქსიური მოქმედება; -ანტიკოაგულანტებთან საჭიროა სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი.
შენახვის ვადა:
3 წელი
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
0.025გ შემოგარსული ტაბლეტები შეფუთვაში 30 ცალი.
მწარმოებელი:
«მოსქიმფარმპრეპარატები», რუსეთი
საერთაშორისო დასახელება - diclofenac
შემადგენლობა :
გელის 1გ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
დიკლოფენაკ ნატრიუმს (MHH Dიკლოფენაცუმ ნატრიცუმ) – 10მგ-ს
დამხმარე ნივთიერებები:
იზოპროპილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი,
გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.
ჩვენებები:
ტკივილები სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული
დაავადებისას, ანთებისა და შეშუპების, რევმატიული დაავადების, სპორტული და
საყოფაცხოვრებო ტრავმების დროს.
გელის მტკივნეულ ზედაპირზე წასმა არ შეიძლება სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებიც
გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის.
ეს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების თანახმად.
გამოყენების წესი და დოზირება:
კანზე დაზიანების კერასთან წაისმევა 2-4გ. გელი ზედაპირის ფართობზე 400-800 სმ2
და შეიზილება კანში.
პროცედურა შეიძლება განმეორდეს დღეში 3-4-ჯერ.
გვერდითი მოვლენები:
ორტოფენის გელი კარგი ამტანობით ხასიათდება თუმცა იშვიათად შესაძლებელია კანის
გაღიზიანება (სიწითლე, დამწვრობა, გამონაყარი კანზე).
ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას სხეულის ვრცელ ზედაპირზე შესაძლებელია თავი
იჩინონ სისტემურმა გვერდითმა ეფექტებმა, დიკლოფენაკის რეზორბციული მოქმედების
გამო: თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში;
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ბრონქული ასთმის შეტევები, კვინკეს შეშუპება
და სხვა).
აღნიშნული გვერდითი მოვლენების, ან სხვა რაიმე არასასურველი რეაქციების
შემთხვევაში, კონსულტაცია ტარდება ექიმთან, პრეპარატის
შემდგომი გამოყენების თაობაზე.

დიკლოფენაკ ნატრიუმს (MHH დიკლოფენაცუმ ნატრიცუმ) – 10მგ-ს
დამხმარე ნივთიერებები:
იზოპროპილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი,
გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.
კოდი ათქ: MO2AA15.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკ ნატრიუმი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინა-
აღმდეგო და ანალგეზიურ საშუალებას, რომლის მოქმედების მექანიზმი
დაკავშირებულია პროტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებასთან.
ორტოფენის გელის აქტიური ნივთიერება – დიკლოფენაკ ნატრიუმი ამცირებს ანთებითი
პროცესით გამოწვეულ ტკივილსა და
ტემპერატურას.
ჩვენებები:
ტკივილები სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული
დაავადებისას, ანთებისა და შეშუპების, რევმატიული დაავადების, სპორტული და
საყოფაცხოვრებო ტრავმების დროს.
უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, დამხმარე კომპონენტებისა და სხვა
ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინა-აღმდეგო საშუალების მიმართ, რომლებიც
გამოიყენება რევმატიული დაავადებების მკურნალობისათვის. ორტოფენის გელის
გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ორტოფენის გელის გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის
რეკომენდირებული ბავშვებისთვის 12 – წლამდე.
სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის გამოყენებისას:
ორტოფენის გელი არ გამოიყენება კანის საფარის დაზიანებულ ზედაპირზე. ვინაიდან იგი
იწვევს გაღიზიანებას, საჭიროა მოვერიდოთ
გელის თვალში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრას.
ორტოფენის გელი გათვალისწინებულია გარეგანი გამოყენებისათვის.
თუ ბავშვმა წამალი შემთხვევით გადაყლაპა, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან მიმართვა
დახმარებისათვის.
შესაძლებელი ფოტოსენსიბილაციის გამო, დიკლოფენაკ ნატრიუმის გელის მოხმარებისას არ
არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები:
მონაცემები არ მოიპოვება.
გელის მტკივნეულ ზედაპირზე წასმა არ შეიძლება სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებიც
გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის.
ეს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების თანახმად.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების წესი და დოზირება:
კანზე დაზიანების კერასთან წაისმევა 2-4გ. გელი ზედაპირის ფართობზე 400-800 სმ2
და შეიზილება კანში.
პროცედურა შეიძლება განმეორდეს დღეში 3-4-ჯერ.
გვერდითი მოვლენები:
ორტოფენის გელი კარგი ამტანობით ხასიათდება თუმცა იშვიათად შესაძლებელია კანის
გაღიზიანება (სიწითლე, დამწვრობა, გამონაყარი კანზე).
ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას სხეულის ვრცელ ზედაპირზე შესაძლებელია თავი
იჩინონ სისტემურმა გვერდითმა ეფექტებმა, დიკლოფენაკის რეზორბციული მოქმედების
გამო: თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში;
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ბრონქული ასთმის შეტევები, კვინკეს შეშუპება
და სხვა).
აღნიშნული გვერდითი მოვლენების, ან სხვა რაიმე არასასურველი რეაქციების
შემთხვევაში, კონსულტაცია ტარდება ექიმთან, პრეპარატის
შემდგომი გამოყენების თაობაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
შენახვის პირობები:
მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს
25 C. ტემპერატურაზე
. პრეპარატი გამოიყენება როგორც ურეცეპტოდ გასაცემი საშუალება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
40გ. ალუმინის ტუბები.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით