ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
უნიკლოფენი 0,1% თვალის წვეთები, ხსნარი
ნატრიუმის დიკლოფენაკი
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით სრულ ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
**- შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა. **
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
**- ნებისმიერი არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4. **
ჩანართის შინაარსი
1. რას წარმოადგენს უნიკლოფენი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ უნიკლოფენის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება უნიკლოფენი
4. შესაძლო არასასურველი რეაქცია
**5. როგორ ინახება უნიკლოფენი **
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს უნიკლოფენი და რისთვის გამოიყენება იგი
უნიკლოფენი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება თვალში გამოსაყენებლად. უნიკლოფენის თვალის წვეთები მნიშვნელოვნად ამცირებს მექანიკური დაზიანებით ან ალერგიით გამოწვეულ ტკივილს და ანთებით რეაქციებს. აქტიური ნივთიერება, ნატრიუმის დიკლოფენაკი, მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელიც ასუსტებს პროსტაგლანდინების და სხვა ანთებითი მედიატორების მოქმედებას ციკლოოქსიგენაზას ფერმენტების ინჰიბირების გზით. უნიკლოფენი, რომელიც გამოიყენება კატარაქტასთან დაკავშირებული ოპერაციის წინ, ამცირებს ქირურგიული ჩარევის დროს განვითარებულ მიოზს. მიკროქირურგიული ან ლაზერული ოპერაციების შემდეგ იცავს ცენტრალურ ბადურას შეშუპების განვითარებისგან. უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არაინფექციური ანთების სამკურნალოდ, ძირითადად, კონიუნქტივის ქრონიკული ანთების და რქოვანას ალერგიული წარმოშობის დაავადების შემთხვევაში, ეპისკლერიტის და წინა და შუა ნაწილის უვეიტის დროს. ასევე, გამოიყენება ქუთუთოს არაბაქტერიული ანთების სამკურნალოდ, უმნიშვნელო ტრამვების (თვალში უცხო სხეულის მოხვედრით და დამწვრობით გამოწვეული ტრავმა), ულტრაიისფერი სხივებით დასხივების და ფოტოფობიის შემდეგ განვითარებული რქოვანას წყლულის სამკურნალოდ.
უნიკლოფენი ასევე გამოიყენება წინასაოპერაციო პერიოდში, ოპერაციის დროს მიოზის შესამცირებლად, თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს ცისტოიდური მაკულარული ედემის (ცენტრალური ბადურას შეშუპება) განვიტარების პრე- და პოსტქირურგიული პროფილაქტიკისთვის და თვალზე სხვადასხვა ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ანთებითი რეაქციების შესასუსტებლად.
უნიკლოფენის გამოყენება შეიძლება მოზრდილებში, მოზარდებში და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
2. რა უნდა იცოდეთ უნიკლოფენის გამოყენებამდე
უნიკლოფენი არ გამოიყენება:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
- პაციენტებში, რომლებსაც ადრე ქონდათ აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებული ასთმის შეტევა, გამონაყარი ან ცხელება;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
ისეთი პაციენტების ოპერაცია, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება სისხლდენებისადმი და რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მომატებულია სისხლდენის განვითარების რისკი).
პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა მოხდეს რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება. ასევე, არ არის რეკომენდებული მაგარი კონტაქტური ლინზების გამოყენებაც, ან მათი მოხსნა უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებამდე, ხელახლა გაკეთება კი შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან სულ მცირე 20 წუთის შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებები და უნიკლოფენი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
უნიკლოფენის და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება. სხვა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას, შეატყობინეთ ექიმს, რომ იყენებთ უნიკლოფენს. თუ იყენებთ თვალის სხვა პრეპარატებს, კომბინირებული გამოყენების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ოფთალმოლოგს. ორი სხვადასხვა თვალის პრეპარატის გამოყენებებს შორის რეკომენდებულია 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უნიკლოფენის გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა.
უნიკლოფენის გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი კარგად აიტანება. კონიუნქტივის პარკში უნიკლოფენის შეყვანისთანავე, შესაძლებელია განვითარდეს არამკვეთრი მხედველობა, რამაც შეიძლება გაართულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან და სიმაღლეზე მუშაობა. ასეთი საქმიანობა რეკომენდებულია განხორციელდეს პრეპარატის გამოყენებიდან სულ მცირე 15 წუთის გასვლის შემდეგ.
უნიკლოფენი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
პრეპარატის 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,05მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიწოვება რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შესაძლოა შეიცვალოს თვალის ფერი. საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენების წინ და 15 წუთი დაყოვნება.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს აწუხებს თვალის სიმშრალე ან რქოვანას პრობლემები (გამჭვირვალე ფენა თვალის წინა ნაწილში). თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, გაწუხებთ უჩვეულო შეგრძნება თვალში, ისეთი როგორიცაა წვა და თვალის ტკივილი, მიმართეთ ექიმს.
3. როგორ გამოიყენება უნიკლოფენი
ყოველთვის გამოიყენეთ უნიკლოფენი თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის ზუსტ დოზას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზა:
მოზრდილები
თვალის არაინფექციური ანთება: 1-2 წვეთი 3-5-ჯერ დღეში დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში.
მიოზის შემცირება თვალზე ოპერაციის დროს: ოპერაციამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ (30 წუთიანი ინტერვალით). ოპერაციის შემდეგ გამოიყენება 3-ჯერ თითო წვეთი, მომდევნო დღეებში, დღეში 3-5-ჯერ 1-2 წვეთი არანაკლებ 1 კვირა.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ბავშვებში დოზირების და გამოყენების ხანგრძლივობის დასადგენად საჭიროა ოფთალმოლოგთან კონსულტაცია, ყველა საჭირო ამბულატორიული მონიტორინგის თანმხლებით.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
უნიკლოფენის გამოყენება შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად.
თუ გამოიყენეთ უნიკლოფენის საჭიროზე მეტი დოზა
დანიშნული დოზის გამოყენების პირობებში, დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოზრდილებში უნიკლოფენის შიგნით ერთჯერადი შეყვანის პირობებში, არ არის მოსალოდნელი ჭარბი დოზის რეაქციები. ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
**თუ გამოტოვეთ უნიკლოფენის მიღება **
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა პრეპარატების მსგავსად, უნიკლოფენმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.
პრეპარატი კარგად აიტანება. გამოყენებისთანავე შესაძლებელია დროებით განვითარდეს წვა და მხედველობის დარღვევა. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, შესიება და შეშუპება.
თუ ნებისმიერი არასასურველი რეაქცია სერიოზულ სახეს იღებს, ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება არასასურველი რექციების შესახებ
ნებისმიერი არასამკურნალწამლო რეაქციის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
5. როგორ ინახება უნიკლოფენი
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უნიკლოფენი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნილი შეფუთვის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ბოთლს დაეხუროს თავსახური.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემო დაცვას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს უნიკლოფენი
- აქტიური ნივთიერება: 1 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკი 1 მლ ხსნარში (1 მლ=20 წვეთი).
- დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ბორაქსი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილ-ბეტადექსი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
უნიკლოფენის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
1 ბოთლი 5 მლ ხსნარით მუყაოს კოლოფში.
1 ბოთლი 10 მლ ხსნარით მუყაოს კოლოფში.
უნიკლოფენი****0,1%
Uniclophen 0,1%
საერთაშორისოდასახელება(აქტიურინივთიერება**):** დიკლოფენაკ ნატრიუმი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ფენილძმარჟავას წარმოებულები.
შემადგენლობა
აქტიური****ნივთიერება: 1მლ ხსნარში 1მგ დიკლოფენაკ ნატრიუმი.
სხვაინგრედიენტები: ბორის მჟავა, ბორაქსი, პროპილენგლიკოლი, დინატრიუმ ედეტატ დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი – როგორც კონსერვანტი, საინექციო წყალი.****
ჩვენებები
უნიკლოფენი 0,1% ხსნარი გამოიყენება თვალისათვის. მისი აქტიური ნივთიერება
დიკლოფენაკ ნატრიუმი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური
დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.
უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არაინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ,
განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული
ანთების სამკურნალოდ. პრეპარატი ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული
ანთებისას, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეული
უმნიშვნელო ტრამვებისას, ფოტოფობიისა და ულტრაიისფერი (UV) რადიაციით დასხივების
შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების
მკურნალობისათვის.
უნიკლოფენის გამოყენება ასევე ნაჩვენებია ოპერაციისწინა მოსამზადებელ ეტაპზე,
ოპერაციის დროს თვალის გუგის შევიწროების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული
ედემისა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს
მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად.
მიღებისწესიდადოზირება
უნიკლოფენი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისი სიზუსტით. თუ რაიმეში არ ხართ
დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უფროსები****
თვალის არაინფიცირებული ანთების დროს, ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თვალის ქუთუთოში
3-5-ჯერ დღეში.
თვალის ოპრეციების დროს, გუგის შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ
ჩარევამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ თვალის ქუთუთოში (30 წუთიანი
ინტერვალებით).
2წლისასაკისზემოთბავშვები
დანიშნულება და დოზირება უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგ-პედიატრის მიერ. მკურნალობა
უნდა მიმდინარეობდეს ამბულატორიულ პირობებში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
კონტაქტურილინზებისმომხმარებელთათვის
თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, უნიკლოფენის მიღებამდე ლინზები უნდა ამოიღოთ.
ლინზების თვალში მოთავსება შესაძლებელია პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის გასვლის
შემდეგ.
გამოყენების****ინსტრუქცია
1. დაიბანეთ ხელები და დაჯექით კომფორტულად.
2. მოატრიალეთ ფლაკონის თავი.
3. დაიჭირეთ ფლაკონი ორი თითით, თავით ქვემოთ.
4. თვალის ქუთუთო ფრთხილად ჩამოსწიეთ ქვემოთ.
5. პიპეტის ბოლო მიიტანეთ თვალთან ახლოს, ისე, რომ თვალს და მიმდებარე უბნებს არ
შეეხოს.
6. ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს ისე, რომ მხოლოდ 1-2 წვეთი მოხვდეს თვალში.
7. დააჭირეთ თითი იმავე თვალსა და ცხირს შორის კუთხეს და გააჩერეთ 1 წუთი.
8. ექიმის მიერ პრეპარატის ორივე თვალში გამოყენების დანიშნულების შემთხვევაში,
იგივე გაიმეორეთ მეორე თვალში.
9. გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ კარგად დაახურეთ ფლაკონს თავსახური.
გვერდითი****მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, უნიკლოფენის მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავების ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების
შემთხვევაში, რომელიც აღწერაში მითითებული არ არის, დაუკავშირდით ექიმს ან
ფარმაცევტს.
უკუჩვენება
უნიკლოფენი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
• დიკლოფენაკ ნატრიუმის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
ალერგიის (მომატებული მგრძნობელობის) დროს;
• აცეტილსალიცის მჟავას მიღებასთან დაკავშირებული ასთმის, ჭინჭრის ციების
(ურტიკარიის) ან ცხვირის სისველის (მწვავე რინიტის) შემთხვევაში;
• ორსულობის ბოლო სამი თვე;
• 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უნიკლოფენისიფრთხილითინიშნება****
• ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატი
შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზების გამო);
• პაციენტებში კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებით;
• პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისკენ (სისხლდენის რისკი
იზრდება ოპერაციის დროს);
• პაციენტებში, რომლებიც სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ
(სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს).
ორსულობადალაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. ორსულობის პირველ და
მეორე ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის
შემთხვევაში.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის
შემთხვევაში.
**განსაკუთრებული****მითითებები
** უნიკლოფენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან პრეპარატი ოფთალმოლოგიური დანიშნულების ხსნარია, მას კავშირი არ აქვს
საკვებისა და სასმელის მიღებასთან.
ავტომობილებისადამანქანა-დანადგარებისმართვა
პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროში შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა,
რამაც შეიძლება გაართულოს ავტომობილისა და მანქანა-დანადგარების მართვა.
აღნიშნული საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. აქედან გამომდინარე მითითებული
აქტივობებით დაკავება რეკომენდირებულია პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
მნიშვნელოვანიინფორმაციაუნიკოლოფენისზოგიერთიინგრედიენტისშესახებ
პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ამიტომ
მისი გამოყენება არ შეიძლება რბილი საკონტაქტო ლინზების არსებობის შემთხვევაში.
მყარი საკონტაქტო ლინზები პრეპარატის ჩაწვეთებამდე უნდა იქნას ამოღებული.
ლინზების უკან მოთავსება რეკომენდებულია პრეპარატის ჩაწვეთებიდან 20 წუთის
შემდეგ.
ჭარბი****დოზირება
დოზირების წესის დაცვის შემთხვევაში ზედოზირება გამორიცხულია.
მოზრდილების მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, არაადეკვატური
რეაქცია მოსალოდნელი არ არის.
ბავშვებში ზედოზირების ან შემთხვევით პერორალურად მიღების შემთხვევაში, მიმართეთ
სამედიცინო დახმარებას.
**დოზის გამოტოვება
** უნიკლოფენის მიღების დავიწყების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთება უნდა
მოხდეს გახსენების შემდეგ დაუყონებლივ, ჩვეულებრივ დროს მიღების ჩვეულებრივი
დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით დაუშვებელია პრეპარატის ორმაგი დოზით
გამოყენება.
უნიკლოფენის მიღების შეწყვეტა
უნიკლოფენის მიღების შეწყვეტა ექიმთან შეუთანხმებლად, რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
სხვაწამლებთანურთიერთქმედება
უნიკლოფენი შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა პრეპარატებთან.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა
პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
ზოგიერთი სხვა პრეპარატი შეიძლება გავლენას ახდენდეს უნიკლოფენის მოქმედებაზე ან
პირიქით.
უნიკლოფენი შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან ერთად, მაგრამ
საჭიროებს სიფრთხილეს.
ადგილობრივი სტრეოიდების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელად აცნობეთ ექიმს.
პაციენტებში, რომლებიც სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ ან
სისხლის შედედების დარღვევა აღენიშნებათ, უნიკლოფენით მკურნალობისას მოსალოდნელია
სისხლენის გახანგრძლივება.
თუ იღებთ სხვა თვალის წვეთებს, აუცილებელია ექიმმა იცოდეს ამის შესახებ, რათა
დადგინდეს მათი ერთდროული მიღების მიზანშეწონილობა. უნიკლოფენისა და სხვა
პრეპარატების გამოყენებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს 5 წუთი.
გამოშვებისფორმა: 0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1.
გაცემისრეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).
მწარმოებელი
Unimed Pharma,
სლოვაკეთი.
დასახელება - უნიკლოფენი 0.1% 10მლ თვ.წვეთები
ჩვენებები
უნიკლოფენი 0,1% ხსნარი გამოიყენება თვალისათვის. მისი აქტიური ნივთიერება
დიკლოფენაკ ნატრიუმი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური
დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.
უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არაინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ,
განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული
ანთების სამკურნალოდ. პრეპარატი ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული
ანთებისას, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეული
უმნიშვნელო ტრამვებისას, ფოტოფობიისა და ულტრაიისფერი (UV) რადიაციით დასხივების
შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების
მკურნალობისათვის.
უნიკლოფენის გამოყენება ასევე ნაჩვენებია ოპერაციისწინა მოსამზადებელ ეტაპზე,
ოპერაციის დროს თვალის გუგის შევიწროების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული
ედემისა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს
მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად.
მიღების წესი და დოზირება
უნიკლოფენი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისი სიზუსტით. თუ რაიმეში არ ხართ
დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უფროსები- თვალის არაინფიცირებული ანთების დროს, ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თვალის
ქუთუთოში3-5-ჯერ დღეში.
თვალის ოპრეციების დროს, გუგის შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ
ჩარევამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ თვალის ქუთუთოში (30 წუთიანი
ინტერვალებით).
2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
დანიშნულება და დოზირება უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგ-პედიატრის მიერ. მკურნალობა
უნდა მიმდინარეობდეს ამბულატორიულ პირობებში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის
თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, უნიკლოფენის მიღებამდე ლინზები უნდა ამოიღოთ.
ლინზების თვალში მოთავსება შესაძლებელია პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის გასვლის
შემდეგ.
უკუჩვენება
უნიკლოფენი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
• დიკლოფენაკ ნატრიუმის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
ალერგიის (მომატებული მგრძნობელობის) დროს;
• აცეტილსალიცის მჟავას მიღებასთან დაკავშირებული ასთმის, ჭინჭრის ციების
(ურტიკარიის) ან ცხვირის სისველის (მწვავე რინიტის) შემთხვევაში;
• ორსულობის ბოლო სამი თვე;
• 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა: 0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით