რედიკლონი - REDICLON
რედიკლონი - REDICLON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

**რედიკლონი **

0.1% თვალის წვეთები

თვალში ჩასაწვეთებელი

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითო ფლაკონი შეიცავს 0.3 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცერინის რიცინოლეატი, ბორმჟავა, ტრომეტამოლი, საინექციო წყალი.

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული შეფუთვის ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

· დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.

· მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

· ზუსტად დაიცავით ამ ჩანართის მითითებები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს რედიკლონი და რისთვის გამოიყენება

**2. რედიკლონის გამოყენებამდე **

3. როგორ უნდა გამოიყენოთ რედიკლონი

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

5. რედიკლონის შენახვის პირობები

**
1. რას წარმოადგენს რედიკლონი და რისთვის გამოიყენება**

რედიკლონი თვალის წვეთები არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ნაწილაკების გარეშე, რომელიც წარმოდგენილია საშეტებში 20 ან 60 ფლაკონით.

რედიკლონის თითო ფლაკონი შეიცავს 0.3 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს მოქმედი ნივთიერების სახით.

ნატრიუმის დიკლოფენაკი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

რედიკლონი გამოიყენება გუგის გასაფართოებლად თვალზე ოპერაციამდე, ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკისთვის (თვალის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სითხისა და ცილების დაგროვებით ბადურის ქვეშ) თვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, ასევე თვალზე ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ ტკივილის ან/და ანთების შესამცირებლად. ის ასევე, გამოიყენება თვალის ტკივილის და სინათლის მიმართ მგრძნობელობის შესამცირებლად.

**2. რედიკლონის გამოყენებამდე **

არ გამოიყენოთ რედიკლონი, თუ:

· ხართ ალერგიული დიკლოფენაკის ან ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, რომელიც მითითებულია ამ შეფუთვის ჩანართის დასაწყისში,

· ასთმის შეტევები, ქავილი ან ცხვირიდან გამონადენი მძიმდება ასპირინის ან სხვა აასს-ის გამოყენებისას (თუ ხართ ალერგიული ამ პრეპარატების მიმართ)

· ხართ ორსულად (არ გამოიყენოთ რედიკლონი ორსულობის 6 თვიდან)

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები რედიკლონთან დაკავშირებით, თუ:

· გაქვთ თვალის ინფექცია (ანთებითი დაავადება).

· გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები.

· ატარებთ კონტაქტურ ლინზებს.

თუ აღნიშნული სიფრთხილის ზომები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

რედიკლონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

შეყვანის მეთოდის გათვალისწინებით საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რედიკლონი არ გამოიყენება ორსულობის 6 თვის შემდეგ. არ გამოიყენოთ რედიკლონი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმისგან მიიღებთ მითითებებს ძუძუთი კვების პერიოდში რედიკლონის გამოყენებასთან დაკავშირებით.

**სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა **

რედიკლონმა შეიძლება გამოიწვიოს არამკვეთრი მხედველობა. ამ შემთხვევაში, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რედიკლონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მაკროგოლგლიცერინის რიცინოლეატმა (პოლიოქსილის აბუსალათინის ზეთი) რედიკლონის დამხმარე ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის მხრივ.

სხვა პრეპარატების გამოყენება

უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ

· იღებთ სისხლის შედედების პროფილაქტიკურ საშუალებებს,

· იყენებთ ნებისმიერ სხვა თვალის წვეთს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

3. როგორ უნდა გამოიყენოთ რედიკლონი

მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 წვეთს დაზიანებულ თვალში ყოველ 4-6 საათში. ჩაწვეთების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის შესაფერის დოზასთან დაკავშირებით. ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მითითებები.

გამოყენების წესი და მეთოდი

ჩაწვეთებამდე დაიბანეთ ხელები. ჩაიწვეთეთ პრეპარატი თვალში, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ.

· გადაწიეთ თავი უკან; ფრთხილად დაიჭირეთ თვალის ქვედა ქუთუთო, ისე რომ თვალის ქუთუთოსა და თვალს შორის იყოს სივრცე.

· თვალთან მიიტანეთ ერთჯერადი გამოყენების ფლაკონი თავით ქვემოთ.

· ფრთხილად დააჭირეთ ფლაკონის ძირს ერთი წვეთის გამოსაყოფად.

· არ შეეხოთ საწვეთურს თითით და არ შეახოთ ის თვალს.

· დააჭირეთ თითი თვალის კუთხეში ჩაწვეთებიდან 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალის სადინრიდან ცხვირში.

**სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები **

გამოყენება ბავშვებში: რედიკლონი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში: ხანდაზმულებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

გამოყენება განსაკუთრებულ პირობებში

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

თირკმელების და ღვიძლის უკმარისობისას დიკლოფენაკის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ რედიკლონის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ რედიკლონის საჭიროზე მეტი დოზა:

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოიყენეთ რედიკლონის საჭიროზე მეტი დოზა.

თუ დაგავიწყდათ რედიკლონის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ რედიკლონის გამოყენება

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თქვენი მკურნალობა არ იქნება სათანადო.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგ პაციენტში რედიკლონს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება.

შეწყვიტეთ რედიკლონის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობა.

· სუნთქვის გაძნელება

· ასთმის გამოვლინება.

ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია რედიკლონის მიმართ. შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ შენიშნავთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ მდგომარეობას:

· რქოვანას ანთება (თვალის გამჭვირვალე წინა ნაწილი) ხშირი ჩაწვეთების შემდეგ, რქოვანას დარღვევები.

· რქოვანას გათხელება ან შეშუპება, რაც შეიძლება სახიფათო იყოს მხედველობისთვის.

ეს არის მძიმე გვერდითი მოვლენები. შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა:

· დროებითი წვა თვალში

· თვალის ტკივილი, ქავილი, სიწითლე და არამკვეთრი მხედველობა.

ეს არის რედიკლონის ზომიერი გვერდითი მოვლენები.

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ რთული ოპერაცია თვალზე, რქოვანას დენერვაცია, აქვთ რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები, შაქრიანი დიაბეტი, თვალის ზედაპირის დაავადებები (მაგ., მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტი, ან უტარდებათ განმეორებითი ოპერაცია თვალზე დროის ხანმოკლე პერიოდში, შეიძლება იმყოფებოდნენ რქოვანას მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ, რაც შეიძლება სახიფათო იყოს მხედველობისთვის. ასეთ პაციენტებში ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენება სიფრთხილით.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.

5. რედიკლონი შენახვის წესი

შეინახეთ რედიკლონი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ 25ºჩ-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

საშეტების გახსნის შემდეგ, ფლაკონები უნდა გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.

ფლაკონები განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის, გამოუყენებელი შიგთავსი უნდა განადგურდეს.

**გამოიყენებთ ვარგისობის ვადის პერიოდში **

არ გამოიყენოთ რედიკლონი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ რედიკლონი, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის რაიმე დაზიანებას.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რედიკლონი 0,1%0,3მლ თვ/წვ#20ფლ
  • სახელი: რედიკლონი 0,1%0,3მლ თვ/წვ#20ფლ
  • მწარმოებელი: Deva Holding A.Ș. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 0.1% (0.3მგ/0.3მლ) 0,3მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთჯერადი გამოყენების დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერი №20 (2X10)
Aversi 14.3 ლ
რედიკლონი წვეთები თვალის 0.1% 0.3მლ ფლაკონი #20
  • სახელი: რედიკლონი წვეთები თვალის 0.1% 0.3მლ ფლაკონი #20
  • შეფუთვა: 0.1% (0.3მგ/0.3მლ) 0,3მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთჯერადი გამოყენების დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერი №20 (2X10)
Pharmadepot 19.84 ლ
რედიკლონი წვეთები თვალის 0.1% 0.3მლ ფლაკონი #20
  • სახელი: რედიკლონი წვეთები თვალის 0.1% 0.3მლ ფლაკონი #20
  • მწარმოებელი: Deva Holding A.Ș. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 0.1% (0.3მგ/0.3მლ) 0,3მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთჯერადი გამოყენების დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერი №20 (2X10)
GPC 19.84 ლ
Rediklon - რედიკლონი თვალის წვეთები 0.1% 0.3მლ 20 ნებულა
  • სახელი: Rediklon - რედიკლონი თვალის წვეთები 0.1% 0.3მლ 20 ნებულა
  • მწარმოებელი: Deva Holding A.Ș. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 0.1% (0.3მგ/0.3მლ) 0,3მლ თვალის წვეთები, ხსნარი ერთჯერადი გამოყენების დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერი №20 (2X10)
PSP 14.1 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით