ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დიკლოფენაკი 1% 40გ გელი
(Diclofenac Sodium)
სავაჭრო დასახელება: დიკლოფენაკი
** საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:** დიკლოფენაკი
** სამკურნალწამლო ფორმა:** გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა
გელის 1გ შეიცავს: აქტიურ ნივთიერება: დიკლოფენაკის დიეთილამინი 11,60მგ (10მგ
ნატრიუმის დიკლოფენაკის შესაბამისი); დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპრანოლი,
კარბომერი 940, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის დისულფიტი,
სორბიტოლი, ტროლამინი, გამოხდილი წყალი.
აღწერა
გამჭვირვალე უფერო, ჰომოგენური გელი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიოდული საშუალება.
ათქ კოდი: M02AA15.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ფენილძმარმჟავას წარმოებული,
ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზურ მოქმედებას. არაშერჩევითად თრგუნავს
ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) 1-ს და ციკლოოქსიგენაზა 2-ს, მოქმედებს არაქიდონის მჟავას
მეტაბოლიზმზე, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების უბანში.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ნაწილობრივ შეიწოვება კანით, ბიოშეღწევადობა - 6%.
პლაზმის ცილებთან კავშირი - 99,7%. გამოიყოფა თირკმელებით. პოლიართრიტით
დაავადებულებში, რომლებიც იღებენ ადგილობრივ თერაპიას (ანთებითი სახსრის უბანში),
სინოვიურ სითხესა და ქსოვილში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში.
მიღების ჩვენება
საყრდენ-მამოძრავებელი აპარტის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები
(რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი,
მაანკილოზებელი სპონდილიტი; რბილი ქსოვილების რევმატული დაზინება; პოდაგრული
ართრტი); ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული
ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ,
აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის მიმართ. ბრობნქული ასთმის, ცხვირის ან
ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა
ასაპ-ის აუტანლობა (ანამნეზში). ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი,
ბავშვთა ასაკი (12 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.
სიფრთხილით
ღვიძლისმიერი პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტერაქტის ეროზიულ-წყლულოვანი
დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე
დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის
ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენებისადმი);
ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობის I და II ტრიმესტრი.
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გამოყენება ორსულობისას (III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში -უკუნაჩვენებია.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგნად. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში ანთების უბანზე პრეპარატი
იდება თხელ ფენად 3-4-ჯერ დღეში და მსუბუქად იზილება. პრეპარატის აუცილებელი
რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ზომაზე. პრეპარატის ერთჯერადი დოზა:
2-4გ (რაც მოცულობით შეესაბამება მსხვილ ალუბალს).
პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
მკურნლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებასა და სამკურნალო ეფექტზე.
პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოქდმედება.
კანის საფარის მხრივ: ეკზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი,
ჰიპერემია, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი,
აქერცვლა).
ალერგიული რეაქციები (კანის წვა და ქავილი, კანის ერითემატოზური გამონაყარი,
ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები
(შოკის ჩათვლით).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დაბალი სისტემური აბსორბციისას გელის აპლიკაციის დროს, ჭარბი
დოზირება ნაკლებსავარაუდოა. შიგნით შემთხვევით მიღებისას შესაძლებელია სისტემური
გვერდითი რეაქციების განვითარება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუქცია, აქტივირებული ნახშირი,
დიურეზის ფორსირება, სიმპტომური თერაპია. დიალიზი ეფექტური არ არის დიკლოფენაკის
პლაზმის ცილებთან კავშირის მაღალი ხარისხის გამო (დაახლეობით 99%).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი საშუალებების
მოქმედება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი
არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
გელი იდება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ არის
ოკლუზიური სახვევის დადება.
დიდი ხნის განმავლობაში, კანის დიდ ზედაპირზე გელის დადებისას სისტემური გვერდითი
მოვლენების განვითარების რისკი იმატებს.
თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება.
მხოლოდ გარეგანი გამოიყენებისთვის.
გამოშვების ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის 1%.
40გ გელი ალუმინის ტუბში, პლასტმასის სახურავით. ტუბის ხვრელი დაცულია ალუმინის
მემბრანით. სახურავი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის
გასახვრეტი მოწყობილობა. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი
26300 ქ. ვრაშცი, ბეოგრადსკის გზა ბბ, სერბეთი
ტელ.: 13/803100, ფაქსი: 13/803424
წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები
ორგანიზაცია:
129272, ქ.მოსკოვი, ტრიფონოსვკის ქუჩა, სახლი 45ბ. ტელ. (495) 221-70-40, ფაქსი:
221-70-46.
დიკლოფენაკის ნატრიუმი ფარმაკოლოგიური თვისება: არასტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტირევმატული საშუალება.
ჩვენება : გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას;
რევმატიზმის სამკურნალოდ;
ტრამვის შემდგომი შეშუპება და ანთება.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აღენიშნება კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული ან სხვა სისტემის სისხლდენები; ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლამდე; რეკომდებულია მისი დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ დაუყონებლივი ეფექტი.
დოზირება და მიღების წესი: თერაპიისათვის გამოიყენება 1 ინექცია. ინექციის შემდეგ
1 საათის განმავლობაში პაციენტი
უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი
განსაზღვრავს მკურნალობის
ხანგრძლივობას.
გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაღიზიანება,
გულისრევა, ღებინება, დიარეა,
იშვიათ შემთხვევებში სისხდენები.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: კომბინირებული მიღებისას, მას შეუძლია
გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია, შეუძლია
შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტი.
ნატრიუმის დიკლოფენაკს შეუძლია შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი
საშუალებები) ეფექტურობა.
ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის
რისკი. კალიუმის დამზოგველ
პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება.
დიკლოფენაკის ნატრიუმი ფარმაკოლოგიური თვისება: არასტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტირევმატული საშუალება.
ჩვენება : გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას;
რევმატიზმის სამკურნალოდ;
ტრამვის შემდგომი შეშუპება და ანთება.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აღენიშნება კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული ან სხვა სისტემის სისხლდენები; ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლამდე; რეკომდებულია მისი დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ დაუყონებლივი ეფექტი.
დოზირება და მიღების წესი: თერაპიისათვის გამოიყენება 1 ინექცია. ინექციის შემდეგ
1 საათის განმავლობაში პაციენტი
უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი
განსაზღვრავს მკურნალობის
ხანგრძლივობას.
გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაღიზიანება,
გულისრევა, ღებინება, დიარეა,
იშვიათ შემთხვევებში სისხდენები.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: კომბინირებული მიღებისას, მას შეუძლია
გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია, შეუძლია
შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტი.
ნატრიუმის დიკლოფენაკს შეუძლია შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი
საშუალებები) ეფექტურობა.
ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის
რისკი. კალიუმის დამზოგველ
პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება.
ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: დიკლოფენაკი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი სუსტი სპეციფიკური სუნით.
შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
დიკლოფენაკ ნატრიუმს – 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი, 75 მგ/3 მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიკლოფენაკ ნატრიუმი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია არაქიდონის მჟავას ციკლის მთავარი ფერმენტის ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებაში. პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, ჰიპოთალამუსში აქვეითებს თერმორეგულაციის ცენტრის მგრძნობელობას პიროგენების მოქმედების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმის მიერ ინფექციური აგენტებისა და ტოქსინების საპასუხოდ. ამის შედეგად მატულობს კანის სისხლმომარაგება, ოფლის გამოყოფა და სითბოს გაცემა.
დიკლოფენაკ ნატრიუმი ამცირებს ძლიერ და ზომიერად გამოხატულ ტკივილს. ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში იგი სწრაფად ამცირებს ტკივილს (როგორც სპონტანურს, ასევე მოძრაობით გამოწვეულს), ანთების და ჭრილობების შედეგად განვითარებულ შეშუპებას, ეფექტურად ხსნის შაკიკის შეტევითა და პირველადი დისმენორეით გამოწვეულ ტკივილს.
**ფარმაკოკინეტიკა: **
შეწოვა: დიკლოფენაკ ნატრიუმის პარენტერული შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) სისხლის პლაზმაში აღწევს 10-20 წთ-ში.
განაწილება: დიკლოფენაკ ნატრიუმის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 99.7%-ს (ძირითადად ალბუმინებთან). იგი აღწევს სინოვიურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ით უფრო გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში.
მეტაბოლიზმი: პრეპარატის აქტიური ნივთიერების 50% ღვიძლში განიცდის პირველად მეტაბოლიზმს.
ელიმინაცია: მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმლების საშუალებით, 1%-ზე ნაკლები უცვლელი სახით ექსკრეტირდება შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი – ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით.
აქტიური ნივთიერების სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 263 მლ/წთ-ში.
პლაზმიდან პრეპარატის თ1/2 შეადგენს 1-2 სთ-ს, სინოვიური სითხიდან – 3-6 სთ-ს. პრეპარატი არ ხასიათდება კუმულაციის თვისებით.
ჩვენება:
• მწვავე ან ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი
სპონდილიტი, პოდაგრა;
• ტკივილით, ანთებითი პროცესით და შეშუპებით მიმდინარე პოსტტრავმული და
პოსტოპერაციული პერიოდი;
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკული ანთებითი
დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები);
• რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (დაჭიმულობა, დაჟეჟილობა)
ტრავმის შემდგომი ანთებები;
• ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია, ართრალგიები;
• ტკივილით მიმდინარე გინეკოლოგიური დაავადებები;
• შაკიკით გამოწვეული ტკივილი;
• ნაღვლის ბუშტის და/ან თირკმლის კოლიკა;
• LOR – ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
დიკლოფენაკი-გეო ინიშნება ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად.
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-5 დღეს.
მწვავე ტკივილის დროს ინტრამუსკულური ინექციის დღიური დოზა შეადგენს 75 მგ-ს. საჭიროებისას (ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის კოლიკა) დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე (1 ამპულა 2-ჯერ დღეში).
ინტრავენურად პრეპარატი შეჰყავთ წვეთოვნად, ინფუზიის სახით.
1 ამპულა (75 მგ) იხსნება 100-500 მლ Nაჩლ - ის 0.9 %-იან ან დექსტროზის 5% -იან ხსნარში.
ინფუზიისთვის მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე.
პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომის მკურნალობის დროს ინტრავენურად შეჰყავთ 75 მგ 30-120 წთ-ის განმავლობაში. საჭიროებისას პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით, რამოდენიმე საათის შემდეგ.
დიკლოფენაკი-გეოს მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 150 მგ-ს.
პოსტოპერაციული ძლიერი ტკივილის კუპირებისათვის პრეპარატი შეჰყავთ დარტყმითი დოზით - 25-50 მგ 15-60 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ ინფუზია გრძელდება სიჩქარით 5 მგ/სთ, მაქსიმალური დღიური დოზის (150 მგ) მიღწევამდე.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, იშვიათად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია, სტომატიტი, გლოსიტი;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, თავის ტკივილი, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, იშვიათად – პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი;
სმენის ორგანოების მხრივ: ვერტიგო, შუილი ყურებში, სმენის დარღვევა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდში, არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ვასკულიტი;
სუნთქვის ორგანოების მხრივ: ასთმა (დისპნოეს ჩათვლით), ბრონქოსპაზმი, პნევმონიტი;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად - პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი;
ღვიძლის მხრივ: იშვიათად - ჰეპატიტი, სიყვითლე, ტრანსამინაზების დონის მომატება, ჰეპატონეკროზი, ღვიძლის უკმარისობა;
სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია (ჰემოლიზური და აპლასტიური ანემიის ჩათვლით);
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ინექციის დროს - ადგილობრივად წვის შეგრძნება, ტკივილი, სიმაგრე, შეშუპება;
სხვა: იშვიათად - ბრონქული ასთმა, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტოიდურის ჩათვლით.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები; ერითროპოეზის პროცესის დარღვევა; გულის, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა; მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; პორფირია (ანამნეზში); ბრონქული ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავისა ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით; 16 წლამდე ასაკი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
დიკლოფენაკი-გეოს დიგოქსინთან და ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება.
დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის რისკი. დიკლოფენაკი-გეოს ერთდროული გამოყენება კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან იწვევს სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებას.
მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის ტოქსიკურობა, მისი ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირების გამო.
სალიცილატებთან ერთად გამოყენებისას მათი ეფექტურობა მცირდება.
ციკლოსპორინთან დიკლოფენაკი-გეოს ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა.
ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
მკურნალობა: საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია:
დიკლოფენაკი-გეოს გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
დიკლოფენაკი-გეო სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების, ანამნეზში – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დისპეფსიური მოვლენების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან მატულობს გასტრო-ინტესტინალური გართულებების, მათ შორის წყლულის ჩამოყალიბების რისკი.
დაუშვებელია ორი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული მიღება.
სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
შესაძლებელია რეაქციის შენელება, რის გამოც სასურველია ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვისაგან თავის არიდება.
შეფუთვა:
3 მლ საინექციო ხსნარი უფერო, გამჭვირვალე მინის ამპულაში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.
**შენახვის პირობები: **
ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია საინექციო ხსნარის გაყინვა.
ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
**აფთიაქიდან გაცემის პირობა: **
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით