ბოლტარინ T&T - Boltarin T&T
ბოლტარინ T&T - Boltarin T&T

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე სუბსტანციები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ბოლტარინ **
დიკლოფენაკის ტაბლეტები BP 50 მგ

თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს:
დიკლოფენაკის ნატრიუმი BP --------------------- 50მგ.
ფერი: სანსეტ ყვითელი
თერაპიული ჩვენება:
ნებისმიერი სიმძიმის ტკივილის და ანთების მკურნალობა სხვადასხვა მდგომარეობაში, მათ შორის:

  1. ართრიტული მდგომარეობა: რევმატოიდური ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი
    სპონდილიტი, პოდაგრის მწვავე შეტევები.
  2. მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები, როგორიცაა პერიართრიტი (მაგალითად, მხრის სახსარის მოყინვა) ტენდილიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი.
  3. ტკივილთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობები, რომელიც უკავშირდება ტრავმის, მოტეხილობის ჩათვლით, ზურგის ტკივილს, დაჭიმულობის, ნაღრძობის, ორთოპედიულ, სტომატოლოგიურ და სხვა მცირე ოპერაციებს.
    დოზირება:
    პერორალური გამოყენებისთვის:
    მოზრდილებში: 75მგ–დან 150მგ-მდე, ორ ან სამ დოზად გაყოფილი დღეში.
    დიკლოფენაკის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 150მგ. სასურველია მიიღოთ ჭამისას ან ჭამის შემდეგ.
    ბავშვებში: გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში, რეკომენდებული დოზა შეადგენს 75-100მგ, ორ ან სამ დოზად გაყოფილი, მიღეთ მთლიანად ჭარბი რაოდენობის წყლთან ერთად, სასურველია ჭამისას, ან ჭამის შემდეგ. ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
    გამოყენების წესი: პერორალურად
    უკუჩვენება:
    მომატებული მგრძლობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. პაციენტები ანამნეზში კუჭის წყლულით ან ტრაქტიდან სისხლდენით ან პერფორაციით (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი მკაფიო ეპიზოდი). პაციენტები რომელთაც ანამნეზში აღენიშნათ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ასთმა, ანგიოედემა, ურტიკარია ან მწვავე რინიტი) იბუპროფენის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
    ღვიძლის, თირკმლის და გულის მწვავე უკმარისობა.
    ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში.
    კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი, რომელიც უკავშირდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო აგენტებით მკურნალობას.
    წამლებთან ურთიერთქმედება:
    ასპირინი: როდესაც დიკლოფენაკის ტაბლეტი მიიღება ასპირინთან ერთად, მისი ცილების შეკავშირება მცირდება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია; თუმცა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, დიკლოფენაკის და ასპირინის ერთდროული გამოყენება ზოგადად არ არის რეკომენდებული გვერდითი ეფექტების პოტენციალის ზრდის გამო.
    მეტოტრექსატი: ნაჩვენებია რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, კონკურეტულად აფერხებს მეტოტრექსატის აკუმულაციას კურდღლის თირკმლის ფენებში. აღნიშნული შესაძლებელია გამოვლინდეს რადგან ამან შესაძლებელია გაზარდოს მეტატროქსნის ტოქსიკურობა. საჭიროა სიფრთხილე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას მეტოტროქსინთან ერთად.
    ციკლოსპორინი: დიკლოფენაკის ტაბლეტმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თირკმლის პროსტაგლანდინებზე და გაზარდოს გარკვეული პრეპარატების ტოქსიკურობა. ამიტომ დიკლოფენაკის ტაბლეტით კომბინაციურმა თერაპიამ შესაძლოა გაზარდოს ციკლოსპორინების ნეფროტოქსიკურობა. საჭიროა სიფრთხილე დიკლოფენაკის ტაბლეტის გამოყენებისას ციკლოსპორინთან ერთად.
    აგფ-ინჰიბიტორები: კვლევები აჩვენებს, რომ არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა შეამციროს აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზული ეფექტი. ეს ურთიერთქმედება უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად.
    ფუროსემიდი: კლინიკურმა კვლევებმა, ისევე როგორც პოსტ-მარკეტინგულმა დაკვირვებებმა, აჩვენა რომ დიკლოფენაკის ტაბლეტებს შეუძლია შეამციროს ფუროსემიდის და თიაზიდების ნატრიურეზული ეფექტი გარკვეულ პაციენტებში. ეს რეაქცია დამახასიათებელია თირკმლის პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირებისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით კომბინირებული თერაპიისას საჭიროა პაციენტის კონტროლი თირკმლის უკმარისობის სიმპტომებზე, აგრეთვე დიურეზული ეფექტურობის დასადატურებლად.
    ლითიუმი: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა გამოიწვია პლაზმაში ლითიუმის დონეების მომატება და თირკმელში ლითიუმის კლირენსის შემცირება. საშუალო მინიმალური ლითიუმის კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით და თირკმლის კლირენსი შემცირდა დაახლოვებით 20%-ით. ეს ეფექტები დამახასიათებელია თირკმლის პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვისთვის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ. ამგვარად, როდესაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ლითიუმი გამოიყენება ერთად, საჭიროა სუბიექტების ყურადღებით კონტროლი ლითიუმის ტოქსიკურობის სიმპტომებზე.
    ვარფარინი: ვარფარინის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტები კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისას არის სინერგეტიკული, ამიტომ ის პაციენტები რომლებიც იყენებენ ამ პრეპარატებს ერთდროულად, დგანან კუჭნაწლავის ტრაქტიდან სერიოზული სისხლდენის რისკის წინაშე უფრო მეტად ვიდრე პაციენტები რომლებიც იყენებენ ერთ რომელიმე პრეპარატს.
    გვერდითი ეფექტები:
    კუჭის აშლა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენას. ღებინება, გულისრევა, შებერილობა, გაზების დაგროვება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, ასევე შესაძლოა განვითარდეს მადის დაკარგვა. აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ ხმაური ყურებში, მხედველების დარღვევები, სმენის დაკარგვა. ალერგიული რეაქციების სიმპტომები, მათ შორის: გამონაყარი, ქავილი, გასიება, ძლიერი თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება.
    ორსულობა და ლაქტაცია:
    არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულობის ან მშობიარობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციურ რისკს.
    50 მგ კუჭში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტების შემდგომი დოზები ყოველ 8 საათში, აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობით, რომ არ იწვევს გვერდით ეფექტებს ძუძუზე მყოფ ბავშვებში.
    თუ შესაძლებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების დროს.
    შენახვის პირობები:
    შეინახეთ მშრალ, გრილ, პირდაპირი მზის ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
    წარმოების ფორმა:
    10 ბლისტერი, თითოეული 10 ტაბლეტით, რომელიც მოთავსებულია ერთ კოლოფში შეფუთვის ფურცელ-ჩანართთან ერთად.
    გაცემის წესი:
    ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით